20/08/2026
ბორჯომის მთებში, კურორტ ტბაზე, ჩვენი პატარა სახლუკას მეორე სართული სტუმრებისთვის მოვაწყვეთ — მშვიდი და სასიამოვნო დასვენებისთვის.
🌿
🌿 სართული — 90 მ² 🌿
აქ განთავსებულია:
• 2 საძინებელი — თითოეულს აქვს ინდივიდუალური სველი წერტილი
• საერთო სამზარეულო ორივე საძინებლისთვის
• დიდი მისაღები ოთახი
• დიდი აივანი
• სართულს აქვს დამოუკიდებელი ასასვლელი კიბე
🌿
🌿საძინებლები🌿
თითოეულ საძინებელში არის 3 საწოლი (90×200 სმ), შესაბამისად, თითო ოთახი გათვლილია 3 სტუმარზე.
ოთახში ასევე დაგხვდებათ:
• ტუმბო
• ღამის სანათი
• სამუშაო მაგიდა ბორბლებით
• ტანსაცმლის კარადა
• ტანსაცმლის საკიდი
საწოლები აღჭურვილია ახალი, კარგი ხარისხის მატრასებით. სტუმრებისთვის გვაქვს თეთრი თეთრეული და პირსახოცები.
ავეჯი ხისაა და ჩვენი ხელით არის აწყობილი.
🌿
🌿სამზარეულო🌿
სამზარეულო საერთო სივრცეა ორივე საძინებლისთვის და აღჭურვილია ყველა საჭირო საბაზისო ნივთითა და მოწყობილობით:
• მაცივარი
• წყლის მადუღარა
• ტოსტერი
• ცხელი წყლის დანადგარი
• გაზქურა
• თეფშები, ჭიქები და ფინჯნები
• დანა-ჩანგალი
• ქვაბები და ტაფები
• თასები და ტაშტები
• ხის საჭრელი დაფები
სამზარეულოც ხისგანაა მოწყობილი — ჩვენი ხელით და ჩვენი გემოვნებით. 🌿
🌿
🌿აივანი🌿
ჩვენი აივანი სტუმრებში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. 💚
მწვანე მთების ხედით, სკამ-სავარძლებითა და მაგიდებით მოწყობილი, მზიანი და ნიავიანი სივრცე იდეალურია დილის ყავისთვის, საუზმისთვის, საღამოს დასვენებისთვის ან უბრალოდ მთების ხედით ტკბობისთვის.
🌿
🌿მისაღები ოთახი🌿
მისაღებ ოთახში დაგხვდებათ:
• ხის დივანი
• სკამ-სავარძლები
• კარადა
• 2 სასადილო მაგიდა სკამებით — ჯამში 8 ადამიანზე გათვლილი
მაგიდები შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.
სადილი, საუზმე თუ ვახშამი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც მისაღებ ოთახში, ისე აივანზე. 🌿
🌿
🌿ფასები🌿
☀️ ზაფხულის თვეებში:
• ერთი ოთახი / ღამე — 80 ლარი
• მთლიანი სართული / ღამე — 160 ლარი
🍂 სექტემბერში:
• ერთი ოთახი / ღამე — 60 ლარი
• მთლიანი სართული / ღამე — 120 ლარი
🌿
🌿ჩვენი მდებარეობა🌿
კურორტი ტბა ბორჯომიდან 8 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
🌿
სოფელში არის მაღაზია, რომელიც ჩვენი სახლიდან ფეხით სულ 2 წუთის სავალზეა, და ორი პარკი:
🌲 ძველი პარკი — ულამაზეს ფიჭვნარშია გაშენებული და ჩვენი სახლიდან დაახლოებით 7–10 წუთის სავალზეა ფეხით.
🌳 ახალი პარკი — სოფლის შემოსასვლელთან მდებარეობს და ჩვენგან ფეხით დაახლოებით 4–5 წუთის სავალზეა.
🌿
„სტუმრიანი სახლი“ — პატარა, ოჯახური და ჩვენი ხელით მოწყობილი სივრცე ბორჯომის მთებში, სადაც გვინდა, რომ ადამიანმა უბრალოდ დამსვენებლად კი არა, ჩვენს სახლში მოსულ სტუმრად იგრძნოს თავი. ❤️
🌿
🌿დაჯავშნისთვის მოგვწერეთ:
•ჩამოსვლის თარიღი
•გამგზავრების თარიღი
•სტუმრების რაოდენობა
ამის შემდეგ სიამოვნებით შეგიმოწმებთ თავისუფალ ადგილებს.