18/03/2026
ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ,
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება,
იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება.
როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრებაც ისე იქნება,
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალი
და ყველაფერი კარგად იქნება.
ტყუილ უბრალოდ შიში და ღელვა
განა ვერ ატყობ რომ არ გიხდება,
ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება.
როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება,
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას
თქვი: ყველაფერი კარგად იქნება.
რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები,
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება,
რწმენას მოუხმე და დაინახავ
რომ ყველაფერი კარგად იქნება.
როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია რაც გადაგარჩენს
თქვი: ყველაფერი კარგად იქნება.
თუ ცოდვები გაქვს სულით დაეცი
ღმერთი არ გტოვებს შენკენ იხრება,
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნება.
დიდი ნიჭია თავშეკავება,
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება,
როცა ამ ნიჭს ფლობს შენ უკვე იცი
რომ ყველაფერი კარგად იქნება.
როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე,
რომ ყველაფერი კარგად იქნება.
როდის იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო სიტყვებს,
ღმერთის წყალობით
სულ ყველაფერი კარგად იქნება.
ილია მეორე ❤️