08/07/2026
📢 სოფლის მოსახლეობის საყურადღებოდ!
თუ ასრულებთ ისეთ სამუშაოებს, რაშიც შესაძლოა სხვებს დასჭირდეთ თქვენი დახმარება, მაგალითად, როგორიცაა:
1. ეზოს მოცელა და ბალახისგან გაწმენდა;
2. სახლის დალაგება და დასუფთავება;
3. ხვნა, თესვა ან/და სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები;
4. თხილის, სიმინდის ან/და სხვა მოსავლის აღებაში დახმარება;
5. შეშის დაჩეხვა და დაწყობა;
6. ღობეების, კარებებისა და სხვა წვრილმანების შეკეთება;
7. მცირე სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოები;
8. ელექტრიკოსის, სანტექნიკის ან/და სხვა ნებისმიერი მომსახურება
კომენტარში მიუთითეთ:
📌 სახელი და საკონტაქტო (როგორ დაგიკავშირდნენ);
📌 რა სამუშაოს ასრულებთ;
📌 სოფელი, რომელშიც შეძლებთ მისვლას;
დაინტერესებული პირები თავად დაგიკავშირდებიან!
ეს პოსტი მხოლოდ ინფორმაციის გასაზიარებლად არის შექმნილი, რათა სოფელში მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთის პოვნა და საჭიროების შემთხვევაში დაკავშირება გაუადვილდეთ.! 🙏🏻