21/10/2021
“შემოდგომა უფრო სულის სეზონია, ვიდრე ბუნების”, - თქვა ფრიდრიხ ნიცშემ.
🍂🍁 თუ ამ სეზონს დროსთან გავაიგივებთ, ყველა იმ ისტორიას, რაც ამ ერთი წლის მანძილზე გადაგვხვდა კი ფოთლებთან, შემოდგომა ყველაფერს ერთად გააერთიანებს, სულში ისტორიების, მოგონებების ქარბუქს დაგვიტრიალებს, შემდეგ ერთს გაგვიღიმებს და ჩვენივე ისტორიებით დატვირთული ფოთლები ბოლოჯერ აჩურჩულდება იქამდე, სანამ მიწაზე დაეცემა. სწორედ ეს იქნება დასტური იმისა, რომ დრო კი არ მიდის, მიფრინავს. რომ კიდევ ერთი წელი დასრულდა და ამბები რომელიც ჩვენ გადაგვხდა თითქოს აქ იყო, ახლა მოხდა, თუმცა, წარსულად იქცა და ყველაფერი უსასრულობას მიეცა. მართლაც, არცერთი სეზონი არ ეხება სულს ისე, როგორც ეს ფოთლების ყოველწლიური კასკადი, მასში ნამდვილად არის, რაღაც წარმოუდგენლად ნოსტალგიური და მნიშვნელოვანი.
🍁🍂 თუ ხარ მზად საქართველოში ყველაზე ლამაზი შემოდგომის სანახავად, თუ ხარ მზად სულში იმ ქარბუქის დასატრიალებლად, რასაც ჩვენი კოტეჯიდან გადაშლილი ბუნება მოგიწყობს, მაშინ იცოდე, რომ ეს ადგილი შენ გელოდება. აქ შეიგრძნობ როგორია იყო მშვიდად, როგორია სიჩუმე, სადაც შენი ფიქრები ლაპარაკს იწყებს და ხმას გაგონებს, აქ შესძლებ გადააფასო მთელი შენი წელი, შეამოწმო წარსულის მიმართ შენი დავალიანებები, ან დაცვენილ ფოთლებს გაატანო ყველა ის ამბავი, რაც შენია, რასაც შენში ინახავ, ვერავის უმხელ და გინდა გათავისუფლდე.
🍂🍁 გიფიქრია შემოდგომა, რომ დრო იყოს, რას გაატანდი უსასრულობაში ფოთლებს? ან რას დაუტოვებდი მარადმწვანე ნაძვებს მარად შესახსენებლად?
ჯავშნისთვის დარეკეთ:
☎️ 591 71 13 32
📸: George Khelashvili
https://www.facebook.com/TravelersFromGeorgia
Instagram: Trvl.withus