12/07/2026
ვაკანსია – ძაღლების სასტუმროს თანამშრომელი
Dogs Paradise Georgia ეძებს თანამშრომელს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი და ცხოველებზე ზრუნვას აღიქვამს არა როგორც უბრალო სამსახურს, არამედ როგორც დიდ პასუხისმგებლობას.
ეს არ არის მარტივი სამუშაო. ის მოითხოვს ფიზიკურ გამძლეობას, ყურადღებას, დისციპლინას, დამოუკიდებლად აზროვნების უნარსა და ცხოველებისადმი ნამდვილ სიყვარულს.
სამუშაო გრაფიკი
- კვირა დილიდან – სამშაბათი დილამდე (სასტუმროში დარჩენით);
- ასევე, პერიოდულად, ჩემი გამგზავრების დროს, აუცილებელია რამდენიმე დღით დარჩენის შესაძლებლობა.
ანაზღაურება
- 1000 ლარი თვეში (საშუალოდ 8 სამუშაო ცვლა).
მოვალეობები
- სასტუმროში მყოფი ძაღლების ყოველდღიური მოვლა;
- კვება, წყლის მუდმივი კონტროლი და ჯამების გასუფთავება ყოველი კვების შემდეგ;
- ძაღლების გასეირნება, თამაში, ფიზიკური და გონებრივი აქტივობების უზრუნველყოფა მათი ასაკის, ჯიშისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად;
- ბეწვის მოვლა, დავარცხნა, საჭიროების შემთხვევაში მარტივი გრუმინგული პროცედურების შესრულება;
- ძაღლების მდგომარეობაზე მუდმივი დაკვირვება და ნებისმიერი ცვლილების დროული შემჩნევა;
- ტერიტორიის, საცხოვრებელი სივრცეების, ინვენტარისა და სამუშაო გარემოს სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
- ყველა იმ ყოველდღიური სამუშაოს შესრულება, რომელიც აუცილებელია ძაღლების სასტუმროს შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის.
ვის ვეძებთ?
- პასუხისმგებლიან, პატიოსან და დისციპლინირებულ ადამიანს;
- ენერგიულსა და შრომისმოყვარეს;
- ყურადღებიანსა და დაკვირვებულს;
- სისუფთავისა და წესრიგის მოყვარულს;
- ადამიანს, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად იმუშაოს, იფიქროს და საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მიიღოს სწორი გადაწყვეტილება;
- ადამიანს, რომელსაც არ აშინებს მრავალფეროვანი ფიზიკური სამუშაო.
ძაღლებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია სწავლის სურვილი, პასუხისმგებლობა და სწორი დამოკიდებულება.
თუ ეძებთ მარტივ სამსახურს, ეს ვაკანსია თქვენთვის არ არის. თუ გიყვართ ძაღლები, არ გეშინიათ პასუხისმგებლობის და მზად ხართ გახდეთ პროფესიონალური გუნდის ნაწილი, სიამოვნებით გაგიცნობთ.
განაცხადის გაგზავნა
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: [email protected].
თუ რეზიუმე არ გაქვთ, მოგვწერეთ მოკლედ:
- თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ;
- გქონიათ თუ არა ძაღლებთან მუშაობის გამოცდილება;
- რატომ გაინტერესებთ ეს პოზიცია;
- რატომ ფიქრობთ, რომ სწორედ თქვენ იქნებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი.
📍 Dogs Paradise Georgia
მისამართი: ქ. თბილისი, ლუკა რაზიკაშვილის 82
📞 557 000 036