🌲🌲🌲სქულბუქი გთავაზობთ საზაფხულო ბანაკს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის დაცულ ტერიტორიაზე, აწყურში. აქ თქვენ გელოდებათ საინტერესო და დაუვიწყარი თავგადასავლები, ემოციები, და უსაფრთხო გარემო. ეს არის ადგილი, სადაც განათლება და დასვენება ეფექტურად ერწყმის ერთმანეთს. 🥳️📚
მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ ორ განსხვავებულ პროგრამაზე, რომელიც სხვადასხვა პერიოდში გაიმართება:
• გაძლიერებული ინგლისურენოვანი პროგრამა (11 - 17 წლის მოზარდებისთვის)
• პიროვნული ზრდის პროგრამა (15 -17 წლის მოზარდებისთვის)
👉 პროგრამებზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
პიროვნული ზრდის პროგრამაზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე (ერთი და იგივე სკოლიდან დასაშვებია მხოლოდ 5 მონაწილის მიღება).
გთხოვთ, ყურადღებით შეავსოთ განაცხადი. ამით თქვენ აცხადებთ თანხმობას, კომპანიამ შეგატყობინოთ სიახლეები და ბანაკთან დაკავშირებული დეტალები. 📋
დამატებითი კითხვების შემთხვევაში,
დაგვიკავშირდით: 032 2 470 333 ან მოგვწერეთ [email protected]
👩🏫 გაძლიერებული ინგლისურენოვანი პროგრამა
--------------------------------------------------------------------------
პროგრამა განკუთვნილია 11 - 17 წლის მოზარდებისთვის.
ბანაკის ხანგრძლივობა - 8 დღე / 7 ღამე
ღირებულება - 980 ლარი
პროგრამა მოიცავს ამერიკელ და ბრიტანელ ინსტრუქტორებთან ერთად ინგლისური ენის გასაუმჯობესებელ სპეციალურ კურსს და მრავალფეროვან აქტივობებს, რომლებსაც მხოლოდ ჩვენთან შეხვდებით.
ღირებულებაში შედის:
• ანტიგენის სწრაფი ტესტის საფასური
• ტრანსფერი (თბილისი-აწყური, აწყური-თბილისი)
• ექიმის 24 საათიანი მომსახურება
• განთავსება ბანაკში
• სამჯერადი კვება
• ინგლისური ენის პროგრამა ბრიტანელ, ამერიკელ და ქართველ მასწავლებლებთან ერთად
• ლაშქრობა
• სპორტული აქტივობები
• სპექტაკლები და შოუები
• სერთიფიკატები
🦸️პიროვნული ზრდის პროგრამა (სალაპარაკო ენა - ქართული)
----------------------------------------------------------------
პროგრამა განკუთვნილია 15, 16 და 17 წლის მოზარდებისთვის.
ბანაკის ხანგრძლივობა - 8 დღე / 7 ღამე
ღირებულება - 1280 ლარი.
ამ პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა ისეთ საკითხებზე როგორიცაა პროფესიის არჩევა, სტრესის მართვა და თვითპოზიციონირება, წარმატების გასაღები, ემოციური ინტელექტის როლი, თვითრეგულაცია და სხვა. ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა გვაჩვენა, რომ აღნიშნული თემები 15-17 წლის მოზარდებისთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია. პროგრამას გაუძღვებიან სპიკერები:
1. ალექსანდრე ჯეჯელავა - 21-ე საუკუნის წარმატებული პროფესიები;
2. თამარ ჩიჩუა - ემოციური ინტელექტის როლი, ემპათია;
3. დათო ტურაშვილი - სალონური საუბრები;
4. ნინო მარგველაშვილი - თვითრეგულაცია;
5. ია ბერსენაძე - სტრესი და თვითპოზიციონირება.
ღირებულებაში შედის:
• ანტიგენის სწრაფი ტესტი
• ტრანსფერი (თბილისი-აწყური, აწყური-თბილისი)
• ექიმის 24 საათიანი მომსახურება
• განთავსება ბანაკში
• სამჯერადი კვება
• პიროვნული ზრდის პროგრამა
• სპორტული აქტივობები
• სერთიფიკატები