ინნ ჯგუფის სასტუმროები • Inn Group Hotels

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ინნ ჯგუფის სასტუმროები • Inn Group Hotels

ინნ ჯგუფის სასტუმროები • Inn Group Hotels Your Host In Georgia
Gori Inn, Kutaisi Inn, Gudauri Inn and Iveria Inn

27/02/2025

📹🏩 წარმოგიდგენთ სასტუმრო “გუდაური ინნ”-ს.

ადგილი თქვენი სრული კომფორტისთვის! ✨

📞 დასაჯავშნად მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ: 032 2 55 55 45

🌐 http://www.gudauriinn.org

ზამთრის კურორტებისა და პრემიუმ ხარისხის დასვენების მოყვარულებისთვის, “ინნ ჯგუფის სასტუმროებმა” სულ ცოტა ხნის წინ გუდაური...
27/02/2025

ზამთრის კურორტებისა და პრემიუმ ხარისხის დასვენების მოყვარულებისთვის, “ინნ ჯგუფის სასტუმროებმა” სულ ცოტა ხნის წინ გუდაური ინნ -ის ახალი კორპუსი გახსნა.

სასტუმრო ხელსაყრელ ადგილასაა მათთვის, ვისაც სრიალი და თოვლიანი ექსტრიმი იზიდავს. კორპუსში 30 უმაღლესი კლასის ნომერია. თითოეულ ოთახს ულამაზესი ხედი აქვს. ვიზიტორს დახვდება ყველაფერი, რაც მისი კომფორტისთვის აუცილებელია.

სტუმრებს ასევე ელოდებათ დახურული აუზი პანორამული ხედებით, საუნა და ჯაკუზი განტვირთვისთვის, საკონფერენციო ოთახი ბიზნეს შეხვედრებისთვის და უგემრიელესი მენიუ.

“გუდაური ინნ” განსაკუთრებულ სიმყუდროვეს უქმნის, როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს, რის გამოც მოკლე დროში მათი საყვარელი ადგილი გახდა.

ეს ის სივრცეა, რომელიც ნამდვილ დასვენებას გპირდებათ.

📞 დასაჯავშნად მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ: 032 2 55 55 45
🌐 http://www.gudauriinn.org

🛎️🎄 “ინნ ჯგუფის სასტუმროები” გილოცავთ შობა-ახალ წელს!გისურვებთ ამ წელს ესტუმროთ ყველა იმ ადგილს, რომლის ნახვაზეც ოცნებობ...
31/12/2024

🛎️🎄 “ინნ ჯგუფის სასტუმროები” გილოცავთ შობა-ახალ წელს!

გისურვებთ ამ წელს ესტუმროთ ყველა იმ ადგილს, რომლის ნახვაზეც ოცნებობდით! დაე, 2025 წარმატების წელი ყოფილიყოს! ⭐

—-----

🛎️🎄 "Inn Group Hotels" Wishes You a Merry Christmas and a Happy New Year!

May this year bring you to all the places you’ve dreamed of visiting! Let it be a year of success for all of us! ⭐

📸 თუ მოგზაურობისა და დასვენების მოყვარული ხარ, “ინნ ჯგუფის სასტუმროები” იდეალური მასპინძელია! თუ ემოციების ქალაქში წასვლ...
24/07/2024

📸 თუ მოგზაურობისა და დასვენების მოყვარული ხარ, “ინნ ჯგუფის სასტუმროები” იდეალური მასპინძელია!

თუ ემოციების ქალაქში წასვლა და უამრავი ღირსშესანიშნაობის ნახვა გსურს, ესტუმრე ქუთაისი ინნ • Kutaisi Inn-ს! თუ მთებში გინდა განტვირთვა, გუდაური ინნ • Gudauri Inn-ში გელოდებით, თუ ბიზნეს შეხვედრას გეგმავ და უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას აპირებ, Iveria Inn Tbilisi-ში დარჩი, ხოლო თუ ისტორიული ხედები გიყვარს, გსურს თბილისთან ახლოს სრული კომფორტი და დასვენება შეიგრძნო, გორი ინნ • Gori Inn-ზე შეაჩერე არჩევანი!

👉🏻 ოთხივე სასტუმრო ინდივიდუალური და მულტიფუნქციურია. ჩვენთან ნებისმიერი ტიპის დამსვენებელი შეძლებს სასიამოვნო დროის გატარებას!

🇬🇪 თქვენი მასპინძელი კომპანია საქართველოში!

მეტი ინფორმაციისთვის:
გაყიდვების დეპარტამენტი: [email protected]
მარკეტინგის დეპარტამენტი: [email protected]
......................

📸 If you are a travel and relaxation lover, "Inn Group Hotels" is the perfect host!

If you want to go to the city of emotions and see a lot of sights, visit ქუთაისი ინნ • Kutaisi Inn! If you want to unwind in the mountains, we are waiting for you at გუდაური ინნ • Gudauri Inn. If you are planning a business meeting and want to taste delicious food, stay at Iveria Inn Tbilisi and if you love historical views and want to feel complete comfort and relaxation near Tbilisi, choose გორი ინნ • Gori Inn!

👉🏻 All four hotels are individual and multifunctional. Any type of guest will be able to spend a pleasant time with us!

🇬🇪 Your host company in Georgia!

For more information:
Sales Department: [email protected]
Marketing Department: [email protected]

18/07/2024

ინნ ჯგუფის სასტუმროები - "წლის ლიდერი კომპანია"

მადლობა Swiss rating association ამ ჯილდოსთვის!

გორი ინნ • Gori Inn ქუთაისი ინნ • Kutaisi Inn გუდაური ინნ • Gudauri Inn Iveria Inn Tbilisi

Swiss rating association-მა “ინნ ჯგუფის სასტუმროებს” კიდევ ერთხელ გადასცა წლის ლიდერი კომპანიის ჯილდო!🎉გვიხარია გაცნობოთ...
16/07/2024

Swiss rating association-მა “ინნ ჯგუფის სასტუმროებს” კიდევ ერთხელ გადასცა წლის ლიდერი კომპანიის ჯილდო!🎉

გვიხარია გაცნობოთ, რომ ეს პრიზი ჩვენი კომპანიისთვის არც პირველია და, დარწმუნებული ვართ, რომ არც უკანასკნელი! 🏅

მათ, ვისაც კავკასიონის მთების სილამაზე იზიდავს და ქალაქისგან შორს დასვენება სურს, “ინნ ჯგუფის სასტუმროების” მეოთხე წევრი...
03/07/2024

მათ, ვისაც კავკასიონის მთების სილამაზე იზიდავს და ქალაქისგან შორს დასვენება სურს, “ინნ ჯგუფის სასტუმროების” მეოთხე წევრი, “გუდაური ინნ” უმასპინძლებს. სასტუმრო არის უმაღლესი სტანდარტის და მან სტუმრების მიღება 2017 წელს, თებერვალში დაიწყო . ის აგებულია მთის სტილში, აქვს რესტორანი და ბარი, პანორამული ფანჯრები და აივნები.

ყველა ოთახი არაგვის ხეობის საუკეთესო ხედებს გადაჰყურებს. “გუდაური ინნ” მდებარეობს გუდაურის ცენტრში, თვალწარმტაც ადგილას, მაგრამ ხმაურიანი გზისგან მოშორებით, რაც სასტუმროს ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, დატკბნენ ნამდვილი მთის შვებულებით სიწყნარესა და სიმშვიდეში.

“გუდაური ინნ” მაღალი ხარისხისა და კომფორტის გარდა, გამორჩეულია ისეთი სერვისებით, როგორიცაა სათხილამურო ინვენტარის სივრცე, უფასო ტრანსფერი სასტუმროდან საბაგირომდე და უკან.

ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ზაფხულში სიმწვანე, ზამთარში კი თეთრი თოვლი, მყუდრო სხვადასხვა ტიპის ნომრები და ულამაზესი ტერასა, გემრიელი კოქტეილებით სავსე ბარი და ბუნების წიაღში ჩადგმული ხის კონსტრუქცია ნამდვილად იდეალურ ბალანსს გაპოვნინებთ.

სასტუმროს შექმნის მთავარი მიზანი სიჯანსაღის, ექსტრიმისა და სიმშვიდის სინთეზის შექმნა და რეკრეაციული სივრცის შენარჩუნება იყო. “გუდაური ინნ” ის ადგილია, სადაც ნებისმიერ სეზონზე აღმოაჩენთ გართობის საშუალებასა და ახალ ემოციებს.

✅ სასტუმრო გუდაური ინნ ამჟამად ეძებს შეფ-მზარეულს ინნ ჯგუფი საქართველოს ბაზარზე 4 სასტუმროთი ოპერირებს: ივერია ინნ, გუდა...
28/06/2024

✅ სასტუმრო გუდაური ინნ ამჟამად ეძებს შეფ-მზარეულს

ინნ ჯგუფი საქართველოს ბაზარზე 4 სასტუმროთი ოპერირებს: ივერია ინნ, გუდაური ინნ, ქუთაისი ინნ, და გორი ინნ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

• ორგანიზაციული მიზნების გათვალისწინებით სამზარეულოს მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია/მიზნების დასახვა, სამუშაო პროცესის, პროდუქტის გაუმჯობესებისა და მაღალი სტანდარტების დანერგვის მიზნით
• ბიზნესის წარმატებით ოპერირებისა და განვითარების მიზნით, მუდმივი ჩართულობა დასახული გეგმების შესრულებასა და ახალი პროდუქტების შემუშავებაში;
• სამზარეულოს ხარჯების კონტროლის უზრუნველყოფა;
• წარმოებისა და პროდუქტის ხარისხზე ზიანის მიყენების გარეშე, ხარჯების შემცირებაზე ზრუნვა;
• გეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება, შედეგების ანალიზი და საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომის მიღება
• სამზარეულოს ტექნოლოგიური ბარათებისა და კალკულაციების შედგენა
• დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მომზადებული კერძის/ნახევარფაბრიკატის მონიტორინგი, შედგენილი ტექნოლოგიური ბარათების/კალკულაციების საფუძველზე
• კერძების ხარისხის მუდმივი კონტროლი და პერიოდულად შესაბამისი ზომის მიღება
• პერიოდული შემოწმებების განხორციელება სურსათის უვნებლობის/ჰასპის სტანდარტების შესაბამისად, კომპანიაში დადგენილი წესით.
• პერიოდული შემოწმებების განხორციელება საკვების ვარგისიანობის, ვადების, შენახვის პირობებისა და ტემპერატურის კუთხით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• შეფ-მზარეულად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
• ევროპული და ქართული სამზარეულოს ცოდნა;
• სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

• მენეჯერული უნარ-ჩვევები;
• კომუნიკაბელური;
• ორგანიზებული;

ჩვენ გთავაზობთ:

✅საცხოვრებელს
✅კვებას
✅მეგობრულ გარემოს

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-ფოსტაზე [email protected] ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელ. ნომერზე:+995 571121034 გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება.��კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.�პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "გუდაური ინნ"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ შპს " გუდაური ინნ“ -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს " გუდაური ინნ" -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს გუდაური ინნ -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს გუდაური ინნ -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

✅ სასტუმრო გუდაური ინნ  ეძებს მზარეულსინნ ჯგუფის სასტუმროები საქართველოს ბაზარზე 4 სასტუმროთი ოპერირებს: ივერია ინნ, გუდ...
28/06/2024

✅ სასტუმრო გუდაური ინნ ეძებს მზარეულს

ინნ ჯგუფის სასტუმროები საქართველოს ბაზარზე 4 სასტუმროთი ოპერირებს: ივერია ინნ, გუდაური ინნ, ქუთაისი ინნ და გორი ინნ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

- პოზიციის შესაბამისი უნარები და კვალიფიკაცია;

- შეფ-მზარეულის მითითებით შესაბამისი კერძების დროულად, ხარისხიანად, დადგენილი რეცეპტის მიხედვით მომზადება;

- მომზადებული კერძების ტემპერატურის კონტროლი;

- კერძის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტების დროული მობილიზება და ვარგისიანობის შემოწმება;

- ფორს-მაჟორულ სიტუაციაში შეფ-მზარეულის მითითებით შესაბამისი მოქმედებების სწრაფი და ეფექტური განხორციელება;

- შეფ-მზარეულის მითითების შემთხვევაში საკვები პროდუქციის ჩაბარების დროს მისი ვარგისიანობის შემოწმება;

- კვების საათებში საკვები მარმიტების შესაბამისი კერძებით შევსების უზრუნველყოფა;

- უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- მზარეულად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

- ევროპული და ქართული სამზარეულოს ცოდნა;

- სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;

სისწრაფე, ორგანიზებულობა;

მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

კომუნიკაბელური;

ჩვენ გთავაზობთ:
✅საცხოვრებელს
✅კვებას
✅მეგობრულ გარემოს

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-ფოსტაზე [email protected] ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელ. ნომერზე:+995 571121034 გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება. კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "გუდაური ინნ"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ შპს " გუდაური ინნ“ -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს " გუდაური ინნ" -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს გუდაური ინნ -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს გუდაური ინნ -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

✅ სასტუმრო გუდაური ინნ ამჟამად ეძებს მიმტანსინნ ჯგუფის სასტუმროები საქართველოს ბაზარზე 4 სასტუმროთი ოპერირებს: ივერია ინ...
28/06/2024

✅ სასტუმრო გუდაური ინნ ამჟამად ეძებს მიმტანს

ინნ ჯგუფის სასტუმროები საქართველოს ბაზარზე 4 სასტუმროთი ოპერირებს: ივერია ინნ, გუდაური ინნ, ქუთაისი ინნ და გორი ინნ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

- სტუმრების მისალმება/მიღება და კერძებისა & სასმელების მენიუს შეთავაზება მათთვის;
- სტუმრებისაგან შეკვეთის მიღება და მათი მომსახურება დადგენილი სტანდარტების დაცვით;
- სტუმრების მაგიდების სერვირება დადგენილი სტანდარტების დაცვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
✅საცხოვრებელს
✅კვებას
✅მეგობრულ გარემოს

👉🏻 დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-ფოსტაზე[email protected] ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელ. ნომერზე:+995 592 44 44 33 გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

📍გუდაური

😊 Სასტუმრო Iveria Inn Tbilisi-ის თანამშრომლებმა გაახარეს ივერთუბნის ბავშვთა სახლის პატარები. 💙 ერთობლივი ძალებით, პროდუქ...
28/06/2024

😊 Სასტუმრო Iveria Inn Tbilisi-ის თანამშრომლებმა გაახარეს ივერთუბნის ბავშვთა სახლის პატარები. 💙 ერთობლივი ძალებით, პროდუქტებითა თუ ტანსაცმლით, მათ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.

Სწავლისა და ბაგა-ბაღში სიარულის გარდა ბავშვები სხვადასხვა წრეზე დადიან, სწავლობენ ცეკვას, ინგლისურს, ძერწვას და ხატვას. ყველას თავი დანახვისთანავე შეაყვარეს 🧒🏻👧🏻

💕 ვუსურვებთ პატარებს ულევ ბედნიერებას, საუკეთესო ბავშვობას, ჯანმრთელობასა და სითბოს.

მადლობა Iveria Inn Tbilisi-ის თანამშრომლებს ამ ძვირფას საქმეში ჩართულობისთვის!

Address

2 Dimitri Uznadze Street
Tbilisi
0113

Opening Hours

Monday 11:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00

Telephone

+995592050822

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ინნ ჯგუფის სასტუმროები • Inn Group Hotels posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ინნ ჯგუფის სასტუმროები • Inn Group Hotels:

Share