Isev Kvareli • ისევ ყვარელი

Isev Kvareli • ისევ ყვარელი The Family Hotel at the Birthplace of Wine

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კახეთში!

ჩვენთვის მასპინძლობა ცხოვრების წესი და ტრადიციის ნაწილია. შევეცდებით "ისევ ყვარელში" შეგიქმნათ სიმყუდროვე, აღმოგაჩენინოთ ყვარელი და გაჩვენოთ როგორია აქაური ცხოვრება.

გიმასპინძლებთ ოჯახურ სიმყუდროვეში, ამავდროულად დაგხვდებათ სასტუმროს შესაბამისი ოთახები და მომსახურება. სახლში 6 საძინებელი გვაქვს, ეზოში კი 2 კოტეჯი დგას. მესამე სართულზე განთავსებულია მანსარდი

ბუხრის ოთახით, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება კავკასიონზე. სახლი შემორტყმულია ეზოთი, სადაც წლის ნებისმიერ დროს იპოვით მწიფე ხილს.

ჩვენ დიდ სიამოვნებას გვანიჭებს მასპინძლობა, განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა, ასე თითქოს ჩვენც ვმოგზაურობთ. ველოდებით თქვენთან შეხვედრას და ახალ მოგზაურობას. მთელი გულით ვიზრუნებთ, ისე შეგაყვაროთ აქაურობა, რომ ისევ ყვარელში დაბრუნება ისევ მოგინდეთ.

Address

Kvareli

Opening Hours

Monday 09:00 - 00:00
Tuesday 09:00 - 00:00
Wednesday 09:00 - 00:00
Thursday 09:00 - 00:00
Friday 09:00 - 00:00
Saturday 09:00 - 00:00
Sunday 09:00 - 00:00

Telephone

+995568681151

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Isev Kvareli • ისევ ყვარელი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Isev Kvareli • ისევ ყვარელი:

Share

Category

ისევ ყვარელი

ჩვენ ყვარლელები ვართ, ამიტომაც ისევ ყვარელზე დავიწყეთ ფიქრი, როცა გადავწყვიტეთ სტუმართმასპინძლობის ტრადიცია და ჩვენი ოჯახის ცხოვრების წესი საქმედ გვექცია.

“ისევ ყვარელი” მოვიფიქრეთ, რადგან სადაც არ უნდა წავიდეთ და სადღაც სხვაგან როგორც არ უნდა ვიყოთ, მაინც ისევ ყვარელში გვინდა, ისევ ყვარელზე ვოცნებობთ, ისევ ყვარელი გვირჩევნია, ისევ ყვარელში ვბრუნდებით. ეს, ალბათ, იმიტომაც, რომ აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ, ყველა კუთხე-კუნჭულს ვიცნობთ, გზაში უცნობი იშვიათად გვხვდება, მაგრამ უდაოდ ულამაზესიც არის, კავკასიონს ტბები კიდევ უფრო ამშვენებს, საუკეთესო ქინძმარაულს აქ თუ გასინჯავ, ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის ერთდროული მეზობელიც სხვაგან ვერსად იქნები...

კიდევ ბევრი პასუხი გვაქვს თუ რატომ ისევ ყვარელი. მშვენიერი აზრია, “ისევ ყვარელში” გვესტუმრე, სიასაც გავაგრძელებთ და მთელი გულით ვიზრუნებთ, ისე შეიყვაროთ აქაურობა და ისეთი შთაბეჭდილებებით დაიტვირთო, რომ ისევ ყვარელში, თან “ისევ ყვარელში” მოგინდეს.