13/07/2026
📢 ვაკანსია - ბელბოი / კონსიერჟი
სასტუმრო „გორი აპარტამენტი“ აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.
🤝 ვეძებთ პასუხისმგებლიან, თავაზიან და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და იზრუნებს სტუმრების კომფორტულ მიღებასა და მაღალი ხარისხის მომსახურებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
▪️ ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - სავალდებულოა;
▪️ კომუნიკაბელურობა და სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
▪️ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
▪️ გუნდური მუშაობის უნარი;
📌 მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
▪️ სტუმრების დახვედრა და გაცილება;
▪️ ბარგის ნომრამდე მიტანა და გატანისას დახმარება;
▪️ სტუმრების ინფორმირება სასტუმროს სერვისებისა და ძირითადი ობიექტების შესახებ;
▪️ საჭიროების შემთხვევაში სტუმრების დახმარება სხვადასხვა საკითხში;
▪️ საერთო მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა.
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
📩 [email protected]
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
📞 +995 579 08 18 76
🏨 სასტუმრო „გორი აპარტამენტი“ გთავაზობთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობასა და სტაბილურ სამუშაო პირობებს.
ველით თქვენს რეზიუმეს!