29/04/2026
🎉 თბილისის თავისუფალი სკოლის ბანაკი წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი ადგილმდებარეობებითა და პროგრამით გიმასპინძლებთ 🤗
☀️ თუ გსურთ, თქვენს შვილს (ან შვილებს) ზაფხულის დღეები დღესასწაულად უქციოთ, მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა 🎊
🌊🏔️ ამ ზაფხულს თბილისის თავისუფალი სკოლა გთავაზობთ ბანაკის 4 ნაკადს ოთხ განსხვავებულ კურორტზე:
🔸 I ნაკადი | 13–19 ივნისი | ბაკურიანი განკუთვნილია I-XI კლასები
🔸 II ნაკადი | 20–26 ივნისი | რაჭა - III-XI კლასები
🔸 III ნაკადი | 28 ივნისი – 4 ივლისი | ზღვა - III-XI კლასები
🔸 IV ნაკადი | 6–11 ივლისი | ბახმარო - VI-XI კლასები
🟡 ჩვენი გუნდი მზად არის თქვენს შვილებს შეუქმნას ჯანსაღი გარემო, რომელიც დატვირთული იქნება მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და სახალისო აქტივობებით, რაც მათ დაეხმარება ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ და კრიტიკულად მოაზროვნე ლიდერებად.
🎯 ჩვენი მიზანია, მთელი პროცესი ბავშვებისთვის უსაზღვროდ სასიამოვნო და შთამბეჭდავი გავხადოთ 🫶
🏕️ ბანაკის პროგრამა აერთიანებს გართობას, განათლებასა და განვითარებას ერთ სრულყოფილ გამოცდილებაში 💛
❗ სურვილის შემთხვევაში, ერთ მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ერთზე მეტ ნაკადში.
✨ მოსწავლეებზე იზრუნებს თბილისის თავისუფალი სკოლის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
📩 დამატებითი დეტალებისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://forms.gle/gjt9ddbeKMjFyAj76
📲 ან დაგვიკავშირდით ნომერზე - 599342662