27/08/2025
✨საშემოდგომა ფასდაკლებები ქოხი სიონში • Sioni Hut დაიწყო ❣️
🌲გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ულამაზეს ხედებს სიონის ტბაზე და ტყეზე, სუფთა ჰაერს და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. ჩვენთან შეგიძლიათ დაისვენოთ ოჯახთან ერთად აღნიშნოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი დაბადების დღე,ნიშნობა ან უბრალოდ გაატაროთ რომანტიული საღამო ტერასაზე ჭიქა ღვინით ხელში საყვარელ ადამიანთან ერთად.
🏡კოტეჯში დაგხვდებათ ორადგილიანი დიდი საწოლი, ორადგილიანი გასაშლელი დივანი,გაზი,ელექტრო ენერგია, გამათბობელი კარმა (კონდიციონერი) ინდივიდუალური სველი წერტილები,თმის საშრობი, პირსახოცი, თეთრეული. ცხელი (მხოლოდ აბაზანაში) და ცივი წყალი,სამსუნგის ტელევიზორი,Wi-FI უკაბელო ინტერნეტი, კონდიციონერი, სამზარეულო კუთხე - მაცივარი, პატარა გაზქურა, ტოსტერი, ელექტრო მადუღარა და ყველა საჭირო ინვენტარი😊
⛺გარე ინფრასტრუქტურა იზოლირებულია, ტერასა,ფანჩატური, კოცონის სივრცე,პარკინგი (ნახშირი/წალამი წამოიღეთ )
🏕კოტეჯი გათვალისწინებულია 3 პერსონაზე. მეტი რაოდენობით განთავსების შემთხვევაში მოქმედებს ინდივიდუალური ტარიფი .
💰კოტეჯის გაქირავების დღიური ღირებულებაა 180-260ლარი (ფასი დამოკიდებულია სეზონზე და დღეების რაოდენობაზე )
🕓Check-in 14:0სთ. Check-out 12:00 სთ.
🐕 Pet friendly - ჩვენი ქოხი სიამოვნებით უმასპინძლებს 4 კგმდე შინაურ ცხოველებს სისუფთავის და ყველა წესების დაცვით.
🚙გაითვალისწინეთ რომ სახლამდე მისასვლელი გზა რთულია და თანხაში შედის ერთჯერადი ტრანსპორტირება სიონის ცენტრიდან სახლამდე და სახლიდან სიონის ცენტრამდე. (სათავგადასავლო ჯიპტური)
📌დასაჯავშნად საჭიროა მოგვწეროთ ინფორმაცია: სახელი, გვარი,პირადი ნომერი,ზუსტი რიცხვები, ღამეების რაოდენობა, ტელეფონის ნომერი. აუცილებელია ბეს სახით 50%-ის ჩარიცხვა (ეს თანხა უკან არ ბრუნდება ) დარჩენილი 50 %-ის გადახდა ხდება შესვლამდე 3 დღით ადრე, შესაბამისად თუ ნაკლები დღეა დარჩენილი თანხა სრულად უნდა ჩაირიცხოს. თანხის ჩარიცხვამდე ჯავშანი არ ითვლება დადასტურებულად.დაჯავშნილ დღემდე 48 საათით ადრე ჯავშანი არ უქმდება.
______________________________________________
❌გთხოვთ გაუფრთხილდეთ კოტეჯს როგორც საკუთარ სახლს 🏡
❌კოტეჯში ნუ მოწევთ! არ დაანაგვიანოთ გარემო!🚭
❌არ გაიყოლოთ ჩვენი ნივთები (მოტანით კი რაც გენებოთ გვისაჩუქრეთ 😋🤣)
❌პერიმეტრი კონტროლდება კამერით! 🔒
❌გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ აქ დილით ჩიტების ჭიკჭიკი ისმის 🕊️ ღამით ბაყაყები ყიყინებენ🐸ყვავმა და ქორმა შეიძლება გადაიფრინონ🦅 კოღოებიც იკბინებიან, მილიონი მწერი და ჭიანჭველა ბინადრობს🐜 ზოგჯერ კი მინდვრის წრუწუნებიც დარბიან🐭 შეიძლება ტურების ხმაც შემოგესმათ🦊 გარშემო რამოდენიმე კოტეჯია მხოლოდ და ისინიც ქირავდება🏡 ხო და უმორჩილესად გთხოვთ არ დაგვჯავშნოთ თუ ეს ყველაფერი შიშს იწვევს თქვენში 🤣🙃))) და ვისთვისაც ეს ყველაფერი ერთადერთი განტვირთვაა ქალაქის ხმაურისგან გასაქცევად გელოდებით დიიიიდი სიყვარულით ჩვენს უბრალო,მაგრამ სიიიყვარულით სავსე ქოხში
❌გახსოვდეთ ამ ქოხის სილამაზე წვრილმანებშია ❤️
💬დამატებითი ინფორმაციისთვის ან დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
📲+995577272466 📩 [email protected]