დასვენება ქობულეთში-სასტუმრო "კამეა" Hotel "Camea" In Kobuleti

  • Home
  • Georgia
  • Kobuleti
  • დასვენება ქობულეთში-სასტუმრო "კამეა" Hotel "Camea" In Kobuleti

დასვენება ქობულეთში-სასტუმრო "კამეა" Hotel "Camea" In Kobuleti სასტუმრო "კამეა" არის ოჯახური ტიპის სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ქ.ქობულეთში. Hotel Camea in Kobuleti

**For ENG scroll down****Для РУС посмотрите внизу**აგვისტოს ცხელ დღეებში ცხადდება 50%-იანი ფასდაკლება☀️🎉🤩ზღვის პირას მდე...
21/08/2021

**For ENG scroll down**
**Для РУС посмотрите внизу**
აგვისტოს ცხელ დღეებში ცხადდება 50%-იანი ფასდაკლება☀️🎉🤩
ზღვის პირას მდებარე საოჯახო სასტუმრო "კამეა" მზად არის სტუმრების მისაღებად!🌊
ნომრის დასაჯავშნად წინასწარ მოგვწერეთ📩

***
50% discount is announced in the hot days of August ☀️🎉🤩
The family hotel "Kamea" located by the sea is ready to receive guests! 🌊
Write to us in advance to book a room 📩

***
В жаркие дни августа объявлена ​​скидка 50% ☀️🎉🤩
Семейный отель «Камея», расположенный на берегу моря, готов принять гостей! 🌊
Напишите нам заранее, чтобы забронировать номер 📩

21/08/2021

**For ENG scroll down**
**Для РУС посмотрите внизу**

აგვისტოს ცხელ დღეებში ცხადდება 50%-იანი ფასდაკლება☀️🎉🤩
ზღვის პირას მდებარე საოჯახო სასტუმრო "კამეა" მზად არის სტუმრების მისაღებად!🌊
ნომრის დასაჯავშნად წინასწარ მოგვწერეთ📩

***
50% discount is announced in the hot days of August ☀️🎉🤩
The family hotel "Kamea" located by the sea is ready to receive guests! 🌊
Write to us in advance to book a room 📩

***
В жаркие дни августа объявлена ​​скидка 50% ☀️🎉🤩
Семейный отель «Камея», расположенный на берегу моря, готов принять гостей! 🌊
Напишите нам заранее, чтобы забронировать номер 📩

ნომრების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით წინასწარ 📩
08/06/2021

ნომრების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით წინასწარ 📩

19/05/2021

ზაფხული ახლოვდება,🌟

ადგილების დასაჯავშნად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინასწარ! 🌟

18/07/2020

მეგობრებო,

თუ გინდათ, რომ მეტი ინფორმაცია გაიგოთ ზაფხულში ☀️ ნომრების ფასებთან და პირობებთან დაკავშირებით🤩, მოგვწერეთ ჩვენს FACEBOOK გვერდზე 📩 და ჩვენ შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში გიპასუხებთ ⏰🎉

03/03/2020

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შავი ზღვა (ბერძ. Μαύρη Θάλασσα; ბულგ. Черно море; თურქ. Karadeniz; რუმ. Marea Neagră; რუს. Чёрное море; უკრ. Чорне море) — ატლანტის ოკეანის ხმელთაშუა ზღვა ევროპასა და მცირე აზიას შორის. ესაზღვრება თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო. ჩრდილო-აღმოსავლეთით ქერჩის სრუტით უკავშირდება აზოვის ზღვას, სამხრეთ-დასავლეთით ბოსფორის სრუტით — მარმარილოს ზღვას, შემდეგ დარდანელის სრუტით — ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს. შავი ზღვა ყველაზე ღრმად იჭრება ევრაზიის კონტინენტში.[1]

მაქსიმალური სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 1150 კმ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ — 580 კმ, ყველაზე ვიწრო ადგილზე 265 კმ. ფართობი 422 000 კმ². წყლის მოცულობა 555 000 კმ³.[2] მაქსიმალური სიღრმე 2210 მ, საშუალო სიღრმე 1240 მ. შავ ზღვას ერთვის მდინარეები: დუნაი, დნესტრი, სამხრეთის ბუგი, დნეპრი, რიონი, ყიზილ-ირმაქი და სხვა. ნაპირები სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. ერთადერთი დიდი ნახევარკუნძულია ყირიმი. სანაპირო ხაზის სიგრძე 3400 კმ. დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაპირები დაბალია, ზოგან — ფლატოვანი, ჩრდილო-დასავლეთით — ლიმანური. ყირიმის სამხრეთი ნაპირი მთიანია; აღმოსავლეთით და სამხრეთით ეკვრის კავკასიონი, მცირე კავკასიონი და პონტოს მთები. შავი ზღვა ატლანტის ოკეანიდან 2600 კმ-ით არის დაშორებული. წარმოადგენს წაგრძელებული ფორმის ღრმა ქვაბულს, საკმად ბრტყელი ფსკერითა და ციცაბო ფერდობებით. ჭარბობს დიდი სიღრმეები. 200 მ-ზე ნაკლები სიღრმეები მხოლოდ ზღვის ხმელეთში შეჭრილ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია. სხვა სანაპიროების გასწვრივ წყალმარჩხი ზოლის სიგანე დიდი არ არის.

შავ ზღვას დიდი სატრანსპორტო მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ინარჩუნებს მნიშვნელოვან სტრატეგიულ და სამხედრო მნიშვნელობას. სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკში არის რუსეთის შავიზღვისპირა ფლოტის ძირითადი სამხედრო ბაზები; სინოპსა და სამსუნში — ბაზირდება თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავიზღვისპირა დაჯგუფების გემები; ვარნაში — ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალები, ფოთსა და ბათუმში — საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები, კონსტანცაში და მანგალიაში — რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები. შავი ზღვა თევზჭერის მნიშვნელოვანი რაიონია. შავი ზღვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები ხელს უწყობს კურორტებისა და ტურიზმის განვითარებას. აღსანიშნავია ყირიმის სამხრეთი ნაპირი, რომლის ცენტრია იალტა, კავკასიის სანაპიროზე — სოჭი, ბიჭვინთა, გაგრა, სოხუმი, ბათუმი, ანაპა, გელენჯიკი; ბულგარეთში — ზლატნი-პიასიცი და სლანჩევ-ბრიაგი, რუმინეთში — მამაია.

მნიშვნელოვანი უბეებია: კარკინიტის, კალამიტის, დნეპრ-ბუგის, დნესტრის, ვარნის, ბურგასის, სოხუმის, ბათუმის და სხვა. კუნძულები ცოტაა, მნიშვნელოვანია — ჯარილგაჩი, ბერეზანი და ზმეინი. შავი ზღვის სანაპიროზე არსებული მნიშვნელოვანი ქალაქებია: ბათუმი, ბურგასი, კონსტანცა, გირესუნი, ხოფა, სტამბოლი, ქერჩი, მანგალია, ნევოდარი, ნოვოროსიისკი, ოდესა, ორდუ, ფოთი, რიზე, სამსუნი, სევასტოპოლი, სოჭი, სოხუმი, ტრაპიზონი, ვარნა, იალტა და ზონგულდაქი.

ტამანის ნახევარკუნძულიდან საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვრამდე, მდინარე ჭოროხის შესართავის სამხრეთ ტერიტორიამდე გადაჭიმულია კავკასიური რივიერა, რომლის სიგრძეა 725 კმ. შავი ზღვის აუზის კავკასიის რეგიონში დამახასიათებელია ბუნების ვერტიკალური ზონალობა. აქ მკაფიოდ არის გამოხატული კლიმატისა და ჰიდროგრაფიის დამოკიდებულება. შავი ზღვის აუზის ყველაზე მაღალი წერტილია მწვერვალი შხარა (5068 მ).

საქართველოს დასავლეთით 310 კმ სიგრძეზე ეკვრის შავი ზღვა, რომლის მნიშვნელობა საქართველოსთვის დიდია. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ წარმონაქმნს ქვეყნის ზოგადგეოგრაფიული მდებარეობისათვის, რესურსულ პოტენციალს, რეკრეაციულ ზონას, საგარეო კავშირურთიერთობების ძირითად არტერიას. ნაპირები სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი, შესაბამისად იგი მოხერხებული აკვატორიაა ნაოსნობისათვის. საქართველოზე მოდის შავი ზღვის სანაპირო სიგრძის 9%. გარდა ამისა, იგი დიდ გავლენას ახდენს საქართველოს ჰავის ფორმირებაზე.

პონტოს შესახებ პირველი დოკუმენტური ცნობები მიეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეს. შავ ზღვას ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებში ბერძენი ზღვაოსნები უწოდებდნენ პონტოს აქსინოსს (Pontos Axeinos, სიტყვასიტყვით — არასტუმართმოყვარე ზღვა), ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში — პონტოს ევქსინოსს (Pontos Evxeinos — სტუმართმოყვარე ზღვა). IX-XX საუკუნეებიდან არაბები უწოდებდნენ რუსეთის ზღვას, XV საუკუნიდან თურქები — ყარადენიზს (Karadeniz — შავი ზღვა). პონტოს ევქსინოსი ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ხალხისთვის კარგად იყოს ცნობილი. პონტოს ევქსინოსის შესახებ ცნობები მოიპოვება ჰომეროსის ოდისეაში.

თებერვალშიც ფიქრობთ ზაფხულში დასვენებაზე? 🤩☀️ჩვენ კი 🙋‍♀️🙋‍♀️🙋‍♀️
09/02/2020

თებერვალშიც ფიქრობთ ზაფხულში დასვენებაზე? 🤩☀️

ჩვენ კი 🙋‍♀️🙋‍♀️🙋‍♀️

აბა😉, აპირებთ ქობულეთში დასვენებას წელს☀️🤩🎉🎉?რას იტყვით საოჯახო ტიპის სასტუმროში დასვენებასთან დასკავშირებით, ზღვის პირა...
23/01/2020

აბა😉, აპირებთ ქობულეთში დასვენებას წელს☀️🤩🎉🎉?

რას იტყვით საოჯახო ტიპის სასტუმროში დასვენებასთან დასკავშირებით, ზღვის პირას? 🌊🌊🌊

ჩვენთან შეგეძლებათ მშვიდად დაისვენოთ და აივსოთ ენერგიით 🤙💪💪

იცოდით?🤔☀️ზაფხული — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 ივ...
17/01/2020

იცოდით?🤔☀️

ზაფხული — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 ივნისი), შემოდგომის ბუნიობის მომენტამდე (23 სექტემბერი) გრძელდება; ჩვეულებრივ ზაფხულს უწოდებენ ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია.

ზაფხული წელიწადის ყველაზე თბილი დროა. დღეები კვლავ იზრდება, თუმცა 22 ივნისიდან მოკლდება.

მწიფდება ხილი, ივსება თავთავი, ფრინველებს და ცხოველებს ბევრი საკვები უჩნდებათ.

წყარო:

ჭექა-ქუხილი · ტორნადო ტროპიკული ციკლონი (ქარიშხალი) ექსტრატროპიკული ციკლონი ზამთრის ქარიშხალი · ქარბუქი ყინულო...

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა   ქ ო ბ უ ლ ე თ ი ს  შ ე ს ა ხ ე ბ 🤩🤩🤩აჭარის ზღვისპირა კლიმატური კურორტებისაგან განსაკუთრებული მიკრო...
17/01/2020

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა ქ ო ბ უ ლ ე თ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ 🤩🤩🤩

აჭარის ზღვისპირა კლიმატური კურორტებისაგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი, რომელიც აჭარა–ახალციხის მთიანეთის სამხრეთ–დასავლეთით, კოლხეთის დაბლობზე, ქალაქ ბათუმიდან 25 კმ–ის დაშორებით მდებარეობს. იგი საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს ზღვასთან და ზღვის დონიდან მხოლოდ 3-5 მ–ის სიმაღლეზეა გაშენებული. კურორტის ძირითად სამკურნალო ნიშას შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი წარმოადგენს.

ქობულეთი გამორჩეულია თავისი ტრადიციებით, სტუმართმოყვარეობით, ისტორიული ადგილებით, რბილი სუბტროპიკული ჰავით, იონიზირებული ზღვის ჰაერით, მცხუნვარე მზითადა თბილი ზღვით. უნიკალურია წვრილქვიშიანი ფართო პლაჟი, რომელიც დამრეცად ეშვება ზღვისკენ. რბილი, ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატი რეკომენდირებულია არა მარტო დასვენებისთვის, არამედ სამკურნალოდაც, რადგან დადებითად მოქმედებს ქრონიკული და გულსისხლძარღვთა პათოლოგიებით დაავადებულთათვის. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად აქ ერთმანეთთანაა შეთავსებული თერაპია და სხვა სამკურნალო პროცედურები.

კურორტი ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია. ტურისტს იზიდავს მისი საყოველთაოდ ცნობილი წვრილქვიშიანი, მრავალკილომეტრიანი პლაჟი, რომელიც მოსახერხებელია მზის აბაზანების მისაღებად. პლაჟები კეთილმოწყობილია; გარდა საშხაპეებისა, ქოლგებისა, შეზლონგებისა და უშუალოდ პლაჟზე ჩადგმული კაფე–ბარებისა, აქ ფუნქციონირებს სხვადასხვა დიზაინის წყლის ატრაქციონი. ქობულეთის მშვენებაა ზღვისპირა პარკი სპორტული მოედნებით, საზაფხულო კაფე–ბარებით, ბუნგალოებითა თუ დისკო–ბარებით.

ქობულეთის საკურორტო–ტურისტულ–ბალნეოლოგიური პოტენციალის სრულად გამოყენება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, რადგან ქობულეთის წვრილქვიშიანი ნაპირი, მზის უხვი რადიაცია, რომელიც ჰელიოთერაპიის თვისკარგპირობებს ქმნის, სამკურნალოა ძვალ–სახსრების, ლიმფური ჯირკვლების, ტუპერკულოზის, ბრონქიალური ასთმის, გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისთვის, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მინერალური და გოგირდოვანი წყლებისა თუ სამკურნალო ტალახის არსებობა სამკურნალო ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა.

ქალაქის სტატუსი ქობულეთმა 1944 წელს მიიღო, ხოლო კურორტად ჯერ კიდევ 1923 წელს გამოცხადდა. უკანასკნელ ათწლეულში განსაკუთრებით გაიზარდა ქობულეთის პოპულარობა. ტურისტებისთვის ქობულეთი საინტერესოა მდიდარი ქვის ხანის, ადრეფეოდალური და ანტიკური არქეოლოგიური ძეგლებით, რაც ძველი კოლხეთისა და საერთოდ აღმოსავლეთშავიზღვისპირეთის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრის არსებობას ადასტურებს. ასევე ქობულეთის დაცული ტერიტორიებით, რომელიც 1999 წელს შეიქმნა და მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს – ისპანი II (331ჰა) და კინტრიშის ნაკრძალი (3 190ჰა).

დღეს ქობულეთი საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია. კარგი პლაჟი და ზღვადასვენების, გართობისა თუ გაჯანსაღების შესანიშნავ პირობებს ქმნის.

წყარო: http://kobuleti.org.ge/new/ge/things-to-know/resorts

16/01/2020

მეგობრებო,

თუ გინდათ, რომ მეტი ინფორმაცია გაიგოთ ზაფხულში ☀️ ნომრების ფასებთან და პირობებთან დაკავშირებით🤩, მოგვწერეთ ჩვენს FACEBOOK გვერდზე 📩 და ჩვენ შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში გიპასუხებთ ⏰🎉

“Camea”🐚
25/11/2019

“Camea”🐚

Address

აღმაშენებლისN 99
Kobuleti

Telephone

599323322

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დასვენება ქობულეთში-სასტუმრო "კამეა" Hotel "Camea" In Kobuleti posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category