Hotel Abastumani Residence /სასტუმრო აბასთუმანი რეზიდენსი

  • Home
  • Georgia
  • Abast'umani
  • Hotel Abastumani Residence /სასტუმრო აბასთუმანი რეზიდენსი

Hotel Abastumani Residence /სასტუმრო აბასთუმანი რეზიდენსი Hotel services
(433)

სასტუმრო “აბასთუმანი რეზიდენსი” მდებარეობს საქართველოში მესხეთის ქედის წიწვოვანი ტყით დაფარულ სამხრეთ კალთებზე კლიმატურბალნეოლოგიურ კურორტზე აბასთუმანში. აბასთუმნის სამკურნალო თვისებების მეცნიერული შესწავლა XIX საუკუნის 70 იანი წლებიდან დაიწყო, პარალელურად საფუძველი ჩაეყარა პტიზიატრიული კუროტის მშენებლობას. აბასთუმნის საკურორტო გეგმის შემუშავებასა და მის ხორცშესხმაში დიდი წვილი მიუძღვის თბილისის ი

მდროინდელი გუბერნიის მინერალური წყლების სამმართველოს უფროს, ექიმ ადოლფ რემერტს. გასული საუკუნის ბოლოს აბასთუმანში ფილტვების დაავადებების სამუკურნალოდ რუსეთის დიდი მთავარი, გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი დასახლდა. მეფისწულის სურვილის თანახმად1896-1899 წლებში აბასთუმანში აიგო წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესიაც, რომელიც VIII-IX სს-ის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის ზარზმის პროტოტიპს წარმოადგენს. ეკლესია 1902-04 წლებში ცნობილმა რუსმა მხატვარმა მიხაილ ნესტეროვმა მოხატა.
კურორტი ცნობილი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, მისი უნიკალური ბუნებით, მიკროკლიმატით და სამკურნალო თვისებების მქონე ჰაერით (ფილტვები, ბრონხები, ჩიყვი...) და თერმული წყლებით. ასევე აბასთუმანში მდებარეობს ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც საქართველოში 1932 წლიდან მოქმედებს. ობსერვატორიის ისტორია XIX საუკუნის მიწურულს დაიწყო. ასტრონომიით გატაცებულმა მეფისწულმა, გიორგი რომანოვმა, აბასთუმანში თავისი მეგობარი, ასტრონომი და პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი სერგეი გლაზენაპი მიიწვია. გიორგის სასახლის მახლობლად პატარა გუმბათი ააგეს და გლაზენაპის პეტერბურგიდან ჩამოტანილი ტელესკოპი ამ ნაგებობაში მოათავსეს. ასე ჩაუყარეს საფუძველი დიდმა მთავარმა და გლაზენაპმა პირველ ასტრონომიულ დაკვირვებებს. 1932 წლიდან ფუნქციონერებას შეუდგა ობსერვატორიის განახლებული კომპლექსი 1935 წელს ობსერვატორიის თანამშრომლების მიერ აღმოჩენილ ერთ-ერთ მცირე ცთომილს ( #1390) აბასთუმანი ეწოდა.
აბასთუმანი როგორც განსაკუთრებული სამთო საკურორტო ზონა მსოფლიო სამეულში შედის, სადაც შეგიძლიათ ისუნთქოთ სამკურნალო თვისებების უნიკალური ჰაერი (განიკურნოთ ფილტვები, ბრონხები, ჩიყვი). დატკბით უნუკალური ბუნებით, ისარგებლოთ ოზონოთერაპიითა და მზის აბაზანებით.
კურორტი აბასთუანი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ რეგიონში სამცხე-ჯავახეთში ადიგენის რაიონში ზღვის დონიდან 1300 მეტრზე, მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის სამხრეთ ფერდობზე მდ.ოცხეს ხეობაში და ემიჯნება ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალს. ქალაქ თბილისდან 220 კმ. ქალაქ ახალციხიდან 25 კმ. სავალზე.
გარდა სამკურნალო გამაჯანსაღებელი თვისებებისა გამორჩეულია კურორტ აბასთუმნის ლოკაციაც. კერძოდ 40 კმ მანძილზე შესაძლებელია ზეკარის უღელტეხილით კურორტ საირმეში გადასვლა ან პირიქით. 100 კმ მანძილზე მდებარეობს ქ.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ხოლო გოდერძის უღელტეხილის გავლით (150კმ) შესაძლებელია ქ.ბათუმში და შავი ზღვის სხვა კურორტებზე მოხვერდა.
კურორტ აბასთუმნის რელიეფი მთაგორიანია.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთრის ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -40 C.
თოვლის საფარი მდგრადი, შუა დეკემბრიდან მარტის თვის მეორე დეკადის ბოლომდე. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +27 C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 688 მმ.
ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.
მზის ნათების ხანგრძკივობა წელიწადში: 1967 სთ.
ბურებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის რბილი ჰავა და თერმული, კაჟიანი, სულფატურ-ქლორიდულ, კალციუმიანნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,6 გ/დმ3.
სამკურნალო ჩვენებები: პნევმო-პლევრიტისა და ლიმფადენტის ქრონიკული და მწვავე ფორმები; ფილტვები, ბრონხები, ჩიყვი. კურორტ აბასთუმნის კლიმატი უებარი საშუალებაა ფილტვების დაავადებათა პროფილაკტიკისათვის. განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულის სეზონი როცა ფიჭვი დამტვერვას იწყებს.
სასტუმრო “აბასთუმან რეზიდენსს” კურორტ აბასთუმანში გამორჩეული მდებარეობა გააჩნია: იგი განთავსებულია მდინარე ოცხესა და ტყის მასივს შორის, ცენტრალური პარკისა და ობსერვატორიის საბაგირო სადგურის მიმდებარედ. სასტუმრო “აბასთუმანი რეზიდენსი” ჯერჯერობით ერთადერთი სასტუმროა კურორტ აბასთუმანში რომელსაც შეუძლია თანამედროვე კომფორტით, ეკოლოგიურად სუფთა და საუკეთესო კვებით უზრუნველყოფა. სასტუმრო ფუნქციონირებს 2016 წლის ზაფხულიდან, მას გააჩნია 28 ნომერი მათ შორის არის სხვადასხვა კატეგორიის ნომრები: ეკონომ კლასის, სტანდარტული, სტანდარტული აივნით, ლუქსები, დუპლექსი, აპარტამენტი.
სიცოცხლე და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჰაერზე რომლითაც ვსუნთქავთ. თავისთავად სუფთა ჰაერი ბევრ ჟანგბადს არ ნიშნავს, რადგან მხოლოდ სუფთა ჰაერი ბუნებრივად ინერტულია, საჭიროა მისი აეროიონებით აქტივიზება. აბასთუმნის მიკროკლიმატი კი ბუნებრივად ახდენს ჟანგბადის აქტივიზებას და აძლიერებს სიცოცხლისუნარიანობას, შესაბამისად ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ისარგებლეთ ამ უნიკალური საშუალებით გაჯანსაღდით და გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე. თქვენს ხელშია თქვენი და თქვენი შვილების ხვალინდელი დღე.


სასტუმრო “აბასთუმანი რეზიდენსი”

18/05/2026
✨ დღეიდან ჩვენი კარი კვლავ ღიაა თქვენთვის და თქვენი ოჯახის მშვიდი, კომფორტული და ჯანსაღი დასვენებისთვის🌲🌿✨ გელოდებით სიყ...
10/05/2026

✨ დღეიდან ჩვენი კარი კვლავ ღიაა თქვენთვის და თქვენი ოჯახის მშვიდი, კომფორტული და ჯანსაღი დასვენებისთვის🌲🌿

✨ გელოდებით სიყვარულით💚🌲

01/05/2026

✨ძვირფასო სტუმრებო🌿
👉მოხარული ვართ გამცნოთ, რომ სასტუმრო „აბასთუმანი რეზიდენსი“ იწყებს მორიგ სეზონს კომფორტული და მშვიდი დასვენებისთვის ✨
თქვენ გელით კეთილმოწყობილი და უნიკალური გარემო ულამაზეს ბუნებაში (ტყესა და მდინარეს შორის),🌲🏞️ ასევე ტრადიციულად ყურადღებიანი მომსახურება, სამჯერადი კვება, მყუდრო და ოჯახური ატმოსფერო 🏡
მოგეხსენებათ, რომ მაისი აბასთუმანში განსაკუთრებულია გირჩის ყვავილობის (დამტვერვის) გამო 🌲🌲
✨ჯავშნების მიღება უკვე შესაძლებელია😊
სასტუმრო იფუნქციონირებს 10 მაისიდან 10 ოქტომბრამდე.
ისუნთქე ჯანსაღი ჰაერი,გაიხანგრძლივე სიცოცხლე 🌲🌿

✅დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
📬:[email protected]
☎️:+995 599 182 299

✨პატივისცემით სასტუმროს გუნდი 💚

✨ძვირფასო სტუმრებო🌿👉მოხარული ვართ გამცნოთ, რომ სასტუმრო „აბასთუმანი რეზიდენსი“ იწყებს მორიგ სეზონს კომფორტული და მშვიდი ...
02/04/2026

✨ძვირფასო სტუმრებო🌿
👉მოხარული ვართ გამცნოთ, რომ სასტუმრო „აბასთუმანი რეზიდენსი“ იწყებს მორიგ სეზონს კომფორტული და მშვიდი დასვენებისთვის ✨
თქვენ გელით კეთილმოწყობილი და უნიკალური გარემო ულამაზეს ბუნებაში (ტყესა და მდინარეს შორის),🌲🏞️ ასევე ტრადიციულად ყურადღებიანი მომსახურება, სამჯერადი კვება, მყუდრო და ოჯახური ატმოსფერო 🏡
მოგეხსენებათ, რომ მაისი აბასთუმანში განსაკუთრებულია გირჩის ყვავილობის (დამტვერვის) გამო 🌲🌲
✨ჯავშნების მიღება უკვე შესაძლებელია😊
სასტუმრო იფუნქციონირებს 10 მაისიდან 10 ოქტომბრამდე.
ისუნთქე ჯანსაღი ჰაერი,გაიხანგრძლივე სიცოცხლე 🌲🌿

✅დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
📬:[email protected]
☎️:+995 599 182 299

✨პატივისცემით სასტუმროს გუნდი 💚

👉სასტუმრო ,,აბასთუმანი რეზიდენსი'' წლევანდელ სეზონს ამთავრებს 15 სექტემბერს, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რ...
14/09/2025

👉სასტუმრო ,,აბასთუმანი რეზიდენსი'' წლევანდელ სეზონს ამთავრებს 15 სექტემბერს, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მომავალ სეზონზე კიდევ უფრო უკეთესი მომსახურება და გარემო შემოგთავაზოთ 🌲🤩
გვსურს გამოვთქვათ ჩვენი მადლიერება იმ სტუმრების მიმართ, რომლებმაც ამ წელსაც აირჩიეს ჩვენი ლოკაცია. თქვენი ნდობა და მხარდაჭერა ჩვენთვის დიდი სტიმულია და განვითარების საშუალებას იძლევა. იმედს ვიტოვებთ რომ მომავალშიც კიდევ ბევრჯერ გიხილავთ ჩვენს კომფორტულ და სტუმართმოყვარე გარემოში 🥰
✅სიყვარულით, სასტუმროს ადმინისტრაცია🌲

👉 15 ივლისიდან 10 ღამით თავისუფალია ორადგილიანი ნომერი  🤩🌲🤗     ფასი: 350₾     ნომრის ღირებულებაში შედის:     🔸დღგ-18%  ...
07/07/2025

👉 15 ივლისიდან 10 ღამით თავისუფალია ორადგილიანი ნომერი 🤩🌲🤗

ფასი: 350₾
ნომრის ღირებულებაში შედის:
🔸დღგ-18%
🔸სამჯერადი კვება 🍽

✅დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
📬:[email protected]
☎️:+995 599 182 299

👉 6 ივლისიდან თავისუფალია ერთადგილიანი ნომერი  🤩🌲🤗     ფასი: 250₾     ნომრის ღირებულებაში შედის:     🔸დღგ-18%     🔸სამჯე...
02/07/2025

👉 6 ივლისიდან თავისუფალია ერთადგილიანი ნომერი 🤩🌲🤗

ფასი: 250₾
ნომრის ღირებულებაში შედის:
🔸დღგ-18%
🔸სამჯერადი კვება 🍽

✅დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
📬:[email protected]
☎️:+995 599 182 299

16/05/2025

👉ბუნების უნიკალური მოვლენა ( დამტვერვა ) კურორტ აბასთუმანში დაიწყო 🌲🌞
დაესწარით ოჯახთან ერთად და დარწმუნდით აქაური განსაკუთრებული კლიმატის და სამკურნალო ჰაერის მნიშვნელობაზე, რომელიც თქვენს გაჯანსაღებაზე დადებითად აისახება🌲🤩

#მთა #სუფთაჰაერი #გაიხანგრძლივესიცოცხლე 🌲🌲

✅დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
📬:[email protected]
☎️:+995 599 182 299

Address

Paliashvili Street N10
Abast'umani
0301

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Hotel Abastumani Residence /სასტუმრო აბასთუმანი რეზიდენსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Hotel Abastumani Residence /სასტუმრო აბასთუმანი რეზიდენსი:

Share

Category