19/03/2026
გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი გულისტკივილი და გამოცდილება — იმ იმედით, რომ ასე უფრო მკაფიოდ მოვიტანთ თქვენამდე ამ მნიშვნელოვან საკითხს.
წლების განმავლობაში ჩვენს სფეროში ყოველდღიურად გვიწევს სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ადამიანებთან ურთიერთობა. ბუნებრივია, ეს გამოცდილება აყალიბებს ჩვენს დამოკიდებულებებს, რომლებიც სტუმრების ქცევებზეა დაფუძნებული.
სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას სწორედ ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ვაწყდებით. მსგავსი შემთხვევები სხვა ეროვნების სტუმრებთანაც გვქონია, თუმცა არა ასეთი ხშირი და სისტემატური სახით.
ხშირად ხდება, რომ ჯავშნები კეთდება ბუქინგის პლატფორმიდან (სადაც გაუქმება ნებისმიერ დროს შესაძლებელია). დაკავშირებისას სტუმრები ადასტურებენ მოსვლას, თუმცა რეალურად — უმეტეს შემთხვევაში, ჯავშანი იმავე დღეს უქმდება ან საერთოდ ავიწყდებათ მისი არსებობა.
არაერთი შემთხვევა გვქონია, როდესაც ვენდობით სტუმარს, ვაძლევთ დამატებით დროს გადახდისთვის, თუმცა მოგვიანებით ირკვევა, რომ ან ჯავშანი აღარ ახსოვთ, ან სხვაგან აქვთ უკვე გადაწყვეტილი და უბრალოდ ავიწყდებათ ჩვენთან ინფორმაციის გაზიარება.
ასევე, არაერთხელ გაგვითვალისწინებია სტუმრის რეალური მიზეზები და ჩვენი სურვილით დაგვიბრუნებია უკვე დარიცხული თანხაც. სწორედ ამიტომ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მთავარი საკითხი პასუხისმგებლობა და დამოკიდებულებებია..
ამ პროცესში, სამწუხაროდ, გვიწევს უარის თქმა სხვა რეალურ მსურველებზე, რაც დამატებით სირთულეებსა და დანაკარგს გვიქმნის.
🙏 გთხოვთ, გამოვიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა — დავაფასოთ ერთმანეთის შრომა და მეტი ყურადღებით მოვეპყროთ ერთმანეთის დროსა და ძალისხმევას.
💚 აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ერთგული და პასუხისმგებლიანი სტუმარი, რისთვისაც მადლიერები ვართ. განსაკუთრებული მადლობა მათ ნდობისთვის, ერთგულებისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ კეთილი დამოკიდებულებისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გვიზიარებთ 🍀