06/09/2025
რთველი – ღვინის და სიცოცხლის დღესასწაული 🍇
საქართველო ღვინის სამშობლოდ ითვლება, სადაც ვაზის კულტივაციისა და ღვინის წარმოების ტრადიცია 8,000 წელზე მეტს ითვლის. ამ საუკუნოვანი ისტორიის განუყოფელი ნაწილი არის რთველი – ყურძნის კრეფის უძველესი დღესასწაული, რომელიც ყოველ შემოდგომას კახეთში განსაკუთრებული სამზადისით აღინიშნება.
რთველი აერთიანებს ტრადიციასა და სტუმარმასპინძლობას:
🍇სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ ვენახებში თავად მოკრიფონ ყურძენი;
🍇გაიგონ ტრადიციული საწნახელში ღვინის დაწურვის პროცესი;
🍇დაუვიწყარი ფოტოების აღბეჭდვა;
🍇დააგემოვნონ როგორც ახლადდაწურული ყურძნის წვენი, ასევე ქართული ღვინის საუკეთესო სახეობები;
🍇მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა მასტერკლასებში, როგორიცაა ჩურჩხელის ამოვლება, ხინკლის მოხვევა, მწვადის შეწვა.
ღონისძიებას თან ახლავს ფოლკლორული პროგრამა – ქართული სიმღერები, ცეკვები და ეთნოგრაფიული რიტუალები. სტუმრებს ასევე ელით კახური სუფრა, სადაც შეგეძლებათ დააგემოვნოთ ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძები.
რთველი მხოლოდ აგრარული პროცესი კი არა, ნამდვილ დღესასწაულად ქცეული კულტურული გამოცდილებაა, რომელიც ყველა მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას გახდეს ქართული ღვინის ტრადიციის ნაწილი და შეიგრძნოს საქართველოს სტუმართმოყვარეობა.