20/08/2026
რომ არ გავაკეთო კომენტარი არ შემიძლია ამ შეფასებასთან დაკავშირებით🤭
ქალბატონმა თამარმა, გვარს არ დავასახელებ რა თქმა უნდა, დაგვიჯავშნა კოტეჯი ერთი დღით და ღამის პირველ საათზე მირეკავდა გადაბმული ზარებით დეტალების გასარკვევად როცა კი 1 კვირით ადრე ქონდა დაჯავშნილი და შეეძლო ჩვეულებრივად მომდევნო დღეს გაერკვია რაც აინტერესებდა. გავარკვიეთ რომ ორი დღე უნდოდა თუმცა ბუქინგზე ერთი დღე ქონდა დაჯავშნილი, მოვუგვარე ეს საკითხი. შემდეგ მწერდა შეუჩერებლად რომ ინვოისი გამეგზავნა რათა თანხა გადმოერიცხა და ავუხსენი რომ არ იყო საჭირო ასე სასწრაფოდ თანხის გადმორიცხვა ( ღამის პირველ საათზე) და შევთანხმდით რომ ჩამოსვლისას გადაიხდიდა თანხას. ჩამოსვლის დღეს გვიანობამდე რომ არ ჩამოვიდა შევეხმიანე თუ მოდიოდა და მითხრა რომ გვიან იქნებოდა ლენტეხში და ეს გვიან გამოდგა ღამის 2 საათი და ჩემი მეუღლე, გიორგი, ელოდა დიდი მოთმინებით ღამის ორ საათამდე( თუმცა ამის ვალდებულება არ გვაქვს, ევროპაში მოგზაურობისას შესვლის საათს რომ ვაგვიანებდით სასტუმროში გვითხრეს რომ არანაირი პრობლემაა არაა, უბრალოდ ზედმეტი თანხის გადახდა გვიწევდა🤭😁), ჩვენ კი მოთმინებით ველოდეთ შუაღამემდე🙃 წასვლის დღის მერე რანაირი კოტეჯი დაგვიტოვა უბრალოდ თქმაც მერიდება, ქალბატონის ნამყოფს არ გავდა, ერთადერთხელ მახსოვს უკრაინელებმა რომ გაგვქურდეს მაშინ დატოვეს საღორე, დაახლოებით ეგ ვარიანტი იყო, არ უნდა ვწერდე ალბათ მაგრამ რომ წარმოიდგინოთ რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, უნიტაზიც კი ჩაურეცხავი დატოვა😔🤦♀️😏 და ეს ქალბატონი გვიტოვებს ასეთ შეფასებას🙄🤦♀️ არ ვიცი განსაკუთრებით რატო მწყდება გული, მაგრამ ქართველი რომ ასე იქცევა ათასმაგად მტკივა გული🥺ჩვენ არაფერი დაგვაკლდება ქალბატონო თქვენი ქცევით და შეფასებით, სხვა ბევრი დადებითი შეფასება მეტყველებს ჩვენს საქმიანობაზე, აი თქვენ კი ….
პ.ს რა თქმა უნდა ყველას აქვს უფლება უარყოფილი კომენტარის, შეფასების გაკეთების უბრალოდ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მსგავს შეფასებას ვერ/არ მივიღებთ🙂