Bulachauri Green Center • ბულაჩაურის მწვანე ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Bulach'auri
  • Bulachauri Green Center • ბულაჩაურის მწვანე ცენტრი

Bulachauri Green Center • ბულაჩაურის მწვანე ცენტრი Other types of waste (paper, plastic, glass, aluminium) is separated and placed in the proper container in Tbilisi. The center offers full service (i.e.

ბულაჩაურის მწვანე ცენტრი გთავაზობთ ტრენინგების, სემინარების, სამუშაო და სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრების, სეზონური სკოლებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებას მწვანე და კომფორტულ გარემოში.

ცენტრს აქვს სრულად აღჭურვილი საკონფერენციო - სამუშაო ოთახი (მაქს. 50 ადამიანისთვის), სასტუმრო - 17 ორადგილიანი ნომრით და კაფეტერია, რომელიც თავისი ჯანსაღი საკვებით გათვლილია სხვადასხვა დიეტური საჭიროებების მქ

ონე მომხმარებლისთვის. კაფეტერიის ორგანული ნარჩენები კომპოსტირდება, რაც საბოლოოდ ცენტრის ბოსტანში მოსავლიანობის გაზრდისთვის გამოიყენება. სხვა სახის ნარჩენები (ქაღალდი, პლასტმასა, შუშა, ალუმინი) კი ხარისხდება და თბილისში შესაბამის კონტეინერებში თავსდება.

ცენტრის ადმინისტრაცია გთავაზობთ როგორც მომსახურების სრულ პაკეტს, (განთავსება, საკონფერენციო სივრცე სამჯერადი კვებით და 2 ყავის შესვენებით) ისე ცალკეული სერვისებით სარგებლობას.

მწვანე ცენტრს, რომელიც ეკუთვნის ორგანიზაცია CENN-ს, ამჟამად მართავს გარემოსდაცვითი განათლების ცენტრი.
ბულაჩაურის მწვანე ცენტრი მდებარეობს სოფელ ბულაჩაურში, თბილისიდან 40 კმ-ის დაშორებით. Bulachauri Green Center offers a complete service for the organisation of trainings, workshops, working meetings, strategy planning meetings, seasonal schools, eco camps and other events in a green and comfortable atmosphere. Bulachauri Green Center offers complete services to accommodate trainings, workshops, working meetings, strategy planning meetings, seasonal schools, eco-camps and other events in a green and comfortable atmosphere. The center has a fully equipped conference room that can accommodate up to 50 people, a cafeteria with healthy food and diet-friendly options and a dormitory with 17 double rooms (the center is able to house a maximum of 34 guests). Organic waste leftover from the cafeteria is composted and used for the center's garden in order to lower the amount of food waste generated, as well as provide more nutritious soil for the garden. accommodation, access to the conference room with three meals a day and two coffee breaks) as well as the option to use the services separately. The center is located in the village of Bulachauri, 40 km from Tbilisi, and is the property of CENN, managed by the Environmental Education Center. Come visit, work and enjoy!

ბულაჩაურის მწვანე ცენტრმა სამოქალაქო მონაწილეობის ბანაკს უმასპინძლა 🫶  ახალგაზრდებმა, სხვადასხვა რეგიონიდან, შეიმუშავეს ...
16/08/2023

ბულაჩაურის მწვანე ცენტრმა სამოქალაქო მონაწილეობის ბანაკს უმასპინძლა 🫶 ახალგაზრდებმა, სხვადასხვა რეგიონიდან, შეიმუშავეს პროექტები, რომლებსაც წლის განმავლობაში განახორციელებენ 👏👏

07/07/2021
💚
14/05/2021

💚

02/10/2020

Take a look at our green center 🌿🐝🌎

🌿🌎
17/09/2020

🌿🌎

[Geo][Eng] მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 25 ივლისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით ევროკავშირის ENPARD-ის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით CENN-ის მწვანე ბანაკმა რიგით მე-9, ბოლო რაუნდს უმასპინძლა ბულაჩაურის მწვანე ცენტრში. ზაფხულის განმავლობაში CENN-ის მწვანე ბანაკში სულ 120-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 60 ახალგაზრდა წალკის მუნიციპალიტეტიდან, 20 ქედის მუნიციპალიტეტიდან და 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იყო წარმოდგენილი.

ინტენსიური საგანმანათლებლო მოდულის ფარგლებში ახალგაზრდები მონაწილეობას იღებდნენ საინტერესო, სახალისო და საგანმანათლებლო პროგრამებში, რომელიც გარემოსდაცვით თემებზე თეორიული და პრაქტიკული სემინარებით იყო დატვირთული.

მწვანე ბანაკის ჩატარება შესაძლებელი გახდა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროექტის - ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის და ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი „ეს წალკაა“ და “ქედა ლიდერი“ პროექტების ფინანსური მხარდაჭერით.
გააგრძელე კითხვა: https://bit.ly/2FAxa88

We are glad to announce that on September 16, the with the support of the European Union and Austrian Development Cooperation CENN Green Camp hosted the 9th round of Green Camps starting on July 25 at the Bulachauri Green Center. Within this period, CENN Green Camps hosted a total of 120 participants, out of which 60 were from Tsalka municipality, 20 from Keda municipality and 30 from different regions of Georgia.

Within an intensive educational module, young people were offered an interesting, fun, and educational programme with theoretical and practical workshops concerning environmental topics.

The CENN Green Camps were made possible with the support of the Austrian Development Cooperation project - Sustainable Forest Management for Rural Development and the EU ENPARD-supported Keda LEADER and EMBRACE Tsalka projects.

Continue reading: https://bit.ly/2ZKZuMd


26/02/2020
💧🌎 💚
29/08/2019

💧🌎 💚

💧💧💧
CENN–მა ევროკავშირისა და GWC-ის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, 2019 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში, მწვანე ბანაკის „წყალი და ადამიანის უფლებები“ ორ ნაკადს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას მთელი საქართველოს მასშტაბით 52 მოსწავლე იღებდა. ბანაკი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებების, მდგრადი განვითარების, ტოლერანტობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების განვითარებას ადგილობრივ დონეზე.
მწვანე ბანაკის საგანმანათლებლო მოდული მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

✅ წყალი, სანიტარია და ჰიგიენა (WaSH), როგორც ადამიანის უფლება - მსოფლიოში და საქართველოში არსებული პრობლემები, გამოწვევები და გადაჭრის გზები;
✅ წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა;
✅ ადამიანის უფლებები და თანასწორობა;
✅ ამბის თხრობა;
✅ მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs);
✅ სოფლად განვითარების პერსპექტივები და სუფთა წყლის როლი მდგრადი სოფლის მეურნეობაში;
✅ ნარჩენების ინტეგრირებული მართვა და სანიტარია, ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები და ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკა;
✅ ჰაერის დაბინძურება და სახელმწიფო პოლიტიკა;
✅ ბიომრავალფეროვნება და ტყის მდგრადი მართვა;
✅ საერთაშორისო განათლება - სხვა ქვეყნებში სწავლის შესაძლებლობები
✅ მედიაწიგნიერება და პროპაგანდა, ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარება და კიბერუსაფრთხოება;
✅ გარემოსდაცვითი პრობლემების ლობირება და ადვოკატირება;
✅ გარემოსდაცვითი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება - თემის მობილიზება და ფონდების მოძიება.

საგანმანათლებლო მოდული ასევე მოიცავდა ლიდერულ, გუნდურ და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს. მწვანე ბანაკის მონაწილეები ესტუმრნენ შპს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს და დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ფერმას.

მწვანე ბანაკები “წყალი და ადამიანის უფლებები“ განხორციელდა პროექტების: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და ,,WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის“ ფარგლებში. პროექტების ძირითადი მიზანია სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და WaSH სტანდარტების დამკვიდრება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გზით. პროექტი: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ხორციელდება CENN–ის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.პროექტი: WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის“ ხორციელდება CENN–ის მიერ, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით.



💧💧💧

Address

Bulachauri Green Center
Bulach'auri

Telephone

+995557716013

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Bulachauri Green Center • ბულაჩაურის მწვანე ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Bulachauri Green Center • ბულაჩაურის მწვანე ცენტრი:

Share