ოლიმპიური სახლი/Olympic house

ოლიმპიური სახლი/Olympic house Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ოლიმპიური სახლი/Olympic house, Hotel, აღმაშენებლის 48, Dusheti.

30/03/2019

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების შემადგენლობა ბუქარესტში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე.

57 კგ - ოთარ გოგავა
61 კგ - ბექა ლომთაძე (მსოფლიოს და ევროპის ვიცე-ჩემპიონი)
65 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ოლიმპიური (2016), მსოფლიოს (2015) და ევროპის 3-გზის (2014, 2016 და 2017) ჩემპიონი
70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი (2017) და ევროპის 2-გზის პრიზიორი)
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე (მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი)
79 კგ - ნიკა კენჭაძე (მსოფლიოს ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის)
86 კგ - სანდრო ამინაშვილი (ევროპის 2-გზის და მსოფლიოს პრიზიორი)
92 კგ - ირაკლი მწითური
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე (ევროპის 4-გზის და მსოფლიოს პრიზიორი)
125 კგ - გენო პეტრიაშვილი (მსოფლიოს 2-გზის (2017 და 2018) და ევროპის (2016) ჩემპიონი. ოლიმპიური თამაშების (2016) ბრინჯაოს პრიზიორი)

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დუშეთის საწვრთნელი შეკრებით ასრულებს ევროპის 2019 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლს.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ევროხალიჩაზე გასაყვანი შემადგენლობა შეჯიბრებაზე გამგზავრებამდე ექვსი დღით ადრე დაასახელა.

საქართველოს ნაკრების განაცხადი იანვარში, თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გამოიკვეთა. მას შემდეგ იანტბელიძის გუნდმა გაიარა ბაკურიანისა და ბორჯომის შეკრებები და მონაწილეობა მიიღო საფრანგეთისა და ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირებზე.

ევროპის 2019 წლის ჩემპიონატს 8-14 აპრილს ბუქარესტი უმასპინძლებს. თავისუფალ ჭიდაობაში მედლები 9 და 10 აპრილს გათამაშდება.

Address

აღმაშენებლის 48
Dusheti

Telephone

346 22 18 93

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ოლიმპიური სახლი/Olympic house posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category