14/11/2025
11 ჯერ გაუმარჯოს 🏩 🍷🇬🇪
იდეა, რომლისაც თავიდან თვითონაც კი არ მჯეროდა…
დღეს რომ ვიხედები უკან, ხმებიც მახსოვს, სახეებიც, სიტყვებიც…
როცა ყველაფერი თავიდან დაიწყო, იმდენი ნეგატივი მოვისმინე, რომ ზოგჯერ თავადაც მეპარებოდა ეჭვი.
მეუბნებოდნენ:
„რაიაფია? ვინ მოვა?“
„იქ რა გინდა, ნუ ჩაერევი…“
„აზრზე არ ხარ, რას წამოიკიდე?“
„გონზე მოდი, დაიქცევი…“
მაგრამ სწორედ ამ სიტყვებმა მომცა ყველაზე დიდი ძალა.
ვუთხარი საკუთარ თავს: კი, შეიძლება არ ვარ მზად – მაგრამ არსადაც ვაპირებ დანებებას.
და ასე, ზუსტად თერთმეტი წლის წინ, გავხსენით ჩვენი ჰოსტელი სამი იდეით, სამი უბრალო მაგრამ წმინდა წესით:
✍️არა მაღალ ფასებს.
✍️არა ტყუილს.
✍️არა სიბინძურეს.
სხვა არაფერი გვქონდა – არც გამოცდილება, არც დიდება, არც რეკლამა.
მხოლოდ სუფთა განზრახვა და რწმენა, რომ პატიოსნება ყოველთვის გაიჭრება.
ამ 11 წელში ათასობით ადამიანს ვუმასპინძლეთ.
ვიყვავით მათთან ერთად, ვსწავლობდით, ვუსმენდით, ვასწორებდით,
ყოველ შენიშვნას მაშინვე ვაქცევდით საქმედ.
და დღეს?
დღეს ისევ იმავე სახელით, იმავე იურიდიული სტატუსით,
საერთაშორისო პლატფორმებზე უმაღლესი შეფასებები გვაქვს.
არაფერი შეგვიცვლია – გარდა იმისა, რომ ყოველდღე უკეთესები გავხდით.
11 წელი ვემსახურეთ ერთ მიზანს:
რომ ყოველი სტუმარი წასულიყო სითბოთი, მადლიერებით, სიყვარულით, იმ შეგრძნებით, რომ 🇬🇪საქართველო მისთვის პირველი სახლიც კი შეიძლება გამხდარიყო.
და ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ დღეს უკვე გვყავს სტუმრები, რომლებიც ოთხჯერ, ხუთჯერ და მეტჯერ ბრუნდებიან ჩვენთან — ჩვენს ოჯახში.
ეს ყველაფერი განძად მაქვს.
ეს სიყვარული, ეს ერთგულება, ეს ნდობა — აქცევს საქმეს „საქმეზე“ მეტად.
ეს უკვე ჩემი ცხოვრებაა.
იდეა, რომელიც ზოგისთვის სასაცილო იყო,
შინაგან ძალად გადაიქცა ჩემთვის.
და დღეს მინდა მხოლოდ ერთი სიტყვა გითხრათ:
გმადლობთ.
თქვენ დამანახებინეთ, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი გამარჯვება იწყება იქ, სადაც ყველა გეუბნება:
„აზრზე არ ხარ.“
მაგრამ შენ მაინც აკეთებ.
და ბოლოს – შენ იმარჯვებ. ❤️
11 ჯერ გაუმარჯოს 🏩 🍷🇬🇪
The idea I didn’t even fully believe in myself…
When I look back today, I still hear those voices, those doubts, those “warnings” people felt obligated to give me.
They told me:
“It’s too cheap, no one will come.”
“Why are you doing this? Don’t get involved.”
“This is not for you…”
“You’re not thinking straight.”
“You’re out of your mind, you’ll fail.”
But those very words gave me the fire I needed.
I told myself: Maybe I’m not ready — but I’m not giving up.
And so, exactly eleven years ago, we opened our hostel with three simple but sacred principles:
No high prices.
No lies.
No dirt.
We had nothing else — no fame, no experience, no strong promotion.
Just honesty, hard work, and the belief that sincerity always finds its way.
In these 11 years, we have welcomed thousands of guests.
We grew with them, learned from them, listened to every comment,
and turned every fair remark into an immediate change.
And today?
Still with the same name, the same legal status,
we proudly hold top ratings on international platforms.
For 11 years, our mission was the same:
that every single guest would leave Georgia feeling loved, welcomed, impressed —
and wanting to return.
And the greatest reward is seeing guests come back four, five, even more times.
This isn’t just a business anymore.
This is life.
This is purpose.
This is love.
The idea many people laughed at
has become a source of strength for me.
And today I want to say just one thing:
Thank you.
You proved that sometimes the greatest victories begin exactly where everyone tells you:
“You’re out of your mind.”
But you keep going —
and in the end,
you win. ❤️