Shatili Guesthouse - Mziani • შატილის საოჯახო სასტუმრო - მზიანი

  • Home
  • Georgia
  • Shatili
  • Shatili Guesthouse - Mziani • შატილის საოჯახო სასტუმრო - მზიანი

Shatili Guesthouse - Mziani • შატილის საოჯახო სასტუმრო - მზიანი Ინფორმაციისთვის Დაგვიკავშირდით ნომერზე + 995 599 80 73 80

კვლავაც  უფრო,  საქართველო,  ეს  დღე  გათენებულია                           ქართველ  ფეხბურთელებს1კვლავაც  უფრო, საქართვ...
30/06/2024

კვლავაც უფრო, საქართველო, ეს დღე გათენებულია
ქართველ ფეხბურთელებს

1
კვლავაც უფრო,
საქართველო,
ეს დღე გათენებულია,
ჩიტი ასტვინებულია,
გული აძგერებულია,
დედამიწის ყველა კუთხე
შენი მაყურებელია,
შეუღები შეგიღია,
შეუძლები შეგძლებია!
ტრიბუნებზე მდგარი ხალხი
ერთურთს ტაშით ეხლებიან,
უკვე აღარ კითხულობენ
- ვინ ხალხია, რა ერია?
- ჯვრიანი დროშა ფრიალებს,
საქართველო აწერია!

2
კვლავაც უფრო,
საქართველო,
ბევრ ბრძოლას ხარ
შენამსწვრალი,
ბევრგან სხვაგან გიომია,
არ წაშლილა შენი კვალი,
დაე, ყვლგან დარჩეს შენთა
ბედაურთა ნატერფალი,
კვლავაც უფრო,
საქართველო,
გიყურებენ სარკმელები,
- ქართველობით თუ იომეს,
მოიგებენ ქართველები!
ქართველობა ძალა არის,
ჩვენი ჯიში, ჩვენი თესლი,
თუ მოვიგეთ, კარგი არის,
თუ წავაგეთ, უკეთესი,
მთავარია, რომ ვიბრძოლეთ,
თავი ყველას დავახსომეთ,
გამარჯვება გვქონდეს მუდამ,
არ დავმარცხდეთ არასოდეს,
დაინახოს, ვინაც ხედავს,
გაიგონოს, ვისაც ესმის,
ბევრი კარგი დღე გვინახავს,
ეს დღე არის უკეთესი,
რომ დარჩება დედამიწას
შენზე ბევრი სასაუბრო,
კვლავაც უფრო,
საქართველო,.
კვლავაც უფრო,
კვლავაც უფრო,
კვლავაც უფრო!

ბესიკ ხარანაული ✅

🇬🇪 რა დავამატოთ, ყველაფერია ამ ლექსში ნათქვამი 💖

🇬🇪 ჩვენი დიდი მხარდაჭერა ჩვენს ნაკრებს, ჩვენ გვჯერა, ჩვენ ვამაყობთ და მათ გვერდით ვართ ყოველთვის 🇬🇪⚽💖

#საქართველოსეროვნულინაკრები
#მევარსაქართველო
#ჩვენვართსაქართველო
#და
#გამარჯვებისგვჯერა

საოჯახო სასტუმრო მზიანი / Guesthouse Mziani
24/06/2024

საოჯახო სასტუმრო მზიანი / Guesthouse Mziani

28/07/2018

საქართველოს ულამაზესი ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

პირიქითა ხევსურეთი
22/06/2018

პირიქითა ხევსურეთი

შენ ჭერქვეშ სტუმრობა ორ ქისტს და ერთ ხევსურსგვანიჭებს ხალისს და უნაზეს მოლოდინს,თანაბრად გვიღიმი, სტუმრებს კი ესე გვსურს...
08/06/2018

შენ ჭერქვეშ სტუმრობა ორ ქისტს და ერთ ხევსურს
გვანიჭებს ხალისს და უნაზეს მოლოდინს,
თანაბრად გვიღიმი, სტუმრებს კი ესე გვსურს,
ერთ ჩვენგანს საკუთრად მიენდო ბოლომდის.

დილაზე წამომდგართ ჭრელ ნოხებს დაგვიფენ,
დავსხდებით, რომ ვჭიმოთ ტრფიალის ჭაპანი,
უხდება ხუმრობა მეგობარ რაყიფებს,
მეც ერთი ხევსური არა ვარ ჯაბანი.

ზოგჯერ კი გავალთ და მერნებით ჯიქითა
დავქრივართ, შენ გვიმზერ ღიმილის მხატავი,
ქისტები ნათქვამნი არიან ჯიგიტად,
მაგრამ არც მე ვუჭერ ჩემ ლურჯას სადავეს.

და როცა მნათობი შუა ცას დალახავს,
შავ ნაბდებს გაშლიან მინდორზე ქისტები,
მოხრიან მუხლებს და შესთხოვენ, - ალაჰო,
ამ ლამაზ ქალშავას შენს მონას მისცემდე.

ჩვენ ვრჩებით, ხვთის ნაცვლად ვარ შენი მლოცველი
და აი, თანხმობით შეერთდნენ ბაგენი,
გონს როცა მოვედით თვალგანაოცები,
ქისტები პირისპირ გვიმზერდნენ შმაგები...

ერთბაშად შეიკრეს თავები ჩალმითა,
შესხდნენ და გაქუსლეს, მერნებით ქარული,
აწ ნიავს ჩამოაქვს სოფელზე ჩავლითა
ალაჰის გმობა და ცხენების თქარუნი…

|გაბრიელ ჯაბუშანური|

წვიმით ჩარეცხილ ძველ კედლებს-შატილს ავხედე განთიად..არღუნის ორსავ ნაპირზეორ სასწაული ანთია:გაღმა-ბებერი შატილიგოროზად აი...
05/06/2018

წვიმით ჩარეცხილ ძველ კედლებს-
შატილს ავხედე განთიად..
არღუნის ორსავ ნაპირზე
ორ სასწაული ანთია:
გაღმა-ბებერი შატილი
გოროზად აიზიდება,
აქეთ-მიწურის კედელზე
სხვა სასწაული ინთება,-
ცარცით წერია უბრალოდ:
პოეზიასო დიდება!

ანა კალანდაძე

ხევსურეთი მხატვრების შემოქმედებაში / Khevsureti in Artworks
02/06/2018

ხევსურეთი მხატვრების შემოქმედებაში / Khevsureti in Artworks

''გზაში შემოგვეყარნენ ხევსური ქალები. ჩვენ შევაჩერეთ ისინი და მცირე ბაასის შემდეგ ვთხოვეთ მათი დახატვის ნებართვა. მათ ძალიან შორს დაიჭირეს თავი: ''როგორ შეიძლება ჩვენი დახატვა, წმინდან უნდა იყვას დახატულ''! მათი წარმოდგენით ბუნებაში მხოლოდ წმინდანების ხატვა იყო დასაშვები, ცოდვილს კი დახატვინების უფლება არ ჰქონდა''. ვალერიან სიდამონ ერისთავი. 1926 წელი

02/06/2018

შატილი / Shatili
პირიქითა ხევსურეთი, არღუნის ხეობა, ცხოვრობენ ჭინჭარაულები.

''შატილი ერთ მთლიან ქავ-ციხეს წარმოადგენდა. არღუნის პირას პირველ სახლში შესული ადამიანი ოჯახ-ოჯახ სოფლის თავში ისე ავიდოდა , რომ გარედან თვალს ვერავინ მოჰკრავდა. ქვითკირები მიჯრით მიშენებულია ერთმანეთს. ბევრგან ერთი კედელი მეორის საფუძველია'' (მიხა ჭინჭარაული). / “Shatili was a single chain of fortifications. One could go through the whole village starting from river Arghuni walking from one house to another without getting outside the buildings. The limestone buildings were adjoining each other. A wall of one building would often serve as a base for another.“ (Mikha Chincharauli)

28/05/2018

ცხოვრება მთების ტყვეობაში - რა უჭირთ და რა ჭირდებათ შატილში მცხოვრებ ექვს ოჯახს

ოჰ,რა ლამაზად იღვიძებს ბუნება მიძინებული!🌱🌳შატილი გაზაფხულზე ❤️
14/05/2018

ოჰ,რა ლამაზად იღვიძებს ბუნება მიძინებული!🌱🌳

შატილი გაზაფხულზე ❤️

📣მეგობრებო, გაცნობებთ, რომ შატილის მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია... 🚗
10/05/2018

📣მეგობრებო, გაცნობებთ, რომ შატილის მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია... 🚗

Address

Khevsureti, Shatili
Shatili

Telephone

+995 599 807 380

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Shatili Guesthouse - Mziani • შატილის საოჯახო სასტუმრო - მზიანი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category