Webex Ltd

Webex Ltd შპს "ვებექსი" - უსაფრთხოების და კავშირგაბმულობის გადაწყვეტილებები

შპს "ვებექსი"-მ პარტნიორ კომპანია SATEL-ის მხარდაჭერით ჩაატარა დაცვის და ავტომატიზაციის უახლესი სისტემების პრეზენტაცია დ...
22/10/2023

შპს "ვებექსი"-მ პარტნიორ კომპანია SATEL-ის მხარდაჭერით ჩაატარა დაცვის და ავტომატიზაციის უახლესი სისტემების პრეზენტაცია და ტექნიკური სწავლება. ღონისძიებას დაესწრნენ, როგორც სამონტაჟო კომპანიის წარმომადგენლები, ასევე სხვა სფეროში მოქმედი სპეციალისტები.
პრეზენტაციაზე წარდგენილი იყო INTEGRA-ს სერიის ინტელექტუალური დაცვითი სისტემები, ABAX 2-ის უგამტარო მოწყობილობები და PERFECTA-ს და SLIM LINE-ის პროდუქცია.
ტექნიკური სწავლების მონაწილეებმა გაიარეს INTEGRA-ს და ABAX 2-ის ჰიბრიდული სისტემის მეშვეობით შესაძლებელი ამოცანების გადაწყვეტის საშუალებები. ტესტირების გავლის შემდეგ, მათ SATEL-გან მიიღეს "საპარტნიორო სერტიფიკატები", ხოლო ყველაზე აქტიური მონაწილეები დასაჩუქრდნენ დამატებითი პრიზებით.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო ამ განხრით მოღვაწე სპეციალისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის აგვემაღლებინა უსაფრთხოების და ავტომატიზაციის სფეროში არსებული ინოვაციური გადაწყვეტილებების ცნობადობა.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ კომპანია SATEL-ის წარმომადგენლებს: ვლადისლავ მარკიჩევს (რეგიონალური მენეჯერი) და ალექსანდრე კამიშანსკის ( ტექნიკური დეპარტამენტის სპეციალისტი) სრული მხარდაჭერისა და პრეზენტაციის და სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის.
დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და დაინტერესებულ პირს. იმედს ვიქონიებთ, რომ ჩვენი ღონისძიებებით დაგეხმარებით მომხმარებლებს შეუქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო.

გამარჯობა,კომპანია „ვებექსი“ 11, 12 და 13 ოქტომბერს გიწვევთ უსაფრთხოების სისტემების მწარმოებლის - SATEL-ის პროდუქციის პრ...
11/09/2023

გამარჯობა,

კომპანია „ვებექსი“ 11, 12 და 13 ოქტომბერს გიწვევთ უსაფრთხოების სისტემების მწარმოებლის - SATEL-ის პროდუქციის პრეზენტაციასა და ტექნიკურ სწავლებაზე.

ღონისძიება ჩატარდება 3 ეტაპად:
• პირველი დღე -- პროდუქციის პრეზენტაცია;
• მეორე დღე -- სისტემის ძირითადი ფუნქციების განხილვა და პროგრამირების საფუძვლები;
• მესამე დღე -- ლოგიკური დავალებების შედგენა; სხვადასხვა პრაქტიკული სიტუაციების გადაწყვეტა.
ღონისძიების მსვლელობისას გათამაშდება პრიზები.
ასევე, მე-3 დღეს, ტესტირების ჩაბარების შემდეგ, თქვენ, მწარმოებლისგან მიიღებთ პარტნიორის სერტიფიკატს, ხოლო ყველაზე აქტიური მონაწილე მიიღებს დამატებით საჩუქრებს.
ყველა მონაწილე მიიღებს განსაკუთრებულ ფასდაკლებას გარკვეული პროდუქციის ნაკრებებზე.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ,შეავსოთ მარტივი კითხვარი: https://forms.gle/nvm9Qcd92bE8PDja6

პრაქტიკულ ნაწილზე დამსწრებებმა, გთხოვთ, თან იქონიოთ კომპიუტერი.
ღონისძიება ჩატარდება სასტუმროში HOTEL GOLDEN TULIP DESIGN TBILISI.
მისამართი: ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის N37.
დასაწყისი 11:30.

გელით ჩვენს პრეზენტაციაზე

შპს "ვებექსი" გიწვევთ პოლონური ბრენდი Satel-ის დაცვითი სიგნალიზაციის პროდუქციის წარდგენაზე ღონისძიება გაიმართება ....

შპს ვებექსი - SATEL-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში
18/05/2023

შპს ვებექსი - SATEL-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში

16/12/2022

ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული კიდევ ერთი წარმატებული პატარა ლამაზი პროექტი✋

https://www.youtube.com/watch?v=y-_oUgBMVqM
08/09/2022

https://www.youtube.com/watch?v=y-_oUgBMVqM

With the ASW-200 smart plug from SATEL, any device can become smart. But that’s not all! Each device connected to our plug can become part of a larger automa...

https://youtu.be/AbCat9pLMNo
11/08/2022

https://youtu.be/AbCat9pLMNo

Intuitive remote control of the system keeping your house safe - PERFECTA CONTROL is the solution you've been looking for.

https://www.youtube.com/watch?v=20aIFQx5rXM
30/07/2022

https://www.youtube.com/watch?v=20aIFQx5rXM

We are pleased to present you the latest video about our company. See how we create solutions, from the first sketch to the final product, that provide secur...

მართეთ თქვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ASW-200 ჭკვიანი როზეტის საშუალებით:- ჩაიდანი- ტელევიზორი- უთო- კომპიუტერი- სარეცხი ...
06/02/2022

მართეთ თქვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ASW-200 ჭკვიანი როზეტის საშუალებით:

- ჩაიდანი
- ტელევიზორი
- უთო
- კომპიუტერი
- სარეცხი მანქანა
- განათება
- ბაღის სარწყავი
და ა.შ.

ASW-200 იმართება სხვადასხვა საშუალებებით:

* სენსორული კლავიატურა (მაგ.: INT-TSH2)
* რადიო პულტები
* სხვადასხვა დეტექტორები (მოძრაობის, წყლის გაჟონვის, დაბნელების ...)
* მობილური აპლიკაციით INTEGRA CONTROL
* გრაფიკული ინტერფეისით GUARDX (კომპიუტერით)
* უკონტაქტო ბარათებით

INTEGRA-ს ინტელექტუალურ სისტემაში ASW-200-ის გამოყენებით შეძლებთ მისი მუშაობის ავტომატიზირებას. მაგ.: საღამოს, სახლში დაბრუნებისას განათება ავტომატურად ჩაირთვება, როდესაც მოძრაობის დეტექტორი დაგინახავთ.

ASW-200-ის მეშვეობით თქვენ მიიღებთ დამატებით კომფორტსა და ეკონომიას.

31/01/2022

ჭკვიანი როზეტი ASW-200

მართეთ თქვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ტაიმერით ან მობილურით, ჭკვიანი როზეტის - ASW-200-ის მეშვეობით.
იგი საშუალებას მოგცემთ შეიქმნათ კომფორტი და გააკეთოთ ელექტრო-ენერგიის ეკონომია, თუნდაც ნაძვის ხის განათების ხარჯზე.

დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს https://www.satel.eu/en/produktid/1091

Address

ბერიაშვილის ქ. N7ა
Tbilisi

Telephone

+995593308739

Website

http://www.webex.ge/

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Webex Ltd posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Webex Ltd:

Share