23/03/2026
უწმიდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს პარტიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II მშობლებსა და შვილებზე:
🌿🌿🌿🌿🌿🌿🌿
„შვილმა უნდა იცოდეს, რომ დედ-მამის კურთხევა – ეს არის ღვთის კურთხევა. როცა მშობელი აკურთხებს თავის შვილს, თვით უფალი აკურთხებს მას...
თუ გინდათ, რომ იყოთ ბედნიერნი, თუ გინდათ, რომ თქვენი შვილები იყვნენ ბედნიერნი, პატივი ეცით მშობლებს. ნუ ატკენთ მათ გულს, რადგან მშობლის ცრემლი უფალთან მიდის.“
( 2013 წლის 12 მაისი (ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე).
🌿🌿🌿🌿🌿🌿🌿
„არ არსებობს დედამიწაზე უფრო დიდი ძალა, ვიდრე მშობლის, განსაკუთრებით კი დედის ლოცვაა. დედის ლოცვა ზღვის ფსკერიდან ამოიტანს ადამიანს. ამიტომ, შვილებო, გაუფრთხილდით მშობლებს, სთხოვეთ მათ ლოცვა-კურთხევა, რამეთუ ეს არის თქვენი ცხოვრების გზის გამნათებელი.“
2017 წლის 3 მარტი (ქადაგება დედის დღეს).
🌿🌿🌿🌿🌿🌿🌿
„ოჯახი არის მცირე ეკლესია და ქვეყნის სიმტკიცის საფუძველი. ურთიერთპატივისცემა, დათმობა და ერთმანეთის ტვირთის ტარება – აი, რა ხდის ოჯახს ბედნიერს. შვილები ხედავენ მშობლების სიყვარულს და თავადაც სიყვარულს სწავლობენ. მშობლების ლოცვა კი არის ის უხილავი ფარი, რომელიც შვილებს განსაცდელისგან იცავს.“
2015 წლის აღდგომის ეპისტოლე.
🌿🌿🌿🌿🌿🌿🌿
საუკუნოდ იყოს ხსენება თქვენი, ჩვენო პატრიარქო!