Ziari Lake - ზიარის ტბა

Ziari Lake - ზიარის ტბა FISHING RESORT

„ზიარის ტბა“ მდებარეობს გურჯაანის რაიონის უძველეს სოფელ ზიარში.მდებარეობს ზღვის დონიდან 750 მეტრზე, გომბორის მთების წყნარ და ულამაზეს ბუნებრივ ტყეში.
ტბის მაქსიმალური სიღრმე 3,5 მ
ტბის სარკის ფართობი 4 ჰექტარს„ზიარის ტბაზე“ კახეთის ცხელ დღეებშიც ტემპერატურა მკვეთრად დაბალია და სიგრილის გამო აუტანელი კოღოებისგან დასვენეული მეთევზეები სასიამოვნო გარემოში თევზაობენ.
„ზიარის ტბა“ იკვებება მთის სუფთა

და ცივი ლაკბის მდინარის წყლით, რაც ტბის ბინადარ თევზებს განუმეორებელ გემოს აძლევს.
ზიარისკენ მომავალი განახლებული გზა თქვენს მგზავრობას ტბაზე უფრო სასიამოვნოს გახდის.

აერომონოზი ,,წითურა,, ასეთი დაავადება გაჩნდა თევზებში მარტის თვიდან და ეს თევზისათვის სასიკვდილო დაავადება რომელიც არის ...
16/04/2026

აერომონოზი ,,წითურა,, ასეთი დაავადება გაჩნდა თევზებში მარტის თვიდან და ეს თევზისათვის სასიკვდილო დაავადება რომელიც არის გადამდები თევზებში და არა ზდამიანზე. ვიმეორებ რომ რა იმფორმაციაც წავიკითხე და პრაქტიკაშიც მიირთვეს ადამიანებმა და ადამიანისათვის არ არის საშიში ეს დაავადება თუმცა რა სასიამოვნოა რომ მომაკვდავ თევზს მიირთმევ🙄
მოკლედ იქიდან გამომდინარე რომ ორი დღეა გამოვიდა ამინდი და შესაძლებელია თევს საჭმელი აჭამო და საჭმელში შეურიო ანტიბიოტიკი რომელიც შველის თევს როგორც სხვა გამოცდილმა მეთევზეებმა მითხრეს და სცადის თავის მეურნეობაში აქვს ეფექტი და ჩერდება სიკვდილიანობა...
დიდი იმედით მეორე დღეა ველოდებით რომ შეწყდება ეს უბედურება და ზარალი...ასეთია ცხოვრება და მისი წესებიც... ბევრი მხიარული, წარმატებული დრო და მომენტი ყოფილა ზიარზე ეხლა არის ასეთი არასასიამოვნო მდგომარეობა... ხო და მინდოდა გამეზიარებინა ჩვენი სტუმრებისათვის ჩვენი რთული დღეების შესახებ რომლებიც იმედია ამ კვირაში გაივლის ღვთის მადლით და კეთილი მშრომელი ადამიანების ძალისხმევით🤗🙂🤗 ძალიან კარგად ვემზადებოდი წლევანდელი სათევზაო სეზონისათვის მარა სამწუხაროდ ჯერჯერობით ასეთი რთული ამბები ხდება.. მაგრამ წინ კიდევ კარგი, სასიამოვნო სიურპრიზებიც მაქვს მეთევზე სტუმრებისათვის რასაც ნელ ნელა გაჩვენებთ 🤗

აი საჩუქარი თევზები ზიარიდან ბუთქუნა დიდი კარჩხანები იცის ჩვენსას ხშირად და ხრამული ზოგი ქაშაპს ეძახის, ესეც საჩუქარი თე...
15/04/2026

აი საჩუქარი თევზები ზიარიდან ბუთქუნა დიდი კარჩხანები იცის ჩვენსას ხშირად და ხრამული ზოგი ქაშაპს ეძახის, ესეც საჩუქარი თევზია და ნახე რა მაგარი ზომა დაიჭირეს 🤗 რამდენიმე მეთევზე მყავს ნანახი ზიარზე ვინც კონკრეტულად ამ თევზე იცის დაჭერის ტექნიკა🤗🤔 10--15 ცალი დაუჭერიათ იმ ერთი ანკესით და ისეთი მონტაჟით რომ მხოლოდ ეს მოდის იმ ანკესსზე და არის განსაკუთრებით გემრიელი იმიტომ რომ ,,ლაკბე,, მდინარე რითიც იკვებება ზიარი მას ჰყავს ეს ჯიში და ჩვენთანაც აქედან ხვდება ასე რომ არ ვყიდულობთ ამ თევზს და მიტომაცაა საჩუქრად ჩვენგანაც🤗 ფოტოებში ერთი საზანიცაა რომელიც დაუბრუნდა ტბას🤗

30/03/2026

ამურით გათევზიანდა ზიარი🤗😉

Address

Ziari
ზიარის ტბა
1501

Telephone

599977973

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ziari Lake - ზიარის ტბა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Ziari Lake - ზიარის ტბა:

Shortcuts

Share