31/08/2026
დაუვიწყარი გემოები და დიდი აღიარება — როგორ ჩაიარა ბასკურმა საღამომ „აფიშაში“! ✨
25 აგვისტოს გამართულმა ბასკურმა გასტრონომიულმა საღამომ მოლოდინს გადააჭარბა. უღრმესი მადლობა თითოეულ სტუმარს, ვინც ჩვენთან ერთად გაიზიარა ეს გამორჩეული კულინარიული მოგზაურობა!
ჩვენმა შეფმა, ნინო დოლენჯაშვილმა და მიშლენოსანმა ბასკმა შეფმა, გილერმო ფერნანდეს სუარესმა, ნამდვილი დღესასწაული შექმნეს და სტუმრებს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ერთობლივი მენიუ შესთავაზეს.
თუმცა, საღამოს მთავარი კულმინაცია და ჩვენი გუნდისთვის უდიდესი სიამაყე წინ იყო — ამ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე ჩვენს შეფს, ნინო დოლენჯაშვილს, ოფიციალურად გადაეცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სარესტორნო მეგზურის, Gault & Millau-ს აღიარების სტიკერი! 🏆
ეს არის უმაღლესი ხარისხის, კულინარიული ხედვისა და დაუღალავი შრომის დაფასება, რაც „აფიშას“ ისტორიაში ახალ, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპს იწყებს.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ამ ემოციებითა და ესპანური გემოებით სავსე საღამოს საუკეთესო მომენტებს ასახავს. 👇
Chefs Association Georgia • საქართველოს შეფთა ასოციაცია