Guest House in Oni, Racha - "Barakoni"

Guest House in Oni, Racha - "Barakoni" Guesthouse “Barakoni” is located in the center of Oni. With its beautiful garden and local Georgian cuisine it is the best place for a peaceful rest.

28/11/2025
30/10/2025

ჩემი დათიკო 177👏💝 აი, ვინ იყო მეცენატიც და ქველმოქმედიც, მამულიშვილიც და პატრიოტიც❣️
სულ ვნატრობ და სულ ვეძებ მისნაირს. ბოლოს, ალბათ, იმდენს ვიზამ გამოვიგონებ, ან შევქმნი🤦‍♀️💝
ასეთი ზუსტი "ფულიანი" მცოდნე, ერის განვითარების, ხალხის გადარჩენის და ადამიანად დარჩენის სხვა არც მახსენდება.
იშვიათი შორს "მხედველი" კაცი, გრძნეულივით სასწაული ინტუიციით და გამართლებული ხელგაშლილობით.

"უნაყოფო" იყო და ყველაზე მეტი ნაყოფი მისცა ქვეყანას, საშვილთაშვილოდ, მეტიც...
მარტო მისი ანდერძიც ეყოფა სადიდებლად.
ჩემი დათიკო სარაჯიშვილი იუბილარია ძველის სტილით. ჩემთვის ყოველდღეა მისი დღეობა. სულ მახსოვს და მეფიქრება ხოლმე, ამ ყოფაში განსაკუთრებით👏💝

"პანთეონისათვის გამოყოფილ ნაკვეთზე უნდა დაკრძალული იქნან ის პირნი, რომელთა მოღვაწეობაც ლიტერატურის, მეცნიერების და ხელოვნების დარგშია ცნობილი. დავით სარაჯიშვილი და მისი მეუღლე კი, რადგანაც არ ეკუთვნიან აღნიშნულ კატეგორიას, პანთეონის ნაკვეთზე დატოვებულთა სიაში არ არიან. ამიტომ, გევალებათ დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის ნეშტი გადაიტანოთ სხვა სასაფლაოზე 10 დღის ვადაში.

პანთეონის დირექტორი ვ. ენიკოლოფაშვილი“

სიკვდილამდე ერთი წლით ადრე 1910 წლის 3 ივნისს, მან დონის როსტოვში ნოტარიუსთან შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმად მისი ქონების უდიდესი ნაწილი ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა:
1. 500 ათასი მანეთი – წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
2. 150 ათასი მანეთი – ქუთაისის თეატრის ასაშენებლად.
3. 200 ათასი მანეთი – ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას.
4. 25 ათასი მანეთი – ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას.
5. 50 ათასი მანეთი – თბილისში პოლიტექნიკურ ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად.
6. 30 ათასი მანეთი – ვლადიკავკავის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეთათვის, სწავლის ქირის გადასახდელად (განურჩევლად ეროვნებისა);
7. 25 ათასი მანეთი – საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადებას წიგნების გამოსაცემად.
8. 100 ათასი მანეთი – თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას.
9. 10 ათასი მანეთი – სამიწათმოქმედო სახელოსნოს გამოსწორებულ ახალშენთა და თავშესაფართა საზოგადოებას.
10. 171 ათასი მანეთი – სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებისათვის;
11. 5 ათასი მანეთი – ქართული ფილარმონიის საზოგადოებისათვის;
12. 20 ათასი მანეთი – ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას – ქართული ახალი ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნად.
13. 50 ათასი მანეთი – ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად.
14. 10 ათასი მანეთი – მოსკოვის ქართულ საზოგადოებას.
15. 10 ათასი მანეთი – დიდუბის ტაძარს.
16. 5 ათასი მანეთი – რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში.
17. 200 ათასი მანეთი – ქირურგიულ საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.

P.s.ეს მესამედ გადამარხული მისი საფლავიც ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ქაშუეთის ეზოშია დაკრძალული, შესასვლელშივე.
ამ საფლავს მეოთხეობის საშიშროებაც ედგა, მაგრამ ჯერ გაჩერდნენ და ამაზე სხვა დროს...☝️🤫

04/09/2025

გვჭირდება 20 ადამიანი ვინც 30 ლარს გაიღებს წმ ნიკოლოზის ხატის დასაწერად 🤍

04/09/2025
04/09/2025

- მამა გაბრიელ, რას გვეტყვით ეკუმენიზმზე, უკვე ბევრი ქვეყნები ერთიანდებიან მასში

კი მაგრამ, შენ რა გიშლის ხელს ცხონებაში, თუ ისინი ასეთ მდგომარეობაში არიან. სახარებაში წერია მდგომარეობა გაუარესდებაო და შენ გინდა შეაჩერო? სახარებას ეწინააღმდეგები?

ჯერ მოვა ერესი, მერე მალე შემოვა ეკუმენიზმი. შემდეგ მალევე გაბატონდება ანტიქრისტე, რომელიც ეკლესიებში ხატებს ჩამოყრის და თავისებს დაკიდებს. საქართველოს ეკლესიის მადლი არასდროს მოკლებია, ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს, მაგრამ დევნა აქაც იქნება.

წმინდა მამა გაბრიელი

04/09/2025

"ლოცვა ჩვენი დამცველია ბოროტის წინააღმდეგ. მოულოდნელი სიკვდილი მოდის მაშინ, როცა არ ვლოცულობთ". "ბოროტი მარცხენა მხარზე გვაზის, მარჯვნივ ანგელოზია. ყოველ ადამიანს თავისი ორი წიგნი აქვს. ერთში იწერება ჩვენი ცოდვები, მეორეში - კეთილი საქმეები. ხშირად გადაიწერეთ ხოლმე პირჯვარი, ჯვარი ისეთივე სიმაგრეა, როგორიც კარები!"
ნეტარი მატრონა

04/09/2025

გილოცავთ! 4 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულს რომელსაც ეწოდება "ქართული".

ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისგან ჭირისა, შეუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩუენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელნი შეუორგულებელითა სულითა მოვლენან შენდა.

ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი, დედოფალო ღმრთისმშობელო, სიმართლენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებით და სიყუარულით მისდა მოლტოლვილთა; ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამო დაუცხრომლად: დამიცევ მე, დედოფალო.

ღმერთმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
ლოცვით დაიცვას, დაიფაროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო! ამინ.

04/09/2025

"ღმრთის სიყვარულს მწუხარებაც ახლავს და რამდენადაც მეტია სიყვარული, იმდენად დიდია მწუხარება. ღმრთისმშობელს არასდროს შეუცოდავს აზრითაც კი და არასდროს დაუკარგავს მადლი, მაგრამ მას უდიდესი მწუხარებები ჰქონდა."

წმ.სილუან ათონელი

შემოქმედთან ერთად, რომლის სახელია მრწამსი - მართლმადიდებლური გვერდი — ახლახან მაღიარეს მის ერთ-ერთი ყველაზე მხურვალე გულ...
04/09/2025

შემოქმედთან ერთად, რომლის სახელია მრწამსი - მართლმადიდებლური გვერდი — ახლახან მაღიარეს მის ერთ-ერთი ყველაზე მხურვალე გულშემატკივრად! 🎉

საოჯახო სასტუმრო ,,ბარაკონი"ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 სექტემბერს განახორციელებს სტუმრებისათვის აქციას: ,,სტუ...
04/09/2025

საოჯახო სასტუმრო ,,ბარაკონი"ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 სექტემბერს განახორციელებს სტუმრებისათვის აქციას: ,,სტუმარი ღვთისაა"-შესაძლებლობა გექნებათ უფასო დასვენების.

Giorgi Kalandia • გიორგი კალანდიათან – ახლახან აღმოვჩნდი მის ყოველკვირეულ ჩართულობის სიაში, რადგანაც ვარ ერთ-ერთი მოწინა...
04/08/2025

Giorgi Kalandia • გიორგი კალანდიათან – ახლახან აღმოვჩნდი მის ყოველკვირეულ ჩართულობის სიაში, რადგანაც ვარ ერთ-ერთი მოწინავე ჩართულობის გამომვლენი! 🎉

Address

ზურაბ ქაფიანიძის პირველი შესახვევი, სახლი N1
Oni

Telephone

595590457

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Guest House in Oni, Racha - "Barakoni" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category