La Maison

La Maison Hotel

05/12/2020

Surrounded by the snow-capped peaks of the Caucasus mountain range, Svaneti is home to some of the most isolated villages in Georgia. Many of the watchtowers pictured above were built during the Middle Ages to protect against marauding armies. Read more about amazing places to inspire future journeys: https://on.natgeo.com/2JKEIHe

18/11/2020

✅ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic-მა საქართველო, სვანეთი 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს.

🔵 National Geographic საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს. 25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში National Geographic-ის გლობალური რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას. მიმართულებები 5 კატეგორიად არის დაყოფილი: ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, მდგრადობა და ოჯახი.

✅ National Geographic-ის პორტალზე წარმოდგენილია სვანეთის ფოტოები და დეტალურად მოთხრობილია რეგიონის შესახებ - https://www.nationalgeographic.com/travel/features/best-of-the-world-2021/

🔷 National Geographic-ი სვანეთის შესახებ:
„შორეულ, მაგრამ სტუმართმოყვარე სვანეთს 15 ათასი ფუტი სიმაღლის მწვერვალები დაჰყურებს. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონი შუასაუკუნოვანი ქვის კოშკებით გამოირჩევა, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელ, ასევე თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენდა. ეს ციხესიმაგრეები იმ ეპოქის დასტურია, როდესაც სვანური ოჯახები პატარა სოფლებში საკუთარი მიწის შესანარჩუნებლად მამაცურად იბრძოდნენ. ერთ-ერთი მათგანია უშგული, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული. უშგული ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებაა. ერთ დროს კანონის არარსებობით ცნობილი სვანეთი დღეს სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. როგორც მოგზაური მწერალი და ფოტოგრაფი მიხალ გლომბოვსკი ამბობს სვანეთში ქეიფი, სადღეგრძელოები და სასმელები დღიურ წესთა ნაწილია. სვანეთი გამოირჩევა ტრანსკავკასიული სამთო ბილიკებით, ეს არის ამბიციური სალაშქრო ბილიკების ქსელი, რომელიც ერთმანეთთან საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს აკავშირებს. მოლაშქრეებისთვის პოპულარულია 4- დღიანი ტურები მესტიიდან უშგულამდე, სადაც უმაღლეს მწვერვალებსაც ათვალიერებენ”

13/11/2020
22/07/2020
09/02/2020
21/01/2020

Address

Setis Moedani 17
Mestia
3200

Telephone

599522292

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when La Maison posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to La Maison:

Share

Category