Hotel Chubu

Call Directions Contact the business

Hotel Chubu სასტუმრო ჩუბუ - ადგილი, საიდანაც სვანური თავგადასავლები იწყება.
❄️🌸🌿🍂 დარჩი ჩვენთან და შეიგრძენით სვანური სტუმართმოყვარეობა.

Hotel Chubu – the place where Svan adventures begin.
❄️🌸🌿🍂 Stay with us and experience authentic Svan hospitality.

🏔️ უშბა და თეთნულდი — სიყვარულის ლეგენდასვანეთში ამბობენ, რომ ორი ულამაზესი მწვერვალი — უშბა და თეთნულდი — ოდესღაც შეყვა...
16/09/2026

🏔️ უშბა და თეთნულდი — სიყვარულის ლეგენდა

სვანეთში ამბობენ, რომ ორი ულამაზესი მწვერვალი — უშბა და თეთნულდი — ოდესღაც შეყვარებული წყვილი იყო.

ლეგენდის მიხედვით, უშბა ღარიბი ოჯახის ვაჟიშვილი ყოფილა, თეთნულდი კი — მდიდარი ოჯახის ქალიშვილი. მათ ერთმანეთი შეჰყვარებიათ, თუმცა თეთნულდის ოჯახი მათი სიყვარულის წინააღმდეგი ყოფილა და მათ ურთიერთობა აუკრძალეს.

დამწუხრებულ თეთნულდს საპატარძლო კაბა ჩაუცვამს და ღმერთისთვის უთხოვია:

„თუკი მე და უშბას ერთად ყოფნა არ გვიწერია, ისე მაინც გაგვაქვავე, რომ ერთმანეთის ყურებაში ხელი არავინ შეგვიშალოს.“

მისი სურვილი ასრულებულა — ისინი მარადიულად მთებად ქცეულან და კავკასიონის ქედზე ერთმანეთის პირისპირ დგანან.

დღესაც, როცა უშბასა და თეთნულდს ერთდროულად ხედავ, თითქოს საუკუნეების წინ დაწყებულ სიყვარულის ისტორიას უყურებ — ორი მწვერვალი, რომლებიც ერთმანეთისკენ იყურებიან. 🤍🏔️

სვანეთში ზოგიერთ ლეგენდას უბრალოდ არ ყვები — მას მთებს შორის ხედავ.

11/09/2026

გაატარეთ შემოდგომის დღეები ჩვენთან 🍂

სიმყუდროვე, კომფორტი და სვანეთის განსაკუთრებული ატმოსფერო.

📍 სასტუმრო ჩუბუ, მესტია

📩 დასაჯავშნად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით:
599 30 00 27

სექტემბრის მშვიდი დღეები ჩვენს ეზოში 🍂
08/09/2026

სექტემბრის მშვიდი დღეები ჩვენს ეზოში 🍂

ზოგი ადგილი უბრალოდ უნდა ნახო.ზოგი კი — ჯერ უნდა გაიცნო.ჩვენ გვინდა, მესტია მხოლოდ ლამაზი ხედებით არ დაგამახსოვრდეთ.ამიტ...
03/09/2026

ზოგი ადგილი უბრალოდ უნდა ნახო.
ზოგი კი — ჯერ უნდა გაიცნო.

ჩვენ გვინდა, მესტია მხოლოდ ლამაზი ხედებით არ დაგამახსოვრდეთ.

ამიტომ, სანამ სვანეთის გზებს თავად გაივლით, ჩვენ მის პატარა ამბებს მოგიყვებით.

სვანეთის ამბები — დავიწყოთ მესტიიდან. 🏔️

მესტია — სვანეთის გული ❤️

მესტია ზემო სვანეთის ისტორიული ცენტრია — ადგილი, სადაც ძველი კოშკები, საუკუნეების განმავლობაში შემონახული ტრადიციები და კავკასიონის მთები ერთ განსაკუთრებულ გარემოს ქმნის.

სვანეთის მიუვალმა მდებარეობამ საუკუნეების განმავლობაში მისი ბუნებრივი დაცვა განაპირობა. სწორედ ამან შეუწყო ხელი ადგილობრივი კულტურის, არქიტექტურისა და ცხოვრების წესის შენარჩუნებას.

მესტიას საქართველოს ისტორიაშიც განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მისი ბუნებრივი დაცულობის გამო, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საგანძურისა და საეკლესიო ნივთების ნაწილი საფრთხის დროს სწორედ სვანეთში გადაჰქონდათ დასაცავად.

ასე იქცა მესტია არა მხოლოდ მთებით გარშემორტყმულ დასახლებად, არამედ ადგილად, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი შემოინახა.
გაგრძელება იქნება… 🏔️

სვანეთში სტუმრობა მხოლოდ მთები არ არის — ზოგჯერ უბრალოდ მშვიდი ეზო, კარგი ამინდი და ცოტა დასვენებაა საჭირო. 🌿
31/08/2026

სვანეთში სტუმრობა მხოლოდ მთები არ არის — ზოგჯერ უბრალოდ მშვიდი ეზო, კარგი ამინდი და ცოტა დასვენებაა საჭირო. 🌿

🏔️ კომფორტი, სიმყუდროვე და ქართული სტუმართმოყვარეობა მესტიის გულში.მყუდრო ოთახები, გემრიელი საუზმე და თბილი გარემო — ყვე...
08/08/2026

🏔️ კომფორტი, სიმყუდროვე და ქართული სტუმართმოყვარეობა მესტიის გულში.

მყუდრო ოთახები, გემრიელი საუზმე და თბილი გარემო — ყველაფერი სასიამოვნო და დაუვიწყარი დასვენებისთვის სვანეთში. 🤍

📍 მესტია, საქართველო
🛏️ კომფორტული ოთახები
🍽️ გემრიელი საუზმე
✨ ქართული სტუმართმოყვარეობა

დაჯავშნე შენი დასვენება სასტუმროში "ჩუბუ" და აღმოაჩინე მესტია ჩვენთან ერთად.🏔️

04/08/2026

🏔️ გელოდებით მესტიაში 🤍

მყუდრო გარემო, ულამაზესი სვანეთი და დაუვიწყარი დასვენება მთებში.

📍 მესტია, საქართველო
📞 დაგვირეკეთ: 599 800 027
📩 ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

31/07/2026

ჩვენი სტუმრების ყოველი ვიზიტი განსაკუთრებულ მოგონებად იქცევა ❤️

დღეს გვინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი ასეთი თბილი მომენტი — ანსამბლ „სათანაოს“ ულამაზესი შესრულება, რომელმაც ჩვენი სტუმრების დამშვიდობება კიდევ უფრო განსაკუთრებული და ემოციური გახადა 🎶

მადლობა სტუმრობისთვის და ამ ლამაზი მოგონების ჩვენთან გაზიარებისთვის ✨

🌿 დაისვენეთ მთების ულამაზეს გარემოში, დატკბით სიმშვიდით, მყუდრო ეზოთი და კომფორტული ნომრებით.თუ ეძებთ ადგილს, სადაც ბუნე...
28/07/2026

🌿 დაისვენეთ მთების ულამაზეს გარემოში, დატკბით სიმშვიდით, მყუდრო ეზოთი და კომფორტული ნომრებით.

თუ ეძებთ ადგილს, სადაც ბუნება და სიმყუდროვე ერთმანეთს ერწყმის, სიამოვნებით გიმასპინძლებთ.

📩 დამატებითი ინფორმაციისთვის და ჯავშნისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით:

📞 599 800 027

17/07/2026

თუ სვანეთში დასვენებას გეგმავთ, Hotel Chubu სწორედ ის ადგილია, რომელსაც ეძებთ. ✨
მის: მესტია, ერეკლე ფარჯიანის ქუჩა17📍
დასაჯავშნად მოგვწერეთ პირადში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 📞599800027

Address

Erekle Parjiani Street N17
Mestia
410

Telephone

+995599556573

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Hotel Chubu posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Hotel Chubu:

Shortcuts

Share

Category