ლიანდაგი • Liandagi

ლიანდაგი • Liandagi 📍📚სივრცე ქუთაისში, სადაც ისტორია და ლიტერატურა ცხოვრობს.
📚📍A space in Kutaisi where history and literature live and breathe.

03/06/2026

მაყურებლის დიდი თხოვნით, "ლიანდაგში" კვლავ ბრუნდება "მოზარდ მაყურებელთა თეატრალური ლაბორატორია" და მათი ახლად შექმნილი სპეკტაკლი „ჯინსების თაობა“ 🎭

არ გამოტოვოთ განმეორებითი ჩვენებები და ის ემოციები, რომლებიც დიდხანს გაგყვებათ.
🎟 ბილეთები უკვე გაყიდვაშია!
👉 10-11-12 ივნისი 21:00 საათი

მსურველები დაგვიკავშირდით ☎️ 557-688-188

19/05/2026

„ჯინსების თაობა“ ლიანდაგში. 🎭🎞️

#ქუთაისი #სპექტაკლი #თეატრი #ლიანდაგი

დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობის“ თავისუფლების სულმა  „ლიანდაგის“ სივრცეშიც გადმოინაცვლა! 🛤️✨მოხარულები ვართ, რომ ვუმასპ...
18/05/2026

დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობის“ თავისუფლების სულმა „ლიანდაგის“ სივრცეშიც გადმოინაცვლა! 🛤️✨

მოხარულები ვართ, რომ ვუმასპინძლეთ 🤝 Tea Gegechkori-ს ხელმძღვანელობით, თეატრალური ლაბორატორია "teartri"🎭, რომელმაც ჩვენს სცენაზე ეს ემოციური და სიმბოლური სპექტაკლი გააცოცხლა! ❤️🔥

პ რ ე მ ი ე რ ა🎭 “დამოუკიდებელ მოზარდ მაყურებელთა თეატრალური ლაბორატორია” წარმოგიდგენთ სპეკტაკლს “ჯინსების თაობა”-ს. 🎭  ...
04/05/2026

პ რ ე მ ი ე რ ა

🎭 “დამოუკიდებელ მოზარდ მაყურებელთა თეატრალური ლაბორატორია” წარმოგიდგენთ სპეკტაკლს “ჯინსების თაობა”-ს.

🎭 სპეკტაკლი გაიმართება თეატრ “ლიანდაგში”.

⭐️ ავტორი — დათო ტურაშვილი
⭐️ ინსცენირება — თეა გეგეჭკორი

📅 13 • 14 • 15 მაისი
🕘 გაფრენის დრო - 21:00 საათზე
📍 ქ. ქუთაისი, დ. აღმაშენებლის 85ა

🎟️ ბილეთების შესაძენად დარეკეთ - 557 688 188

1 მაისს ილიას უნივერსიტეტი გიმასპინძლენთ ჩვენ თეატრალურ სივრცეში ❤️📣 ილიას განათლების ფესტივალი 2026📚 ილიაუნის საგანმანა...
29/04/2026

1 მაისს ილიას უნივერსიტეტი გიმასპინძლენთ ჩვენ თეატრალურ სივრცეში ❤️

📣 ილიას განათლების ფესტივალი 2026

📚 ილიაუნის საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით

🚌 1 მაისს შემოგვიერთდით ქუთაისში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან ერთად იწყებს საგანმანათლებლო-შემეცნებით მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით.

აბიტურიენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და დაინტერესებული საზოგადოებისთვის ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება.

📍 ილიას განათლების ფესტივალის მეოთხე გაჩერება ქალაქი ქუთაისი იქნება.

📅 პარასკევს, 1 მაისს, 15:00-18:00 საათამდე, ქუთაისის თეატრ „ლიანდაგში“ (დავით აღმაშენებლის გამზ. N85ა) გიმასპინძლებთ.

🔎 ჩაერთე სამეცნიერო-საგანმანათლებლო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, მიიღე მონაწილეობა კონკურსებში, შეჯიბრებებში და მოიგე საინტერესო საჩუქრები.

🧑‍🎓👩‍🎓 თუ გაინტერესებს, როგორ აირჩიო მომავალი პროფესია, გაიგო როგორია საუნივერსიტეტო ცხოვრება, მიიღო საინტერესო რჩევები, დაესწარი ღია შეხვედრას „როგორ ავირჩიო მომავალი პროფესია“

ღია შეხვედრის დაწყების დრო: 16:00 საათი

👥 მომხსენებლები:

ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

ელენე ჟურავლიოვა, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი

თემურ სტეფანია, ილიაუნის პროფესორი სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით

15:00 საათიდან სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო კარვებში დაგხვდებათ ინტერაქციული ღია ლაბორატორიები, სადაც შეძლებთ თავად ჩაატაროთ მრავალფეროვანი ექსპერიმენტები და სახალისო ფორმით გაეცნოთ მეცნიერებას.

🧪🧑‍🔬 ქიმიური ბიოლოგიის კარავში

გაიგებ, როგორ ხდება ბანანიდან დნმ-ის გამოყოფა, როგორ ხდება წყალში ცილის განსაზღვრა, შეძლებ მოამზადო „ტკბილი შუქნიშანი“.
ასევე შეძლებ სხვადასხვა ანათალის მიკროსკოპში დათვალიერებას, ნივთიერებების დაყოფას ქრომოტოგრაფიულ სვეტზე და სხვა საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტების ჩატარებას.

🤖 თანამედროვე ტექნოლოგიების კარავში

გაიცნობ ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომს, შეძლებ მისთვის შეკითხვების დასმას და პასუხების მიღებას.
შეიტყობ, როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიები, ჰუმანოიდი რობოტები და რაში ვიყენებთ მათ.

🌋🗻 დედამიწის შემწავლელი მეცნიერების კარავში

აღმოაჩენ რა იწვევს მიწისძვრას, მეწყერს, წყალდიდობას და სხვა გეოლოგიურ პროცესებს. გაიგებ, როგორ ხდება სამშენებლო-საინჟინრო პარამეტრების განსაზღვრა გეოფიზიკური მეთოდებით. გაეცნობი რეალურ მინერალებს და მონაწილეობას მიიღებ წამახალისებელ გათამაშებაში. ნახავ სეისმური მონაცემების Live ტრანსლაციას.

🔭 ☀️ ასტროფიზიკის სივრცეში

შეძლებ ტელესკოპით დააკვირდე მზეს და სხვა პლანეტებს.

🪐 ილიაუნის პლანეტარიუმში

შეძლებ იმოგზაურო პლანეტების სამყაროში და მოისმინო ინფორმაცია სამყაროს წარმოშობის, ასევე მზის სისტემის ობიექტების ბუნების შესახებ (პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები, მზე);
დიდი და მცირე ვარსკვლავების დაბადებისა და ევოლუციის გზაზე ვარსკვლავების მტვრის ღრუბლების მნიშვნელობაზე;
გაიგებ გალაქტიკის მახასიათებლების შესახებ და გაეცნობი გალაქტიკათშორის სივრცესა და სამყაროს სტრუქტურას.

🐞🪲🌿ეკოლოგიის კარავში

გაიგებ მეტს იმ ორგანიზმების შესახებ, რომლებიც არსებობს ჩვენ გარშემო. ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით შეძლებ, თავად შეისწავლო სხვადასხვა მცენარე, მწერი, ცხოველი მიკროსკოპში და გაეცნო ამ ორგანიზმების ველურ ბუნებაში არსებობის თავისებურებებს.

🦎🐞🐢ზოოლოგიის კარავში

გაიგებ რა ორგანიზმები ცხოვრებენ ექსტრემალურ პირობებში და როგორ ახერხებენ იქ არსებობას.
აღმოაჩენ, რომ დედამიწის მტკნარი წყლის დიდი ნაწილი სწორედ მიწისქვეშაა დამალული. გაიცნობ საქართველოს უნიკალურ მღვიმეებს, რომლებიც მსოფლიოშიც გამორჩეულია.

🏗️ სამოქალაქო ინჟინერიის კარავში

გაიგებ, როგორ იგეგმება და შენდება ხიდები, შენობები და ინფრასტრუქტურა, რა განსაზღვრავს მათ სიმტკიცესა და სტაბილურობას და როგორ უმკლავდებიან ინჟინრები გარემო ფაქტორებს.
ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით შეძლებ, თავად გამოსცადო სხვადასხვა კონსტრუქციის გამძლეობა, სტაბილურობა და დიზაინის ეფექტურობა, ასევე გაიგებ, როგორ ნაწილდება დატვირთვა და რატომ აქვს მნიშვნელობა ფორმასა და მასალას.
გაეცნობი, როგორ მოქმედებს გარემო ფაქტორები - მიწისძვრა, წყალი და ნიადაგი - და როგორ ითვალისწინებენ მათ ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას.
მონაწილეობას მიიღებ სახალისო გამოწვევებში და გამოსცდი საკუთარ თავს, როგორც მომავალი ინჟინერი.

🖥️ კომპიუტერული მეცნიერების და კომპიუტერული ინჟინერიის კარავში

ილიაუნის სტუდენტები წარმოადგენენ თავიანთ ხელნაკეთ პროექტებს და გაგიზიარებენ, როგორ იქმნება მიკროსქემების დიზაინი და საინტერესო ტექნოლოგიური მოწყობილობები.

ასევე, წარმოდგენილი იქნება საბრძოლო რობოტები (BattleBots), რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კონკურსში.

შემოგვიერთდი!

Address

Davit Agmashenebeli Avenue 85a
Kutaisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლიანდაგი • Liandagi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category