სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო

სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო, ფრ. ხალვაში N 51/Fr. Khalvashi N 51, Batumi.

აჭარის სატყეო სააგენტო შეიქმნა 2011 წლის 1 იანვარს აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55დადგენილების საფუძველზე. ის არის აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახ­ორ­ციელებლად კომპეტენციის ფარგლებშ

ი ასრულებს თავის უფლება-მოვალეობებს.
სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბლანკი და ბეჭედი საქართვ­ე­ლოს მცირე სახელმწიფო გერბის და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონ­მდე­ბლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგა­რიში ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
სააგენტოს აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომელთა ფორმებს ინდივი­დუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.

აჭარის სატყეო სააგენტო შეიქმნა 2011 წლის 1 იანვარს აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55დადგენილების საფუძველზე. ის არის აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახ­ორ­ციელებლად კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს თავის უფლება-მოვალეობებს.
სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბლანკი და ბეჭედი საქართვ­ე­ლოს მცირე სახელმწიფო გერბის და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონ­მდე­ბლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგა­რიში ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
სააგენტოს აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომელთა ფორმებს ინდივი­დუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
სააგენტოს მიზნები და ამოცანები
1. სააგენტოს ძირითადი მიზნებია:
ა) ტყის დაცვა, მოვლა და აღდგენა;
ბ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპო­ნენ­ტების მდგრადი გამოყენება.
2. სააგენტოს ძირითადი ამოცანებია:
ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტების ხელშეწყობა;
ბ) ტყის ფონდის მართვა;
გ) ტყითსარგებლობის რეგულირება;
დ) ტყის მოვლის და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
ე) ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლი.
სააგენტოს აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:
ა) ტყის მონიტორინგის სამსახური;
ბ) ტყის მართვის სამსახური;
გ) ეკონომიკური სამსახური;
დ) ადმინისტრაციული სამსახური.
სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციებია:
ა) ქობულეთის სატყეო ადმინისტრაცია;
ბ) ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაცია;
გ) ქედის სატყეო ადმინისტრაცია;
დ) შუახევის სატყეო ადმინისტრაცია;
ე) ხულოს სატყეო ადმინისტრაცია.

09/09/2026
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, აჭარის სატყეო სააგენტოს უფროს ელდარ ცინცაძესთან ერ...
04/09/2026

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, აჭარის სატყეო სააგენტოს უფროს ელდარ ცინცაძესთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისსა და ზვარეში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და მიმდინარე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა, მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და სატყეო მეურნეობის ეფექტიანი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აჭარის ტყის რესურსების დაცვა, მოვლა და მდგრადი მართვა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ სატყეო სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ეტაპობრივად და ეფექტიანად ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, როგორც ტყის ეკოსისტემების დაცვასა და სანიტარიულ მდგომარეობას, ასევე სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარებას.“- განაცხადა მინისტრმა შეხვედრისას.

2026 წელს ქედის სატყეო ადმინისტრაციაში ტყის მართვის ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები მოიცავს სანიტარიულ ჭრებს, სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციას, ასევე ტყეკაფების გამოყოფასა და მონიშვნას.

აქტიურად მიმდინარეობს სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებიც. დაგეგმილი მაჩვენებლები სრულად შესრულებულია, გაყვანილია 6.89 კმ ახალი გზა, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 21.05 კმ არსებულ სატყეო გზას.

ღონისძიებებს ასევე ადგილზე გაეცნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხვა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ აჭარის სატყეო სა...
02/09/2026

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო აცხადებს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის
https://vacancy.hr.gov.ge/ საშუალებით.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან აჭარის სატყეო სააგენტოს შემდეგ სამსახურებში:

ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრირების განყოფილება
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102809?active=1
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102815?active=1
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102816?active=1

ადმინისტრაციული სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102817?active=1

ტყის მართვის სამსახურის საგზაო ინფრასტრუქტურის განყოფილება
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102819?active=1

ეკონომიკური სამსახური
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102818?active=1

01/09/2026
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ტერიტორიულ ...
27/08/2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ტერიტორიულ ადმინისტრაციებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები მიმდინარეობს.

სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსმა ელდარ ცინცაძემ, მოადგილეებთან - ავთანდილ მახარაძესა და გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, ხულოს, ქედისა და შუახევის სატყეო ადმინისტრაციებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.

ტერიტორიული ადმინისტრაციების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მიმდინარე სამუშაოები ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობების მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის, შენობების გადახურვას, ეზოების კეთილმოწყობასა და სხვა აუცილებელი სარემონტო სამუშაოების განხორციელებას.

ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია, ადმინისტრაციული შენობების სათანადო მდგომარეობის უზრუნველყოფა, მათი ფუნქციური გამართულობის გაუმჯობესება და სააგენტოს თანამშრომლებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა.

სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო ტერიტორიული ადმინისტრაციების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესს ეტაპობრივად აგრძელებს. შესაბამისი სამუშაოები არსებული საჭიროებებისა და განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით მომავალშიც განხორციელდება.

21/08/2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 247 ვაკანსია ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

აჭარის მთავრობის აპარატი - 6 ვაკანსია

• ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი - 1
• იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი - 1
• საქმისწარმოების დეპარტამენტი - 1
• საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოგისტიკის დეპარტამენტი - 1
• საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტი - 1
• მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი - 1

ბათუმი - 72 ვაკანსია
ბათუმის მერია:
• იურიდიული განყოფილება - 1
• საბიუჯეტო განყოფილება - 1
• საკუთრების აღიარების განყოფილება - 1
• საინვესტიციო და საგრანტო პროგრამებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის მიმართულებები - 2
• ქალაქგეგმარების, ურბანული პოლიტიკისა და სამშენებლო ნებართვების მიმართულებები - 2
• განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება - 2
• ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვის განყოფილება - 1

მუნიციპალური ორგანიზაციები:
• შპს „სანდასუფთავება“ - 5
• შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ - 10
• ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო - 2
• ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური - 1
• ა(ა)იპ ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო - 2
• შპს „ბათუმის წყალი“ - 14
• ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია - 3
• ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტო - 20

ბათუმის საკრებულო:
• იურიდიული განყოფილება - 2
• საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 2
• მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 1

ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 11 ვაკანსია

• განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 2
• შიდა აუდიტის სამსახური - 1
• ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური - 1
• ადმინისტრაციული სამსახური - 2
• ა(ა)იპ „ქობულეთის მუნიციპალური ინსპექცია“ - 1
• ა(ა)იპ „ქობულეთის მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“ - 1
• საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილება - 3

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 8 ვაკანსია

• მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2
• შესყიდვების სამსახური - 2
• საფინანსო სამსახური - 1
• ქონების მართვის სამსახური - 2
• საკრებულოს საქმისწარმოების განყოფილება - მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება - 1

ქედის მუნიციპალიტეტი - 7 ვაკანსია

• მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 1
• მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური - 2
• საკრებულოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 2
• საკრებულოს საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო განყოფილება - 1
• საკრებულოს კომისიებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 1

შუახევის მუნიციპალიტეტი - 19 ვაკანსია

• მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2
• განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 2
• ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 3
• საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 3
• ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 4
• ზედამხედველობის სამსახური - 1
• შიდა აუდიტის სამსახური - 1
• სახელმწიფო შესყიდვების სამსახური - 1
• საკრებულოს საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება - 1
• საკრებულოს იურიდიული განყოფილება - 1

ხულოს მუნიციპალიტეტი - 21 ვაკანსია

• მერიის აპარატის იურიდიული განყოფილება - 1
• ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 2
• საფინანსო სამსახური - 1
• ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახური - 3
• განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახური - 3
• შესყიდვების სამსახური - 1
• შპს „ხულოს ტრანსპორტი“ - 2
• ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალი“ - 4
• ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალური სერვისები“ - 2
• საკრებულოს საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო განყოფილება - 1
• საკრებულოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 1

აჭარის სამინისტროები და საქვეუწყებო დაწესებულებები

განათლებისა და სპორტის სამინისტრო და უწყებები - 40 ვაკანსია

• საარქივო სამმართველო - 16
• სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 12
• რესურსცენტრები - 6
• სპორტის დეპარტამენტი - 4
• სსიპ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი“ - 2

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და უწყებები - 24 ვაკანსია

• სსიპ „ბათუმის ბულვარი“ - 9
• საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 5
• სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 4
• სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია“ - 3
• ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - 2
• სახაზინო სამსახური - 1

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და უწყებები - 20 ვაკანსია

• სსიპ „სატყეო სააგენტო“ - 6
• ა(ა)იპ „აგროსერვისცენტრი“ - 6
• სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 4
• გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო - 4

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და უწყებები - 11 ვაკანსია

• სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 5
• სსიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ - 5
• სსიპ „დასაქმების სააგენტო“ - 1

კულტურის სამინისტრო და უწყებები - 8 ვაკანსია

• კულტურის სამინისტრო - 8

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსი ელდა...
19/08/2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსი ელდარ ცინცაძე ქედის სატყეო ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, სოფელ პირველ მაისში იმყოფებოდა, სადაც სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ამ დროისთვის, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ტერიტორიებზე გაყვანილია 13 000 გრძივი მეტრი ახალი სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზა, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 60 000 გრძივ მეტრ არსებულ გზას.

2026 წელს, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში, სააგენტოს მიერ დაგეგმილია 25 000 გრძივი მეტრი ახალი სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზის მშენებლობა და 100 000 გრძივი მეტრი არსებული გზის რეაბილიტაცია.

სატყეო-სამეურნეო გზების განვითარება ხელს უწყობს ტყის რესურსების მართვის, ტყის მოვლა-აღდგენისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას, ასევე ტყის ტერიტორიებზე სამუშაოების დროულად და უსაფრთხოდ შესრულებას.

სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს უფროსის მოადგილეები ავთანდილ მახარაძე და გიორგი ჯინჭარაძე, ასევე სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გაეცნენ.

Address

ფრ. ხალვაში N 51/Fr. Khalvashi N 51
Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო:

Shortcuts

Share