Diamond Georgia Travel Company

Call Directions Contact the business

Diamond Georgia Travel Company TRAVEL COMPANY. INCOMING AND OUTGOING TOUR OPERATOR. TOURS,AIR TICKETS,HOTEL RESERVATION AND TRANSFER We do both income and outgoing tourism.

,,DIAMOND GEORGIA”(Travel Company) ►Incoming and outgoing tour operator

WHO WE ARE►
▸▸Tour Operator “Diamond Georgia” specialized in inner group and individual tourism. We have lot of straight partners from all over the world. We care about high quality services and Good hospitality. We do guarantee you a high quality and comfortable service! Air Tickets,
Education Abroad,
Tours and Hotels in Georgia,
Holiday Packages Worldwide
24/24
WHAT WE DO►
▸▸ Cultural Tours
▸▸ Summer Resorts
▸▸ Ski Resorts
▸▸ Wine and Culinary Tours
▸▸ Event Tours
▸▸ Medical Tours
▸▸ Extreme Tours: Diving,Rafting,Paragliding,Hunting,Caving
▸▸ Relax and Spa Resort
▸▸ Honeymoon Packages
▸▸ Wedding Tours(Wedding Organization)
▸▸ Group tours
▸▸ Family vacation packages
▸▸ Hotel & Resort Offers
▸▸ Architectural Tours


Contact us on email :
[email protected]
[email protected]
Skype: diamondgeorgia5
www.facebook.com/diamondgeorgia7
T. 995 555 70 11 44 ; 995 595 633 977 ; 995 571 29 29 52
--------------------------------------------------------------------
туристическая компания ,,Diamond Georgia" предлагает полный спектр всех видов туров в Грузии, как индивидуально, так и в группах. Принимаю заказы на любой из туров в Грузии, предложения, а также переводы, гостиницы, путеводители Мих отдельно, если хотите.
Виды туров: паломнические тури, культурный тури, кулинарный тури,винние тури. Туры на море и горы, пожелания ваших клиентов наш источник вдохновенияю
e-mail: [email protected]
[email protected]
Skype: diamondgeorgia5
Facebook: https://www.facebook.com/diamondgeorgia7
T. 995 555701144 ;
995 595633977 ;
995 571292952.

გრძელდება ჯავშნები 2026 წლის ტურებზე(ნაპოლი, პომპეი, ამალფი, პოზიტანო, კაპრი, ბარი, ალბერობელო)- 24-28 აგვსიტოhttps://ww...
09/08/2026

გრძელდება ჯავშნები 2026 წლის ტურებზე
(ნაპოლი, პომპეი, ამალფი, პოზიტანო, კაპრი, ბარი, ალბერობელო)- 24-28 აგვსიტო
https://www.facebook.com/events/1568053575015199
კაპადოკია-ტრაპიზონი-ფარასა ( მამა პაისის სოფელი) 3 ტური ერთის ფასად!
30-31აგვისტო- 1-2-3 სექტემბერი
26-30 სექტემბერი
14-18 ოქტომბერი
https://www.facebook.com/events/1668806484198324
ჟენევა - ბერნი - ინტერლაკენი - გრინდელვალდი - ლაუტენბრუნენი - ვენგენი-3-4-5-6-7 სექტემბერი
https://www.facebook.com/events/1817346762569093
ჯგუფური ტური სტამბოლში : 19:24 სექტემბერი 570 ლარად
https://www.facebook.com/events/1227368512854117
ჯგუფური ტური რომში და ფლორენცია:11-12-13-14-15 ნოემბერი
https://www.facebook.com/events/1518338102938802
ბელგია - ნიდერლანდები - ლუქსემბურგი:13-14-15-16-17 სექტემბერი
https://www.facebook.com/events/2197146377796605
ჯგუფური ტური პარიზში:21-22-23-24-25 სექტემბერი
https://www.facebook.com/events/1766060141192207
სალონიკი-მეტეორა (კალაბაკა)- სუროტის დედათა მონასტერი- მამა პაისის საფლავი
ტურის ღირებულება :1250 ლარი! 25-26-27-28 სექტემბერი
https://www.facebook.com/events/913699687881628

ათენი-სანტორინი-ეგინა: 28-29-30 სექტემბერს და 1 - 2 ოქტომბერს
https://www.facebook.com/events/1025835840225162
პრაღა-დრეზდენი:24-25-26-27 ოქტომბერი
https://www.facebook.com/events/1589561116214962
5 დღიანი ტური კაბადოკია და უზუნგოლი ერთად.
20-21-22-23-24 აგვისტო ,26-27-28-29-30 აგვისტო
2-3-4-5-6 სექტემბერი , 19-20-21-22-23 სექტემბერი
3-4-5-6-7 ოქტომბერი , 14-15-16-17-18 ოქტომბერი
21-22-23-24-25 ნოემბერი
https://www.facebook.com/events/1343157891219944/1343157894553277
ჯგუფური ტური ბარსელონაში : 6-9 ნოემბერი
https://www.facebook.com/events/1059024350392845
მილანი-კომოს ტბა -ვენეცია-ფლორენცია-რომი
28 აგვისტო - 3 სექტემბერი - 2200 ლ
9 - 16 ოქტომბერი 2200 ლ
27.11-04 დეკემბერი 2000 ლ
7.01.2027 - 15 იანვარი (+ ვენეციაში მურანო-ბურანო) -1850 ლ
https://www.facebook.com/events/1069585362094638/1069585365427971
დასაჯავშნად და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
T . 555 70 11 44 ; 571 29 29 52 ;
Viber , WhatsApp : +995 555 70 11 44
Facebook: https://www.facebook.com/diamondgerogia
E-mail: [email protected]

კლასიკური იტალიის ტური ტურისტული კომპანია ,,Diamond Georgia“-სთან ერთადმილანი-კომოს ტბა -ვენეცია-ფლორენცია-რომი 28 აგვის...
08/08/2026

კლასიკური იტალიის ტური ტურისტული კომპანია ,,Diamond Georgia“-სთან ერთად
მილანი-კომოს ტბა -ვენეცია-ფლორენცია-რომი

28 აგვისტო - 3 სექტემბერი - 2200 ლ
9 - 16 ოქტომბერი 2200 ლ
27.11-04 დეკემბერი 2000 ლ
7.01.2027 - 15 იანვარი (+ ვენეციაში მურანო-ბურანო) -1850 ლ

ტურის ფარგლებში მოსანახულებელი ადგილები
კომოს ტბა
მილანი
მილანის საკათედრო ტაძარი დუომოს მონახულება
ლასკალას თეატრი
ფორცას სასახლე.
კომოს ტბა
ვენეცია
რეალტოს ხიდი
წმ.მარკოზის მოედანი
წმ.მარკოზის ტაძარი
ლოჯეტა დოჟების სასახლე
წმ.ზაქარიას ტაძარი
გასეირნება გონდოლებით
მიქელანჯელოს მოედანი
ფლორენცია
სენიორიის მოედანი
ფლორენციის საკათედრო ტაძარი
ბაპტისტერია (სამოთხის კარი)
ჯოტოს კოშკი
უფიცის გალერეა
დანტეს სახლ-მუზეუმი
რომი
რომის ფორუმი
კოლიზეუმი
სანტამარია მაჟორეს ტაძარი
კაპიტოლეუმი
სიმართლის ბაგე
ვატიკანის მუზეუმი
წმ.პეტრეს ტაძარი
ანგელოზების ციხე
ანგელოზების ხიდი
ტრევის ფანტანი
რომის პანთეონი
სახალხო მოედანი
ესპანეთის კიბეები
ვილა ბორგეზე
ღირებულება
ტურის ღირებულებაში შედის
ორმხრივი ავიაბილეთი (ქუთაისი-მილანი-რომი-ქუთაისი)
ტრანსფერი ყველა აეროპორტი
ქალაქებს შორის გადაადგილება
სასტუმრო საუზმით
ქართულ ენოვანი გიდის მომსახურეობა
ტურის ღირებულებაში არ შედის
ქალაქის მოსაკრებელი 45€
ვენეციაში გადაადგილება (სურვილისამებრ გონდოლებით გასეირნება 36€ (სურვილისამებრ)
მუზეუმის ბილეთები ჯამში 60-70€ (სურვილისამებრ)
ქალაქში შიდა გადაადგილება
თბილისი ქუთაისის ტრანსფერი 50 ლ.

ტურის შესაძენად მსურველები დაგვიკავშირდით:
T . 555 70 11 44 ; 571 29 29 52 ;
Viber , WhatsApp : +995 555 70 11 44
Facebook: https://www.facebook.com/diamondgerogia
E-mail: [email protected]

08/08/2026

ტურისტული კომპანია "Diamond Georgia" გთავაზობთ დაუვიწყარ ჯგუფურ ტურს საბერძნეთში.
ტურის თარიღი:28-29-30 სექტემბერს და 1 - 2 ოქტომბერს
ათენი – ქალაქი, სადაც ანტიკური ისტორია და თანამედროვე ცხოვრების რიტმი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.
სანტორინი – ეგეოსის ზღვის მარგალიტი, თეთრი სახლები, ლურჯი გუმბათები და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მზის ჩასვლა.
ეგინა – მშვიდი კუნძული ავთენტური ბერძნული ატმოსფეროთი, კრისტალურად სუფთა ზღვითა და განთქმული უგემრიელესი ფისტით.
ტურის ღირებულება - 1700 ლარი.

28 სექტემბერი :
06:00 საათი - გაფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან (ადგილობრივი დროით)
08:00 საათი - ჩასვლა ათენის საერთაშორისო აეროპორტში (ადგილობრივი დროით)
09:30 საათი - მისვლა ათენის სასტუმროში, მცირეხნიანი შესვენრბის შემდეგ ვტოვებთ ჩანთებს, ვიწყებთ ტურს - სავარაუდო სასტუმროს ლინკი - https://www.booking.com/hotel/gr/parnon.html?label
მოვინახულებთ:
მონასტირაკის მოედანი;
ადრიანეს ბიბლიოთეკა (დაარსებული იმპერატორ ადრიანეს მიერ ძვ. წ. აღ 132 წელს; ქალღმერთ ნიკეს ტაძარი);
რომაული აგორა, ქარების კოშკი;
ძველი აგორა (ათალოსის სტოა, ჰეფესტოს ტაძარი);
აკროპოლისი (დიონისეს თეატრი, ჰეროდე ატიკუსის ოდეონი, ერექტეიონი, პართენონი);
პლაკა (ძველი ქალაქი);
ადრიანეს თაღი.
სინტაგმას მოედანი, ეროვნული ბაღი
19:30 საათზე - დაბრუნება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო.
29 სექტემბერი:
07:00 - 07:30 საათი (საუზმე სასტუმროში)
10:00 საათზე გაფრენა ათენის აეროპორტიდან სანტორინის მიმართულებით და 10:50 საათზე ჩაფრენა კუნძულზე.
12:00 საათისთვის დაბინავება სასტუმროში - https://www.booking.com/hotel/gr/aldea.html?label
კუნძული სანტორინი - პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ – ეს არის დამაბრმავებლად თეთრი სახლების ენით აუწერელი სილამაზე, რომლებიც იმდენად მჭიდროდაა განთავსებული, რომ გეგონებათ თითქოს ყველა ერთმანეთის თავზე ცხოვრობს. თეთრი ფერის კონტრასტის როლს ნათელი ლურჯი ფერის სახურავები, დარაბები და ეკლესიების გუმბათები ასრულებენ, რომელთა რაოდენობა სამასზე მეტია. და, რა თქმა უნდა, ეგეოსის ზღვისა და ძლევამოსილი ვულკანის უმშვენიერესი ხედი.
დღის განმავლობაში მონახულება სანტორინის მთავარი და ულამაზესი ქალაქების (ფირა და ოია)
პანორამული ხედები
30 სექტემბერი:
07:00 - 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
კამარის სანაპირო (თავისუფალი დღე)
დღის ბოლოს 22:00 საათისთვის გამოფრენა სანტორინიდან და 22:40 საათზე ჩამოფრენა ათენის აეროპორტში
23:59 საათზე დაბინავება ათენის სასტუმროში, დასვენება.
https://www.booking.com/hotel/gr/parnon.html?label
1 ოქტომბერი :
07:00 - 09:00 საათი (საუზმე სასტუმროში)
09:15 საათზე ვიწყებთ ტურს, კრუიზით გავემგზავრებით და მოვინახულებთ:
ეგინა – მშვიდი კუნძული ავთენტური ბერძნული ატმოსფეროთი, კრისტალურად სუფთა ზღვითა და განთქმული უგემრიელესი ფისტით.
ასევე მოვინახულებთ წმ. ნექტარიოსის მონასტერს
დღრს გავატარებთ კუნძულზე და
საღამოს 21:30 საათისთვის დაბრუნება ათენში, ღამისთევა სასტუმროში, დასვენება.
(ეგინას კრუიზის დროის ხანგრძლივობა 1 საათი)
2 ოქტომბერი:
08:35 საათისთვის გამოფრენა ათენის აეროპორტიდან (ადგილობრივი დროით
12:10 საათზე ჩამოფრენა ქუთაისის აეროპორტში (ადგილობრივო დროით)
ფასში შედის:
ავიაბილეთები ორივე მიმართულებით (ქუთაისი - ათენი - ქუთაისი)
ავიაბილეთები ( ათენი - სანტორინი - ათენი)
ზურგჩანთა 8 კგ
სასტუმრო 4 ღამე - 3 ღამისთევა ათენში, 1 ღამისთევა სანტორინზე
საუზმეები
ტრანსფერი ორივე მიმართულებით (თბილისი - ქუთაისი - თბილისი)
კვალიფიციური გიდი
სამოგზაურო დაზღვევა
ფასში არ შედის საუზმის გარდა კვება
ფასში არ შედის მუზეუმების, ათენის აეროპორტის ტრანსფერის მოსაკრებელი და კუნძული ეგინას კრუიზის თანხა, რომელთა ჯამური (ანუ ყველაფრის) ღირებულება არის 120 €
ტურის შესაძენად მსურველები დაგვიკავშირდით:
T . 555 70 11 44 ; 571 29 29 52 ;
Viber , WhatsApp : +995 555 70 11 44
Facebook: https://www.facebook.com/diamondgerogia
E-mail: [email protected]

კაპადოკია და უზუნგოლი - ტურისტულ კომპანია ,, Diamond Georgia”-სთან ერთად5 დღიანი ტური კაბადოკია და უზუნგოლი ერთად.20-21-...
08/08/2026

კაპადოკია და უზუნგოლი - ტურისტულ კომპანია ,, Diamond Georgia”-სთან ერთად
5 დღიანი ტური კაბადოკია და უზუნგოლი ერთად.

20-21-22-23-24 აგვისტო
26-27-28-29-30 აგვისტო
2-3-4-5-6 სექტემბერი
19-20-21-22-23 სექტემბერი
3-4-5-6-7 ოქტომბერი
14-15-16-17-18 ოქტომბერი
21-22-23-24-25 ნოემბერი
ტურის ღირებულება: 5* სასტუმრო
5 დღიანი 550 ლარი
ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება კომფორტული ავტობუსით
ექსკურსიები ქართულენოვანი (კვალიფიციური) გიდის მომსახურებით, რომელიც შემოგყვებათ ყველა მუზეუმში.
შიდა გადაადგილებები.
ღამისთევა 5* სასტუმროში.
კვება: საუზმე/ვახშამს ( შვედური მაგიდა, 70 დასახელების კერძები და ტკბილეული!)
აუზები, კლუბი, ფიტნესი
უკაბელო ინტერნეტი თქვენს ნომერში
P.S. საჰაერო ბურთით გაფრენა მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ დაჯავშნოთ შეღავათიან ფასად!!!
მარშრუტის მიმართულება:
I დღე:
გასვლა თბილისიდან 09:00 საათზე. გადასვლა სარფის საზღვარზე. გზად ვნახულობთ ტრაპიზონის მცირე აია სოფიას ტაძარს.
II დღე:
ჩასვლა კაპადოკიაში 14:00 საათზე განთავსება სასტუმროში. დასვენება 2-3 საათი.
დღის ექსკურსია:
გორემე - ქალაქი მუზეუმი ღია ცის ქვეშ (ეკლესიების მოლოცვა X-XV სს.)
,,მონქის ხეობა” –მსოფლიოს მე–8 საოცრება,ვულკანური წარმოშობის ძეგლები.
,,სილვერშოპი” (სუვენირების ბაზრობა)
აქლემებით გასეირნება და ფოტოსესია ,,კაპადოკიური სოკოების“ ფონზე. (სურვილით)
გამგზავრება წმ. გიორგის სოფელში, მოვინახულებთ იმ სახლს, სადაც გადმოცემის მიხედვით ცხოვრობდა წმ. გიორგი.
,,ტკბილი ტური" (უგემრიელესი თურქული ტკბილეულის დაგემოვნება უფასოდ!)
დაბრუნება სასტუმროში/ვახშამი (შვედური მაგიდა, უგემრიელესი სამზარეულო)
IIIდღე:
დილის 7 საათზე გავემგზავრებით სიყვარულის მთაზე, საიდანაც ვუყურებთ საოცარ სანახაობას: ფერადი ბურთების ფესტივალს გორემეს თავზე!!!
(სურვილის მიხედვით შეგიძლიათ გასეირნება დირიჟაბლით)
დაბრუნება სასტუმროში / 8:00 -10:00 საუზმე
უჩ ჰისარის ციხესიმაგრე
ვიზიტი წმინდა ნინოს ულამაზეს სოფელში და წმ. ნინოს სახლის და ტაძრის მოლოცვა
ორთაჰისარის ციხე
წმ ნინოს წყარო
მტრედების ველი (მტრედების ქალაქი )
,,დევრენთის ხეობა” – ბუნებრივი ძეგლები და პანორამული ხედები
,,ზელვეს ხეობა“ - ადგილი, სადაც სხვა სამყაროა! (ამ ადგილს წითელ პლანეტა მარსს ადარებენ , სადაც გადაღებულია ცნობილი ფილმი ,,მრბოლელი მოჩვენება 2“ ნიკოლას ქეიჯის მონაწილეობით.
დაბრუნება სასტუმროში/ ვახშამი 19:00
21:30 საათზე სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ესტუმროთ კლდეში ნაკვეთ ეგზოტიკურ რესტორანს. ე.წ. თურქიშ ნაითზე (Turkish Night) აღმოსავლური ცეკვების საღამოზე და შოუ პროგრამაზე შეგიძლიათ გაერთოთ და ისიამოვნოთ.
IV დღე
9:00-10:00 საუზმე.
გამგზავრება ქ. ავანოსში-ხელოსნების ულამაზეს ქალაქში.
ექსკურსია” სახალისო სიურპრიზი"(ასურული ნაკეთობების კერამიკული სახელოსნო და ,,შოუ პროგრამა“ თქვენი მონაწილეობით. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ხელით ნაკეთი კერამიკული ნაწარმი და სუვენირები დაბალ ფასად)
ტურის ბოლოს გამომგზავრება საქართველოში.
V დღე:
22:00 საათზე დაბრუნება თბილისში.
ექსკურსიის ღირებულებაში არ შედის:
კაპადოკიის ტაძრებში და მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები. (3000 დან 3500 ლირამდე)
საჰაერო ბურთით გაფრენა
Turkish Night -აღმოსავლური ცეკვების საღამო და შოუ პროგრამა ტკბილის სუფრით და ალკოჰოლური სასმელებით.(40 აშშ დოლარი)
ყველას საყურადღებოთ ჯავშნის თანხა უკან არ ბრუნდება
გაითვალისწინეთ;
გთხოვთ გაითვალისწინოთ საზღვირს კვეთისთვის აუცილებელია თან იქონიოთ საერთაშორისო პასპორტი ან პირადობის მოწმობა, რომელსაც მინიმალური ვადა საზღვირს კვეთის დღიდან ექნება 6 თვე.
არასრულწლოვანმა თან უნდა იქონიოს ერთ-ერთი დოკუმენტი პირადობა ან პასპორტი, მინდობილობა და აუცილებლად დაბადების მოწმობა.
(პასპორტის შემთხვევაში თუ არასრულწლოვანს თან ახლავს ერთი მშობელი მაინც- მინდობილობა საჭირო აღარ არის. თუ ბავშვი საზღვარს კვეთს პირადობოთ ერთ მშობელთან ერთად - საჭიროა მეორე მშობლის მინდობილობა).
ტურის გარანტირებულად ჩატარებისთვის:
-თქვენი მიზეზით ტურზე აღარ წამოსვლის შემთხვევაში ტურამდე 10 დღით ადრე ჩარიცხული თანხა უკან აღარ დაგიბრუნდებათ.
თუ საზღვარს მონაწილე ვერ გადაკვეთს თავისი მიზეზების გამო, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ თანხა ამ შემთხვევაშიც არ ბრუნდება და უკან მოგიწევთ თქვენი ფინანსებით დაბრუნება.
-ტურის თანხა მონაწილეს დაუბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
ტურის გაუქმება გახდება აუცილებელი ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.
თუ უშუალოდ კომპანია გააუქმებს ტურს არასაკმარისი რაოდენობის მონაწილეების შემთხვევაში.
კომპანია იტოვებს უფლებას, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ტურის გეგმაში შეიტანოს ცვლილებები.
იმ შემთხვევაში თუ თურქეთსა და საქართველოში, საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს და არ დარეგულირდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტურის ღირებულების გაზრდა.
აიდი ბარათს ვადა უნდა ქონდეს 6 თვეზე მეტი. თუ საზღვარზე მოსული საბუთები წესრიგში არ გექნებათ და საზღვარზე ვერ გადაკვეთავთ, კომპანია ვალდებული არ არის თანხა დაგიბრუნოს.
ტურის შესაძენად მსურველები დაგვიკავშირდით:
T . 555 70 11 44 ; 571 29 29 52 ;
Viber , WhatsApp : +995 555 70 11 44
Facebook: https://www.facebook.com/diamondgerogia
E-mail: [email protected]

ტურისტული კომპანია ,, Diamond Georgia” გთავაზობთ დაუვიწყარ ჯგუფურ ტურს შვეიცარიაში ჟენევა - ბერნი - ინტერლაკენი - გრინდე...
07/08/2026

ტურისტული კომპანია ,, Diamond Georgia” გთავაზობთ დაუვიწყარ ჯგუფურ ტურს
შვეიცარიაში

ჟენევა - ბერნი - ინტერლაკენი - გრინდელვალდი - ლაუტენბრუნენი - ვენგენი)
ტურის თარიღი:3-4-5-6-7 სექტემბერი
ტურის ღირებულება: 2395 ლარი

3 სექტემბერი :
გაფრენა თბილისის აეროპორტიდან - 12:55 საათი
ჩაფრენა 15:40 საათისთვის - ჟენევის აეროპორტში.
16:40 საათისთვის დაბინავება ჟენევის სასტუმროში (ლინკს მალე მივუთითებთ)
საღამოს გასეირნება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე და მონახულება ღირსშესანიშნავი ადგილების.
4 სექტემბერი :
07:00 - 09:00 საათი (საუზმე სასტუმროში)
09:15 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
ნოტრდამი
ჟენევის ტბა
(ტბაზე უფასოდ შეგიძლიათ გაისეირნოთ ნავებით)
ასევე მოვინახულებთ შადრევანს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში
წმინდა პიერის კათედრალი - შთამბეჭდავი არქიტექტურით, არქეოლოგიური საგანძურითა და თვალწარმტაცი ხედებით, ის აუცილებლად უნდა ნახოთ ყველამ, ვინც ჟენევას სტუმრობს.
ხელოვნების მუზეუმი
გაეროს შენობა
გატეხილი სკამი
Rue du Rhône-ის და Rue du Marché - ცნობილი ბრენდების მაღაზიები
ჟენევაში მთელი წლის მანძილზე საოცარი ხედებია, რადგანაც ის ალპებსა და ჯურას მთაგრეხილს შორის მდებარეობს. შესაძლოა ის არაა ყველაზე ლამაზი ქალაქი მსოფლიოში, თუმცა მთების, ტბის და ბუნების უნიკალური მიქსია, რაც ჟენევას ინდივიდუალურ შარმს ანიჭებს.
18:00 საათისთვის გამზავრება ბერნში მატარებლით
20:00 საათისთვის ჩასვლა ბერნში და დაბინავება სასტუმროში
https://www.booking.com/.../prizeotel-bern-city.en-gb...
5 სექტემბერი :
07:00 - 08:30 საათი (საუზმე სასტუმროში)
გამგზავრება ალპებში და მონახულება შემდეგი ადგილების:
ინტერლაკენი - გერმანული სახელწოდებაა და ქართულად ითარგმენა როგორც " ორ ტბას შუა "
ეს ტბის პირა კურორტი ტურისტებს ნავის ტურებით, გასაოცარი მატარებლით და ფუნიკულიორით იზიდავს და გარშემო არსებული ბუნების დათვალიერებას კომფორტულად გპირდებათ. ინტერლაკენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული საზაფხულო დასვენების ადგილია
გრინდელვალდი - სხვაგან არსად ჩანს მყინვარი ასე ახლოს, ვერსად გამოცდით ასეთ დაუვიწყარ შეგრძნებას გამოწვეულს ცისფერი ყინულოვანი გამოქვაბულის მისტიკური სილამაზისა ან ყინულოვანი ხეობის ხილვის შედეგად. მთელს მსოფლიოში გრინდელვალდს „ყინულების სოფელს“ უწოდებენ. კურორტის ტერიტორიაზე თქვენს ყურადღებას მიიქცევს აიგერის ( 3970 მეტრი), მიუნხის (4099 მეტრი) და იუნგფრაუს (4158 მეტრი) მწვერვალები, რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ დგანან და განუმეორებელ პანორამას ქმნიან. გრინდელვალდი ტიპიური ალპური კურორტია.
ლაუტენბრუნენი - ულამაზესი სოფელი და ჩანჩქერები
ვენგენი (მატარებლით ასვლა მთის წვერზე შეფენილ სოფელში და ულამაზესი პანორამული ხედები
საღამოს 21:00 საათისთვის - დაბრუნება ბერნის სასტუმროში
6 სექტემბერი:
07:00 - 09:00 საათი (საუზმე სასტუმროში)
ბერნში მოვინახულებთ:
ბერნის გოთიკური კათედრალი - მე-15 საუკუნეში აშენდა და ის ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავი ეკლესიაა. 100 მეტრი სიმაღლის ტაძარი შვეიცარიაში უმაღლესია
ალბერტ აინშტაინი სახლ - მუზეუმი
აინშტაინი ბერნში ცხოვრობდა და სამ სართულიანი ბინა, რომელსაც ის ცოლთან, მილევასთან ერთად ქირაობდა, დღეს მუზეუმია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
კანსტმუზეუმი - შვეიცარიის უძველესი სახვითი ხელოვნების მუზეუმია, მუდმივი კოლექციებით. ის წარმოგვიდგენს შუა საუკუნეებს დღევანდელ დღემდე. აქ სანდრო ბოტიჩელის, პიკასოს, პოლ სეზანის, კლოდ მონეს, ვინსენტ ვან გოგის და ედუარდ მანეს შემოქმედებასაც იხილავთ.
შვეიცარიის პარლამენტი - ბუნდეჰაუსი ექსტერიერითაც და ინტერიერითაც ხელოვნებისა და არქიტექტურის ბრწყინვალე ნამუშევარია. მთავარ დარბაზში ლამაზი ნახატები შვეიცარიულ ისტორიას აღბეჭდავენ. შენობა საჯაროდაა ღია.
Church of the Holy Spirit - ეს უზარმაზარი მე-18 საუკუნის ბაროკოს სტილის ეკლესია შვეიცარიის უდიდესი პროტესტანული თაყვანისცემის ადგილია, რომელიც საოცარ არქიტექტურას წარმოგვიდგენს. 14 მასიურ თაღს მოხატული ჭერი უკავია.
შვეიცარიის დედაქალაქს “შადრევნების ქალაქსაც” კი უწოდებენ. ძველი დროიდან მოყოლებული ეს იყო თავშეყრის ადგილები, სადაც შვეიცარიელები პოლიტიკურ თუ ერთმანეთის ამბებს უზიარებდნენ ერთმანეთს. აქ ბევრი უნიკალური შადრევანია, რომელთა უმეტესობაც ძველ ქალაქშია თავმოყრილი. ზოგიერთი მათგანი ალეგორიულ სკულპტურებს განასახიერებს.
ბერნის ტურს ვასრულებთ 15:30 საათისთვის, თავისუფალი დრო.
საღამოს 19:00 საათისთვის გამგზავრება ჩქაროსნული მატარებლით ჟენევაში და 21:30 საათისთვის დაბინავება ჟენევის სასტუმროში (აეროპორტის სასტუმროში)
https://www.booking.com/.../intercityhotel-geneva-airport...
7 სექტემბერი :
06:30 საათზე გამოფრენა ჟენევიდან (ადგილობრივი დროით)
12:55 საათისთვის ჩამოფრენა თბილისში (ჩვენი დროით)
ფასში შედის:
ავიაბილეთები (თბილისი - ჟენევა - თბილისი)
ხელბარგი 8 - 10 კგ (ზურგჩანთა ზომებით 45 - 36 - 20)
სასტუმროები 4 ღამით (2 ჟენევაში, 2 ბერნში)
საუზმეები
ჟენევიდან - ბერნში გასამგზავრებელი მატარებლის ბილეთი
დაზღვევა
გიდი
ფასში არ შედის საუზმის გარდა კვება
ფასში არ შედის მოსაკრებლები (მუზეუმები + უკანა გზის აეროპორტის ტრანსფერი + ქალაქის მოსაკრებელი), რომელიც ჯამში შეადგენს 100 € - ს
არ შედის ალპების ტური მოსაკრებელი-110 €
ტურის შესაძენად მსურველები დაგვიკავშირდით:
T . 555 70 11 44 ; 571 29 29 52 ;
Viber , WhatsApp : +995 555 70 11 44
Facebook: https://www.facebook.com/diamondgerogia
E-mail: [email protected]

ტურისტული კომპანია "Diamond Georgia"  გთავაზობთ ჯგუფურ ტურს რომში და ფლორენციაში. ტურის თარიღი:11-12-13-14-15 ნოემბერიP....
06/08/2026

ტურისტული კომპანია "Diamond Georgia" გთავაზობთ ჯგუფურ ტურს რომში და ფლორენციაში.

ტურის თარიღი:11-12-13-14-15 ნოემბერი
P.S. ტემპერატურა ამ დროისთვის 20 - 22 გრადუსის ფარგლებშია.
11 ნოემბერი :
06:15 საათზე - გამგზავრება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
07:20 საათზე - ჩაფრენა რომის ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტში (ადგილობრივი დროით)
09:00 საათისთვის - მისვლა სასტუმროში, ვტოვებთ ჩანთებს და მცირეხნიანი შესვენების შემდეგ ვიწყებთ ტურს, მოვინახულებთ: (P.s. სასტუმროს ლინკს მალე მივუთითებთ)
პიაცა ვენეცია - ქალაქის მთავარი ტურისტული ცენტრი
ტრევის შადრევანი - რომის უდიდესი შადრევანი, 25,9 მეტრი სიმაღლითა და 19,8 მეტრი სიგრძით. ბაროკოს სტილის ეს შადრევანი 1732-1762 წლებში ააგო არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ.
სენტ იგნაციუსის ტაძარი - ეკლესიის ცენტრში, იატაკზე განთავსებულ დიდ სარკეში ირეკლება მთავარი ნავის გიგანტური ჭერის ფრესკა („წმინდა იგნაციუსის ტრიუმფი“). ეს სარკე იმიტომ დადგეს, რომ ტურისტებს თავის ზემოთ აწევის გარეშე, კომფორტულად დაინახონ ჭერის 3D ეფექტი და გადაიღონ ლამაზი ფოტოები.
პანთეონი - ერთ-ერთია ანტიკური ხანის იმ არქიტექტურულ ძეგლთაგან, რომელიც შედარებით სრულყოფილად შემოგვინახა ისტორიამ. მოგვიანებით პანთეონში იტალიის სახელოვან ადამიანებს კრძალავდნენ.
პიაცა ნავონა - რომში უამრავი მოედანია, თუმცა ისეთი გამორჩეული, როგორც პიაცა ნავონაა, ალბათ არცერთი არაა.
ოვალური ფორმის პიაცა ნავონა რომაული და ბაროკოს სტილის არქიტექტურის საუკეთესო მაგალითია. სწორედ პიაცა ნავონაზეა განთავსებული გამორჩეული მოქანდაკის - ბერნინის შადრევანი.
ესპანური კიბეები - ეს მსოფლიოს ულამაზესი და ყველაზე მეტად ცნობილი კიბეებია. იგი აგებულია 1723-1726 წლებში
სანტა მარია მაჯორეს ტაძარი
19:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, საღამოს საათებში თავისუფალი დრო. (პ.ს. ასევე დღის განმავლობაში ტურის შუალედში გვექნება 1,30 საათიანი შესვენება, თავისუფალი დრო)
12 ნოემბერი :
07:00 - 08:30 საათი - საუზმე სასტუმროში
08:40 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
რომის კოლიზეუმი - რომის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამფითეატრი იყო, რომელიც 50 000 მაყურებელს იტევდა. (ახ.წ.პირველი საუკუნის ნაგებობა)
პალატინის გორა - ცენტრალურია რომის შვიდ გორას შორის და ეს გახლავთ ქალაქის ყველაზე ძველი ნაწილი, სადაც არქეოლოგებმა ძვ.წ მეექვსე საუკუნის ტაძარი აღმოაჩინეს.
რომის ფორუმი - რომის უძველესი ექსპონანტი. მოიცავდა ტაძრების უბანს, ბაზილიკებსა და საჯარო სივრცეებს.
ბოკა დელა ვერიტა ანუ სიმართლის პირი
მიქელანჯელოს მოსეს ქანდაკება
18:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, თავისუფალი დრო.
13 ნოემბერი :
07:00 - 08:30 საათი - საუზმე სასტუმროში
09:00 საათზე ვიწყებთ ტურს, გავემგზავრებით ვატიკანში და მოვინახულებთ:
წმინდა პეტრეს ტაძარი - ოთხ მთავარ ბაზილიკათა შორის რანგით მეორე ტაძარი. მსოფლიოში უდიდეს ქრისტიანულ ტაძარს 23.000 მ² ფართობი უჭირავს და 60.000 ადამიანს იტევს. ტაძარი ქრისტიანობის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება და აქ არის დაკრძალული პეტრე მოციქული.
ვატიკანის მუზეუმები - ერთ-ერთი საუკეთესო და უდიდესი ისტორიის მქონე მუზეუმია. ყოველთვის ემატებოდა და ყოველთვის ივსებოდა კოლექცია, დაწყებული რენესანსის ეპოქიდან. დღეს ერთ-ერთი ყველაზე ფართო კომპლექსის მქონე მუზეუმია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ პინაკოთეკას, პიუს-კლემენტის, რაფაელის და სიქსტის კაპელას განყოფილებებს.
სანტ-ანჯელოს ციხესიმაგრე - ერთ დროს ყველაზე დიდი ნაგებობა რომში. თავდაპირველად ეს ცილინდრული ფორმის სიმაგრე იყო მავზოლეუმი რომის იმპერატორის ადრიანის ოჯახისთვის. შემდგომში რომის პაპის რეზიდენცია, ამჟამად მუზეუმი.
პიაცა დელ პოპოლო
19:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, თავისუფალი დრო. (პ.ს. დღის განმავლობაში ტურის შუალედში გვექნება 1 საათიანი შესვენება)
14 ნოემბერი :
07:00 - 08:00 საათი - საუზმე სასტუმროში
09:00 საათისთვის გამგზავრება ჩქაროსნული მატარებლით ფლორენციაში და 10:30 საათისთვის ჩასვლა.
ტურს ვიწყებთ და მოვინახულებთ:
სან ლორენცოს ბაზილიკა
სანტა მარია დელ ფიორეს საკათედრო ტაძარი
სინიორიის მოედანი
უფიცის გალერეა
პონტე ვეკიოს ხიდი
მიქელანჯელოს მოედანი - პანორამული ხედები ქალაქზე
19:30 საათისთვის გამოგზავრება ჩქაროსნული მატარებლით, 22:00 საათისთვის დაბრუნება რომის სასტუმროში.
15 ნოემბერი :
08:00 საათისთვის გამოფრენა რომის ფიუმიჩინოს აეროპორტიდან (ევროპის დროით)
14:50 საათისთვის ჩამოფრენა ქუთაისის აეროპორტში (ჩვენი დროით)
ტურის ღირებულება გახლავთ 1899 ლარი. ფასში შედის:
ორმხრივი ავიაბილეთი - ქუთაისი - რომი - ქუთაისი
ხელბარგი 8 კგ (ზურგჩანთა)
სასტუმრო ოთხი ღამე - სასტუმროს ლინკს მალე დავდებთ
საუზმეები
რომი - ფლორენცია - რომის მატარებლის ბილეთები
ტრანსფერი თბილისი - ქუთაისი - თბილისი
სამოგზაურო დაზღვევა
გიდი
ფასში არ შედის საუზმის გარდა კვება, უზრუნველოფა ხდება ინდივიდუალურად
მუზეუმების და შიდა გადაადგილებისთვის საჭირო მოსაკრებლები, რაც ჯამურად შეადგენს 135 € - ს
ტურის შესაძენად მსურველები დაგვიკავშირდით:
T . 555 70 11 44 ; 571 29 29 52 ;
Viber , WhatsApp : +995 555 70 11 44
Facebook: https://www.facebook.com/diamondgerogia
E-mail: [email protected]

ტურისტული კომპანია "Diamond Georgia", გთავაზობთ ჯგუფურ ტურს :პრაღა - დრეზდენი24-25-26-27 ოქტომბერი ტურის ღირებულება : 16...
06/08/2026

ტურისტული კომპანია "Diamond Georgia", გთავაზობთ ჯგუფურ ტურს :
პრაღა - დრეზდენი
24-25-26-27 ოქტომბერი
ტურის ღირებულება : 1650 ლარი.

განრიგი:
24 ოქტომბერი :
გაფრენა დილით ქუთაისის აეროპორტიდან - 06:15 საათი
ჩაფრენა პრაღის საერთაშორისო აეროპორტში - 08:05 საათი (ჩეხეთის დროით)
09:30 საათზე ჩანთებს ვტოვებთ სასტუმროში (სასტუმროს ლინკი მალე დაიდება) და ვიწყებთ ტურს, მოვინახულებთ:
პრაღის ძველი ქალაქი (თავისუფალი დრო 1 საათი, შესვენება)
ასტრონომიული საათი - პრაღის გასაოცარი საათი, რომელიც რამდენიმე დროს ერთდროულად აჩვენებს. საათი 600-ზე მეტი წლის გახლავთ.
მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი
ფხვნილის კოშკი - ეს გოთიკური კოშკი იმ ძველი ალაყაფის კარია რომელიც ქალაქს თავდასხმისგან იცავდა. 19-ე საუკუნეში მას კორონაციის ცერემონიებისთვის იყენებდნენ. მეფეები პრაღის ციხე-სიმაგრისკენ აქედან მიდიოდნენ.
კარლის ხიდი - თავდაპირველად ხიდს პრაღის ხიდი ერქვა, ხოლო 1870 წელს ოფიციალურად გადაერქვა სახელი იმპერატორ კარლ IV-ს საპატივსაცემოდ. ხიდზე ცამეტი სკულპტურაა, ძირითადად რელიგიური ხასიათის.
ჯონ ლენონის კედელი - თავისუფლების, მშვიდობისა და სიყვარულის სიმბოლოა. კედელი სავსეა Beatles სიმღერების ტექსტებით ან სხვადასხვა წარწერებით.
კედელი 1988 წელს შეიქმნა, როდესაც საბჭოთა რეჟიმით უკმაყოფილო ახალგაზრდებმა საკუთარი აზრის გამოხატვა კედელზე წარწერების და ნახატების შექმნით გადაწყვიტეს.
ევროპის ყველაზე ვიწრო ქუჩა
წმ. ნიკოლოზის ტაძარი
18:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება, თავისუფალი დრო.
25 ოქტომბერი :
07:00 - 08:30 საათი - საუზმე სასტუმროში
09:30 საათზე გამგზავრება დრეზდენში.
11:15 საათზე ჩასვლა დრეზდენში და მონახულება შემდეგი ლოკაციების:
ახალი რატუშა - მოდერნის სტილის ეს შენობა 1905-1910 წლებშია აშენებული. ამჟამად მასში ქალაქის საბჭოა განთავსებული. ის შორიდანვე ჩინებულად მოჩანს მის გუმბათზე დადგმული "ოქროს ჰერაკლეს" ხუთმეტრიანი ქანდაკების - დრეზდენის მფარველის წყალობით
კროიცკირხე - თავიდან ის წმინდა ნიკოლოზის სახელს ატარებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ავსტრიელმა პრინცესამ, კონსტანცია ფონ ბაბენბერგმა, ეკლესიას წმინდა ჯვრის რელიკვია აჩუქა (იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც იესო ქრისტე იყო გაკრული), ტაძარს წმინდა ჯვრის ეკლესია, ანუ კროიცკირხე უწოდეს.
დრეზდენის ციხე კოშკ რეზიდენცია - დრეზდენის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა, მასში უწინ მასში საქსონიის მეფეები და კურფიურსტები ცხოვრობდნენ
ქოლერის შადრევანი - XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქსონიაში ქოლერის ეპიდემია გავრცელდა, რომელსაც დრეზდენი სასწაულებრივად გადაურჩა. შადრევანი სწორედ ამის მადლიერების ნიშნად დადგეს. მისი სიმაღლე 18 მეტრია.
დიდგვაროვანთა მსვლელობა - პანო გრძელი გალერეის ყოფილი საჯინიბოს ეზოს კედლის გარე მხარესაა მოთავსებული
ცვინგერის სასახლე - ცვინგერის სასახლეში მდებარეობს დრეზდენის სახელგანთქმული სამხატვრო გალერეა (აქ შეგიძლიათ იხილოთ რაფაელის "სიქსტის მადონა")
ჰოფკირხე დრეზდენის საკათედრო ტაძარი
21:00 საათისთვის გამომგზავრება დრეზდენიდან
22:50 საათი დაბრუნება პრაღის სასტუმროში.
26 ოქტომბერი:
07:00 - 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
09:15 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
ნაციონალური გალერეა
სტარჰოვის მონასტერი (სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ჩამოსასხმელი ლუდი და კანჭი)
ვიტუსის კათედრალი - ულამაზესი პანორამული ხედები დედაქალაქზე
გემით ერთსაათიანი გასეირნება მდ. ვლტავაზე
ტრდილოს დაგემოვნება- ჩეხური ტრადიციული ტკბილეული
მოცეკვავე სახლი - არქიტექტურული ხელოვნების ნიმუში „მოცეკვავე სახლი“, საოფისე შენობის მეტსახელია პრაღის ცენტრში
სკულპტურა ფრანც კაფკას თავი, რომელიც მოძრაობს— XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გერმანულენოვანი მწერალი და ნოველისტი
18:00 საათიდან ვრჩებით ტურს, თავისუფალი დრო
27 ოქტომბერი:
07:30 საათი გამოფრენა პრაღის აეროპორტიდან (ადგილობრივი დროით)
14:15 საათი ჩამოფრენა ქუთაისის აეროპორტში (ადგილობრივი დროით)
ფასში შედის:
ავიაბილეთები ორივე მიმართულებით (ქუთაისი - პრაღა - ქუთაისი)
ხელბარგი 8 კგ (ზურგჩანთა)
სასტუმრო 3 ღამით პრაღაში - ლინკს მალე მივუთითებთ
საუზმეები
ტრანსფერი პრაღა - დრეზდენი - პრაღა
ტრანსფერი (თბილისი - ქუთაისი - თბილისი)
ქართულენოვანი გიდი
სამოგზაურო დაზღვევა
ფასში არ შედის:
კვება (საუზმის გარდა)
შიდა გადაადგილებისთვის საჭირო და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 300 ლარს.

ტურის შესაძენად მსურველები დაგვიკავშირდით:
T . 555 70 11 44 ; 571 29 29 52 ;
Viber , WhatsApp : +995 555 70 11 44
Facebook: https://www.facebook.com/diamondgerogia
E-mail: [email protected]

პარიზის ჯგუფური ტურიდარჩენილია რამოდენიმე ადგილი.ტურისტული კომპანია "Diamond Georgia"  გთავაზობ დაუვიწყარ ჯგუფურ ტურს პა...
06/08/2026

პარიზის ჯგუფური ტური
დარჩენილია რამოდენიმე ადგილი.
ტურისტული კომპანია "Diamond Georgia" გთავაზობ დაუვიწყარ ჯგუფურ ტურს პარიზში.
21-22-23-24-25 სექტემბერი
(სურვილის შემთხვევაში დაგიგემავთ დისნეილენდის ტურსაც)
21 სექტემბერი :
15:05 საათზე - გამგზავრება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
18:10 საათზე - ჩაფრენა პარიზის ბოვეს საერთაშორისო აეროპორტში (ადგილობრივი დროით)
20:00 საათისთვის - დაბინავება სასტუმროში.( ლინკს მალე მივუთითებთ)
22 სექტემბერი :
07:00 - 09:00 საათი საუზმე სასტუმროში,
09:30 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.
ლუქსემბურგის ბაღის მონახულება
სორბონის უნივერსიტეტი - ის რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ და პრესტიჟულ უნივერსიტეტად. მისი სტუდენტ-მასწავლებლებიდან მრავალი ნობელის პრემიის ლაურეატი და დასავლური ტრადიციების მიმდევარი უდიდესი ინტელექტუალი, პოლიტიკური თეორეტიკოსო, მეცნიერი, ინჟინერი, ექიმი, თეოლოგი თუ ხელოვანი გამოსულა.
ორსაის მუზეუმი - აქ მოთავსებულია ძირითადად 1848 - 1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშები: ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ავეჯი, სხვა ხელოვნების ნიმუშები და ფოტოები. მუზეუმს იმპრესიონისტთა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია გააჩნია
ეიფელის მონახულება - წარდგენა არ სჭირდება
20:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, დასვენება სასტუმროში, თავისუფალი დრო.
23 სექტემბერი :
07:00- 08:50 საათი - საუზმე სასტუმროში, 09:00 საათზე ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
ვერსალის სასახლე — საფრანგეთის მეფეების სადღესასწაულო სასახლე ვერსალში, პარიზის გარეუბანი. სასახლის აგების პერიოდში ვერსალი სოფელი იყო, ამჟამად კი პარიზის გარეუბანია საკუთარი ქალაქის სტატუსით. 1682-1789 წლებში ვერსალის კარი საფრანგეთის ძველი რეჟიმის ძალაუფლების ცენტრი იყო. XVII საუკუნიდან ევროპის მონარქებისა და დიდებულთა სასახლეებისთვის ნიმუში გახდა. 1979 წელს იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ვერსალის სასახლის აგება ლუი XIV-მ დაიწყო.
თავისუფლების ქანდაკება - ეს ცნობილი ქანდაკება ფრანგი ხალხის საჩუქარია ამერიკის შეერთებული შტატების ხალხისადმი. ის მთელ მსოფლიოში აღიარებულ თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
21:00 საათისთვის ვასრულებთ, ტურს, დაბინავება სასტუმროში, თავისუფალი დრო.
24 სექტემბერი :
07:00 - 08:50 საათი - საუზმე სასტუმროში, 09:00 საათზე ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
ლუვრის მუზეუმი — უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც 9.7 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა 2012 წელს. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს.
კონკორდის მოედანი - საფრანგეთში მეორე უდიდესი მოედანი.
შანზ-ელიზე — პარიზის ყველაზე დიდი და ცნობილი გამზირი. სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიიდან, რომლის მიხედვით საიქიოში მდებარეობს ელისეს მინდვრები, სადაც სათნო სულები ბინადრობენ.
ტრიუმფალური თაღი - მონუმენტი პარიზში. აუსტერლიცის ბრძოლის შემდეგ ნაპოლეონ ბონაპარტეს შეკვეთით აშენებული ტრიუმფალური თაღი
ოპერა
ლა ფაიეტი
21:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, დაბინავება სასტუმროში, თავისუფალი დრო.
25 სექტემბერი:
07:00 - 09:00 საათი საუზმე სასტუმროში
09:15 საათზე ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
მონმარტი
თუ გსურთ პარიზის არქიტექტურულ შედევრს გაეცნოთ, მონმარტის მთავარი მშვენება – საკრე კერის ბაზილიკა უნდა ნახოთ. რომაულ-ბიზანტიურ სტილში თეთრი კირქვით აგებული ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული სანახაობაა პარიზში.
მულენ რუჟი ( „წითელი წისქვილი“) — პარიზის კლასიკური კაბარე, აშენებულია 1889 წელს.
18:45 საათი - გამოფრენა პარიზის ბოვეს აეროპორტიდან ადგილობრივი დროით
01:30 საათზე (ღამით) - ჩამოფრენა ქუთაისის აეროპორტში ადგილობრივი დროით
ტურის ღირებულება :2150 ლარი.
ფასში შედის:
ორმხრივი ავიაბილეთი - ქუთაისი - პარიზი - ქუთაისი
ხელბარგი 8 კგ (ზურგჩანთა)
სასტუმრო 4 ღამე - სასტუმროს ლინკს მალე დავდებთ
საუზმეები
ტრანსფერი თბილისი - ქუთაისი - თბილისი
სამოგზაურო დაზღვევა
გიდი
ფასში არ შედის საუზმის გარდა კვება, უზრუნველოფა ხდება ინდივიდუალურად
მუზეუმების და შიდა გადაადგილებისთვის საჭირო მოსაკრებლები, რაც ჯამურად შეადგენს 160 €
ტურის შესაძენად მსურველები დაგვიკავშირდით:
T . 555 70 11 44 ; 571 29 29 52 ;
Viber , WhatsApp : +995 555 70 11 44
Facebook: https://www.facebook.com/diamondgerogia
E-mail: [email protected]

Address

M. Kostava Street 14
Rustavi
3700

Telephone

+995571292952

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Diamond Georgia Travel Company posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Diamond Georgia Travel Company:

Shortcuts

Share