12/11/2024
მოგესალმებით, მეგობრებო!
ჩვენი პატარა სასტუმრო 8 სეზონია (ივნისი-ოქტომბერი), დამსვენებლებს ემსახურება. 🌴🌴🌴
სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ, რომ 8 წლის განმავლობაში ჩვენი რეიტინგი booking.com-ზე ისევ რჩება საუკეთესო და განსაკუთრებული (Exceptional, Rate 9.5, Location 10).
ოღონდ წლიდან წლამდე ჩვენი შეფასებები და მიმოხილვები მცირდება, რადგან სულ უფრო მეტია პირდაპირი ჯავშნები, რომელსაც ახორციელებენ ის დამსვენებლები, რომლებიც უკვე გვსტუმრობდნენ ან რომელთაც ახლობლებისგან რეკომენდაციით მოგვმართეს.
გვინდა, ისიც გაგიზიაროთ, რომ თუ გასულ წელს პირველი პირდაპირი ჯავშანი მივიღეთ დეკემბრის თვეში, წელს 10 ნოემბერს უკვე დაიჯავშნა აპარტამენტებიდან ერთ-ერთი ივნისის თვისთვის (ჯავშანი განხორციელდა სლოვაკეთის მოქალაქეების მიერ).
გვსურს, ჩვენს ყველა ერთგულ თუ პოტენციურ დამსვენებელს დიდი მადლობა გადავუხადოთ იმ ნდობისთვის, სიყვარულის და პატივისცემისთვის, რასაც უხვად ვგრძნობთ. 💚
ასევე გვინდა ჩვენს მოქალაქეებს ვუსურვოთ ისეთი უზრუნველყოფილი ცხოვრება, რომ მათაც შეძლონ ნახევარი წლით ადრე დასვენების დაგეგმვა. 💚
გულით თქვენს სამსახურში,
შეკვეთილის მწვანე სახლი 💚 💚 💚