საოჯახო სასტუმრო ახალციხეში

საოჯახო  სასტუმრო  ახალციხეში მყუდრო და ოჯახური გარემო ახალციხეში

ფერადი შემოდგომა❤️
03/10/2025

ფერადი შემოდგომა❤️

03/10/2025
09/09/2025
25/08/2025
30/07/2025
26/07/2025
01/07/2025

გილოცავთ ახალციხელობას!

30 ივნისი ახალციხისთვის სიმბოლური და საამაყო თარიღია — დღე, როდესაც მთელი ქალაქი ერთიანდება, იხსენებს ისტორიას, ზრუნავს დღევანდელობაზე და ვიგეგმებით უკეთესი მომავლისთვის.

ახალციხე ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში — მნიშვნელოვანი კულტურული, პოლიტიკური და რელიგიური კერა საუკუნეების განმავლობაში. სამცხე-საათაბაგოს ისტორიული ცენტრი, რომელსაც არაერთი გამოწვევა დაუძლევია, დღესაც ამაყად დგას და ინარჩუნებს თავის იდენტობას. აქ ყველაფერი, ყველა ქუჩა ასახავს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ტრადიციებს და სულიერ ძალას.

ისტორია კი განსაკუთრებით ამაყობს შალვა ახალციხელით — XII-XIII საუკუნეების გამორჩეული მხედართმთავარით და ეროვნული გმირით, რომლის თავგანწირულ ბრძოლებს მტერთან დღესაც მოწიწებით იხსენებენ. შალვა ახალციხელი არა მხოლოდ მხედრული ძალით, არამედ სიბრძნითა და ერთგულებით იქცა იმ ეპოქის სიმბოლოდ — კაცად, რომელმაც ღირსება სიცოცხლეზე მაღლა დააყენა.

ახალციხელობა კი მხოლოდ დღის აღნიშვნა არაა — ეს არის თვითმყოფადობის, ერთგულების, ფესვებთან კავშირის და ერთმანეთის პატივისცემის ზეიმი. დღეს მხარს ვუჭერთ იმ ღირებულებებს, რაც საუკუნეების მანძილზე ახალციხის ფასეულობები იყო — ღირსება, განათლება, მეგობრობა და სამშობლოს სიყვარული.

გისურვებთ მშვიდობას, განვითარებას და ერთიანობას.

გილოცავთ ახალციხელობას – დღესასწაულს, რომელიც ყველას გვეკუთვნის, ვისაც ახალციხე მემკვიდრეობად გვერგო და გულით ვატარებთ!💙

Address

ახალციხე გურამიშვილის N101
Akhaltsikhe

Telephone

+995591814166

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საოჯახო სასტუმრო ახალციხეში posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share