07/07/2026
ძვირფასო მეგობრებო,
მინდა გაცნობოთ, რომ გარკვეული მიზეზების გამო, მიმდინარე სეზონზე დროებით შევაჩერებთ მუშაობას.
უპირველეს ყოვლისა, გულწრფელი მადლობა მინდა გითხრათ ასეთი აქტიურობისთვის.🧡შემოსული შეტყობინენების და ზარების სიმრავლის გამო შესაძლოა რამოდენიმე თქვენგანს ვერ გავეცი პასუხი და ამისთვის ბოდიში🙌
ამავდროულად, სიტყვები არ მყოფნის იმ უდიდესი მადლიერების გამოსახატად, რომელსაც თქვენ მიმართ ვგრძნობ. მადლობა ამდენი წლის ერთგულებისთვის, ნდობისთვის და იმ უწყვეტი მხარდაჭერისთვის, რაც ჩემს საქმიანობას ასაზრდოებდა.
დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ დროებითია და მომავალში კვლავ ძველი შემართებით გავაგრძელებთ ჩვენს მეგობრულ და წარმატებულ თანამშრომლობას.
ყველას ბედნიერ და ნაყოფიერ დასვენებას გისურვებთ🏝🏖
საუკეთესო სურვილებით,💚🫶