აჭარის მოლაშქრეთა გაერთიანება

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • აჭარის მოლაშქრეთა გაერთიანება

აჭარის მოლაშქრეთა გაერთიანება ცოდნის, გამოცდილებისა და საინტერესო სიახლეების გაზიარება.

შევხდებით მთებში 🏞️
11/06/2023

შევხდებით მთებში 🏞️

ტრანსკავკასიური ბილიკი (TCT) პირველი გრძელმანძილიანი ბილიკთა ქსელია რეგიონში, რომელიც ორი საფეხმავლო დერეფნით სა...

როგორ შევარჩიოთ კარგი საკარვე ადგილი⛺🏕️🛖🎪კარგი საკარვე ადგილი პირველ რიგში ლამაზ ხედთან ასოცირდება.🏞️მაგრამ ხედის შერჩევ...
09/05/2023

როგორ შევარჩიოთ კარგი საკარვე ადგილი⛺🏕️🛖🎪

კარგი საკარვე ადგილი პირველ რიგში ლამაზ ხედთან ასოცირდება.🏞️მაგრამ ხედის შერჩევამდე, ჯობს თუ რჩევებს და უსაფრთხოების წესებს გადავხედავთ.

გამგზავრებამდე მოიძიეთ ინფორმაცია სპეციალურად გამოყოფილი საკარვე ადგილების შესახებ. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებსაიტზე ან უბრალოდ კითხოთ გამოცდილ მეგობრებს.

რა უნდა გავითვალისწინოთ:

🌊წყალი
ლამაზი ხედი კარგია, მაგრამ წყალი უფრო საჭიროა. საკარვე ადგილი ჯობს შევარჩიოთ სასმელ წყალთან ზომიერად ახლოს, მაგრამ არა უშუალოდ წყლის პირას.🏞️

არ გაშალოთ კარავი მდინარესთან ახლოს. წვიმის დროს მდინარე ისე სწრაფად შეიძლება ადიდდეს, რომ კარვიდან ნივთების გამოტანაც ვერ მოასწროთ. შესაძლოა არც წვიმდეს, უბრალოდ სადმე მეწყერმა კალაპოტი ჩაკეტოს და დაგუბებული მდინარე ერთიანად მოვარდეს. დაიცავით მინიმუმ 20 მეტრიანი დისტანცია მდინარის ნაპირიდან.

ტბის ნაპირას კემპინგისას გაითვალისწინეთ მწერების ფაქტორიც. იქონიეთ კოღოების საწინააღმდეგო სპრეი.🦗🪲🦟 ასევე შეიძლება წყლის დასალევად დაუპატიჟებელი ოთხფეხა სტუმრები გეწვიონ.🦊🦝🐺

🌞🌝მზე / ჩრდილი
ზამთარში და ცივ ამინდში მზე კარგია, მაგრამ ზაფხულში ეცადეთ შეარჩიოთ ჩრდილიანი ადგილი. მზიან ადგილას დილით კარვის მაგივრად საუნაში გაიღვიძებთ.

გარდა ამისა, კარვის ხანგრძლივი დგომა მზეში აზიანებს მატერიას და ამცირებს ტენტის სიცოცხლისუნარიანობას.

🌬️ქარი
შეარჩიეთ ადგილი, სადაც ძლიერი ქარი არ არის. ზომიერი სიო კარგია ვენტილაციისთვის. ასეთი ადგილებია ხშირი ტყე და დიდი ლოდების (ბოლდერების) მიმდებარე ტერიტორიები.🪨⛰️🪵🌿

კარავი გაშალეთ ისე, რომ კარი არ იყოს ქარის მხარეს. თუ ქარი ძლიერია, გამოიყენეთ სამაგრი თოკები, რაც ქარში კარვის კონსტრუქციას მეტ სიმყარეს სძენს.

🏔️დახრილობა
შეარჩიეთ თითქმის სწორი, ოდნავ დახრილი ადგილი. იდეალურად სწორ ან ჩაღრმავებულ ადგილზე წვიმის დროს აღმოჩნდებით გუბეში. ოდნავი დახრა უზრუნველყობს წვიმის წყლის გადინებას.

კარვის გაშლამდე შეძლებისდაგვარად მოასუფთავეთ ადგილი ქვებისგან და უხეში გამხმარი ბალახებისგან. არ დააზიანოთ ცოცხალი მცენარეები.

🏞️ხეობები
თუ ხეობაში გიწევთ კარვის გაშლა, დააკვირდით ამინდის ცვალებადობას. დაბანაკდით წყლის მაქსიმალური დონიდან გაცილებით მაღლა. მაქსიმალური დონე არის დონე, რასაც წყალი აღწევს ძლიერი წვიმის და წყალდიდობისას.

თუ მოსალოდნელია წვიმა, ჯობს სიარული გავაგრძელოთ და ხეობაში დაბანაკებას ავარიდოთ თავი. გარდა წყლის ადიდების საშიშროებისა, ხეობები გამოირჩევა ძლიერი ქარით.🌬️

🌳ხეები
კარგია იმით, რომ არის ჩრდილი და ნაკლები ქარი. კარვის გაშლამდე დარწმუნდით, რომ თქვენს თავზე არ არის გამხმარი ტოტები, რაც შეიძლება ქარის დროს ჩამოტყდეს.🌿🪵🍂

არ გაშალოთ კარავი ცალკე მდგომ ხესთან, რადგან ასეთი ხეები განსაკუთრებით იზიდავენ მეხს ჭექა-ქუხილის დროს.🌧️⚡☄️

წყარო: metaoutdoor com
📸: გიორგი ტაკიძე

#საკარვეადგილი #რჩევები #ლაშქრობა

კარვის შერჩევისას გასათვალისწინებელი აუცილებელი რჩევები, რომელიც თავიდან აგაცილებთ უსიამოვნო სალაშქრო გამოცდილებასა და ფ...
08/05/2023

კარვის შერჩევისას გასათვალისწინებელი აუცილებელი რჩევები, რომელიც თავიდან აგაცილებთ უსიამოვნო სალაშქრო გამოცდილებასა და ფინანსურ დანაკარგებს👇👇 🥳🥳☺️

💥ტევადობა
უმეტეს შემთხვევაში ორ ან სამ კაციანი კარავი დაგჭირდებათ. უფრო მეტი ტევადობის კარვის გამოყენება რეკომენდებულია ავტომობილით კემპინგისას, რადგან ხუთ კაციანი კარავი იქნება რომელიმე ერთი ადამიანის სატარებელი. ორი ცალი (ორკაციანი და სამკაციანი) კარვის შემთხვევაში კი სატარებელი წონა შედარებით თანაბრად გადანაწილდება.

გარდა ამისა, რაც უფრო დიდია კარავი, მით უფრო რთული გასაშლელია და ძნელია სწორი საკარვე ზედაპირის მოძებნა.

💥სეზონურობა
კარვები სეზონურობის მიხედვით იყოფა ორ კატეგორიად — სამ სეზონიანი და ოთხ სეზონიანი. ამ პარამეტრით იზომება კარვის ტემპერატურული თავსებადობა.

3 სეზონიანი კარავი გამოგადგებათ ყველა დროს, გარდა ზამთრისა. ასეთ კარავს აქვს უფრო მეტი ბადე და კედლებიც შედარებით თხელია. უდიდესი უპირატესობაა, რომ ზაფხულის მოწმენდილი ცის ქვეშ, შეგიძლიათ საწვიმარი ტენტი მოხსნათ და წამოწოლილი დატკბეთ ვარსკვლავების ლამაზი ხედით.

4 სეზონიანი კარავი თავისთავად არის უფრო თბილი. აქვს სქელი კედლები და ბადეები მინიმუმამდეა დაყვანილი. ასეთი კარავი შეგიძლიათ თამამად გაშალოთ თოვლში და ქარბუქში.

💥წყალგამძლეობა
წვიმაში და უამინდობაში მნიშვნელოვანია, რომ კარავმა წყალი არ გაატაროს. წყალგამძლეობის პარამეტრები ცალკეა კარვის ძირისთვის და ზედა ტენტისთვის.

წყალგამძლეობა იზომება მმ (mmH2O) ერთეულში. მაგალითისთვის, 1500 mmH2O წყალგაუმტარობა ნიშნავს, რომ მასალა უძლებს 1500 მმ წყალს. ამის შემდეგ კი უკვე იწყებს გაჟონვას. მეტი თვალსაჩინოებისთვის, 1500 მმ იგივეა, რაც 0.15 ბარი (2.18 PSI). საშუალოდ საწვიმარი ფენისთვის კარგია 1500+ მმ წყალგამძლეობა, ხოლო კარვის ძირისთვის 3000 მმ.
ყურადღება უნდა მივაქციოთ ნაკერების ადგილს. უმეტეს შემთხვევაში წყალი გაჟონვას სწორედ ამ ადგილებიდან იწყებს. ნაკერები (და უკეთეს შემთხვევაში ელვა შესაკრავებიც) დაფარული უნდა იყოს წყალგაუმტარი მასალით, როგორიცაა სილიკონი, პოლიურეთანი და სხვა.

💥კარვის კედლები
პოლიურეთანით დაფარული პოლიესტერი - ყველაზე იაფი და მძიმე ვარიანტი. პოლიესტერი არის გამძლე, თუმცა წყალგაუმტარი ფენა მალე დაზიანდება და აძვრება ნაწილებად. ამ მასალისაა უმეტესი ტურისტული, საოჯახო და დაბალი ხარისხის სალაშქრო კარვები.

სილიკონით დაფარული ნეილონი - ნეილონი არის ბევრად მსუბუქი და გამძლე. ეს მასალა გვხვდება უმეტესად საექსპედიციო, ულტრამსუბუქ და მაღალი ხარისხის სალაშქრო ჩანთებში.

მასალა იზომება დენირის (D) ერთეულებში. მაგალითად ულტრამსუბუქი კარვები არის 10D, ხოლო საშუალო სალაშქრო კარავი დაახლოებით 70D. რაც უფრო დიდია ეს რიცხვი, მით უფრო გამძლე და მძიმეა მასალა.

💥ჯოხები
ჯოხები გვხვდება სხვადასხვა ხარისხის, ფორმის და სისქის ალუმინისგან დამზადებული. იშვიათ შემთხვევებში არის მინაბოჭკოვანი ჯოხებიც, რომელიც არის ძალიან სუსტი და რამდენიმე ხმარებაში ტყდება.

ხარისხიანი ჯოხების წარმოებით გამოირჩევა კომპანია DAC (Dongah Aluminum Corp.), რომლის ჯოხებიც გვხვდება ყველაზე ცნობილი ბრენდების კარვებში. ხშირად ვნახავთ DAC-ის 6000 სერიის, ან უფრო გამძლე, 7000 სერიის ალუმინს.

საბოლოო ჯამში, ჯობს გადავიხადოთ მეტი და გვქონდეს ცნობილი ბრენდის ხარისხიანი პროდუქცია, ვიდრე დავზოგოთ ფული და იაფი პროდუქციის ბევრჯერ ყიდვაში ჯამში იმაზე მეტი გადავყაროთ, რაც თავიდანვე კარგი კარვის ყიდვა დაგვიჯდებოდა (რომ აღარაფერი ვთქვათ უხარისხო ნივთით შექმნილ პრობლემებზე).

💥დიზაინი და მოხერხებულობა
ერთმაგი და ორმაგი კედლები
კარვების უმეტესობა ორ კედლიანია, რაც ნიშნავ იმას, რომ ძირითადი კორპუსის გარდა, მოყვება გარე საწვიმარი ტენტი. ორმაგი კედელი ცუდია იმით, რომ არის დამატებითი წონა, მაგრამ მოხერხებულია იმით, რომ შეგვიძლია ზაფხულში უნალექო ამინდში მოვხსნათ წყალგაუმტარი ფენა და მხოლოდ შიდა ნაწილი დავტოვოთ.

ცალკედლიანი ვარიანტები იყოფა ორად: ძალიან ცუდი და ძალიან კარგი. ძალიან ცუდი ვარიანტები არის იაფი და უხარისხო კარვები, რომლებსაც უბრალოდ არ აქვს საწვიმარი ფენა და წვიმის დროს კარავშიც და მის გარეთაც ერთნაირად წვიმს. ხარისხიანი ცალკედლიანი კარვები კი არის საკმაოდ ძვირი, რადგან ერთ ფენაში გაერთიანებულია როგორც შიდა, ასევე გარე წყალგაუმტარი კედლის ფუნქცია.

მაქსიმალური შიდა სიმაღლე და კორპუსის ფორმა
ესაა სიმაღლე კარვის ყველაზე მაღალ წერტილში. შიდა სიმაღლე მნიშვნელოვანია მოხერხებულობის თვალსაზრისით. მაღალ კარავში უფრო კომფორტულია ჯდომა, დგომა ან რაიმე საქმის კეთება.

სიმაღლესთან ერთად გასათვალისწინებელია კარვის ფორმაც, რადგან კარვის ერთ წერტილში სიმაღლე (სამკუთხა კარავი) არაფერს მოგვცემს. ჯობს მაღალი და ნაკლებად დახრილი კედლების ხარჯზე შედარებით თანადბრად დაგანაწილებული სიმაღლე (ტრაპეციის ფორმის კარავი).

💥 სხვა მახასიათებლები

1. კარვის სათავსო ვესტიბული
მოხერხებულია ნივთების გარეთ შესანახად. ასევე საჭმლის მოსამზადებლადაც (განსაკუთრებული სიფრთხილით). ვესტიბულები აგრეთვე იყიდება ცალკე კომპონენტადაც, რომელიც გარედან ემაგრება კარავს და ქმნის დამატებით სივრცეს.

2. კარვის ვენტილაცია
აუცილებელია წლის ნებისმიერ დროს. სიცხეშიც და სიცივეშიც კარავში ჰაერი ნესტიანდება და საჭიროებს განიავებას. რეგულირებადი სავენტილაციო ჭრილები კი უზრუნველყოფს ამას და დილით ჩაორთქლილ კარავში არ ვიღვიძებთ.

3. კარვის კარები
არის მრავალი ფორმის. საუკეთესო შემთხვევაში ორი კარიდან ერთი არის სტანდარტული D ფორმის და მეორე სრული ოვალური. ცხადია ორი (ან მეტი) კარი ძალიან მოხერხებულია, თუმცა ცალკარიანი კარვის ყიდვით შეგვიძლია დავზოგოთ თანხა კომფორტის ხარჯზე.

4. ელვა შესაკრავები
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია. უხარისხო შესაკრავის წყალობით შეიძლება კარღია კარავში მოგიწიოთ დაძინება და მწერებიც მარტო არ დაგტოვებენ. ისევე როგორც ჯოხებში DAC, შესაკრავებში ლიდერობს იაპონური კომპანია YKK, რომელიც აწარმოებს ხარისხიან და გამძლე ე.წ. "ზმეიკებს". YKK-ის პროდუქციას იყენებს The North Face, Marmot, MSR და ა.შ.

5. სოლები
სოლები კარვის ჯამური წონის საკმაო წილს შეადგენენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სოლები იყოს მსუბუქი და ამავდროულად გამძლე. უმეტეს უხარისხო კარვებს მოყვებათ უბრალო ალუმინის სოლები, რომლების მიწაში რთულად ერჭობა და მარტივად იღუნება. ქვიან ან კლდოვან ზედაპირზე კარვის გაშლისას ასეთი სოლები დიდ პრობლემას შექმნის. როგორც წესი, კარვის ყველა შემადგენელი ნაწილი ერთნაირი ხარისხისაა. ასე რომ, თუ კარვის მატერია, ჯოხები და სხვა დეტალები ხარისხიანია, სოლებიც შესაბამისი იქნება.

6. კარვის თოკები
კარვის თოკების გამოყენება იშვიათად არის საჭირო. თუ ძლიერი ქარი და უამინდობა არ არის, არამარტო თოკების, არამედ სოლების გარეშეც თავისუფლად შეიძლება დაბანაკება. ქარის დროს კი თოკები საუკეთესო გზაა კარვის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

7. ჯოხის სამაგრები, ჰაბი
ყველაზე ცუდი, რაც კარვის გაშლისას შეიძლება შეგვხვდეს, არის ჯოხების გატარება კარვის მატერიაში. ეს მხოლოდ ძველ და უხარისხო კარვებში გვხვდება. შედარებით ნორმალურ კარვებს აქვთ კაუჭისებრი სამაგრები, რომლებიც ძალიან მარტივად და სწრაფად მაგრდება ჯოხებზე.

8. ასევე მოხერხებულია ჯოხების დამაკავშირებელი შუა ჰაბი, რომელიც მეტ სტაბილურობას სძენს კონსტრუქციას და კარვის გაშლისასაც ბევრ დროს გვაზოგინებს.

9. შიდა ჯიბეები
დამატებითი (აუცილებელი) კომფორტია ინტერიერის ჯიბეები. მობილური ტელეფონი, თავფანარი და მსგავსი ნივთები, რომლების გვჭირდება რომ მარტივად ხელმისაწვდომ ადგილას იყოს, სწორად ამ ჯიბეებში იდება. ასევე კარგია, თუ კარავს ექნება ზედა გამჭვირვალე ჯიბე თავფანრის ჩასადებად. ამ გამჭვირვალე ჯიბეში ჩართული თავფანრის ჩადებით მარტივად ვიღებთ კარვის სრულფასოვან განათებას.

10. კარვის იატაკი, ქვესაგები ფენა
კარვის ძირი განსხვავდება ფორმით. უმეტესობა არის კვადრატის ფორმის. იშვიათად გვხვდება წაგრძელებული ტრაპეციის ფორმის ძირიანი კარვებიც, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ თავთან გვქონდეს შედარებით მეტი სივრცე.

ხარისხიანი და კარგი ბრენდის კარვებს მოყვება ქვესაგები ფენა, რომელსაც უშუალოდ კარვის ქვეშ ვაფენთ. ეს უზრუნველყოფს დამატებით დაცვას სისველისგან და იცავს ძირს დაზიანებისგან

წყარო: metaoutdoor. com

#ინფო #რჩევები #კარავი

🏞️📸🌲🌿🌱🐿️🦜წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო #ლაშქრობა  #დაცულიტერიტორიები  #ინფო
01/05/2023

🏞️📸🌲🌿🌱🐿️🦜

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

#ლაშქრობა #დაცულიტერიტორიები #ინფო

ცოტა რამ წყალგამძლე მემბრანების შესახებ სალაშქრო ფეხსაცმელებში. 🥾🫧💧🌧️პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ წყალგამძლე მემბრანებ...
29/04/2023

ცოტა რამ წყალგამძლე მემბრანების შესახებ სალაშქრო ფეხსაცმელებში. 🥾🫧💧🌧️

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ წყალგამძლე მემბრანები არის სუნთქვადი🌬️ და სწორედ ესაა მათი ხიბლი, თორემ ისე პოლიეთილენითაც შევძლებდით თავის დაცვას გარე სისველისგან,☔ თუმცა ამ დროს ოფლით დავინესტიანდებოდით შიგნიდან, რაც არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტია, განსაკუთრებით ხანგრძლივ ლაშქრობაში. 🏞️🌿
ზოგადად რომ ვთქვათ, წყალგამძლე მემბრანა არის თხელი " ნაჭერი", რომელიც მოქცეულია ფეხსაცმლის გარე და შიდა შრეებს შორის. წყალგამძლე მემბრანების მთავარი უპირატესობა წყალგამძლეობასთან ერთად მისი სუნთვადობაა. წყალგამლზე მემბრანების ყველაზე გამძლე და პოპულარული წარმომადგენელი Gore-Tex-ია. ის წყლისგან ყველაზე ძლიერი დაცვას უზრუნველყოფს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე ნაკლებად სუნთქვადია სხვა წყალგამძლე მემბრანებთან შედარებით. „eVent“ ესეც პოპულარული წყალგამძლე მემბრანა. ის ნაკლებად გამძლეა ვიდრე Gore-tex, მაგრამ გაცილებით უკეთესი სუნთქვადობა აქვს და გაცილებით იაფია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა მსხვილი ბრენდი იყენებს თავაინ წყალგამძლე მემბრანებს, მაგალითად: Merrell იყენებს როგორც Gore-tex მემრანას ასევე თავის M Select™ DRY მემბრანას. Quechua იყენებს Forcaz მემბრანას და ასე შემდეგ. რეალურად განსხავება მათ შორის არის სუნთვადობა და წყალგამძლეობის ხანგრძლივობა.
მოვედით კითხვამდე: რამდენად წყალგამძლეა წყალგამძლე მემბრანები?💧🌧️🌊
თითქოს სულელური კითხვაა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. მოკლედ, არცერთი წყალგამლძლე მემბრანა არ არის სრულიად წყალგამძლე, რადგად, ამ შემთხვევაში ისინი დაკარგავდნენ სუნთქვადობას, ამიტომაც კომპანიები აკეთებენ არჩევანს წყალგამძლეობის ხარისხსა და სუნთქვადობას შორის. მაგალითისთვის Gore-tex მემბრანა უზრუნველყოფს დაცვას დასველებაიგან რამოდენიმე საათით და ეს რამოდნიმე საათის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გარემო პირობებზე და ასევე ფეხსაცმლის ზოგად მოვლაზე. ეს შეიძლება იყოს 6-8 საათი ან 3-4 საათი ყველაფერი კი დამოკიდებულია რამდენად ნესტიან ადგილზე ვიმყოფებით. ანუ რაღაც დროის მერე ჯერ დანესტიანდებას დაიყებს ფეხსაცმელი შიგნიდან, შემდეგ წყალს გააპარებს. ასევე სუნთქვადობა და ჩვენი ფეხის დანესტიანება ოფლის გამო დამოკიდებულია ფეხსაცმლის მდომარეობაზე კერძოდ, რამდენად დასვრილია ან ტალახიანია გარედან. თუ ფეხსაცმელი ტალახიანია სუნთქვადი ვერ იქნება და ფეხი ოფლისგან დაგვინესტიანდება დარადგან ფეხააცმელი წყალგამძლეა უფრო ძნელად შრება შიგნიდან ასევე პირადი გამოცილებითაც უნდა აღინიშნოს რომ Gore-tex-ის და ზოგადად წყალგამძლე ფეხსაცმელში ფეხის დანესტიანება მაინც ჩვეულებრივი ამბავია განსაკუთრებით სიცხეში და ზაფხულში. ამიტომ რეკომენდირებულია ფეხების განიავება შესვენებების დროს. ☺️

#ფეხსაცმელი #წყალგამძლე #რჩევები #ლაშქრობა

💥რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ ცივი იარაღის ტარების გამო გაგვაჩერებენ⚡🪓⛏️🗡️იარაღის ტარებასთან დაკავშირებით   2022 წელს კან...
27/04/2023

💥რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ ცივი იარაღის ტარების გამო გაგვაჩერებენ⚡🪓⛏️🗡️

იარაღის ტარებასთან დაკავშირებით 2022 წელს კანონში ცვლილება შევიდა.კერძოდ, ცივი იარაღის ტარებად ითვლება არა მხოლოდ მისი ხელში ჭერა ან ტანსაცმლით გადატანა, არამედ იმგვარად ფლობაც, როდესაც პირს შეუძლია მისი დაუყონებლივ გამოყენება. ეს უკანასკნელი იძლევა უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას, რაც ბუნდოვანს ხდის კანონის შინაარსს.
მოცემული ცვლილების შემდგომ დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც მოლაშქრეები დააჯარიმეს ჩანთით დანის გადატანის გამო. გაიზარდა ჯარიმის ოდენობაც და განისაზღვრა 500 ლარით. იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები, გიზიარებთ რამდენიმე რჩევას.

1. ცივი იარაღის ჩანთით გადატანა არ არის აკრძალული, მაგრამ, იმისთვის, რომ პოლიციელს არ მივცეთ დაჯარიმების საბაბი და ავირიდოთ ზედმეტი თავის ტკივილი, გირჩევთ, დანა ან სხვა ცივი იარაღი მოათავსოთ ჩანთის შიდა ან ქვედა ნაწილში. ნუ შეინახავთ გარე ჯიბეებში, რათა არ იყოს მარტივად მისაწვდომი და გამოსაყენებელი.

2. გაჩერების შემთხვევაში პოლიციელს აქვს მხოლოდ გარე დათვალიერების უფლება.შესაბამისად შეგიძლიათ არ დაემორჩილოთ ჩანთის გახსნის მოთხოვნას და განუმარტოთ სამართალდამცავს, თუ რატომ ხართ ჩხრეკის წინააღმდეგი.

3.მოთხოვეთ სამხრე კამერის ჩართვა , ოქმის შედგენა და მოწმეების მიერ ოქმის დამოწმება.

4. პარალელურად თქვენც გადაიღეთ ვიდეო და სამართალდამცავის მხრიდან გამოვლენილი უკანონო ქმედების შემთხვევაში დარეკეთ გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე-126.

🔥გაფრთხილება: აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ზოგად რეკომენდაციებს და არ წარმოადგენს იურიდიულად დასაბუთებულ სანდო წყაროს .

#ინფო #რჩევები

Hiking, Trekking, Backpackingლაშქრობის სახეობები – როგორი შეიძლება იყოს თქვენი მოგზაურობა ბუნებაში?ჰაიკინგი, ტრეკინგი და...
25/04/2023

Hiking, Trekking, Backpacking

ლაშქრობის სახეობები – როგორი შეიძლება იყოს თქვენი მოგზაურობა ბუნებაში?

ჰაიკინგი, ტრეკინგი და ბექფექინგი – დასავლური წარმოშობის სიტყვები, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა ქალაქგარეთა აქტივობებს და ქართულად მხოლოდ ერთი შესატყვისი – ლაშქრობა აქვთ. რაც დრო გადის, სალაშქრო სფერო უფრო და უფრო ვითარდება საქართველოში. შესაბამისად, ჩნდება მოთხოვნილება რომ ერთმანეთისაგან განსხვავებული აქტივობები გაიმიჯნოს და საკუთარი სახელი დაერქვას.
იმდენად, რამდენადაც დასავლეთში ლაშქრობისა და ზოგადად მოგზაურობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვთ, ეს სფერო ძირფესვიანად შეისწავლეს და ერთი შეხედვით მსგავს აქტივობებს თავ-თავისი სახელებიც დაარქვეს.
ამ სტატიაში მოკლედ განვიხილავთ ლაშქრობის სამი სახეობის მახასიათებლებსა და განმასხვავებელ ნიშნებს.

HIKING / ჰაიკინგი

ჰაიკინგი არის საფეხმავლო მოგზაურობა ბუნებაში, პარკში, დაცულ ტერიტორიაზე ან სხვაგან, გარდა დასახლებული პუნქტებისა. ჰაიკინგის დროს ჩვენ ძირითადად ვსარგებლობთ ადამიანის მიერ შექმნილი გზებითა და ბილიკებით, რომლებიც გამდიდრებულია მანიშნებელი დაფებითა და ნიშნებით.
ჰაიკინგი არის აუცილებლად ერთდღიანი მოგზაურობა, რა დროსაც ფიზიკური დატვირთვა არის მინიმალური და დღის ბოლოს აუცილებლად ვბრუნდებით სახლში. ეს არის სასიამოვნო სეირნობა ქალაქგარეთ კომფორტის ელემენტებით. ნაკლები ძალისხმევითა და ფიზიკური დატვირთვით მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება, ჩავისუნთქოთ სუფთა ჰაერი და დავტკბეთ ბუნების მშვენიერებით – რატომაც არა?



TREKKING / ტრეკინგი

ტრეკინგი არის უფრო რთული ლაშქრობა, ვიდრე ჰაიკინგი.
ესაა ორ ან მეტდღიანი მოგზაურობა ტურისტულ მარშრუტებზე, რა დროსაც ხდება მანძილის დაფარვა A პუნქტიდან B პუნქტამდე. მეორე დღეს – B პუნქტიდან C პუნქტამდე და ა.შ.
ტრეკერ მოლაშქრეებს თან აქვთ მცირე ზურგჩანთა, რითიც ატარებენ მხოლოდ იმ აუცილებელ ნივთებს, რაც გზაში შეიძლება დაჭირდეთ. საკვები, ღამის გასათევი საშუალებები(კარავი, საძილე, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ა.შ) მოაქვს მანქანას ან ცხენებს და მოლაშქრეებს ხვდებათ ღამის გასათევ პუნქტებში. მათთვის, ვისაც უნდა დაათვალიეროს მრავალდღიანი მთის მარშრუტები, გემო გაუგოს უღელტეხილების დაძლევას, კარავში ძილსა და მსუბუქი ბეჭებით მთისა თუ ბარის ბილიკებზე სიარულს, ამასთან არ შეუძლია, ან უბრალოდ არ უნდა მძიმე ზურგჩანთით აღმართებზე ქოშინი, ხერხემლის დატვირთვა თუ დაქანცულს კარვის გაშლა, ტრეკინგი ლაშქრობის ყველაზე მისაღები ფორმაა.



BACKPACKING / ბექფექინგი

ბექფექინგი არის ლაშქრობის ყველაზე რთული ფორმა, რა დროსაც მოლაშქრეებს მოგზაურობის მთელ მანძილზე საკუთარი ბარგი დააქვთ საკუთარი ზურგით, ზურგჩანთით.
ბექფექინგის დროს აუცილებელი არაა მივყვებოდეთ მონიშნულ და კეთილმოწყობილ ბილიკებს ან გათელილ ტურისტულ მარშრუტებს წინასწარ განსაზღვრული ღამისთევის პუნქტებით. არც ჩვენს ბარგს წამოიღებს ფრუტუნა ცხენაჩუა. ბანაკში მისულებს არც კარვები დაგვხვდება გაშლილი და არც საკვები მომზადებული. თუმცა ზოგი მოლაშქრისათვის ეს ყველაზე მისაღები გზაა საკუთარი თავისა და სამყაროს შესაცნობად

წყარო: green zebra
📸 გიორგი ტაკიძე

#ინფო #ლაშქრობა

ესეც მცირედი ფოტომასალა ჩვენი ბანაკიდან.⛺🌲🌿ეს იყო ჩვენი ორგანიზებული პირველი ბანაკი, სადაც 15-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწ...
25/04/2023

ესეც მცირედი ფოტომასალა ჩვენი ბანაკიდან.⛺🌲🌿
ეს იყო ჩვენი ორგანიზებული პირველი ბანაკი, სადაც 15-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა🥰🫶

ბანაკის მიზანი იყო ყოველდღიური რუტინისგან განტვირთვა, გართობა, დასვენება და საერთო ინტერესების მქონე ახალგაზრდების დაახლოება.

დამატებით ფოტო-ვიდეო მასალას შემოგთავაზებთ მომდევნო დღეებშიც 🥰❤️🏞️🌳🌲🌿🌱

#ბანაკი #სეზონისგახსნა

ესეც ჩვენი დღის განრიგი🙏🙏🥰🥰გელოდებით ყველას😇🥰ბანაკი გაიხსნება 11 საათზე! დასწრება არის თავისუფალი(უფასო)😇😇🥰🥰🍗🥪🌿 #სეზონის...
22/04/2023

ესეც ჩვენი დღის განრიგი🙏🙏🥰🥰

გელოდებით ყველას😇🥰

ბანაკი გაიხსნება 11 საათზე!

დასწრება არის თავისუფალი(უფასო)😇😇🥰🥰🍗🥪🌿

#სეზონისგახსნა. #ლაშქრობა

სეზონის გახსნამდე დარჩა 2 დღე!! ⛺🏕️🏞️🌱🌿ჩვენი მხრიდან ბანაკის მზადების პროცესი დასრულებულია და გაწეული სამუშაოთი ძალიან კ...
20/04/2023

სეზონის გახსნამდე დარჩა 2 დღე!! ⛺🏕️🏞️🌱🌿

ჩვენი მხრიდან ბანაკის მზადების პროცესი დასრულებულია და გაწეული სამუშაოთი ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან ძალიან კარგი გამოდის.😇☺️🥰

ბანაკში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ღონისძიების ბმულზე(კომენტარებში ავტვირთავ კიდევ ერთხელ) მონიშნოთ"მოვდივარ",რათა განისაზღვროს მონაწილეთა რაოდენობა და სათანადოდ წარიმართოს საორგანიზაციო პროცესი. 😇

სეზონის გახსნაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 18 წლის ასაკიდან.16-18 წლის ახალგაზრდებისთვის საჭიროა მშობლის თანხმობა წერილობით , 16 წლამდე ახალგაზრდებისთვის კი აუცილებელია თანმხლები პირი.

თუ რომელიმე თქვენგანს არ აქვს შესაბამისი აღჭურვილობა, გთხოვთ, აუცილებლად მოგვწერეთ და დაგეხმარებით.

საკემპიმგე ადგილი მდებარეობს ბუკნარში,კასტელო მარესთან მისვლამდე, ცენტრალური გზიდან უნდა გადაუხვიოთ მარცხნივ და დაახლოებით ხუთ წუთში მოადგენით ბანაკს(ზუსტი ლოკაცია იხილეთ კომენტარებში)
ბანაკამდე შეგიძლიათ გამოყვეთ 6 ნომერ ავტობუსს ან 40 ნომერ მიკროავტობუსს.(ყველა არ მიდის ბუკნარში, ამიტომ დააზუსტეთ მძღოლთან)მოგიწევთ ცოტა ფეხით გავლა. ასევე, თუ რომელიმე მონაწილე მოდის პირადი ავტომობილით,გთხოვთ,გამოეხმაუროთ და დაიმგზავროთ სხვებიც.

გთხოვთ:
-პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს
-არ დააბინძუროთ გარემო
-იყავით ხალისიანები

გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა ❗❗❗

ბანაკის ორგანიზატორები არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას არც ერთ მონაწილეზე!!

#სეზონისგახსნა #ლაშქრობა

Address

Batumi
6010

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აჭარის მოლაშქრეთა გაერთიანება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category