31/07/2026
კიდევ ერთი ბედნიერი სეზონი დავხურეთ!🤗
მადლობას ვუხდით ჩვენს უსაყვარლეს პატარა მეგობრებს, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში სიყვარულით გაგვილამაზეს ყოველი დღე და ერთად შევქმენით დიდი, თბილი და ბედნიერი ოჯახი, რომელსაც „ჩიპოლინო“ ჰქვია!
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ძვირფას მშობლებს,ნდობისთვის,დაფასებისთვის,პატივისცემისა და იმ მუდმივი თანადგომისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იგრძნობოდა. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა!!!
უსაზღვრო მადლობა ჩვენს საუკეთესო გუნდს-ჩვენს აღმზრდელ პედაგოგებსა და თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად უდიდესი სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და დაუღალავი შრომით ზრუნავენ ჩვენს პატარებზე. სწორედ თქვენი ერთგულების,პროფესიონალიზმისა და სითბოს დამსახურებით იქცა „ჩიპოლინო“ იმ განსაკუთრებულ ადგილად,სადაც ბავშვები ბედნიერები არიან!🩷
ახლა დროა პატარებმა მხიარული, ფერადი და დაუვიწყარი ზაფხულის არდადეგები გაატარონ, ჩვენ კი ახალი იდეებით, ახალი ენერგიითა და კიდევ უფრო დიდი სიყვარულით დაგიბრუნდებით 1️⃣სექტემბერს.
გისურვებთ მშვიდ, ბედნიერ და მზიან ზაფხულს!🌞
გვიყვარხართ!🩷
შეხვედრამდე სექტემბერში!