Goderdzi Resorts • კურორტი გოდერძი

  • Home
  • Georgia
  • Khulo
  • Goderdzi Resorts • კურორტი გოდერძი

Goderdzi Resorts • კურორტი გოდერძი This is the official Goderdzi Resorts page.
(363)

08/08/2026
🏞️🥳 2 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება!  🎊❤️✨ ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლო...
29/07/2026

🏞️🥳 2 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება! 🎊❤️

✨ ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები:

🥳🎉 12:00-17:00 საბავშვო და სპორტული აქტივობები, კვების სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპეციალური ინსტალაციები და ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები.

📍 12:00 - შუამთობის ოფიციალური გახსნა
📍 უხუცესთა ანსამბლი "ბერმუხა"
📍ღონისძიების ოფიციალური ნაწილი და სიტყვით გამოსვლები
🏆 საპატიო ხულოელების დაჯილდოება

🔹 ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“ - „ქალ-ვაჟთა ხევსურული“;
🔹 ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხელგაშლილა“ - ცეკვა „განდაგანა“;

🥰👫💍 ტრადიციული ნიშნობის საზეიმო ცერემონია
🔹 ფოლკლორული ანსამბლი „ხულო“ – “მრავალჟამიერი”;
🔹 ფოლკლორული ანსამბლი „ხულო“ – “აჭარული მაყრული”;

🎵🪘 13:00-13:20 კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით:

🔹 ფოლკლორული ანსამბლი „ციცინათელა“ - „აჭარული შაირები“.
🔹 ლევან შავაძე - სოლო შემსრულებელი
🔹 ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“ - ცეკვა „ყაზბეგური“;
🔹 ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერმისი“ - ცეკვა „კინტოური“.

🎵🪘 13:20 - 17:00 კონცერტი მოწვეული ბენდებისა და შემსრულებლების მონაწილეობით:

📍13:20 - 14:40 ანრი ჯოხაძე და ბენდი
📍 ოთო ბაზერაშვილი
📍 ნიკოლოზ ხარატი
📍14:40 - 15:30 SEENთეზი
📍15:30 - 17:30 DJ ბენე

📍13:30 - 17:00 სპორტული ღონისძიებები:
🏇 დოღი
🤼 ქართული ჭიდაობა
🤼 მკლავჭიდი

🥇🏆სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება

🖊️შპს „Goderdzi Resorts’’ აცხადებს ელექტრონულ აუქციონს📍მდებარეობა: ხულოს მუნიციპალიტეტი, გოდერძის უღელტეხილი, მწვანე ტბა...
28/07/2026

🖊️შპს „Goderdzi Resorts’’ აცხადებს ელექტრონულ აუქციონს
📍მდებარეობა: ხულოს მუნიციპალიტეტი, გოდერძის უღელტეხილი, მწვანე ტბა
➡️აუქციონის პირობა: კოტეჯების და კაფის მოწყობა
💰საწყისი ფასი: 8180 ლარი
⏰აუქციონის ხანგრძლივობა: 28/07/2026 – 01/08/2026

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული⤵️
https://www.eauction.ge/Home/EntityAdminView/1304123

27/07/2026
26/07/2026
"გოდერძი რეზორტის" დირექტორი ფრიდონ პაპიძე გოდერძის "ახალგაზრდული ბანაკი 2026"- ის დახურვის ღონისძიებას დაესწრო. შეხვედრ...
25/07/2026

"გოდერძი რეზორტის" დირექტორი ფრიდონ პაპიძე გოდერძის "ახალგაზრდული ბანაკი 2026"- ის დახურვის ღონისძიებას დაესწრო. შეხვედრაზე ფრიდონ პაპიძემ მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატი გადასცა და ბანაკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ახალგაზრდულ ბანაკში ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

ბანაკი 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მონაწილეებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობდა. ბანაკის მონაწილეები ჩაერთნენ საგანმანათლებლო ტრენინგებში, სპორტულ, ინტელექტუალურ და გასართობ აქტივობებში, რაც მათთვის ცოდნის გაღრმავებისა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა გახდა.

2026 წლის ბანაკის მთავარი თემა იყო „ხელოვნური ინტელექტი - XXI საუკუნის მთავარი შესაძლებლობა“, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს, მის შესაძლებლობებსა და პრაქტიკულ გამოყენებას.

ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

08/07/2026

21 ივლისიდან, გოდერძიზე, ზაფხულის სეზონი იხსნება!

🚠 საბაგიროები – ზანკა და ჭანჭახი, იმუშავებს ყოველდღე, 11:00-დან 17:00 საათამდე

🎫 აბონემენტები ხელმისაწვდომია კურორტის სალაროებში. 10-დღიანი აბონემენტის გააქტიურებას გასული სეზონების მულტიქარდზეც შეძლებთ

გაატარეთ ზაფხული მთაში - მზესთან უფრო ახლოს! ☀️
____

Starting July 21, the summer season at Goderdzi officially begins!

🚠 Zanka & Chanchakhi lifts will operate daily from 11:00 AM to 05:00 PM.

🎫 Passes are available at the resort ticket offices. You can also activate a 10-day pass on your MultiCard from previous seasons

Spend your summer in the mountains - closer to the sun! ☀️

Address

Goderdzi Pass
Khulo

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 12:00 - 15:00

Telephone

+995599922900

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Goderdzi Resorts • კურორტი გოდერძი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Goderdzi Resorts • კურორტი გოდერძი:

Shortcuts

Share