Chateau Chikovani

Chateau Chikovani chateau chikovani

თუ გსურთ მოხვდეთ სამოთხეში დედამიწაზე - მთების, ჩანჩქერებისა და კანიონების საოცარ ველურ ბუნებაში, დატკბეთ ულამაზესი მთებისა და ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის თაღის ცქერით, ან უბრალოდ მოწყდეთ ყოველდღიურ ერთფეროვნებას, მაშინ გელოდებით ჩიქოვანების ძველ მამულში! აქ თქვენ დაგხვდებათ ოთხსართულიანი სასახლე, უზარმაზარი ეზო ასწლოვანი ხეებით, მყუდრო კეთილმოწყობილი ნომრები საუკეთესო ხედებით, დიდი და მცირე

საკონფერენციო დარბაზი, საცურაო აუზი, საუნა, ბარი, რესტორანი, სპორტული მოედნები, საბილიარდო, საკალმახე.
უნიკალური ბუნება, სუფთა და გამჭვირვალე ჰაერი, დახვეწილი და მდიდარი სამზარეულო, ნატურალური, ჭურის ღვინო, ცნობილი ჭყუნტის არაყი, საცურაო აუზი და საუნა, საუკეთესო მომსახურება ქმნის სასიამოვნო გარემოს დასვენებისათვის. მოსულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება ითევზაოს მთის კალმახზე და ადგილზევე დააგემოვნოს საკუთარი ნადავლი. ყველა ნომერს გააჩნია სააბაზანო, აივანი, ლედ ტელევიზორი, მაცივარი.
სასტუმროს გააჩნია 2 საკონფერენციო დარბაზი, (20 და 120 კაცზე.) რომლებიც აღჭურვილია LCD პროექტორით, ეკრანით, სალექციო პლაკატებით, დაფით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დარბაზის უზრუნველყოფა სინქრონული თარგმანის სისტემით, მიკროფონებით, საკონფერენციო ყურსასმენებით და სხვა აუცილებელი საშუალებებით. სასტუმროს გააჩნია ლანჩით და ფურშეტით მომსახურების სერვისები.
სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ შეუკვეთოთ დღესასწაულების, იუბილეების და ქორწილების სრული ორგანიზება. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქართული, ისე ევროპული კერძები. მიირთვათ იმერული და კახური ტექნოლოგიით დამზადებული ნატურალური ღვინოები. რესტორნის ინტერიერს ორგანულად ეწყმის ბარელიეფები, რომელიც ასახავს ჩიქოვანების გვარის ისტორიას.
ნომრები
სასტუმროს მეორე სართული მოპირკეთებულია ჰარმონიული თბილი ტონის მასალებით, ხოლო მესამე და მეოთხე სართულის კედლები აგებულია აგურისა და ხის მასალისაგან, რაც ოთახების არასტანდართულ ფორმასთან ერთად განსაკუთრებული მყუდროებასა და სიმშვიდეს ქმნის. ოთახებს ამშვენებს მეტალისა და ხის რესტავრირებული ავეჯი. ყველა ნომერში დგას ლედ ტელევიზორი სატელიტური არხებით, ტელეფონი, მაცივარი მინიბარით, სამუშაო მაგიდა და ყველა სხვა აუცილებელი აქსესუარი. სასტუმროს ტერიტორია ფარავს მაღალ სიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტი. ყველა ნომერს აქვს ბუნებრივი გრანიტით მოპირკეთებული ნათელი სააბაზანოები.

სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ ნომრები ორ ადგილიანი საწოლით ან ორი ერთადგილიანი საწოლით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოითხოვოთ დამატებითი საწოლის დადგმა.
რესტორანი
რესტორანი მოიცავს სამ დარბაზს და იმერულ ოდას. დარბაზები აგებულია ძველი აგურისა და ადგილობრივი კლდის ქვისაგან, რაც იწვევს განსაკუთრებულ მყუდროებას. კედლებში ჩაშენებული ბუხრები კი თქვენ განსაკუთრებულ, რომანტიულ განწყობას შეგიქმნით. რესტორნის კედლებზე გამოსახული ბარელიეფები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ინტერიერს, ასახავს ჩიქოვანების გვარის ისტორიას. დარბაზს ეზოს მხარეს აქვს დიდი ვიტრინები, რომლებიც დარბაზს აერთიანებს გამწვანებულ ეზოსთან დაბადებს ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას.
ყველაზე მთვარი - სამზარეულო. რესტორანი გაგიმასპინძლდებათ სხვადასხვა დასახელების, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპული უგემრიელესი კერძებით. აქ შესაძლებლობა გეძლევათ დააგემოვნოთ იმერული, კახური და ევროპული ტექნოლოგიებით დამზადებული უნიკალური ღვინოებით. ასევე შესაძლებელია მიირთვათ მაღალ ალკოჰოლური უნიკალური სასმელები: ჭაჭა, ჭყუნტისა და სხვადასხვა ხილის არაყი
რესტორანი გთავაზობთ საიუბილეო საღამოების, სადღესასწაულო დღეების, ქორწილებისა და სხვა ღირსშესანიშნავი თარიღების ორგანიზების სრულ პაკეტს, რაც გულისხმობს გამორჩეულ დიზაინს და ორიგინალურ იდეებს.
დღესასწაული შეგიძლიათ გაიახანგრძლივოთ რამდენიმე დღით და ისარგებლოთ სასტუმროს მომსახურებით. ღონისძიების გამართვა შესაძლებელია ღია ცის ქვეშ ფეიერვერკებითა და სხვადასხვა სიურპრიზებით.
სასტუმროს გააჩნია 2 საკონფერენციო დარბაზი, (20 და 120 კაცზე.) რომლებიც აღჭურვილია LCD პროექტორით, ეკრანით, სალექციო პლაკატებით, დაფით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დარბაზის უზრუნველყოფა სინქრონული თარგმანის სისტემით, მიკროფონებით, საკონფერენციო ყურსასმენებით და სხვა აუცილებელი საშუალებებით. სასტუმროს გააჩნია ლანჩით და ფურშეტით მომსახურების სერვისები. ჩიქოვანების მამულის მთელ ტერიტორიას ფარავს WIFI ინტერნეტი.
საქართველოს ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს. საქართველოს მუზეუმებში დაცულია მეღვინეობასთან დაკავშირებული, ათასწლეულებით დათარიღებული მრავალი ექსპონატი.
ღვინოს ჯერ კიდევ წარმართული პერიოდიდან ჰქონდა რიტუალური და მისტიკური დანიშნულება. ქართველების ხალხურ სარწმუნოებაში მევენახეობის მფარველ ღვთაებად „აგუნა“, ანუ „ანგურა“ იყო მიჩნეული.
ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, როდესაც ღვინო მაცხოვრის სისხლს დაუკავშირდა, ვენახმა და ღვინომ საქართველოში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ქრისტიანობის გამავრცელებელი წმინდა ნინო საქართველოს ვაზის ლერწისგან შეკრული ჯვრით მოევლინა. მონასტრებში ყოველთვის დიდი რაოდენობით ღვინო დგებოდა და დღესაც ბევრ მონასტერშია შემორჩენილი ძველი მარნები. ქართველები ღვინოს წმინდა სასმლად თვლიდნენ და ხშირად წმინდანებსაც სწირავდნენ. წმინდანისთვის და ეკლესიისთვის შეწირულ ღვინოს „ზედაშეს“ უწოდებდნენ.
ამ მხრივ ჩიქოვანების მამულშიც წააწყდებით ქრისტიანულ ლოცვებს რომელიც ტრადიციულად წლებია წარმოითქმის ღვინის ხმევისას, ვენახის გასხვლისა თუ რთველის დროს. Chateau Chikovani
ჩიქოვანების მამული თავს იწონებს ქართული არამატერიალური მემკვიდრეობის - ქვევრის არაერთი ეგზემპლარით. თიხის ცრემლისებული ჭურჭელი საუკეთესო საღვინე ჭურჭლად მიიჩნევა დღევანდელ მეღვინეობაში. ცალკე სანახაობაა ჭურისთავზე გაშლილი ქართული ტრადიციული მცირე სუფრა, ჭურის მოხდის პროცესი და ადგილზე ორშიმოთი ამოღებული ღვინის დაჭაშნიკება. მამულში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ იმერული, კახური და ევროპული ტექნოლოგიებით ღვინის დაყენების პროცესი. Chateau Chikovani
ამას გარდა გახდეთ როგორც ადგილობრივი ღვინის ისე სხვა ალკოჰოლური სასმელების მეჭაშნიკე. მამულის მცირე ზომის მარანი მოწყობილია ქართული მარნის მოწყობის წესებით. აქ თქვენ ნახავთ უძველეს ღვინის პრესს, რომელიც დიდი ქვის -მერატაფისაგან და წნეხის ხის პერანგიდან შედმგარი იმერული წნეხის ნაირსახეობას წარმოადგენს. საშუალება გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ უძველეს ცაცხვის ხის საწნეხელში ღვინის დაყენების პროცესში. დატკბეთ ადგილზე დამზადებული ნატურალური სასმელებით მათშორის ღვინის ბრენდითა და ყველასათვის ცნობილი ჭყუნტის არაყით. ჩიქოვანების მამულის მარანი საშუალებას გაძლევთ თავად ჩაერთოთ ღვინისა თუ მაღალალკოჰოლური სასმელების დაყენების პროცესში.
ადგილზე საშუალება გექნებათ გაისეირნოთ მამულის ვენახში სადაც თქვენ ქართული საღვინე ყურძნის ჯიში - ჩხავერის ვენახი დაგხვდებათ. ადგილზევე საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ ჩხავერისაგან მიღებული ჩალისფრი მშრალი სუფრის ღვინო, ასევე ნახევდარტკვილი და ბუნებრივი შუშზუნა ღვინო.
კალმახზე თევზაობა
ჩიქოვანების მამულში დასვენებასა და გართობას გაგილამაზებთ მთის კალმახზე თევზაობის შესაძლებლობა. მამულიდან გაუსვლელად საშუალება გექნებათ ითევზაოთ კალმახზე, შემდეგ კი თქვენი ნადავლი შეგიძლიათ ნაკვერჩხალზე შეწვათ და მეგობრების წრეში დააგემოვნოთ. კალმახზე თევზაობისას საშუალება გეძლევათ გაერთოთ მეგობრებთან ერთად ან წყნარად ისმინოთ წყლის გამომაცოცხლებელი ხმით. Chateua Chikovani
ფინური აბანო
ფინური აბანოს მოყვარულებს საშუალება ექნებათ მიიღონ სიამოვნება როგორც ორთქლის, ისე მშრალი საუნის ქვეშ. საუნიდან გამოსულს კი იქვე საშუალება გაქვთ გაიკეთოთ გამაჯანსაღებელი მასაჟი და ინებივროთ საუნის აუზის ცივ წყალში. Chateua Chikovani
ღია აუზი
აუზისა და ცურვის მოყვარულებს ზაფხულის ცხელ დღებში შეუძლიათ იბანაონ დიდ აუზშიც, და პარალელურად მიიღონ მზის აბაზანები. აუზის პირას მიირთვან ცივი ლუდი და დატკბნენ ზაფხულის ცხელ დღეებში სიგრილის შეგრძნებით. Chateua Chikovani
სპორტული მოედნები
მამულში ფუნქციონირებს კომბინირებული სპორტული მოედანი სადაც საშუალება გექნებათ ითამაშოთ მინი ფეხბურთი, ტენისი, კალათბურთი, ფრენბურთი და სხვა თამაშები. ბილიარდის მოყვარულებს კი შაშუალება აქვთ ითამაშონ რუსული ბილიარდი მამულის საბილიარდოში. Chateua Chikovani
ცხენით ჯირითი
მათთვის ვისაც იზიდავს ცხენით ჯირითი ჩქოვანების მამული თავაზობს საცხენოსნო სკოლას. სკოლაში მსურველებს საშუალება ექნებათ ისეირნონ საუკეთესო ჯიშის ცხენებით. Chateua Chikovani
ტელესკოპით დაკვირვება
უდაოდ ძლიერ ინტერესს იწვევს საღამოობით სუფთა ცაზე ათასობით ვარსკვლავის თვალიერება და მათზე დაკვირვება. გორდის შესანიშნავი მდებარეობა გულგრილს არც ასტრონომიის მოყვარულებს ტოვებს. მამულიდან შესაძლეველია მცირე ტელესკოპით დააკვირდეთ ცას და გადახვიდეთ ასტრონოიის უკიეგანო სამყაროში.

მგონი შეგაწყინეთ თავი.           მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ბიჭები ვაზს რგავენ. მინდოდა დამეფიქსირებინა.      ...
18/04/2026

მგონი შეგაწყინეთ თავი.
მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ბიჭები ვაზს რგავენ. მინდოდა დამეფიქსირებინა.
სულ მალე თავიანთ შვილებს ეტყვიან, ეს ვენახი მე და ბაბუმ გავაშენეთო.

ჩვენთან გაზაფხული იგვიანებს.         მიუხედავად ამისა, საზღვარი, მწვანესა და თეთრ ფერებს შორის ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ზე...
19/03/2026

ჩვენთან გაზაფხული იგვიანებს.
მიუხედავად ამისა, საზღვარი, მწვანესა და თეთრ ფერებს შორის ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ზევით, მაღალი მთებისაკენ მიიწევს.

პირველ ჯგუფურ სურათზე წარმოდგენილია ბაბუაჩემის მამა - დიმიტრი ჩიქოვანი (მარცხნიდან პირველი) მისი შვილებით. სულ ჰყავდა 16...
16/01/2026

პირველ ჯგუფურ სურათზე წარმოდგენილია ბაბუაჩემის მამა - დიმიტრი ჩიქოვანი (მარცხნიდან პირველი) მისი შვილებით. სულ ჰყავდა 16 შვილი.
დიმიტრი იყო დადიანების (ჩიქოვანების განაყოფები 1704 წლიდან) ბოლო სახლთუხუცესი გორდსა და მიმდებარე სოფლებში. დახვრიტეს 1937 წელს.
ქვედა სურათზე წარმოდგენილია ბაბუაჩემი - უჩა ჩიქოვანი. გვერდით სურათზე კი, უჩა ჩიქოვანი ბებიაჩემთან, ოლგასთან (იგივე დომნა) ერთად.
ხელოვნურმა ინტელექტმა, რამდეენიმე სხვადასხვა სურათის ანალიზის საფუძველზე შემოგვთავაზა დიმიტრი ჩიქოვანის გადიდებული ფოტო.
შედეგმა ძალიან გაგვაოცა. ამ ფოტოზე ამოვიცანით დიმიტრის რამდენიმე შთამომავალიც. იქნებ თქვენც გეცნოთ რომელიმე?

ევრობიუროკრატიის ნაყოფიერი გავლენა ქართულ ბიუროკრატიაზე, ანუ ქართველი შაჰ-აბაზები მევენახეობაში.             როგორც ხედა...
29/12/2025

ევრობიუროკრატიის ნაყოფიერი გავლენა ქართულ ბიუროკრატიაზე, ანუ ქართველი შაჰ-აბაზები მევენახეობაში.
როგორც ხედავთ, ორი სათაური კვლავ აქტუალურია.
ბავშვობაში, როცა ქართულ ხალხურ ზღაპრებსა და ისტორიებზე ვიზრდებოდით, ბევრი ცრემლი დაგვიღვრია ქართული ვაზის გაჩეხვაზე.
სამწუხუროდ, ახლა ნელ-ნელა მოდიან სანტა კლაუსსა და კოკა-კოლაზე აღზრდილი ჩინოვნიკობა. ისინი ჩვენ გვერდით არიან, ძალიან რესპექტაბელურები, მილანის ბაზრობიდან ჩამოტანილი კოსტუმებში შემოსილები, ინგლისურისა და გუგლის მცოდნენი. ერთი სიტყვით ცხვრის ქურქში გახვეული ღიმილიანი მგლები.
არაფერს ვაჭარბებ, ის მგლები გადარჩენისთვის იბრძოდნენ, ესენი კი ქვეყნის ღალატისათვის არიან შექმნილნი.
ხუთი წლის წინ, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა საქართველოში. ზოგი სეზონზე ორჯერაც ახერხებდა ჩამოსვლას. ბევრთან მეგობრული ურთიერთობაც ჩამომიყალიბდა.
მათი აბსოლიტური უმრავლესობა გულწრფელად მირჩევდა დამევიწყებია ჩემი აღტაცება საქართველოს ევროკავშირში გაერთინაბის იდეით. არგუმენტებიც მოჰყავდათ. მათი აზრით ევროკავშირმა სრულიად გაანადგურა ადგილობრივი, ეროვნული წარმოება. ფერმერებს დოტაციებს უხდიან პროდუქტების არ! მოყვანაში. არადა, ალბათ, ყველას გახსოვთ „პრიბალტიკური“ ხორცისა და რძის საუკეთესო პროდუქტები.
ასეთმა მიდგომამ დიდი ძვრები გამოიწვეია ამ ქვეყნების მოსახლეობაში. სოფლად პოპულარული გახდა უცხოური სპირტიანი სასმელები, ხალხი გაზარმაცდა, ახალგაზრდობა უცხოეთში გაიხიზნა მასიურად.
ჩვენთან ხომ ძალიან პოპულარული იყო ევროკავშირში გაერთიანების იდეა. სასწრააფოდ ნეობოლშევიკური სისწრაფით დაიწყო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა.
ეს კანონები ნორმალურადაც არ განხილულა. ადრე, შევარდნაძის პარლამენტში დიდი ბრძოლა და კამათი იყო თითეულ მუხლზე. ახლა გინახავთ რაიმე ასეთი? პარლამენტარიზმი მოკვდა. იმიტომ კი არა, რომ ეს სურდა მართველ პარტიებს, არამედ იმიტომ, რომ მოკვდა საღი ოპოზიცია.
ბევრი რომ არ გავაგრძელო. ბოლო 10 წელში ორი კანონი იქნა მიღებული ვაზისა და ღვინის. შესახებ. მე რათქმაუნდა არ შევალ ამ კანონების მუხლობრივ განხილვებში.
ერთი შემიძლია ვთქვა, ეს კანონები ემსახურება დიდი კოპანიების ინტერესებს და შეფუთულია იმ ქურქით, ზევით რომ ვახსენე - თურმე ხარისხზე ზრუნვით.
გრძელი პოსტი გამოდის და ვშიშობ მკითხველისათვის მოსაბეზრებელი იქნება.
ახალი კონონებით, მევენახემ, სასწრაფოდ უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი ვენახები. მიიღონ საკადატრო კოდები და ყველა მათ მიერ ჩამოსხმულ ბოთლზე, ეტიკეტზე უნდა მიაკრან.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს, მიხვდება, თუ რამდენი სირთულეა ყველა ამ მანიპულაციის უკან.
ამას ვთხოვთ გლეხს, რომელიც ვაზის გულწრფელი სიყვარულით კატორღულ შრომას ეწევა. ვინც აქამდე მოიტანა ეს ეროვნული სიმდიდრე.
ბევრმა მეღვინემ ვერ გაართვა თავი ვენახების დარეგისტრირებას. ეს ნიშნავს, რომ მათ არ შეეძლებათ 20025 წლამდე მიღებული ღვინის რეალიზაცია. ამ საკითხზე ვინმე ფიქრობს?
გლეხობას შიგადაშიგ პროვოცირებასაც უკეთებდნენ. ბოლო წლებში სახელმწიფომ ასეული მილიონობით ლარის დოტაცია გადაუხადა გლეხობას მოსავლის გასაზრდელად. ისე, ჯერ ამაზე აგოს ვინმემ პასუხი? რატომ ხდებოდა ეს უმსგავსობა, რომელსაც თავის დროზე ბევრი აკრიტიკებდა, მაგრამ უშედეგოდ.
და უცებ, სტოპ კადრი! ახალა დაახვიეთ, შეზღუდეთ წარმოებაო.
არადა ბოლო წლებში რამდენი ახალი ლამაზი ვენახები და მარნები გაიხსნა.
ოპონენტები იტყვიან, ეს მათ ეხებათ ვინც ღვინოს ყიდისო. მაგრამ ერთი წუთით, მევენახემ ღვინის ნაწილი მაინც თუ არ გაყიდა, როგორ შეიძინოს შხამ ქიმიკატები, დაიქირავოს მუშახელი. ეს მუშახელი ხომ თვითდასაქმებულთ არმიაში გყავთ მიწერილი და ამით ვამაყობთ.
ეს ყველაფერი არის შედეგი ევროკავშირის რეგულაციების სწრაფი დანერგვის.
საქართველოში ღვინო და ვაზი ეს არ არის უბრალოდ პროდუქტი. ეს არის ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის ფილოსოფია.
ამ თემებს ჩემზე უკეთ გააშუქებენ ეკონომისტები, იურისტები, უბრალოდ ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები.
იქნებ, ჩინოვნიკებმა, ვინც ამ დარგებში ინიშნებიან, გაიარონ ტესტირება ეროვნულობაზე.
არ დაგავიწყდეთ, გლეხი არასდროს ითვლდა ვაზის მომგებიანობას, იგი ყეველ წელს ეწეოდა ვენახის მოვლის მძიმე ჯვარს. ეს თქვენი დიდი კომპანიები კი, იმ წუთში შეწყვეტენ თავიანთ საქმიანობას, როგორც კი ღვინო მათთვის არამომგებიანი გახდება.
საბჭოთა წყობილების დროს ხელისუფლებაში ბევრი პატრიოტი იყო, შეიძლება მექრთამეც, მაგრამ მათ უმრავლესობას არასდროს უღალატია თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის. ახლა კი, ეროვნულობის უკანასკნელი საყრდენი, გლეხობა, გინდათ გამოაცალოთ ქვეყანას? რისი გულისთვის, ეს ვინმემ შეაფასა?
ერთი თქვენი ევროკავშირიც...
არ მინდა კუდიანების წინააღმდეგ ბრძოლაში დამდონ ბრალი, მაგრამ ის კადრები, ვინც მდიდარი არასამთავრობოებიდან მოდიან, ეროვნულობიდან დაცლილები არიან.
P.S. ევროკავშირის მოთხოვნებით, სხვა სფეროებშიც საქმიანობა გართულებულია.
მაგალითად, სოფლად, თუ ვინმეს, პატარა პურის საცხობი აქვს, ან ნესმიერი მცირე საწარმო, ან ერთ ნომრიანი მცირე სასტუმროც კი, აუცილებლად უნდა აიღონ ლიცენზია წყლის მოპოვებაზე, ბუნებრივი რესურსeბის სააგენტოდან. ეს წარმოუდგენელი სირთულეა მცირე მეწარმისავის. არადა, ადმინისტრირება იმ დონეზეა აღვანილი, რომ ერთ ჭიქა წყალს ვერ გამოაპარებთ. სასამართლოებში თრევა არ აგცდებათ და შემდეგ ავტომატურად ასტრონომოული ჯარიმები.
იქნებ ცოტა ხანი მაინც შეჩერდეს ეს დრაკონული ზომები. მითუმეტეს, როცა ევროპას ფეხებზე ვკიდივართ.

ეს კონსტრუქცია ჩემი გაკეთებულია.            ბევრი არაფერი, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარტომ გავაკეთე. ერთი აღმოჩ...
04/12/2025

ეს კონსტრუქცია ჩემი გაკეთებულია.
ბევრი არაფერი, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარტომ გავაკეთე. ერთი აღმოჩენაც გავაკეთე (ჩემთვის). პირამიდები ნამდვილად ჩვენი ცივილიზაციის აშენებულია.
დავიწყე კიბეებით, შემდეგ რკინის კონსტრუქციები, ხის კოჭები, ფინები და ასე შემდეგ. სახურავს ვერ ვახურავ. ცოტა ნიავია და მეშინია „ლისტებმა“ იალქანივით ფოთში არ ჩამიყვანოს.
სურათის გადამღებიც არ მყავდა ისტორიისთვის. პირველად ცხოვრებაში სელფი გადავიღე. დიდხანს ვარკვევდი სახურავზე, თუ როგორ კეთდება ეს საქმე, თან მზე მაჭყიტებდა თვალებში.
ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ. პრინციპში, ეს პოსტი ამისთვის დავწერე. გასასწორებელი და დასადუღებელი იყო ფოლადის კოჭი (100х100х3) 6 მეტრის სიგრძის. კოჭის ერთი თავი შემოვდევი 3 მეტრ სიმაღლეზე. შემდეგ წავედი მეორე ბოლოს ასაწევად, თარაზოში გასასწორებლად და მისადუღებლად.
გასასწორებლად პატარა ხის ნაჭერი დაუდევი, მარამ არ ეყო გასასწორებლად. ჯიბეში ფანქარი ვნახე, არც იმის სისქე აღმოჩნდა საკმარისი. არადა ძირს ჩამოსვლა და კოჭის ჩამოღება არ მინდა. ყველაფერ ამას ცალი ხელით ვაკეთებ, სიმწრით. მეორე ხელში აპარატის „დერჟატელი“ მიჭირავს.
შემდეგ საფულე ამოვიღე, არც მისი სისქე აღმოჩნდა საკმარისი. ცხოვრებაში მაშინ ვიგრძენი „პირველად“, თუ რა ცუდია ცოტა ფულის ჰქონა.
უცებ გონება გამინათდა: ფული შუაში გავკეცე და ისე ჩავდე საფულეში. ყველაფერი გასწორდა თარაზოში. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ჩემთვის ვიცინოდი. ფულის სიმცირეც დამავიწყდა. არავინ მყავდა ემოციების გასაზიარებლად.
ალბათ ამიტომაა, ჭკვიანი ხალხი ჯერ საკმაო სისქის ფულს შოულობს და შემდეგ იწყებს მშენებლობას.
მშენებლობის დროს ერთი აზრი არ მაძლევდა მოსვენებას. ამ სიმაღლეზე, ამ სიმძიმეებით, რაიმე რომ მომივიდეს მოქილიქე ხალხს, რა გაუძლებსთქო. ... რა უნდოდაო? რას წვალობს? რა ეკონომიას ეწევა და ხელოსნებს არ ქირაობსო? მესმოდა ყურში.
მაგრამ, იპოლიტეს არ იყოს იმ ფილმში: კიდევაც გავაგრძელებ კეთებას. გინდ უსაქმურობას მოვუკლავარ და გინდ რაიმე შემთხვევას. იმ ხალხს განსაკუთრებით მივესალმები, ვინც სწორად გაიგებს ამ დილემას.
ისე, სოფლებში კატასტროფაა: კაცს ვერ ნახავ მუშას და ხელოსანს. უვიზო რეჟიმის მოხსნა კი არ დააქცევს ამ ქვეყანას, არამედ პირიქით...

02/12/2025

ზამთარი დაიწყო, მაგრამ შემოდგომა გრძელდება.
ეს არის ჩემს მიერ აღმოჩენილი ბუნების უწყვეტობის კანონი.
იწყება ლეჩხუმის სინაპის გადამუშავება კალვადოსის მისაღებად. საბოლოო პროდუქტის მიღებას მინიმუმ 2 წელი სჭირდება. დადუღება, გამოხდა, წაბლის მერქანზე დაყოვნება.
არ შეგეშინდეთ, ახლა დასაგემოვნებლად მაქვს 8 წლის წინ დამზადებული კალვადოსი.

22/09/2025

კიდევ ერთხელ და მარად მრავალჟამიერ!

18/09/2025

ორიოდე წლის წინ, ასხის მთაზე, საინიციატივო ჯგუფის მიერ განხორციელებული ექსპედიციის შემდეგ, მიღებული იქნნა გადაწყვეტილება გზის გაკეთების შესახებ.
დიდი მადლობა იმერეთის ყოფილ გუბერნატორს, ბატონ ზვიად შალამბერიძესა და ხონის მერს, ბატონ ლადო ჯურხაძეს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის.
ასევე მადლობა, მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ცნობილ მეგზევეს, პატრიოტ კაცს, ბატონ ჯეირან ომანაძეს. ბატონმა ჯეირანმა ტენდერით გაუთვალისწინებელი 6 კილომატრიანი სერპანტინი გაწმინდა კლდოვანი ჩამონაშალებიდან, რამაც შესაძლებელი გახადა დღეს აქ გამართულიყო დიდი ზეიმი.
მადლობა ჩემს მეგობრებს, ერისიონის სოლისტების ჯგუფს, ბატონ ვანო ჩხაიძის ხელმძღვანელობით, რომლებმაც წარმოადგინეს მთებისა და ქართული სიმღერების ჰარმონია ულამაზეს ასხის მთის ფონზე.
მადლობა ყველას, ვინც ამ დღეს ამოვიდა აქ და მონაწილეობა მიიღო ამ ზეიმში.

Send a message to learn more

დილა მშვიდობისა საქართველო!
04/09/2025

დილა მშვიდობისა საქართველო!

მაისი ივნისში გადაუტანიათ.         შემოვდივარ წინადადებით: გადავიდეთ ძველ სტილზე და კიდევ 2 კვირაც დაუმატოთ.          მა...
09/06/2025

მაისი ივნისში გადაუტანიათ.
შემოვდივარ წინადადებით: გადავიდეთ ძველ სტილზე და კიდევ 2 კვირაც დაუმატოთ.
მაშინ ყველაფერი გვექნება თავის დროზე ანუ ჩვენი ბავშვობის დროზე.

საქართველოში გაზაფხული დაბალი ტურისტული აქტივობით გამოირჩევა. ამ პერიოდში ზამთრის სეზონი დამთავრებულია, საზაფხულო სეზონა...
15/03/2025

საქართველოში გაზაფხული დაბალი ტურისტული აქტივობით გამოირჩევა. ამ პერიოდში ზამთრის სეზონი დამთავრებულია, საზაფხულო სეზონამდე კიდევ 2 თვე მაინც არის დარჩენილი. წელიწადის ამ დროს, ჩვენთან არც რაიმე მნიშვნელოვანი საერო დღესასწაულია.
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდ ხმაურით აღინიშნება გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებული დღესასწაულები. განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს ანიჭებენ ტურისტული აქტივობების გამო. ბოლო დროს, ზოგიერთი ქვეყანა, ასეთ ახალ დღესასწაულებს ქმნის ყოველგვარი რეალური საფუძველის გარეშე, გამოგონილი მითებითა და მხატვრული შეფუთვით.
ძალიან გასაკვირია, რომ მიწათმოქმედთა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არ არსებობს გაზაფხულის შემოსვლის აღმნიშვნელი ცნობილი დღესასწაული. ამ ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია ისეთი სახალხო დღესასწაულის დაფუძნებით, როგორიც ტყემლის ყვავილობაა. რაც ძალიან ბუნებრივი მოვლენა იქნება.
ასეთი დღესასწაულის (ფესტივალის) დაწესება მნიშვნელოვნად გაააქტიურებს ტურიზმს ადრე გაზაფხულზე. ამის მაგალითი უკვე არის იაპონიაში - „საკურას ყვავილობის“ ფესტივალი. ცნობისათვის, ჩვენი ტყემლისაგან განსხვავებით საკურას, მცირე ზომის მჟავე ნაყოფი აქვს, რომელსაც ადამიანი არ იყენებს, მას მხოლოდ ფრინველები მიირთმევენ.
ამ ფესტივალის კომერციული მხარე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იაპონელი გენეტიკოსები ცდილობენ გამოიყვანონ საკურას ახალი ჯიში, რომელიც შემოდგომაზეც იყვავილებს. 2023 წელს საკურას ყვავილობა იაპონიაში მარტის ბოლოს დაიწყო. ფესტივალმა იაპონიის ბიუჯეტს 4,7 მილიარდი დოლარი მოუტანა.
ტყემლის ყვავილობა გაზაფხულზე არის პირველი, ნაზამთრალი ბუნების მკაცრ ფონზე. ეს ნამდვილად არის სიცოცხლის გაღვიძება, ახალი სურნელი და ახალი ენერგია. ეს პოზიტიური განწყობა დადებითად იმოქმედებს ამ ახალ დღესასწაულზეც.
ტყემალი გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ფუძე „ტყემალი“ გამოყენებულია სხვადახვა მხარის ექვსი სოფლის დასახელებაში. იგი ასევე გვხდება ქართულ გვარებში. არის მთა ტყემალაც.
ტყემალი ყვავილობას იწყებს ყველაზე ადრე, როცა ჯერ კიდევ მწვანე ფოთლებიც არ არის გამოსული. ყვავილობა გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. იგი, ჯერ კიდევ ზამთრის გახრიოკებულ, მკაცრ ფონზე, საგაზაფხულო განწყობას ქმნის. ეს პერიოდი ბევრჯერ ასახულა მხატვრულ ტილოებზე, პოეზიაში, სახალხო ფოლკლორში.
ტყემალს არამარტო სილამაზე შემოაქვს ჩვენს გარემოში, არამედ იგი, წარმოადგენს ნედლეულს ეროვნული კერძებისა და სასმელებისათვის, როგორებიცა ტყემლის საწებელი, არაყი, ტყლაპი, კვაწარახი, სამელი წვენი. მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს წითელი ტყემლის ღვინოც, რომელიც ჩვენთან ჯერ-ჯერობით ნაკლებად მზადდება.
ამრიგად, სახეზე გვაქვს სამი მთავარი კომპონენტი: საქართველოში გაზაფხულის ეროვნული დღესასწაულის არქონა, ტყემლის ყვავილობის გარეგნული სილამაზე და ტყემლის ეროვნული პროდუქტები, რაც სრულიად საკმარისია ფესტივალის დასაფუძნებლად. ფესტივალი, თავის მხრივ, დადებითად იმოქმედებს ტურიზმის აქტივობაზე წელიწადის ამ დროს.
ფესტივალის დაფუძნების იდეა პირველად გაჟღერდა ორი წლის წინ, საქართველოს ტელევიზიით, გადაცემა „ფერმაში“. მაშინ ამ იდეამ ათასობით მოწონება დაიმსახურა. ამ იდეის განხორციელებას ხელს შეუწყობს, სამთავრობო პროგრამა „დანერგე მომავალის“ პროექტის მიერ ხელშეწყობილი ტყემლის ბაღების მასიური გაშენება.
ის გარემოება, რომ საქართველოს სხვადასხვა მხარეში ტყემალი სხვადასხვა დროს ყვავილობს ძალიან მოსახერხებელია ფესტივალის ვადების გასახანგძლივებად. ეს კი დადებითად აისახება ტურიზმზე. იაპონიაში, ქარიან ამიდში ყვავილობა შეიძლება ორ დღეში დამთავრდეს, ამ მხრივ ჩვენი ტყემლების ყვავილები გაცილებით გამძლეა, მასზე ქარი და წვიმა ნაკლებად მოქმედებს. 2-3 გრადუს ყინვასაც კი უძლებს.
ფესტივალი ჩვენთან დაიწყება აჭარა, გურია სამეგრელოთი, შემდეგ იმერეთი, ქართლი კახეთი, ჯავახეთი. ტურისტულ ჯგუფებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ ის რეგიონი და ვადები, რომლებიც მათ აწყობთ საქართველოში ჩამოსასვლელად.
ფესტივალი ყველა მხარეში ჩატარდება ადგილობრივი თავისებურებებით. აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება ფესტივალის მოწყობის იაპონური გამოცდილებაც.
სარეკლამო კამპანიის წარმოებისას აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს არის მსოფლიოში ცნობილი „საკურას ყვავილობის“ ფესტივალის ანალოგიური.
ზემოთ მოყვანილი ინფორმაციიდან გამომდინარე, გთხოვთ დაასახელოთ ერთი მიზეზი მაინც, თუ რატომ არ უნდა დაფუძნდეს საქართველოში ახალი, სახალხო დღესასწაული (ფესტივალი), ტყემლის ყვავილობა?
P.S. ბოლო წლებში ჩინეთმაც გააშენა საკურას ხეები. წელს უკვე მიღო პირველი ტურისტები საკურას ყვავილობაზე.

Address

ზედა გორდი
Khoni
5905

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Chateau Chikovani posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Chateau Chikovani:

Share

Category