სამშენებლო კომპანია არმარი ინჟინერინგი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამშენებლო კომპანია არმარი ინჟინერინგი

სამშენებლო კომპანია არმარი ინჟინერინგი Armari Engineering ltd შ.პ.ს. "არმარი ინჟინერინგი" - გენერალური დირექტორი 555 99 00 00
ტექნიკური დირექტორი 595 960 702

"არმარი ინჟინერინგი" გთავაზობთ შენობის კეთილმოწყობისას შეასრულოს შემდეგი სახის სამუშაოები :
1) წყალმომარაგების,საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები;
2) სრული ელექტროფიკაცია;
3) სუსტი დენები(დაცვითი სიგნალიზაცია,სახანძრო სიგნალიზაცია,დაშვების კონტროლის სისტემა,ვიდეოთვალთვალის სისტემა,ტელევიზია,კომპიუტერული და სატელეფონო ქსელი);
4) ვენტილაცია;
5) გათბობა-გაგრილების სისტემა;
6) ხანძარსაწინააღმდეგო სი

სტემა;
7) შიდა და გარეგანათების სიტემა;
საცურაო აუზები;
9) შადრევნები;
შ.პ.ს. "არმარი ინჟინერინგი-ს" მენეჯმენტი დაკომპლექტებულია გამოცდილი კადრებით,პროფესიონალი ინჟინრებით და ტექნიკური პერსონალით,რომელთა განათლება,სამუშაო გამოცდილება და პროფესიონალიზმი აღიარებულია არამარტო საქართველოში,არამედ მთელ ყოფილ ე.წ. "პოსტსაბჭოთა" სივრცეში. კომპანიის ავტორიტეტს და დასრულებული თუ მიმდინარე პროექტების ხარისხს განსაზღვრავს "არმარი ინჟინერინგი-ს" მაღალპროფესიონალური მენეჯმენტის განათლება,საინჟინრო განყოფილების პერსონალის მაღალი ინტელექტი,წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და მისი პერსონალის პირადი ავტორიტეტი საინჟინრო სექტორის ყველა სეგმენტში.
შ.პ.ს. "არმარი ინჟინერინგი-ს" მიერ განხორციელებული პროექტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს,ამიტომ მხოლოდ ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტების მოკლე ჩამონათვალს მოგახსენებთ:
ა) ქ.ბათუმში ადლიაში და საზღვაო პორტთან მდებარე და ქ.თბილისში ლილოში მდებარე შემოსავლების სამსახურის საბაჟო ტერმინალები(ე.წ. "გეზი-ს" შენობები);
ბ) ქ.ბათუმის ხელოვნების ცენტრი(ე.წ. ბათუმის "ოპერა");
3) ქ.თბილისი,პრეზიდენტის სასახლე;
4) ქ.თბილისი,იუსტიციის სახლი;
5) ქობულეთი, სასტუმრო "Georgia Palace Hotel - Kobuleti";
6) ქ.ბათუმი, ბავარიული რესტორანი "München";
7) ქ.ბათუმი,ე.წ. "ჭკვიანი სახლი",ორი ვიპ-აპარტამენტი და "პენტჰაუსი"
სწრაფი კვების რესტორნების ქსელი "McDonald's" ;
9) ქ. ბათუმი,ფერიის მთა,სასტუმრო კომპლექსი "არგო".
10) ქ.ბათუმი,ბაგრატიონის ქ. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი,ე.წ. "სოციალური სახლი".
ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების პორტფოლიო თვითონ ლაპარაკობს კომპანიის ხარისხის სტატუსზე(იგულისხმება ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები,ელიტარული რესტორნები,მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები,სააგარაკე ვილები და ა.შ).აქ მხოლოდ მოკლე ჩამონათვალი მოვიყვანე.
ერთერთი უმთავრესი ფაქტორი, რაც წლების განმავლობაში ჩვენთან საქმიანი ურთიერთობისას ყველა კლიენტს კომპანია "არმარი ინჟინერინგი-ს" ნდობას უნერგავს, გახლავთ მრავალწლიანი გამოცდილება,მაღალპროფესიონალური მენეჯმენტი,გამჭვირვალე ფინანსური გარემო,გადახდის მოქნილი გრაფიკი და რაც მთავარია კომპანია განიცდის ფინანსურ აღმასვლას,რაც უმთავრესი გარანტიაა შემდგომი ბიზნესურთიერთობების დამყარებისა და სტაბილური ბიზნეს-გარემოს შენარჩუნება-განვითარებისათვის. კომპანია "არმარი ინჟინერინგი" კომფორტულ და ცივილურ სამუშაო გარემოს და პირობებს სთავაზობს ყველა კლიენტს მიუხედავად დაკვეთის მოცულობისა,ასევე ითვალისწინებენ მათ მოთხოვნებს და შეუფერხებლად ასრულებენ ყველა დაკვეთას.კომპანია სისტემატიურად ეცნობა ტექნოლოგიურ ინოვაციებს,მსოფლიოში აპრობირებულ სისტემებს დაუყოვნებლივ ნერგავს თავის სამუშაო გარემოში.
ველით თქვენს საქმიან წინადადებებს.

Address

GEORGIA, TBILISI ,0153, PEIKREBI STR. 14 A(JURIDICAL,LEGAL ADDRESS) GEORGIA, TBILISI ,0177, KAZBEGI STR. 47 (ACTUAL ADDRESS)
Tbilisi
0177

Telephone

577 299 370

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამშენებლო კომპანია არმარი ინჟინერინგი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to სამშენებლო კომპანია არმარი ინჟინერინგი:

Share