სასტუმრო თუშეთი Hotel Tusheti

სასტუმრო თუშეთი Hotel Tusheti Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სასტუმრო თუშეთი Hotel Tusheti, Hotel resort, Pshaveli-Abano-Omalo, Omalo.
(1)

04/07/2026

🏔️ რატომ არ შეიძლება თუშეთში ღორის ხორცის ატანა და მოხმარება?
ბოლო პერიოდში ამ თემაზე არაერთი კითხვა და განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა. სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება მცდარი განმარტებაც, თითქოს თუშეთში ღორის ხორცის აკრძალვა რომელიმე რელიგიური გავლენის შედეგი იყოს. ქართული ეთნოგრაფიული კვლევები ამ მოსაზრებას არ ადასტურებს.
⛪ თუშური ტრადიცია >
თუშეთში ღორის ხორცის ატანისა და მოხმარების აკრძალვა წარმოადგენს თუშური ადათის, ადგილობრივი საკულტო ტრადიციისა და ხატ-სალოცავებთან დაკავშირებული წესების ნაწილს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა და დღემდე შემორჩა.
როგორც ქართველი ეთნოგრაფები აღნიშნავენ, თუშეთში ქრისტიანობა ორგანულად შეერწყა ადგილობრივ ტრადიციებს. სწორედ ამ შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა უნიკალური საკულტო სისტემა, რომლის ცენტრში ხატები, სალოცავები და მათთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები იდგა.
🙏 რისი აკრძალვაა ეს?
ერთ-ერთი ასეთი ტრადიციაა თუშეთის ტერიტორიაზე ღორის ხორცის შეტანისა და მოხმარების აკრძალვა.
მნიშვნელოვანია სწორად გავიგოთ ამ წესის შინაარსი — აკრძალვის არსი თავად ხორცი კი არა, წმინდა სივრცის სიწმინდის დაცვაა.
✝️ რატომ ჰგავს ეს ქრისტიანულ ტრადიციას?
საქართველოში არც ერთ მორწმუნეს არ გაუჩნდება სურვილი, ეკლესიის ეზოში ან სალოცავის ტერიტორიაზე ღორი დაკლას (ნეკრესის გამონაკლისის გარდა), მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა ღორის ხორცის ჭამას არ კრძალავს.
მიზეზი აქაც სიწმინდისადმი პატივისცემაა და არა საკვების აკრძალვა.
თუშური ტრადიციაც სწორედ ამავე პრინციპს ეფუძნება. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ისტორიულად თუშეთში ხატების გავლენის ქვეშ მოქცეული წმინდა სივრცე გაცილებით ფართოდ აღიქმებოდა, რის გამოც შესაბამისი წესებიც მთელ ისტორიულ თუშეთზე ვრცელდებოდა.
🏞️ არის თუ არა ეს მხოლოდ თუშეთში?
მსგავსი საკულტო ტაბუები საქართველოს სხვა მთიან კუთხეებშიც გვხვდება — ფშავში, ხევსურეთსა და ხევში, სადაც კონკრეტულ ხატებთან და სალოცავებთან დაკავშირებული კვებითი და რიტუალური აკრძალვები არსებობდა.
თუმცა თუშეთის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ღორის ხორცის არშეტანის ტრადიცია პრაქტიკულად მთელ ისტორიულ თუშეთზე გავრცელდა და ადგილობრივი თვითმყოფადობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიშნად იქცა.
👞 ერთი საინტერესო ისტორიული ფაქტი >
უხუცესებს ჯერ კიდევ ახსოვთ დრო, როდესაც ღორის ტყავისგან დამზადებულ ქალამნებსაც კი თუში კაცი თუ ქალი თორღვას აბანოს უღელტეხილამდე იხდიდა, იქ ტოვებდა და უღელტეხილს მხოლოდ საქონლის ან ცხვრის ტყავის ქალამნებით, ან თუშური მატყლისგან ნაქსოვი ჩითებით გადადიოდა.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად ღრმად იყო ეს ტრადიცია დამკვიდრებული თუშურ ყოფასა და ცნობიერებაში.
🤝 პატივი ვცეთ ადგილობრივ ტრადიციას >
დღეს ბევრი თუში ბარში ცხოვრობს და ღორის ხორცსაც ჩვეულებრივ მოიხმარს. თუმცა თუშეთში ასვლისას ადგილობრივები კვლავ სთხოვენ სტუმრებს, პატივი სცენ ამ მრავალსაუკუნოვან ადათს.
ეს არ არის ვინმესთვის საკუთარი ცხოვრების წესის თავს მოხვევა. ეს არის იმ კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, რომელმაც თუშეთის უნიკალური იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა.
☀️ თუშური სიბრძნე >
როგორც თუშები ამბობენ:
„სტუმრის მოისე მზე მოვა, წაისე შავი ღრუბელი.“
თუშები სტუმართმოყვარე ხალხია. ამიტომ, თუ ადგილობრივი შენიშვნას მოგცემთ ღორის ხორცთან დაკავშირებით, გთხოვთ, ეს არა შეურაცხყოფად, არამედ საკუთარი ტრადიციისა და სიწმინდეების დაცვის სურვილად მიიღოთ.
🙏 პატივი ვცეთ თუშეთის მრავალსაუკუნოვან ადათს.

--------
📚 გამოყენებული ლიტერატურა
• 📖 სერგი მაკალათია — თუშეთი (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი).
• 📖 გიორგი ცოცანიძე — თუშეთის ეთნოგრაფიისა და ტრადიციული კულტურის შესახებ ნაშრომები, მათ შორის თუშეთი – ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული მასალები.

04/07/2026

🏔️👩🏔️ რატომ არ შედიან ქალები თუშეთში ხატის ტერიტორიაზე?
ბოლო პერიოდში ამ საკითხზე არაერთი კითხვა და განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა. ხშირად ეს ტრადიცია ქალის უფლებების შეზღუდვად ან მისი დაკნინების მცდელობად აღიქმება. თუმცა, ქართული ეთნოგრაფიული წყაროები და თუშეთის ისტორია ამ საკითხს სრულიად სხვა კონტექსტში განიხილავს.
⛪ თუშეთში ხატი მხოლოდ სალოცავი არ იყო. იგი წარმოადგენდა თემის უმთავრეს სიწმინდეს, სადაც მოქმედებდა განსაკუთრებული საკულტო წესრიგი.
ქართველი ეთნოგრაფები ქალების ხატში არშესვლას აღწერენ, როგორც თუშეთისა და ზოგადად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საკულტო სისტემის ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია წმინდა სივრცის დაცვის წესებთან.
🙏 ქალების ხატში არშესვლის წესი ამ საკულტო სისტემის ნაწილია. მისი არსი არ არის ქალის დაკნინება ან მისი ღირსების ეჭვქვეშ დაყენება. იგი დაკავშირებულია წმინდა სივრცისადმი განსაკუთრებულ პატივისცემასთან, ისევე როგორც მართლმადიდებელ ეკლესიაში საკურთხეველი წარმოადგენს განსაკუთრებულ ლიტურგიკულ სივრცეს, სადაც შესვლის საკუთარი წესები მოქმედებს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუშეთში ხატის წესები მხოლოდ ქალებს არ ეხებოდა. მამაკაცებსაც ეკისრებოდათ მრავალი მკაცრი ვალდებულება, როგორიცაა მარხვა, რიტუალური განბანვა, გარკვეული საკვებისგან თავშეკავება, ხატის ტერიტორიაზე ქცევის განსაკუთრებული წესები და სხვა რიტუალური მოთხოვნები, რომელთა დარღვევა დაუშვებლად ითვლებოდა. (მართალია, ამ წესების მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს უკვე აღარ სრულდება.)
ამიტომ, ამ ტრადიციის შეფასება მხოლოდ თანამედროვე სოციალური კატეგორიებით ისტორიულ სურათს ამარტივებს. ამას ყველაზე კარგად თავად თუშეთის ისტორია ადასტურებს:
🏔️ დღეს ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც და ამერიკის შეერთებული შტატებიც, ამაყობს წარმომადგენლობითი მართლმსაჯულებისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით. მსგავსი პრინციპით მოქმედი წარმომადგენლობითი მმართველობისა და მართლმსაჯულების ორგანო კი თუშეთში საუკუნეების წინ არსებობდა - საბჭეო, რომელიც თუშეთის უმაღლესი სათემო მმართველობისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტს წარმოადგენდა.
🏔️👩ამ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფაქტი კი ის არის, რომ XVIII-XIX საუკუნის გასაყარზე, დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, დართლოს საბჭეოს თავბჭე (თავმჯდომარე) ქალი იყო - ლეკებთან მებრძოლი თუში გმირის, დევდრის ანთას ასული (სამწუხაროდ თვითონ ამ ქალის სახელი არ არის შემორჩენილი).
ეს შემთხვევითი არ ყოფილა. თუშურ საზოგადოებაში უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი ვერავინ გახდებოდა, თუ არ ექნებოდა საზოგადოების ნდობა, სიბრძნე, სამართლიანობა და მაღალი ავტორიტეტი.
🏔️ტრადიციულ თუშურ საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის როლები ყოველთვის ერთნაირი არ იყო, თუმცა მათი ღირსება, ავტორიტეტი და მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებაში ამ განსხვავებით არ განისაზღვრებოდა. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ისტორიული მაგალითი სწორედ დართლოს საბჭეოს ქალი თავბჭეა.
სწორედ ამიტომ, ისტორიული ფაქტები ნათლად გვიჩვენებს, რომ ქალების ხატში არშესვლის ტრადიციის დაკავშირება ქალის დაკნინებასთან არასწორია.
🏔️ თუშური ადათები უნდა შეფასდეს იმ ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ კონტექსტში, რომელშიც ისინი ჩამოყალიბდა. მათი მიზანი არ იყო ადამიანის ღირსების შეფასება, არამედ იმ სიწმინდეებისა და წესების დაცვა, რომლებმაც თუშეთის უნიკალური იდენტობა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა.
🙏გთხოვთ პატივი ვცეთ თუშეთის მრავალსაუკუნოვან ადათ-წესებს. გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას თუშეთში!
------------------
გამოყენებული ლიტერატურა:
• სერგი მაკალათია - თუშეთი (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი).
• გიორგი ცოცანიძე - თუშეთის ეთნოგრაფიისა და ტრადიციული კულტურის შესახებ ნაშრომები.
• ნუგზარ იდოიძე - ნარკვევი დართლოს საბჭეოს შესახებ.
• გიორგი ჩიტაია - ნარკვევები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სალოცავების შესახებ.
• ვერა ბარდაველიძე - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიური კულტურა.

04/06/2026
21/05/2026

✨️🍷თუშური სიმღერა, რა ლამაზი და მაგარია❤️
💫გინდაც ცოტა კახური მოტრიალებით 😊⚘️

09/05/2026

⛰️✨
მარინეს ხმა და გარმონი - შენაქოს ხედზე 🪗❤️☀️🍷

27/04/2026

🏡სასტუმროს შემოსასვლელ კართან, მრავალი წელია, სტუმარს ჩვენი სლოგანი ხვდება:

☀️„სტუმრის მოისე — მზე მოვა".. ☀️

ბიძო როცა მოდის… სულ მზეა☀️
❤️ მადლობა ბიძო,
სა - 🥂🍷- დღეგრძელოებისა და განწყობისათვის 🌿🤗

26/04/2026

🌷🎤 როცა სიმღერას გულით მღერიან… 🌟🎤🌺პატარა ვარსკვლავი❤️

24/04/2026

✅️ყველაზე კეთილი, ყურადღებიანი და მხიარული —
✨️ ,,რონინი“ ✨️

🎶 მარტო სიმღერა- ცეკვა კი არა…
ჩხუბიც ვიცით 😄💥
განსაკუთრებით მაშინ, როცა „მაფიოზობანაში“ ძილის დრო სადღაც იკარგება 😴🎭

პატივისცემა თქვენ 💛
და მადლობა იმ გულწრფელი, ცოცხალი მომენტებისთვის, რასაც გვჩუქნით 🙌✨

21/04/2026

🎶✨ ჩვენი მუსიკალური მარათონი გრძელდება. ✨🎶

🔥ქალი შეუყვარდა ნამეტნავად❤️

19/04/2026

✅️ სტუმრისთვის მნიშვნელოვანია კომფორტი — მოწესრიგებული გარემო 🏡, კეთილგანწყობილი მიღება 🤝, უსაფრთხოება და გემრიელი, ხარისხიანი კვება 🍽️

✅️ ჩვენთვის, როგორც მასპინძლებისთვის, ყველაზე მთავარი თქვენ ხართ 🤍
შეიძლება მხოლოდ ერთი დღით გაჩერდეთ ⏳, მაგრამ დიდხანს დარჩეთ ჩვენს მეხსიერებაში და გულში 💫. სწორედ ასეთია
🎶 ✨ ️ამერ - იმერი ✨️🎶

Address

Pshaveli-Abano-Omalo
Omalo
0905

Telephone

+995577550510

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სასტუმრო თუშეთი Hotel Tusheti posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to სასტუმრო თუშეთი Hotel Tusheti:

Shortcuts

Share

Category