27/06/2023
✨ ოთახის დასაჯავშნად გთხოვთ მოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ:
Mob/Whatsapp/Viber Cells: +995 592 952 522 / +995 568 906 817
Res: [email protected]
მეგობრებო თქვენ უკვე იცით ვარძიის შესახებ, მაგრამ კიდევ შეგახსენებთ თუ როგორი მნიშვნელოვანი და მრავალსაუკუნოვანი ძეგლია ვარძია.
ჩვენთან ვიზიტი კი დაგეხმარებათ ამ ულამაზესი და საოცარი ადგილების მონახულებაში ❤️
🎗️ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ოროგრაფიული სქემის მიხედვით ვარძია მდებარეობს ერუშეთის ქედის აღმოსავლეთის განტოტების ბოლოს. ვარძიის უკიდურესი ზედა გამოქვაბული ზღვის დონიდან 1462 მ-ზე ძევს.
🎗️ციხის მშენებლობა დაიწყო მეფე გიორგი III - მ და დაამთავრა მისმა შვილმა - თამარ მეფემ, რომელმაც მას თავდაპირველი სამხედრო ციხე-სიმაგრის დანიშნულება შეუცვალა და უზარმაზარ გამაგრებულ მონასტრად წარმოგვიდგინა. ანსამბლი ძირითადად 1156 - 1203 წლებში შეიქმნა, აკურთხეს 1185 წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე.
ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.
✨ ოთახის დასაჯავშნად გთხოვთ მოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ:
Mob/Whatsapp/Viber Cells: +995 592 952 522 / +995 568 906 817
Res: [email protected]