10/02/2026
ნ&ნ ტურს, იგივე ,,ნელიკო ტურს" თავის მოგზაურებთან ერთად, დატვირთული წელი ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარშიც ვაწყობთ ტურებს და არ ვჩერდებით, გაზაფხულს და ბუნების გაღვიძებას მოუთმენლად ველით. ამავდროულად, ვფიქრობთ, რომელი შიდა ტურით გავხსნათ საგაზაფხულო სეზონი და რა სიახლეები შეთავაზოთ ძველ და ახალ ნელიკოელებს? მოგვწერეთ, თქვენ რომელ ტურს ისურვებდით- თქვენი სურვილი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ზამთარს ბაკურიანის 2 დღიანი ტურით მივაბრძანებთ და 21-22 თებერვალს, კიდევ ერთხელ ვიგუნდავებთ ზამთრის კურორტზე, დავდგამთ დიდ თოვლის პაპას და ვეტყვით, პკპკპკ, მომავალ წლამდეეე...
რადგან მარტი ქალივით ჭირვეულია, ვფიქრობთ, დასაწყისში მაინც, ერთდღიანი ტური მოვაწყოთ და კახელებს ნაცნობი სოფელი და მისი ღირსშესანიშნაობები გაჩვენოთ სულ სხვა რაკურსით. ზოგს შეიძლება წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს, როგორი ისტორიული საიდუმლოებები იმალება აქვე, ჩვენს გვერდით და რა დიდებული ისტორიული ძეგლების პატრონები ვართ მოლხინე სულის ,,კახელები". მოკლედ, სულ სხვა ვეჯინი უნდა გაჩვენოთ- ისტორიული ამბებით, მღვიმეებით, კოშკებით, საოცარი, განუმეორებელი ტაძრებითა და მუზეუმებით. ტურზე მუშაობა მიმდინარეობს და განცხადებას მალე იხილავთ!
ტყეებსა თუ მინდორ -ველებზე ია და ენძელა რომ გაახელს თვალს, აუცილებლად, კიდევ ერთხელ მოვინახულებთ ქიზიყის კაბადოკიას- ვაშლოვანის დაცულ ადგილებს. ტურებს მოვაწყობთ ტახტითეფას ვულკანების და დალის ხეობის სანახავადაც და ვაშლოვანში, მიჯნის ყურემდეც ჩავალთ. არ გამოვრიცხავ, რომ ორდღიანი ვაშლოვნის ტურიც გავრისკოთ... :))
,,ნელიკოს გოგონებისგან" შეკვეთა გვაქვს დედოფლისწყაროს განმეორებითი ტურის და ამჯერად სიურპრიზად ვუმზადებთ რამდენიმე დამატებით სანახაობას. გაზაფხულზე ტურს მოვაწყობთ ყაზბეგშიც და ავალთ გველეთის ჩანჩქერზე, მერე ჭიათურაში წავალთ, რომელიც მღვიმეებითაა განთქმული. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ლომისობის დღესასწაულზე, ლომისას ზედა ტაძარსაც ვესტუმროთ და ის ურთულესი გზა, რომელიც ამ სიწმინდეს გვაშორებს, საკუთარი ფეხით გავიაროთ.
ნ&ნ ტურში- ნელიკო ტურში ტურებს და სიურპრიზებს
რა გამოლევს და შემოდგომით, 11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, თავკვეთულას მონასტრის მოსალოცად აუცილებლად მივდივართ. ეს ის მონასტერია, რომელიც რამდენიმე წლის უკან აღმოაჩინეს კლდეში და მას შემდეგ, უფალი მომლოცველებს სასწაულს უვლენს- მდინარე მტკვარი ამ დღეს იკლებს, რათა მოლოცვის მსურველებმა ტაძარში მისვლა შეძლონ (თუმცა ხიდიც გააკეთეს). მათი დაბრუნების შემდეგ კი, მდინარის დონე კვლავ მატულობდა. მოკლედ, ეს სიახლეც გვექნება.
ივნისის ბოლოს გვაქვს 4 დღიანი რაჭა -ლეჩხუმის სუპერტური- ცხრაჯვარზეც ავალთ, რა თქმა უნდა და სასწაულ ნიკორწმინდასაც ჩავეხუტებით. აღარ ვისაუბრებ პანკისის, ხევსურეთის, სვანეთისა და თუშეთის ტურებზე- ვიცით, რომ ეს ტურები ჩვენი ექსკლუზივია და აუცილებლად იქნება. წავალთ სამცხე-ჯავახეთში და მოვინახულებთ ცასთან ახლოს განაშენიანებულ ნახევარკუნძულ- ტაბაწყურს. ეს ტურიც შესაძლოა 3 დღიანი იყოს, რათა ყველაფერი ძირფესვიანად დავათვალიეროთ.
სამეგრელოს მონახულების გარეშე წელიწადს როგორ დავასრულებთ და აუცილებლად ვესტუმრებით კანიონებსა და ისტორიულ ძეგლებს. გასულ წელს გვქონდა 1 დღიანი, საინტერესო ტური ისტორიულ ლორეს ხეობაში და ყველა უზომოდ კმაყოფილი დარჩა, ამიტომ აუცილებლად წელსაც გავიმეორებთ და სანთელსაც დავანთებთ ჩვენი წინაპრების მიტოვებულ და მიმალულ საფლავებზე- იცით ალბათ, რომ ამჟამად ეს ტერიტორია სომხეთს ეკუთვნის.
ერევნის ტურიც გვექნება, ისტორიული ტაო-კლარჯეთიც და ერთ დროს ჩვენი ლაზეთიც, ახლა თურქეთის საკუთრება რომ არის- ასე დაშალეს ჩვენი მიწა-წყალი.
გაზაფხულიდან დავიწყებთ ტურებს თბილისიდან კახეთში...
მოკლედ და კონკრეტულად, არცერთი შაბათ-კვირა თავისუფალი არ გვექნება და სულ ტურები და ტურები გველოდება!
,,ნელიკო ტურში" მხოლოდ სანახაობებით არ ვატკბობთ და ვახარებთ ჩვენს მოგზაურებს. მათ ვუყვებით სანახაობებთან დაკავშირებულ ისტორიებსა და საინტერესო ამბებს, ვზრუნავთ მათ გართობასა და მხიარულებაზე.
ასე, რომ ახლავე დაგეგმეთ ტურები ჩვენთან ერთად და გაიხალისეთ ცხოვრება. ❤
ჩვენი ტელ: 597 11 12 47
სიყვარულით, ნ&ნ ტური- ნელიკო ტური