Apartments in gonio

Apartments in gonio Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Apartments in gonio, Gonio, Batumi.

მოგესალმებით 🙏თუ დაგაინტერესდებათ გამოიწერეთ საეკლესიო ფეისბუქ გვერდი Lazareმუდმივად მიიღოთ სულიერი შინაარსი,  სასარგებლ...
24/04/2026

მოგესალმებით 🙏თუ დაგაინტერესდებათ გამოიწერეთ საეკლესიო ფეისბუქ გვერდი Lazare
მუდმივად მიიღოთ სულიერი შინაარსი, სასარგებლო ინფორმაცია.“თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია რწმენა და სულიერი განვითარება, მადლობა❤️

პარაკლისებისა და დაუჯდომლების წაკითხვის მსურველთ შეუძლიათ წაიკითხონ „პარაკლისი აღდგომიდან დაწყებული თომას კვირიაკემდის, ანუ – ბრწყინვალე შვიდეულში“.

ჩვეულებრივი დილა-საღამოს ლოცვების, პარაკლისების, დაუჯდომლების და ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირიაკიდან (აღდგომის მომდგევნო პირველი კვირა დღიდან).

თომას კვირიდან ამაღლებამდე „მეუფეო ზეცათაოს“ ნაცვლად ვამბობთ აღდგომის ტროპარს („ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“) 3-ჯერ, ხოლო „ღირს არსის“ ნაცვლად ვამობობთ:

„ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძეჲ შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა“

მუხლთადრეკა და დიდი მეტანიები განახლდება სულთმოფენობის დღესასწაულიდან (აღდგომიდან 50-ე დღეს).

ბრწყინვალე შვიდეული ხსნილია ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით, ხოლო თომას კვირიდან ამაღლებამდე (აღდგომიდან მე-40 დღე) ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია თევზით.

ბრწყინვალე შვიდეულში საზრდელის მიღების წინ და შემდეგ ვამბობთ მხოლოდ აღდგომის ტროპარს („ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“) 3-ჯერ, ხოლო თომას კვირიდან ამაღლებამდე საზრდელის მიღების წინ ლოცვას ვიწყებთ აღდგომის ტროპარით, ხოლო შემდეგ „ღირს არს“-ის ნაცვლად ვამბობთ: „ანგელოზი ღაღადებს...“

19/04/2026

გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, - კვირაცხოვლობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: ,,აღვაშენო ეკლესია ჩემი კლდესა ზედა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.“ ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.

დღეს იყო წაკითხული სახარება, - უფალი ჩვენი იესო ქრისტე შევიდა მოციქულებთან კართა ხშულთა (ე.ი კარი დაკეტილი იყო), და უთხრა: მშვიდობა თქვენთანა! მიიღეთ სული წმინდა! აი, უფალი ჩვენც მოგვმართავს, - მიიღეთ სული წმინდა! მზად უნდა ვიყოთ სული წმინდის მისაღებად.

არ იყო თომა მოციქული თავის სულიერ ძმებთან და როცა თომა მოვიდა, მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ ჩვენ უფალი და უამბეს ყველაფერი. თომამ კი უპასუხა: უკეთუ მეც არა ვიხილავ მას და არა დავსდებ ხელსა ჩემსა სამსჭვალთა ზედა ხელისა მისისასა და გვერდსა მისსა, არა მრწმენეს. სინამდვილეში თომა მოციქულს სწამდა, რომ მაცხოვარი ნამდვილად გამოეცხადათ, მაგრამ გული შესტკიოდა იმიტომ, რომ ის არ იყო მოციქულებთან და ამით, ამ სიტყვებით აიძულებდა უფალს, რომ მეც გამომეცხადეო და 8 დღის შემდეგ გამოეცხადა, ისევ შევიდა კართა ხშულთა, გამოეცხადა იქ მყოფთ და პირდაპირ მიმართა თომას: - აჰა, დასდევ ხელი შენი გვერდსა ჩემსა და ნუ იყოფინ ურწმუნო, არამედ გწამდეს!

დიდება შენდა, უფალო! მადლობა შენდა, უფალო!

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა უფალი ახლოსაა ჩვენთან. უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს.

წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და ზიარება სულისა წმინდისა ჩვენთანაა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს საშუალებას წირვა-ლოცვისა. (უწმიდესი და უნეტარესი სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II)

15/04/2026

არტოსი✝️

აღდგომის ერთ-ერთ ტრადიციას განეკუთვნება არტოსის კურთხევა - პატივად და დიდებად და მოსახსენებლად დიდებული აღდგომისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. „არტოსი“ ბერძნული სიტყვაა და პურს ნიშნავს.

არტოსის კურთხევის ტრადიცია მოციქულების ეპოქას უკავშირდება: უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და მათთან ერთად ტრაპეზობდა (საქმე 10, 41). მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებს მარად ახსოვდათ მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა“ (მთ. 28, 20) და თავიანთ შეკრებებზე ცხოველი რწმენით შეიგრძნობდნენ მის სიახლოვეს. მაგრამ რამდენადაც ხორციელი თვალით არ შეეძლოთ ეხილათ უფალი, ტრაპეზისას მაგიდასთან ცარიელ ადგილს ტოვებდნენ იქ, სადაც ადრე მაცხოვარი იჯდა, ხოლო მის პირდაპირ, მაგიდის შუაგულში, დებდნენ პურის ნაწილს, რომელიც იესოსთვის იყო განკუთვნილი. აქ უხილავად სუფევდა თავად უფალი. ტრაპეზის დასასრულს მოციქულები მადლობას სწირავდნენ ღმერთს, იღებდნენ ამ პურს, აღამაღლებდნენ და ამბობდნენ: „ქრისტე აღსდგა“. როცა სახარების საქადაგებლად ისინი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ამ ტრადიციის შენარჩუნებას.

ეკლესიის წმიდა მამებმა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე, მოწაფეთა შორის მისი გამოცხადებების აღსანიშნავად დაადგინეს, რომ ტაძარში პური ანუ არტოსი დაედოთ. არტოსზე გამოსახულია ან ჯვარი ეკლის გვირგვინით, ოღონდ ჯვარცმულის გარეშე - ქრისტეს მიერ სიკვდილზე გამარჯვების ნიშნად, ანდა ქრისტეს აღდგომა. ტაძრებში ეს პური მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ღია ტრაპეზის შუაგულში ასვენია. არტოსის მომზადებით წმიდა ეკლესია მოციქულებს მიემსგავსება და ამ წმიდა პურით მოგვაგონებს, რომ მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტე გახდა ჩვენთვის ჭეშმარიტი პური ცხოვრებისა, რაც მისი კურთხევის ლოცვებშიც კარგად მოჩანს. ამ ლოცვებში მღვდელი ღვთისაგან ლოცვა-კურთხევას გამოითხოვს და შესთხოვს, რომ განკურნოს სნეულნი და ჯამნრთელობა მიანიჭოს იმათ, ვინც მას რწმენით იგემებს. არტოსის კურთხევა აღდგომის პირველ დღეს ლიტურგიის შემდეგ სრულდება, მორწმუნეებს კი იგი ბრწყინვალე შაბათს, წირვის შემდეგ ურიგდებათ. ქრისტიანები ფიზიკური თუ სულიერი უძლურების შემთხვევაში მას უზმოზე, ლოცვების წარმოთქმის შემდეგ იღებენ.

15/04/2026

კვირაცხოვლობა ანუ აღდგომის განახლება.
.
ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა ანუ ახალი კვირა, აღდგომის განახლება.

ეს დღე განახლებაა აღდგომის დღესასწაულის. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირიაკე (კვირა დღე) აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღსდგა!“ - „ჭეშმარიტად!“

კვირაცხოვლობას ეწოდება აგრეთვე თომას კვირა შემდეგი მიზეზის გამო: სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო. აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო“. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღმთაებრივი ბუნება. „შენ იხილე და ირწმუნე, თომა, - უთხრა უფალმა - ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა“.

08/02/2026

უძღები შვილი“

„მომეც მე, შვილო, გული შენი“
(იგავნი სოლომონისანი 23,26)

„მამაო, ვცოდე ცად მიმართ... და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა“
(ლუკა 15,18-19,21)

„უფალსა უყუარან მართალნი“
(ფსალმუნნი 145,8)

კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე. და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი. და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა. და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას. და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა. ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე? ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა (ლუკა 15,11-32). უწმიდესი და უნეტარესი ილია II „უძღები შვილის“ იგავის უფრო ზოგად საღვთისმეტყველო მნიშვნელობას განგვიმარტავს და ამბობს: „მართალია, ეს იგავი ყოველ ადამიანზეა თქმული, მაგრამ მას უფრო ზოგადი მნიშვნელობა აქვს, იგი წარმოადგენს აგრეთვე წინასწარმეტყველებას საერთოდ კაცობრიობის დამოკიდებულებაზე ღმერთთან. ამ იგავით უფალი წინასწარმეტყველებს, რომ ერთი ნაწილი კაცობრიობისა ღმერთს განუდგება და მასთან კავშირს გაწყვეტს, მაგრამ როცა გაღატაკდება და ყოველივეს დაკარგავს, ისევ მამაზეციერს დაუბრუნდება, და ისიც სიყვარულით ჩაიკრავს გულში, ოღონდ ამისთვის ჯერ სინანული ანუ განცდაჲ თვისთა ცოდვათაა საჭირო“.

31/01/2026

გამოიწერეთ ჩემი არხი🙏❤️

22/12/2025
20/12/2025

❤️

20/12/2024

Address

Gonio
Batumi

Telephone

+559592777887

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Apartments in gonio posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Apartments in gonio:

Share