Guest House "Svaneti"

Guest House "Svaneti" 42.794739, 42.719752

19/08/2024

სასტუმროს ფასები:
1. 2 საწოლიანი ტახტი - 100 ლარი
2. 1 ადგილიანი საწოლი - 70 ლარი
3. 1 ადგილიანი 2 საწოლით (აბანო-ტუალეტით) - 140 ლარი
4. 1 ადგილიანი 3 საწოლით (აბანო-ტუალეტით) - 210 ლარი
5. 1 ადგილიანი 3 საწოლით ( საერთო სველი წერტილით)-200 ლარი.

სასტუმრო მუშაობს კვების გარეშე,თუმცა ნებისმიერ ტურისტს შეუძლია ცალკე განთავსებული სამზარეულოთი ისარგებლოს.
სასტუმროს ჰყავს მაღალი გამავლობის ჯიპი,რომელიც ემსახურება ტურისტებს სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილებაში (ფასი შეთანხმებით)
_______________________________________________________________________
Hotel Prices:
1. 2-beds - 150 GEL
2. Single bed - 70 GEL
3. 1 room with 2 beds (with bathroom and toilet) - 140 GEL
4. 1 room with 3 beds (with bathroom and toilet) - 210 GEL

The hotel operates without catering, although any tourist can use a separate kitchen.
The hotel has an off-road jeep that serves tourists in different directions (price negotiable)
_______________________________________________________________________
Цены на отели:
1. 2-местный диван – 150 лари.
2. Односпальная кровать – 70 лари.
3. 1 номер с 2 кроватями (с ванной и туалетом) - 140 лари.
4. 1 трехместный номер (с ванной и туалетом) - 210 лари.

Отель работает без общественного питания, хотя любой турист может воспользоваться отдельной кухней.
В отеле есть джип повышенной проходимости, который обслуживает туристов в разных направлениях (цена договорная)
_______________________________________________________________________

11/08/2024
ჩემს მონატრებულ დაიკო ნატოს ვულოცავ იუბილეს.უფალმა 💯წელი გამყოფოს ჯანმრთელად და ბედნიერად,შენს მონაგართან და მოკეთეებთან...
22/07/2024

ჩემს მონატრებულ დაიკო ნატოს ვულოცავ იუბილეს.უფალმა 💯წელი გამყოფოს ჯანმრთელად და ბედნიერად,შენს მონაგართან და მოკეთეებთან ერთად.
მადლობა უფალს,რომ დად მარგუნა შენი თავი. შენ ხარ ჩემი გულისა და სულის მალამო.მიყვარხარ გულში♥️♥️♥️და მენატრები💋💋💋გილოცავ 56 წლის შესრულებას და გლოცავ კეთილი სურვილებით🙏🙏🙏

🌺თეონა შკუბულიანს💐,ჩვენს გულკეთილ რძალს,ვულოცავ იუბილეს🎂🍾🍷🍷🍷უფალმა🙏 მუდამ ჯანმრთელი და ბედნიერი ამყოფოს ოჯახთან და მოკეთ...
16/07/2024

🌺თეონა შკუბულიანს💐,ჩვენს გულკეთილ რძალს,ვულოცავ იუბილეს🎂🍾🍷🍷🍷უფალმა🙏 მუდამ ჯანმრთელი და ბედნიერი ამყოფოს ოჯახთან და მოკეთეებთან ერთად.🙏გვიყვარს და გვეიმედება🌹🌹🌹❤️❤️❤️

ბერლინელი სტუმარი ჩვენთან.
10/07/2024

ბერლინელი სტუმარი ჩვენთან.

20/06/2024

🏔️📿“სკალდობა” ლენტეხში!

🏔️▫️23 ივნისს, "სკალდობის" დღესასწაულზე, თქვენ გელოდებათ ბევრი საინტერესო კულტურული და სპორტული ღონისძიება.

🏔️▫️ დილის 12:00 საათიდან ღია ცის ქვეშ, ერთდროულად, როგორც სოფელ ფაყში, ისე სკალდის მთაზე შეკრებილი მოსახლეობა, მოწვეული სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ სახალხო რელიგიურ დღესასწაულზე.

🏔️▫️ფაყში მოეწყობა ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშების გამოფენა-დათვალიერება-გაყიდვა, სვანური ფოლკლორის, წეს– ჩვეულებების გაცნობა და წარმოჩინება.

🏔️▫️ზეიმში მონაწილეობას მიიღებენ სვანური ფოლკლორული ანსამბლები, მგალობელ ბაშვთა და მუნიციპალიტეტის ქალთა ქორეოგრაფილი ანსამბლები.

🏔️▫️დღესასწაულის ფარგლებში სკალდის მთაზეც, აგრეთვე ჩატარდება: კულტურული ღონისძიებები ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.

🏔️▫️გაიმართება შეჯიბრება სპორტის სავადასხვა სახეობებში ( დოღი, სვანური ჭიდაობა ,,ლბ“რგიელი“ ,ჯილდაობა). მოეწყობა სვანური სამზარეულოს გამოფენა –გამასპინძლება.

🏔️▫️სულთმოფენობის დღესასწაულზე, ყოველწლიურად, ქვემო სვანეთში, ლენტეხის სოფელ ფაყში და სკალდის მთაზე, სახალხო რელიგიური დღესასწაული ფაყობა-სკალდობა იმართება.

🏔️▫️მომლოცველები ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაყში მდებარე და სკალდის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, რომელიც ზღვის დონიდან 2210 მეტრზე მდებარეობს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიან.

🏔️▫️ამ დღის განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ თუ ფაყში მდებარე ტაძარში ყველა მომლოცველს შეუძლია მისვლა, სკალდის მონასტერში ეს წესი მკაცრად განსაზღვრულია და იქ მხოლოდ მამაკაცებს აქვთ შესვლის უფლება.

🏔️▫️არსებობს ტრადიცია, როცა სასულიერო პირები ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენენ, გარეთ, ეზოში ხალხს ე.წ. “სტაროსტები“ ლოცავენ. ეს ტრადიცია უძველესია და დღემდე შემორჩა ქვემო სვანეთის ამ დღესასწაულს.

🏔️▫️გთხოვთ, მობრძანდეთ და თქვენც გახდეთ ამ უდიდესი დღესასწაულის თანამონაწილე!

Address

ლენტეხი. სტალინის ქუჩა 90
Lentekhi
2900

Telephone

+995598246379

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Guest House "Svaneti" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Guest House "Svaneti":

Share

Category