Guest House ''Ethno House inn'' - საოჯახო სასტუმრო ''ეთნო სახლი''

  • Home
  • Georgia
  • T'ianet'i
  • Guest House ''Ethno House inn'' - საოჯახო სასტუმრო ''ეთნო სახლი''

Guest House ''Ethno House inn'' - საოჯახო სასტუმრო ''ეთნო სახლი'' Guest House 24/7 Welcome to Tianeti Region and Ethno House.

 #ძველიამბავიდიდი ხანია არაფერი დაგვიწერია ჩვენს გვერდზე.ერთი ძალიან საინტერესო წიგნი ჩაგვივარდა ხელთ და არ ვიქნებით მარ...
24/03/2026

#ძველიამბავი
დიდი ხანია არაფერი დაგვიწერია ჩვენს გვერდზე.
ერთი ძალიან საინტერესო წიგნი ჩაგვივარდა ხელთ და არ ვიქნებით მართლები ამ წიგნში მოყვანილი ამბები თუ ნააზრები არ გაგიზიაროთ. პოსტი საკმაოდ მოცულობითი გამოვა და ინფორმაციით დატვირთული. ასევე პოსტს დავურთავ ანსამბლი ''მჭელი'' / Ensemble ''Mcheli''-ის ერთ-ერთ ნამღერს, რომელიც შეკრავს და გაამთლიანებს ამ ნააზრევს და ამბავს, თუმცა გირჩევთ ჯერ პოსტი ჩაიკითხოთ და შემდეგ მოუსმინოთ სიმღერას.

გურამ ბედოშვილი: ერწო-თიანეთის ტოპონიმია, გამოცემული 1980 წელს. თუ გაქვთ ეს წიგნი, ჩათვალეთ რომ განძი გაქვთ სახლში. სათაურიდანაც ჩანს, რომ ეს წიგნი მხოლოდ თიანეთის შესახებ არის, ერწო-თიანეთის ტოპონიმიაზე. ძალიან ბევრი ისეთი ამბავი და ნააზრევია აქ მოყვანილი, რომ ვფიქრობ თავიდან გაგაცნობთ თიანეთს. ხანდახან რთული გასაგებიც, ხანდახან გიკვირს ასეთი სახლწოდების ადგილი არც გაგიგია, თუმცა ინტერვიუერები როდესაც ბატონი გურამი თიანეთს სტუმრობდა, იყვნენ ისევ ჩვენი თიანელები, მაგალითად თემურ ცალუღელაშვილი, ალაზა ხაიაური, ივანე მგელიაშვილი, ანზორ შუშანაშვილი და სხვა მრავალი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს დასახელებები თუ ამბები რაც წიგნშია მოცემული ნამდვილად საწრმუნოა. ვეცდები დროდადრო ბევრი ამბავი მოგითხროთ ამ წიგნიდან, თუმცა დღეს ერწოზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

მაშ ასე. როგორც ბატონი გურამის წიგნში ვკითხულობთ: ''ერწო- ვრცელი ტაფობი თიანეთის რაიონში, მდ.აძეძის ხეობა ზღვის დონიდან 1020 მ. ერწოს ვაკე სიგრძით 12 კმ-ს აღწევს, დასავლეთით მისი სიგანე 5 კმ-ს. შეადგენს. ერწო ერთ-ერთი უძველესი, წარმოშობის თვალსაზრისით მეტად საინტერესო ტოპონიმია თიანეთის რაიონში. მხარის, კუთხის სახელწოდებად ერწო, თიანეთთან ერთად, ჯერ კიდევ უძველესი ხანის ქართულ საისტორიო წყაროებში მოიხსენიება: ‘’გარდავიდა ერწუდ და დადგა ჟალეთს, დაბასა ედემს, და ნათელსცა ერწუთიანელთა’’.

ლეონტი მროველისული ‘’მოქცევაი ქართლისაი’’ ერწუ-ს ნაცვლად შედარებით გვიანდელი გაფორმების ერწო-ს იცნობს. ძველ ერწუ-ს ერწო-დ მოიხსენიებს აგრეთვე თამარ მეფის იტორიკოსი.

უნდა დავუშვათ ტოპონიმ ერწუ-ს მომდინარეობის კიდევ ერთი ვარაუდი, რომლის თანახმადაც (ჰერწუ-ჰერწო-ერწო) კომპოზიდტად შერწყმული არაქართული (ნახური) წარმოშობის ტოპონიმი უნდა იყოს. იგი მიღებული ჩანს ‘’ჰერ’’ და ‘’წუ’’ ფუძეებიდან, რომლისგანაც პირველი ეთნიკური ‘’ჰერ’’-ი, ხოლო მეორე ასევე ნახური (ბაცბური) ‘’წიუ’’- (წა-წაი-წუ) ფუძე, რაც ნიშნავს : ღმერთი, ღვთაება (ღვთის სახლი, ეკლესია)
მაშასადამე, უნდა ვიფიქროთ, რომ ჰერწუ (ჰერ+წუ) ქართულად ნიშნავს ‘’ჰერების სალოცავი’’ (ჰერების წუ), ‘’ჰერების ეკლესია’’. ამგვარი სახელების წარმოშობას უეჭველია, ხელს შეუწყობდა ამ არეალში ქრისტიანული სარწმუნოების ძლიერი ცენტრის, მაგალითად ნოკორნა/ნოტკორა (სოფელი ერწოში), არჩილის ეკლესია, ჟალეთის, სიონის არსებობა. სხვათაშორის, ‘’ჰერწუ’’ ჩანს ამოსავალი ტოპონიმ ჰერწუხი-სათვისაც, რომელიც, ალბათ ასევე ბაცბურად ‘’ჰერეთის სალოცავის წყალს’’ ნიშნავს-‘’ჰერ-წუ-ხი’’. შესაძლებელია, ჰერწუხი მდ. ივრის ყველაზე ადრინდელი, არაქართული სახელწოდება იყოს. თუკი ამ თვალსაზრისს გავიზიარებდით, მაშინ დავით აღმაშენებლის მიერ 1104 წელს გამართული ცნობილი ჰერწუხის ბრძოლა განძის ათაბაგის წინააღმდეგ ივრისპირეთში, მდ. იორზე მომხდარა და არა საინგილოში, როგორც ეს სპეციალურ ლიტერატურაშია შენიშნული.

კ.ჰანის მოსაზრებით ერწო მცენარე ერწო-დან მომდინარეობს, იგივე ცირცელი.

და აი, მივედით მთავარ სათქმელამდე:
ადგილორივ გავრცელებულია ხალხური თქმულება: ამ ადგილას წინათ დიდი ტბა მდგარა, მის ნაპირებზე მაღალი ჩალა იზრდებოდა და ქარი რომ დაუბერავდა, სულ ერთიანად ერწეოდაო (ტ.ობგაიძე)

ჯერ კიდევ ნიკო მარი გარკვევით მიუთითებდა ერწო-ს ჩაჩნურ ეთნიკურ ‘’წორ’’-თან შესაძლო კავშირს. აკაკი შანიძე ტოპონიმ ერწო-ს ბაცბური წარმოშობის სახელად თვლის და მას ‘’ტბას’’ უკავშირებს. (ბაცბურ ენაზე ‘’ერწ’’ ნიშნავს ტბას. ბაცბური ენა- წოვათუშური ენა; ნახურ-დაღესტნურ ენათა ოჯახის ნახური ჯგუფის უმწერლობო ენა)'' ავტორი- გურამ ბედოშვილი- ერწო-თიანეთის ტოპონიმია

თუ ამ ბოლო ასპექტს გავითვალისწინებთ, მაშინ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ყველაზე ახლოს ერწოს ტაფობზე ტბის ყოფნაა. რატომ- ახლავე მოგახსენებთ.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხალხურ მეხსიერებაში შემონახული ესა თუ ის თქმულება, ლექსი, ლეგენდა თუ სიმღერა, ხშირ შემთხვევაში ძველ ამბებს გვიყვება, რომელსაც სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ. გვგონია, რომ რადგან ლეგენდაა მოგონილი და გაბუქებული ამბავია, ლექსი უბრალოდ გულიდან წამოსული სიტყვები, სიმღერაში თქმული ამბავიც უბრალოდ ლექსი და მელოდიაა. მაგრამ, თუ ჩავუღრმავდებით და რაღაცების გააზრებას დავიწყებთ, ეს ასე შეიძლება არ იყოს და ამ ლეგენდაში თუ სიმღერაში ნათქვამი ლექსი, რეალურად ისტორიაა რომელიც თავს ოდესღაც გადახდა მავანთ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოსტში წარმოდგენილი ეს არაჩვეულებრივი სიმღერა მითოლოგიურ ჟანრს მიეკუთვნება. ჩვენ მას ‘’გველეშაპს’’ ვეძახით, თუცმა ძველ ჩანაწერში საიდანაც ვისწავლეთ, მოხსენიებულია როგორც ''სუფრული მოტიური''. სიმღერის თანახმად მთელ ტერიტორიაზე შემოწვა ‘’წითელი სისხლის ზღვა’’, რომელშიც წითელი გველი იმყოფებოდა. ამ გველის მხოლოდ თავს ხედავენ, ბოლო კი არ ჩანს იმხელაა. სავარაუდოდ, წითელ გველსა და ამ ‘’ზღვის’’ გარშემო მცხოვრებთა შორის დიდი შეტაკება მოხდა. გადარჩენილები არ არიან. თუმცა მეორე მთქმელი ამბობს, რომ თავში ჩასცხო და აგორიალა ეს წითელი გველი. (ვინ იცის, იქნებ წმინდა გიორგიც იყო). და სრულდება ჩვეულებრივად, ყოფითად: ‘’ბევრსა ჰკლავს ბევრის სურვილი, მაგრამ განგება არ არიო’’- აქ მთქმელი თითქოს ბედს უჩივისო.

სიმღერა ეთნომუსიკოლოგ და ანსამბლი ‘’მჭელი’’-ს ხელმძღვანელის, Ketevan Baiashvili-ს აზრით უძველესი უნდა იყოს, რადგან მსგავსი მელოდიური ფორმის სიმღერა მას არასდროს შეხვედრია. ბევრი ვეძებეთ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში მსგავსი ტიპის ლექსიც და ვერ ვნახეთ. თუმცა ჩვენი ანსამბლის ყოფილმა წევრმა Vato Urushadze-მ შემთხვევით აღმოაჩინა იოსებ ბოძაშვილის არქივში პატარა უბის წიგნაკი, რომელიც 1898 წლით არის დათარიღებული და სადაც, ოდნავ სახეცვლილი ტექსტით არის იგივე ლექსი წარმოდგენილი.

სიმღერა ლირიკული ხასიათის გახლავთ და მისი მღერისას თითქოს არარეალურ სამყაროში გადადიხარ. მელოდიურად ძალიან განსხვავებული და არაფრის მსგავსია. (ზოგადად თიანური სიმღერები ძალიან განსხვავდება მთისა თუ კახური სიმღერებისგან. გამოკვეთილად საკუთარი ნიშა უკავია ქართულ ხალხურ სასიმღერო დიალექტში და ამას პირველივე მოსმენით ხვდები ადამიანი. ეს სხვა თემაა და ამ თემასაც ოდესმე დავუბრუნდები)

სწორედ ერწოს ისტორის ერთი ფრაგმენტი მგონია ‘’მჭელის’’ მიერ ნამღერი სიმღერა, რომელსაც ‘’სუფრული მოტიური’’ ჰქვია და რომელიც შალვა მშველიძის მიერ არის ჩაწერილი 1929 წელს ზემო თიანეთში (ზარიძეები) ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, საიდანაც ვისწავლეთ ეს სიმღერა. საექსპედიციო ჩანაწერში ზარიძეების მკვიდრები: დავით ბოდაველი (პირველი მთქმელი) და ნიკო ჩიტაური (მეორე მთქმელი) მღერიან, თუმცა მათ გარდა კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ბანს ამბობენ, თუმცა მათი სახელი და გვარი სამწუხაროდ არ ვიცით.

‘’მჭელი’’-ს ჩანაწერში სანდრო ჯანგირაშვილი (პირველი მთქმელი) და გიგა ლაზარიაშვილი (მეორე მთქმელი), თამაზ თამაზაშვილი, ლევან გუგუტიშვილი, თენგიზ მჭედლიშვილი, მამუკა გიორგანაშვილი, ერეკლე ბზეკალავა, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ჯოლბორდი (ბანი)
არაფერს ვამტკიცებ. მე მხოლოდ ფაქტები შევკრიბე. არის თუ არა რეალური, არის თუ არა ეს მისტიკა, თქვენ გადაწყვიტეთ. თუმცა, ფოლკლორი არასდროს ტყუის და ქართულ მრავალხმიანობაში, ამის უამრავი მაგალითი გვაქვს.
#ფოლკლორი #თიანეთი #თიანურიამბები

ხელმძღვანელი- ქეთევან ბაიაშვილისანდრო ჯანგირაშვილი (პირველი მთქმელი) გიგა ლაზარიაშვილი (მეორე მთქმელი)თამაზ თა...

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ❤️❤️❤️
26/05/2025

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ❤️❤️❤️

03/03/2025

ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან და უნდა გაგიმართლოს, მისი თანამედროვე რომ იყო. მითუმეტეს, როდესაც ასეთი ადამიანი შენი მეზობელია, ნათესავია, მეგობარია, მასწავლებელია თუ თანასოფლელია. ქეთევან ბაიაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც თიანეთის სახელს ყველგან ატარებს. არასდროს ივიწყებს თავის ფესვებს და თან უდიდეს ცოდნას ატარებს, რომელსაც უანგაროდ გასცემს მათზე, ვისაც ეს აინტერესებს. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ Ketevan Baiashvili-ს, თიანეთის საამაყო შვილს ❤️❤️❤️

‼️‼️‼️‼️გააზიარეთ მეგობრებოიქნებ ვინმემ იცოდეთ ფუნთუშაშვილი არტემის ნათესავები ორხევიდან@
06/02/2025

‼️‼️‼️‼️
გააზიარეთ მეგობრებო
იქნებ ვინმემ იცოდეთ ფუნთუშაშვილი არტემის ნათესავები ორხევიდან

@

მცირედი ჩვენს თიანეთზე ❤️❤️❤️
12/01/2025

მცირედი ჩვენს თიანეთზე
❤️❤️❤️

გამოიწერეთ ჩვენი არხი• მოიწონეთ Facebook გვერდი - https://www.facebook.com/AjaraTV• გამოგვყევით Instagram გვერდზე - https://instagram.com/ajaratv• ეწვიეთ ჩვ...

27/11/2024

ზამთარში ასეთი უნდა იყოს თიანეთი
ასეთი თიანეთი მახსოვს და მიყვარს
დაგვათოვლა, გადათეთრდა ჩვენი პატარა რაიონი

Send a message to learn more

08/11/2024

ადამიანები ქმნიან თავის ცხოვრებას და ისტორიას.
ადამიანები ქმნიან რაიონის ისტორიას.
ადამიანები ქმნიან ქვეყნის ისტორიას.
ნანა მასწავლებელი ერთ-ერთია იმ გამორჩეული თიანელებისგან, რომლებმაც შემქნეს ისტორია. არ გვეგულება თუნდაც ერთი ოჯახი, ვისაც ნანა მასწავლებელთან მცირედი კვეთა მაინც არ ჰქონოდა. გვინდა მხნეობა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვოთ ქალბატონ ნანა მენთეშაშვილს, რათა კიდევ მრავალი თაობა აღუზარდოს თიანეთს და მთლიანად საქართველოს ❤️❤️❤️

05/11/2024

#ეთნოსახლითიანეთში

პირველი თოვლიც ჩამოყარა დედაბუნებამ

მთელი საქართველო გულშემატკივრობს ჩვენს ბიჭებს. კი მიხვდით რაც უნდა გააკეთოთ. მიეცით ხმა მაგარ ბიჭს მაგარი გოლისთვის ❤️❤️...
11/09/2024

მთელი საქართველო გულშემატკივრობს ჩვენს ბიჭებს. კი მიხვდით რაც უნდა გააკეთოთ. მიეცით ხმა მაგარ ბიჭს მაგარი გოლისთვის ❤️❤️❤️
აქვე შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბრიდან კვლავ შეგიძლიათ მსურველები გვესტუმროთ შემოდგომის თიანეთში და ჩვენს მყუდრო საოჯახო სასტუმროში 😉

გიორგი ქოჩორაშვილის გოლი ალბანეთის კარში წარდგენილია ერთა ლიგის მე-2 ტურის საუკეთესო გოლებს შორის 😍

😎 გიტოვებთ ხმის მიცემის ბმულს და დანარჩენი ჩემზე უკეთ იცით ➡️ https://uefa.com/uefanationsleague/video/goal-of-the-round/ #/66dee94813fdb30fc0468b19/66e0bd2213fdb30fc0468b1b

გელით თიანეთობის დღესასწაულზე 18 აგვისტოს
12/08/2024

გელით თიანეთობის დღესასწაულზე 18 აგვისტოს

🎉18 აგვისტო, თიანეთობა 2024 🎉

პ რ ო გ რ ა მ ა

🔹დოღი - 11:00

🔹ფშავ-ხევსურული საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა - 11:00

🔹ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა - 11:00

🔹საბავშვო ატრაქციონები - 11:00

🔹მერიის საჩუქარი ბავშვებს - 12:00

🔹ღია ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში - 12:00

🔹მთის სამკურნალო მცენარეებისა და ხილისგან მომზადებული ჩაის გამოფენა-გაყიდვა -12:00

🔹დრამერების შოუ - 12:45

🔹კონცერტი თიანეთის სამუსიკო სკოლის, კულტურის სახლთან არსებული ანსამბლების მონაწილეობით -13:00

🔹გასართობი მუსიკალური პროგრამა ბავშვებისათვის -13:00

🔹თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება - 13:30

🔹"სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-ის დასკვნითი თამაშების" ბადმინტონში ჩემპიონი გუნდების დაჯილდოება - 13:45

🔹ბარმენების შოუ - 14:00

🔹საბავშვო კონცერტის საზეიმო დახურვა - 14:30

🔹მუნიციპალური ჩემპიონატი ფეხბურთში - 17:00

🔹გალა კონცერტი - გელა გნოლიძე და “ღამის შოუს” ბენდი - 20:00

🔹სადღესასწაულო ფოიერვერკი - 21: 30

🔹დიჯეი ლაშა ქებაძე - ელექტრონული მუსიკის საღამო -21:30

თიანეთი. ულამაზესი, მწვანე მუნიციპალიტეტის სტატუსის მქონე რაიონი, რომელიც ზღვის დონიდან 1100 მეტრზეა.ერწოს ხეივანი
25/07/2024

თიანეთი. ულამაზესი, მწვანე მუნიციპალიტეტის სტატუსის მქონე რაიონი, რომელიც ზღვის დონიდან 1100 მეტრზეა.
ერწოს ხეივანი

ეროვნული ნაკრებიდიდი მადლობა ყოველი წამისთვისდიდი მადლობა შემართებისთვისდიდი მადლობა ბოლომდე ბრძოლისთვისდიდი მადლობა თავ...
01/07/2024

ეროვნული ნაკრები
დიდი მადლობა ყოველი წამისთვის
დიდი მადლობა შემართებისთვის
დიდი მადლობა ბოლომდე ბრძოლისთვის
დიდი მადლობა თავგანწირვისთვის
არ მოდუნდეთ
არ გაჩერდეთ
გული არ გაიტეხოთ
არ დაეცეთ მორალურად
პირიქით, თავაწეულებმა იარეთ
ამაყებმა იარეთ
გამარჯვებულად იარეთ
წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის
❤ ❤ ❤


https://www.facebook.com/share/mbQeaJMRabgmr2jA/

Address

Pirosmani 4
T'ianet'i
2500

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Guest House ''Ethno House inn'' - საოჯახო სასტუმრო ''ეთნო სახლი'' posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Guest House ''Ethno House inn'' - საოჯახო სასტუმრო ''ეთნო სახლი'':

Share

Category