თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი • Tbilisi Balneological SPA Resort

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი • Tbilisi Balneological SPA Resort

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი • Tbilisi Balneological SPA Resort 📞 WhatsApp: +995 32 243 90 90 The resort uses the healing mud of Akhtala and Kumisi.
(307)

თბილისის ძველ უბანში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი "თბილისი–SPA" გთავაზობთ ფართო სპექტრის მომსახურებას:

• პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციებს
• გამაჯანსაღებელ პროცედურებს
• სარეაბილიტაციო პროცედურებს
• სარელაქსაციო პროცედურებს

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, შესხურება, ჰიდროთერაპია; ტალახის აბაზანები, აპლიკაციები, ტამპონები; წყალქვეშა და მშრალი დაჭიმვის პროცედურები; მა

საჟები, მათ შორის, ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის; პასიური კლიმატოთერაპია. კურორტზე გამოიყენება ახტალისა და კუმისის სამკურნალო ტალახები.

სამკურნალო ჩვენებები: სახსრების ქრონიკული დაავადებები (რევმატული, ინფექციური, ტრავმული, ენდოკრინული), გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადებები, ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებები, სხვადასახვა წარმოშობის კუნთების, მყესების ანთება. Located in the old part of Tbilisi, the balneological resort "Tbilisi-SPA" offers a wide range of services:

• Consultations of professional doctors
• Wellness procedures
• Rehabilitation procedures
• Relaxation procedures. Types of treatment: baths with mineral water, hydrotherapy, mud baths, applications, tampons; underwater and dry stretches; massages, including for children with cerebral palsy; passive climatotherapy. Indications for application: chronic diseases of the system (rheumatic, infectious, traumatic, endocrine), diseases of the cardiac and peripheral nervous systems, chronic inflammatory diseases, chronic gynecological diseases.


Расположенный в старой части Тбилиси бальнеологический курорт «Тбилиси-СПА» предлагает широкий спектр услуг:

• Консультации профессиональных врачей
• Оздоровительные процедуры
• Реабилитационные процедуры
• Релаксационные процедуры.

Виды лечения: ванны с минеральной водой, гидротерапия, грязевые ванны, аппликации, тампоны; подводные и сухие растяжки; массажи, в том числе для детей с церебральным параличом; пассивная климатотерапия. На курорте используются лечебные грязи Ахтала и Кумиси.

Показания к применению: хронические заболевания суставов (ревматические, инфекционные, травматические, эндокринные), заболевания сердечно-сосудистой и периферической нервной системы, хронические гинекологические заболевания, воспаления мышц и сухожилий различного происхождения.

🔹თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში უკვე მოქმედებს თიბისი განაწილება! 💳თბილისის ბალნეოლოგიურმა სპა კურორტმა თიბისი ბანკთ...
21/08/2026

🔹თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში უკვე მოქმედებს თიბისი განაწილება! 💳

თბილისის ბალნეოლოგიურმა სპა კურორტმა თიბისი ბანკთან თანამშრომლობა დაიწყო, რაც ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სასურველი მომსახურება ან პაკეტი დღესვე შეიძინონ და ღირებულება 4 თვეზე გადაანაწილონ.

🔹 ეფექტური 0% — არანაირი საპროცენტო გადასახადი ან დამატებითი საკომისიო
🔹 თანხა ნაწილდება 4 თვეზე
🔹 სარგებლობა შესაძლებელია წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში
🔹 პროცესი მარტივი და სრულად ავტომატიზებულია

📲 როგორ ისარგებლოთ?

თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში განთავსებულ თიბისის POS ტერმინალზე დაასკანერეთ QR კოდი ციფრული ბანკის საშუალებით, გაეცანით განაწილების პირობებსა და გადახდის გრაფიკს და დაადასტურეთ ხელშეკრულება.

იზრუნეთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე დღეს — გადაიხადეთ ეტაპობრივად. 💙

თიბისი განაწილებით სარგებლობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ პირებს, რომლებსაც აქვთ წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი.

🔹წელის ტკივილი კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და მოსახლეობის მნიშვნელოვან...
20/08/2026

🔹წელის ტკივილი კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს აწუხებს.

🔬 რამდენად ეფექტიანია ასეთ შემთხვევაში ბალნეოთერაპია და აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, თუ რა ტიპის წყალში ტარდება პროცედურა?
ამ კითხვას არაერთი კვლევა პასუხობს, რომლებიც ჩატარებულია როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოში.

ამჯერად განვიხილავთ 2005 წელს გამოქვეყნებულ რანდომიზებულ, ბრმა, კონტროლირებად კლინიკურ კვლევას — “Effectiveness of balneotherapy in chronic low back pain — a randomized single-blind controlled follow-up study”.

კვლევის ავტორებმა — Zoltán Balogh-მა და მისმა კოლეგებმა — ქრონიკული წელის ტკივილის მქონე პაციენტებში ბალნეოთერაპიის გავლენა შეისწავლეს.

როგორ ჩატარდა კვლევა?
მონაწილეები ორ თანაბარ ჯგუფად გადანაწილდნენ:
🔹 პაციენტების ერთი ჯგუფი იღებდა აბაზანებს გოგირდოვან მინერალურ წყალში, ხოლო მეორე — მოდიფიცირებულ ონკანის წყალში, რომელსაც მინერალური წყლის მსგავსი სუნი ჰქონდა.

სწორედ ეს დეტალია კვლევის დიზაინში განსაკუთრებით საყურადღებო: საკონტროლო ჯგუფიც წყლის პროცედურას იღებდა, რაც მკვლევრებს საშუალებას აძლევდა ერთმანეთისგან უკეთ გაემიჯნათ წყალში ჩაძირვის ზოგადი ეფექტი და მინერალური წყლის შესაძლო სპეციფიკური თერაპიული ეფექტი.

🔹რას აკვირდებოდნენ და აფასებდნენ მკვლევრები?
შეფასდა ტკივილის ინტენსივობა ვიზუალური ანალოგური სკალით — VAS, ფუნქციური შეზღუდვა — მოდიფიცირებული Oswestry-ის ინდექსით, ხერხემლის მობილობა, კუნთების სპაზმი და პალპაციით გამოვლენილი ადგილობრივი ტკივილი, ანალგეზიური მედიკამენტების საჭიროება, მკურნალობის ეფექტი როგორც პაციენტის, ისე მკვლევრის შეფასებით.

რა აჩვენა კვლევამ?
მინერალურ წყალში ჩატარებული ბალნეოთერაპიის შემდეგ შემცირდა ტკივილის ინტენსივობა, კუნთოვანი სპაზმი და ადგილობრივი ტკივილი; გაუმჯობესდა ხერხემლის მოხრა-გაშლა და როტაცია, ასევე Schober-ის ინდექსი, რომელიც წელის სეგმენტის მობილობის შესაფასებლად გამოიყენება.
აღნიშნული ცვლილებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო (p < 0.01).

➡განსაკუთრებით საინტერესოა, რომ დადებითი ცვლილებები მხოლოდ უშუალოდ მკურნალობის დასრულებისას არ დაფიქსირებულა — ეფექტი ბალნეოთერაპიის დასრულებიდან 3 თვის შემდეგაც შენარჩუნებული იყო.

🔹მინერალური წყალი თუ უბრალოდ წყლის პროცედურა?
საკონტროლო ჯგუფში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ ტკივილის დროებითი შემცირება, მაშინ როდესაც მინერალური წყლით ჩატარებული ბალნეოთერაპიის ეფექტი რამდენიმე კლინიკურ პარამეტრზე გამოვლინდა და 3-თვიანი დაკვირვების პერიოდშიც შენარჩუნდა.

🔹კვლევის ავტორთა დასკვნით, ბალნეოთერაპიას შეუძლია ხელი შეუწყოს ქრონიკული წელის ტკივილის შემცირებას, ხოლო მინერალური წყლით მიღწეული ანალგეზიური ეფექტი და მობილობის გაუმჯობესება აღემატებოდა ონკანის წყლით ჩატარებული ჰიდროთერაპიის შედეგებს.
მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ ბალნეოთერაპია შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფიზიკური მკურნალობის სხვა მეთოდებისა და ფარმაკოთერაპიის დამატებითი კომპონენტი.

🔹თანამედროვე ბალნეოლოგიის მნიშვნელობაც სწორედ აქ იკვეთება — ბუნებრივი სამკურნალო რესურსების მრავალწლიანი გამოცდილების გამოყენება თანამედროვე სამეცნიერო მტკიცებულებებს, სწორად განსაზღვრულ ჩვენებებსა და თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ შეფასებას უნდა ეფუძნებოდეს.
სწორედ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტიც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი და სარეაბილიტაციო პროცედურების შერჩევისას.

📚 წყარო: Balogh Z, Ordögh J, Gász A, Német L, Bender T. Effectiveness of balneotherapy in chronic low back pain — a randomized single-blind controlled follow-up study. 2005. PMID: 16137981. DOI: 10.1159/000086305

17/08/2026

➡რატომ ბრუნდება ერთი და იგივე ტრავმა? რომელია ყველაზე რთულად სამკურნალო ტრავმები? რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ტრავმის თავიდან ასაცილებლად?

🔹თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის ფიზიოთერაპევტი მზია კერვალიშვილი კვლავ პასუხობს კითხვებს, რომლებიც სპორტული ტრავმების პრევენციასა და სწორ აღდგენას ეხება.

🎥 უყურეთ ვიდეოს და გაუზიარეთ მათ, ვისაც ეს ინფორმაცია შეიძლება გამოადგეს💙

⭕ 2025 წელს ჟურნალ Brain Sciences-ში გამოქვეყნებულმა რანდომიზებულმა კონტროლირებულმა კვლევამ შეაფასა, რამდენად ეფექტურია ...
14/08/2026

⭕ 2025 წელს ჟურნალ Brain Sciences-ში გამოქვეყნებულმა რანდომიზებულმა კონტროლირებულმა კვლევამ შეაფასა, რამდენად ეფექტურია ბალნეოთერაპია სტრესის ინტენსივობის, კორტიზოლის დონისა და საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით.

🔹კვლევა ჩატარდა ლიტვის ექვს სამედიცინო სპა-ცენტრში და მასში მონაწილეობდა საშუალო და მაღალი სტრესის მქონე 399 ზრდასრული.

როგორ ტარდებოდა ბალნეოთერაპია?

მონაწილეები გადიოდნენ 1 ან 2-კვირიან სამკურნალო კურსს, რომელიც მოიცავდა:

* მსუბუქ ფიზიკურ აქტივობას წყალში
* მინერალურ აბაზანებს (34–36°C)
* სამკურნალო ტალახის აპლიკაციებს
* ჰალოთერაპიას (მარილის თერაპიას)

ზოგიერთ ჯგუფში პროგრამას ემატებოდა ბუნებაში სეირნობა, სუნთქვითი ვარჯიშები, mindfulness-ის პრაქტიკები და სხვა აქტივობები.

⭕საინტერესოა, რომ სხვა რანდომიზებულ კონტროლირებულ კვლევებში, სადაც ერთმანეთს ადარებდნენ მინერალურ და ჩვეულებრივ თბილ წყალს, ორივე ჯგუფში დაფიქსირდა გარკვეული დადებითი ეფექტი. თუმცა მინერალური წყლის ჯგუფებში ტკივილის შემცირება, ფუნქციური მდგომარეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება უფრო გამოხატული იყო, ხოლო მიღებული შედეგები უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდებოდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ბალნეოთერაპიის ეფექტი მხოლოდ თბილი წყლის ზემოქმედებით არ აიხსნება.

➡კვლევამ აჩვენა, რომ ბალნეოთერაპია მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესის ინტენსივობას და აუმჯობესებს ფსიქოემოციურ მდგომარეობას.

კვლევის ფარგლებში დაფიქსირდა:

* სტრესის ინტენსივობის შემცირება საშუალოდ 1–3.5 ქულით
* საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესება 3 ქულამდე
* სტრესთან გამკლავების უნარის გაუმჯობესება 1.9 ქულამდე
* ნერწყვში კორტიზოლის დონის შემცირება საშუალოდ 0.9 ერთეულამდე

ბალნეოთერაპიის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა:

* ქრონიკული დაღლილობა
* შფოთვა
* ძილის დარღვევები
* ტკივილი
* თავის ტკივილი
* დეპრესიული სიმპტომები
* მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემები

🔸ამასთან, მონაწილეებში გაუმჯობესდა საერთო თვითშეგრძნება და ცხოვრების ხარისხი. ყველაზე გამოხატული ეფექტი, უმეტეს შემთხვევაში, ორკვირიანი პროგრამების შემდეგ დაფიქსირდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

კვლევის ავტორების შეფასებით, ბალნეოთერაპია მხოლოდ დასვენებისა და განტვირთვის მეთოდი არ არის.

სტრესისა და კორტიზოლის დონის შემცირების გზით ის ხელს უწყობს ავტონომიური ნერვული სისტემის ბალანსის აღდგენას, ქმნის ხელსაყრელ პირობებს ნეიროპლასტიკურობისთვის და შესაძლოა მნიშვნელოვანი დამატებითი კომპონენტი იყოს რეაბილიტაციის პროცესში.

კვლევის ავტორების დასკვნით, მიღებული შედეგები მნიშვნელოვნად ამყარებს ბალნეოთერაპიის ეფექტურობას, როგორც სტრესის მართვისა და საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დამატებით მეთოდს.

გამოყენებული წყაროები:

Brain Sciences (2025). Balneotherapy as a Complementary Intervention for Stress and Cortisol Reduction: Findings from a Randomized Controlled Trial. DOI: 10.3390/brainsci15020165

Fioravanti A, Iacoponi F, Bellisai B, et al. (2005). Short- and Long-Term Effects of Spa Therapy in Chronic Low Back Pain: A Randomized Controlled Trial. Rheumatology International, 26(1), 36–41. DOI: 10.1007/s00296-004-0543-6

12/08/2026

➡რომელი ტრავმებია ყველაზე გავრცელებული აქტიურად მოვარჯიშე ადამიანებში და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება?

➡ამ თემაზე გვესაუბრება თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფიზიოთერაპევტი მზია კერვალიშვილი, რომელიც პრაქტიკულ და სასარგებლო რჩევებს გიზიარებთ.

🎥 უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და გაუზიარეთ იმ ადამიანებს, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები ან რეგულარულად ვარჯიშობენ — შესაძლოა, სწორედ ეს ინფორმაცია დაეხმაროს მათ ტრავმის თავიდან აცილებაში.

10/08/2026

🌟"მე შემიძლიას" მონაწილე ლიკა ექონია ჩვენს კითხვებს პასუხობს და წონის კლებასთან დაკავშირებით თავის გამოცდილებას გვიზიარებს.
➡ლიკამ 22 კგ დაიკლო და პროექტის მონაწილეებს შეორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.
➡რომელი პროცედურა მოსწონდა ყველაზე მეტად? რა იყო ყველაზე რთული? რა შესძინა პროექტმა და რას ფიქრობს ბალნეოლოგიურის პერსონალზე? ამ და სხვა კითხვებზე პასუხი ვიდეოში 💙

✨ თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში გაიმართა ორნამენტთერაპიის სესია, რომელსაც ნინო ქასოშვილი უძღვებოდა.🔸შეხვედრის განმა...
06/08/2026

✨ თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში გაიმართა ორნამენტთერაპიის სესია, რომელსაც ნინო ქასოშვილი უძღვებოდა.

🔸შეხვედრის განმავლობაში ნინომ საინტერესოდ გაგვაცნო ქართული ორნამენტის მნიშვნელობა, მისი სიმბოლიკა და ის ძალა, რომელსაც ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა ატარებს. თეორიული ნაწილის შემდეგ კი თითოეულმა მონაწილემ საკუთარი ორნამენტი გააფერადა და ნინო ქასოშვილისგან ინდივიდუალური უკუკავშირიც მიიღო.

🔸შეხვედრაში თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც პროფესიული გადაწვის პრევენციისა და მართვის პროგრამის ფარგლებში ჩაერთნენ სესიაში.

🔸ორნამენტთერაპია მხოლოდ შემოქმედებითი აქტივობა არ არის — ეს არის საკუთარ თავთან შეხვედრის, ემოციების გამოხატვისა და შინაგანი რესურსების აღმოჩენის შესაძლებლობა. ასეთი პრაქტიკა ხელს უწყობს გონების განტვირთვას, ყურადღების კონცენტრირებასა და შინაგანი სიმშვიდის განცდის გაძლიერებას.

🔸გულწრფელ მადლობას ვუხდით ნინო ქასოშვილს გულისხმიერებისთვის, გაზიარებული ცოდნისთვის და იმ განსაკუთრებული ატმოსფეროსთვის, რომელიც თითოეულ მონაწილეს შეუქმნა. ეს ნამდვილად იყო საღამო, რომელმაც ბევრი სასიამოვნო ემოცია და სიმშვიდის განცდა დაგვიტოვა.

🔸თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ონკორეაბილიტაციისა და პროფესიული გადაწვის პრევენციისა და მართვის მიმართულებით მხარდამჭერი პროგრამებისა და მსგავსი თერაპიული აქტივობების ორგანიზებას.

🔸გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები ადამიანებს ეხმარება ყოველდღიური სტრესისგან გათავისუფლებაში, შინაგანი რესურსების აღმოჩენასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. 💙

➡უცხოელი ჟურნალისტის თვალით დანახული თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი — ისრაელის გამოცემის ვრცელი სტატია ჩვენ შესახებ🌟...
05/08/2026

➡უცხოელი ჟურნალისტის თვალით დანახული თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი — ისრაელის გამოცემის ვრცელი სტატია ჩვენ შესახებ🌟

➡გადაფურცლეთ და გაიგეთ, რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩვენს სტუმარზე💙

🔸თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძელებს ონკოპაციენტებისა და მათი ოჯახების მხა...
03/08/2026

🔸თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძელებს ონკოპაციენტებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას.

📅 5 აგვისტოს, 17:00 საათზე, ბალნეოლოგიური უმასპინძლებს ონკოპაციენტებსა და მათ მოზარდ და მოზრდილ შვილებს ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და არტთერაპიის უფასო სეანსზე.

🔸შეხვედრას გაუძღვება ნინო ქასოშვილი — „ორნამენტთერაპიის“ ალბომის შემქმნელი, რომელიც მონაწილეებს საკუთარ საავტორო მეთოდს გააცნობს და პრაქტიკულ სესიას ჩაუტარებს.

🔸„ორნამენტთერაპია“ უძველესი ქართული ორნამენტების მოტივებს თანამედროვე ვიზუალურ ენასთან აერთიანებს. ეს არის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც ხელს უწყობს ნერვული სისტემის სტრუქტურირებას, ემოციური დაძაბულობის შემცირებასა და მენტალური წონასწორობის აღდგენას.

🔸ონკოლოგიური დაავადება გავლენას ახდენს არა მხოლოდ პაციენტზე, არამედ მთელ ოჯახზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი და მოზრდილი შვილების ემოციური მხარდაჭერა, რადგან ისინიც არანაკლებ რთულ ფსიქოლოგიურ პროცესს გადიან.

🔸 ღონისძიების პარტნიორია ENGAGe Teens Georgia — საქართველოს პაციენტთა კავშირის ახალგაზრდული ჯგუფი. სწორედ ამიტომ, მათი პროექტის „შვილები“ ფარგლებში, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ონკოპაციენტები, ისე მათი შვილები.

🔸გვჯერა, რომ ონკორეაბილიტაცია მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის აღდგენას არ გულისხმობს. სწორედ ამიტომ, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავს საგანმანათლებლო და მხარდამჭერ შეხვედრებს, რათა ონკოპაციენტებსა და მათ ოჯახებს რეაბილიტაციის პროცესში მრავალმხრივი მხარდაჭერა შესთავაზოს.

➡ გელით 5 აგვისტოს, 17 საათზე, თბილისის ბალნეოლოგიოურ სპა კურორტზე. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია ონკოპაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს, რათა ბევრმა ადამიანმა შეძლოს დასწრება💙

Address

Vakhtang Gorgasali Str. #9
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 10:00 - 21:00
Tuesday 10:00 - 21:00
Wednesday 10:00 - 21:00
Thursday 10:00 - 21:00
Friday 10:00 - 21:00
Saturday 10:00 - 21:00
Sunday 10:00 - 21:00

Telephone

+995322439090

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი • Tbilisi Balneological SPA Resort posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი • Tbilisi Balneological SPA Resort:

Shortcuts

Share