Hotel White House Anaklia • თეთრი სახლი ანაკლიაში

  • Home
  • Georgia
  • Anaklia
  • Hotel White House Anaklia • თეთრი სახლი ანაკლიაში

Hotel White House Anaklia • თეთრი სახლი ანაკლიაში ერთად ვქმნით ზღვისპირა მოგონებებს თეთრ სახლში 💙🌞

სასტუმრო White House Anaklia მდებარეობს ზღვიდან 100 მეტრში. იგი ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო და თანამედროვე საოჯახო სასტუმროა ანაკლიის ტერიტორიაზე. ორადგილიანი, სამადგილიანი და ლუქსის ტიპის ნომრები აღჭურვილია ინდივიდუალური სველი წერტილით, კონდიციონერით, აივნითა და ტელევიზორით.
სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს კაფე, სადაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ქართული და ევროპული კერძები, მიირთვათ მრავალფეროვანი სასმელები, გაგრილდეთ, დაისვენოთ, უყუროთ ფეხბურთს ან უსმინოთ გემოვნებიან მუსიკას.

Address

ანაკლია
Anaklia
2109

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Hotel White House Anaklia • თეთრი სახლი ანაკლიაში posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Hotel White House Anaklia • თეთრი სახლი ანაკლიაში:

Share

Category

ორი სიტყვით ჩვენზე • Our short story

ჩვენი უოჯახურესი სასტუმრო აღმოცენდა ქართულ ნიადაგზე და შესაბამისად სტუმართმოყვარეობა მემკვიდრეობით ებოძა. 2016 წლიდან თეთრ სახლად წოდებულ სასტუმროს გაცილებით დიდი ხნის ისტორია აქვს . სანამ ეს თეთრი მშვენიერება აშენდებოდა,მანდარინებითა და ლიმონით გამწვანებულ ეზოს ერთი მეგრული ხის ოდა ამშვენებდა, რომელმაც ბევრი სახალისო ისტორია დაიტია; ვისვენებდით მეგობრები,ნათესავები ,ვმასპინძლობდით უცხო სტუმრებსაც და შემდეგ ისინიც ახლობლები ხდებოდნენ ჩვენთვის.

ფოტოზე ძველი სახლია ,აივანზე კი ქალბატონი მარინა, ამჟამად თეთრი სახლის დიასახლისი,რომელმაც იგრძნო,რომ მასპინძლობისთვის მხოლოდ სტუმართმოყვარეობა არ კმაროდა და სტუმრებს კომფორტული ოთახები და უკეთესი პირობები სჭირდებოდათ. ამ მოთხოვნებმა წარმოშვა თეთრი სახლი, ათი კომფორტული ნომრით, ინდივიდუალური სველი წერტილებით, კონდიციონერებით,აივნებით,ტელევიზორებით და სხვა თანამედროვე აღჭურვილობებით. შენარჩუნებულია ეზოს სიმწვანე და პერიოდულად ვიშინაურებთ ახალ-ახალ მცენარეებს, იმისათვის,რომ იდეალური გარემო სუფევდეს როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ორი სიტყვით ანაკლიასაც შევეხოთ - მისი კლიმატის უნიკალურობას , სანაპიროთა მრავალფეროვნებას... ჩვენთან გადაბმით არ წვიმს! დილას თუ გაწვიმდა საღამოს დიდი შანსია რომ მზე გამოვა და ზღვაზეც აღმოჩნდებით. აი სანაპიროს არჩევანიც თქვენზეა - ქვიშიანი იქნება ის თუ ქვიანი, წყალი ღრმა თუ არც ისე , ამისთვის უბრალოდ ხან ხიდზე გადადიხართ და განმუხურში ისვენებთ,ხან კი ანაკლიაში. ჩვენგან კი ორივე სანაპირო ისე ახლოსაა ფეხით დასეირნობთ,მანქანა არ გჭირდებათ! განმუხურშივე არის აკვაპარკი თანამედროვე ატრაქციონებითა და მრავალფეროვანი გასართობი საშუალებებით,რომლისგანაც სულ რაღაც 1კმ გვაშორებს... ჩვენს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ღია კაფე,სადაც შეძლებთ ისეთი გემრიელობების დაგემოვნებას,როგორიცაა ელარჯი,ხარჩო,გებჟალია,ღომი,მეგრულიი სულგუნი,ქართული ღვინო და სხვა ქართულ-ევროპული კერძები.. ზღვიდან დაბრუნებული ჩამოსხდებით და გაგრილდებით სხვადასხვა სასმელებით . მოკლედ ,ჩვენთან ისეთი ოჯახური ატმოსფეროა,ვერც კი იგრძნობთ ამდენი კილომეტრი რომ გაშორებთ საკუთარ სახლს. ერთხელ ჩამოსული აუცილებლად კიდევ და კიდევ დაბრუნდებით, მაგრამ, მოდი სიტყვაზე მაინც ნუ გვენდობით - ჩამობრძანდით და ადგილზე შეამოწმეთ ეს ყველაფერი!

Our hospitality comes from Georgia! White house is opened since 2016 but we have longer experience of hosting our guests. Before this beautiful white building on this land was standing small wooden house (picture is given above) where lived small family. We’ve been receiving friends and relatives but then started hosting strangers who wanted to relax. We had just 3 bedrooms with shared bathroom and balcony. Our income was very low but we had a very good time with our guests. On an old picture there is standing a woman on balcony whose name is Marina and now she is the owner of white house. She noticed increased demand on rooms and decided to build the hotel where would be better conditions for guest to relax in comfort. Now we have ten comfortable rooms with private bathrooms ,balconies, TV, air-conditioning and other modern equipment. Sea beach is in five minutes walking distance from our hotel ,aqua park is in ten minutes and center is in two minutes ,so our location is just great! Also there is a café in front of the hotel where you will taste Georgian food and will definitely fall in love with it! We try so hard to make your Georgian trip unforgettable ! We understand how far you are from home but just trust us that you won’t feel it here. But wait, why to trust our words? Just come here and check everything by yourself!