"სახლი დართლოში" თუშეთის ულამაზეს სოფელ დართლოში მდებარეობს.კახეთიდან (ახმეტა) ოთხსაათნახევრის სავალზე, ზღვის დონიდან 1 900 მეტრ სიმაღლეზე.
მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებულ ტიპიურ თუშურ საცხოვრებელ სახლს 2012 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია.მოეწყო ათ კაცზე საძინებლები და კაფე ნებისმიერი მსურველისთვის. "სახლი დართლოში" ასევე გთავაზობთ სამ და ხუთდღიან ჯიპ ტურებს თუშეთის ულამაზეს სოფლებში.
ტარიფები:
ღამის
თევა-20 ლარი
ღამისთევა საუზმით-30 ლარი
ღამისთევა სამჯერადი კვებით-50 ლარი. "სახლი დართლოში" გთავაზობთ სამ და ხუთდღიან ტურებს თუშეთში. ტური განხორციელდება მინიმუმ ექვსკაციანი ჯგუფის შემთხვევაში .ფასები მოცემულია ერთ ადამიანზე.
ხუთდღიანი ტური თუშეთში- 460 ლარი
ტრანსპორტირება- თბილისი-დართლო,დართლო-თბილისი.
სასტუმროში ღამისთვა
სამჯერადი კვება
ცხენების ტური
ჯიპ-ტური
დღე 1
გამგზავრება თბილისი-ქვ.ალვანი-დართლო
პიკნიკი თუშეთის გზაზე
სასტუმროში განთავსება
ვახშამი
დღე 2
საუზმე
გომეწრის ხეობის მონახულება (მანქანით)(სოფლები:ბოჭორნა,დოჭუ,ჯვარბოსელი,ალისგორი,ვერხოვანი)
პიკნიკი ბუნებაში
დაბრუნება სასტუმროში -დართლო
ვახშამი
დღე 3
საუზმე
ცხენების ტური
თუშეთის მთავარი სალოცავის ლაშარის მონახულება
სოფელ ჩიღოში თუშურ ოჯახში ტრადიციული ნატურალური კერძებით გამასპინძლება
დაბრუნება სასტუმროში-დართლო
ვახშამი
დღე 4
საუზმე
სოფლების-ომალოს, დიკლოს, შენაქოს მონახულება (მანქანით)
პიკნიკი ბუნებაში
დაბრუნება სასტუმროში-დართლო
ვახშამი
დღე 5
საუზმე
გამომგზავრება თბილისისკენ
სადილი ქვ.ალვანში
თბილისი