03/06/2026
დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ბაკიბაკოში სახალხო დღესასწაული “სელიმობა” გაიმართა.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ და სასულიერო პირებმა სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის მემორიალთან ყურანის კითხვისა და ვედრების აღვლენის შემდეგ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მუფთმა სელიმ ხიმშიაშვილის სამშობლოსადმი სიყვარულსა და თავდადებაზე ისაუბრა: “სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის ბიოგრაფია -ესაა მკაფიო მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა უყავრდეს ქართველს სამშობლო, როგორ უნდა ემსახუროს და დაიცვას ის, თუგინდ საკუთარი სიცოცხლის ფასად… ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს გვმართებს მხოლოდ ცივი გონებითა და საღი აზროვნებით ვუერთგულოთ ჩვენს სამშობლოს, ვიყოთ ყოველთვის მისი დაცვის სადარაჯოზე”.
დასასრულს მუფთმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიულოცა “სელიმობა” დალოცა, მშვიდობა, თავისუფლება, ერთიანობა და წარმატებები უსურვა ჩვენი სამშობლოს -საქართველოს საკეთილდღეოდ.
ღონისძიების შემდეგ მლოცველემა სოფლის მეჩეთში შუადღის ლოცვა შეასრულეს.
"უზენაესმა ალლაჰმა სამშობლოსთვის დაღუპულ სელიმ ხიმშიაშვილს სამოთხეში დაუმკვიდროს სამარადისო სამყოფელი! აამიინ!"