Peter der Iberer - პეტრე იბერი - Peter the Iberian

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Peter der Iberer - პეტრე იბერი - Peter the Iberian

Peter der Iberer - პეტრე იბერი - Peter the Iberian Die Freimaurerloge "Peter der Iberer" ist die erste liberale Loge in Georgien. In the lodge there are men (brothers) as well as women (sisters).

თავისუფალ კალატოზთა ლოჟა "პეტრე იბერი" წარმოადგენს პირველ ლოჟას საქართველოში, რომელიც მიეკუთვნება ლიბერალურ (ადოგმატიკურ) მასონობას. ლოჟაში არიან როგორც მამაკაცები (ძმები) ასევე ქალბატონები (დები).
ლოჟა მუშაობს ქალაქ თბილისის აღმოსავლეთით, "გერმანიის სუვერენული დიდი აღმოსავლეთის" იურისდიქციის ქვეშ. Freimaurerloge für Frauen und Männer, „Peter der Iberer - პეტრე იბერი“ arbeitet i.O. Tbilisi, in Ge

orgien unter dem Dach des „Souveränen GrossOrient von Deutschland“ (SGOvD)

Freemason Lodge "Peter The Iberian" is the first lodge in Georgia, which belongs to liberal (non-dogmatic) masonry. Lodge works in Tbilisi under the jurisdiction of „German Sovereign Grand Orient”

მოგესალმებით მეგობრებო,საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის გაცნობებთ ჩვენს სიახლეებს:2018 წლის 3 ნოემბერს გერმანიის სუვერენული დია...
10/01/2019

მოგესალმებით მეგობრებო,

საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის გაცნობებთ ჩვენს სიახლეებს:

2018 წლის 3 ნოემბერს გერმანიის სუვერენული დიადი აღმოსავლეთის მიერ მოხდა რიტუალური სინათლის შემოტანა (კურთხევა) ჩვენს ლოჟაში. მიენიჭია ნომერი: 14 და გაიცა მასზე ოფიციალური პატენტი (რეგისტრაციის დოკუმენტი).

როგორც მოგეხსენებათ ჩვენი ლოჟა დაფუძნდა 2017 წლის 13 მაისს, ხოლო 2018 წლის 3 ნოემბერს კი მოხდა რიტუალური კურთხევა, რომელსაც ეწსრებოდნენ გერმანიის სუვერენული დიადი აღმოსავლეთის წარმომადგენლები (დიადი ოფიცრები), გერმანული ლიბერალური დიადი ლოჟის "ჰუმანიტასის" წარმომადგენელი, გერმანული კონსერვატორული დიადი ლოჟის "სამი გლობუსის" წარმომადგენლები და ასევე ქართული კონსერვატორული დიადი ლოჟის "საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟის" წარმომადგენლები.

საზეიმო რიტუალის შემდეგ შედგა ერთობლივი საზეიმო ვახშამი.

მოგესალმებით, მეგობრებო :)მიიწურა უკვე ყველასათვის (ალბათ) საყვარელი ზაფხული და ნელ-ნელა გვიახლოვდება შემოდგომა. იმედია ...
29/08/2018

მოგესალმებით, მეგობრებო :)

მიიწურა უკვე ყველასათვის (ალბათ) საყვარელი ზაფხული და ნელ-ნელა გვიახლოვდება შემოდგომა. იმედია ყველამ სასიამოვნოდ გაატარეთ ეს ზაფხული.

როგორც მოგეხსენებათ ჩვენი გვერდი (რომელიც ეკუთვნის ლოჟას "პეტრე იბერი") აგვისტოში ისვენებდა და სექტემბრიდან განაახლებს თავის მუშაობას. შესაბამისად გავაგრძელებთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის განთავსებას.

ლოჟა "პეტრე იბერი" გისურვებთ წარმატებული, ნაყოფიერი და აქტიური სამუშაო წლის დაწყებას!

თავისუფალ კალატოზთა ლოჟა "პეტრე იბერი" წარმოადგენს პირველ ლოჟას საქართველოში, რომელიც მიეკუთვნება ლიბერალურ (ადოგმატიკურ...
20/06/2018

თავისუფალ კალატოზთა ლოჟა "პეტრე იბერი" წარმოადგენს პირველ ლოჟას საქართველოში, რომელიც მიეკუთვნება ლიბერალურ (ადოგმატიკურ) მასონობას. ლოჟაში არიან როგორც მამაკაცები (ძმები) ასევე ქალბატონები (დები).
ლოჟა მუშაობს ქალაქ თბილისის აღმოსავლეთით, "გერმანიის სუვერენული დიდი აღმოსავლეთის" იურისდიქციის ქვეშ.

Die Freimaurerloge "Peter der Iberer" ist die erste liberale Loge in Georgien.
Freimaurerloge für Frauen und Männer, „Peter der Iberer - პეტრე იბერი“ arbeitet i.O. Tbilisi, in Georgien unter dem Dach des „Souveränen GrossOrient von Deutschland“ (SGOvD)

Freemason Lodge "Peter The Iberian" is the first lodge in Georgia, which belongs to liberal (non-dogmatic) masonry. In the lodge there are men (brothers) as well as women (sisters). Lodge works in Tbilisi under the jurisdiction of „German Sovereign Grand Orient”

ედიტ პიაფი, ყველასათვის ცნობილი მომღერალი მიეკუთვნებოდა ლიბერალურ მასონობას (ორდენი Le Droit Humain, საფრანგეთი). იგი პა...
20/06/2018

ედიტ პიაფი, ყველასათვის ცნობილი მომღერალი მიეკუთვნებოდა ლიბერალურ მასონობას (ორდენი Le Droit Humain, საფრანგეთი). იგი პარარელურად იყო "ვარდისა და ჯვრის" (როზენკროიცერთა) ანტიკური და მისტიკური ორდენის წევრი.

მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ლოჟა "პეტრე იბერს" შემოუერთდება ორი ახალი წევრი(ერთი მამაკაცი და ერთი ქალბატონი). კანდიდატე...
19/06/2018

მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ლოჟა "პეტრე იბერს" შემოუერთდება ორი ახალი წევრი(ერთი მამაკაცი და ერთი ქალბატონი). კანდიდატებმა ღირსეულად წარმოაჩინეს თავი როგიორც გასაუბრებებში ასევე მოცდის პერიოდში.

ვუსურვებთ წარმატებებს პირველი ხარისხის ინიცირების ცერემონიაზე და მასონურ გზაზე მართებულ სვლას!

ძვირფასო მეგობრებო,2018 წლის 26-27 მაისს, გერმანიაში ქ. ლუდენშაიდში ჩატარდა "გერმანიის სუვერენული დიადი აღმოსავლეთის" (S...
16/06/2018

ძვირფასო მეგობრებო,

2018 წლის 26-27 მაისს, გერმანიაში ქ. ლუდენშაიდში ჩატარდა "გერმანიის სუვერენული დიადი აღმოსავლეთის" (SGOvD) 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის ლიბერალური იურისდიქციების წარმომადგენლები და ასევე ჩვენი ლოჟის "პეტრე იბერი" სამი წარმომადგენელი. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში ლიბერალური მასონობის განვითარების გეგმა, რომლის მიხედვით ლოჟა "პეტრე იბერი" გადადის მუშაობის ახალ, აქტიურ გეგმაზე. შემოდგომაზე დაიგეგმა საქართველოში, ქ. თბილისში საერთაშორისო ლიბერალური შეხვედრის ჩატარება, რომელსაც დაესწრებიან გერმანიის, ავსტრიის, ბელგიის, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთების (ლიბერალური იურისდიქციები) წარმომადგენლები.
ამასთან, ლოჟა "პეტრე იბერს" მიენიჭა რეგიონალური სტატუსი. სექტემბრიდან ლოჟა მუშაობს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმში, ქუთაისსა და თელავში.

ლოჟა "პეტრე იბერის" ხუროთმოძღვარს, ძმა გ-ს მიენიჭა გერმანიის სუვერენული დიადი აღმოსავლეთის დიადი ოფიცრის წოდება.

P.S. ფოტოებზე წარმოდგენილია გერმანიის სუვერენული დიადი აღმოსავლეთის დიადი ოფიცრები (ფოტოს ვდებთ მათი ნებართვით) და ასევე ლოჟა "პეტრე იბერის" 3 წევრი, რომელთა სახეები დაფარულია გარკვეული მიზეზების გამო.

2017 წლის მონაცემებით ლიბერალური მასონობა აერთიანებს 300 000 -მდე და/ძმას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.ლიბერალური მასონობის ...
17/03/2018

2017 წლის მონაცემებით ლიბერალური მასონობა აერთიანებს 300 000 -მდე და/ძმას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ლიბერალური მასონობის ისტორია ოფიციალურად სათავეს იღებს 1877 წლიდან, თუმცა ევროპის კონტინენტზე 1717 წლიდან ფიქსირდება უკვე შერეული ლოჟებისა (მამაკაცები და ქალბატონები) და აგრეთვე ქალთა ლოჟების არსებობა.

ლიბერალურ მასონურ იურისდიქციებში არსებობს დღესაც მხოლოდ მამაკაცთა ლოჟები, მხოლოდ ქალთა ლოჟები და შერეული ლოჟები. ისინი აღიარებენ ერთმანეთის არსებობას, დაშვებულია ერთიანი რიტუალური მუშაობა.

ლიბერალური იურისდიქციები ერთიანობაში ქმნიან რამდენიმე დიდ გაერთიანებას, როგორებიცაა:

"კლიპსასი" - დაფუძნდა 1961 წელს, მასში გაერთიანებულია 104 სხვადასხვა იურისდიქცია (დიდი ლოჟა);
"კატენა" - დაფუძნდა ასევე 1961 წელს, მასში ერთიანდება შვიდი ქვეყნის (გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, ჩეხეთი, რუმინეთი) ტერიტორიაზე მოქმედი იურისდიქციები"

საერთაშორისო მასონური ორდენი "დელფი" - დაფუძნდა 1921 წელს, მოიცავს როგორხც სზხვადასხვა იურისდიქციებს, ასევე აქვს საკუთარი კონსისტორია (33 ხარისხის შოტლანდიური წესდება).

სამივე გაერთიანება თანამშრომლომლობს ევროკავშირის კომისიასთან და ასევე გაეროსთან. მათი თანამშრომლობის ძირითადი თემებია: მშვიდობა, გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა, ტოლერანტული და ლიბერალური ინსტიტუტების გაძლიერება.

დილა მშვიდობის, მეგობრებო!ბევრი საინტერესო კითხვა მოგვდის თქვენგან პირადი შეტყობინების სახით. კარგი იქნება თუ თქვენთვის ...
07/02/2018

დილა მშვიდობის, მეგობრებო!

ბევრი საინტერესო კითხვა მოგვდის თქვენგან პირადი შეტყობინების სახით. კარგი იქნება თუ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე საუბრებს და დისკუსიებს უფრო ორგანიზებულ სახეს მივცემთ. ამიტომ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ფეისბუქ-ჯგუფი სადაც უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთს, შეგვეძლება გავცვალოთ აზრები, გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები. ფეისბუქ გვერდი კარგია ზოგადი ინფორმაციის გასაცნობად, მაგრამ ჯგუფი უფრო მოსახერხებელია კონკრეტული საკითხების ირგვლის მსჯელობისთვის.
გთხოვთ, მოგვწერეთ ვისაც გექნებათ სურვილი ამ ჯგუფში დამატების.

გისურვებთ წარმატებულ და სასიამოვნო დღეს!

22/01/2018

მეგობრებო, ლოჟა "პეტრე იბერი" მიმდინარე წლის თებერვალში ატარებს პირველ "ბუხრის საუბრებს". შეგახსენებთ, რომ "ბუხრის საუბრები" ნიშნავს შეხვედრას ლოჟის წევრებსა და მაძიებლებს შორის. შეხვდრა გაიმართება დახურული ფორმატით. შერჩეულ იქნა დამსწრეთა გარკვეული რაოდენობა.

მორიგი "ბუხრის საუბრები" შედგება 2018 წლის მაისში. დაინტერესების შემთხვევაში მსურველს შეუძლია მოგვწეროს პირადი შეტყობინების სახით და შემდეგ შესაბამისი წესით მოხდება მასთან დაკავშირება.

03/09/2017

“ტყის მოვლა-გაშენება და დაცვა – ეს არ არის რომელიმე კერძო პირის საქმე, ეს მთელი ერის საქმეა. ვისაც მამულისთვის გული არ შესტკივა, ის, რასაკვირველია, ხეებს უღმერთოდ გააჩანაგებს, გაკაფავს და ცეცხლსაც კი წაუკიდებს." - ილია ჭავჭავაძე
ქართველები გულზე მჯიღს რომ ვიცემთ, ვამაყობთ ჩვენი მწერლებითა და საზოგადო მოღვაწეებით, იქნებ სჯობს, რომ კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ მართლაც ბუმბერაზი კლასიკოსები და გავითავისოთ ის სიტყვები რასაც ისინი წერდნენ. მარტო ლექსების დაზრეპირება და სადღეგრძელოების ხატოვნად გამოთქმა მართლა სრულ განადგურებამდე მიგვიყვანს. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ჩვენი ნაკლი დავინახოთ და ვისწრაფვოდეთ ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად, ვეძებთ "ბუას" "გუდიან კაცს" რომელიც თურმე გვართმევს ქართველობას!!!

საღამო მშვიდობის, მეგობრებო!ორ საკითხზე მინდა მოგახსენოთ:1. პირველ რიგში თქვენთან მექნება ერთი თხოვნა, თუ გაქვთ შეკითხხვ...
02/09/2017

საღამო მშვიდობის, მეგობრებო!
ორ საკითხზე მინდა მოგახსენოთ:
1. პირველ რიგში თქვენთან მექნება ერთი თხოვნა, თუ გაქვთ შეკითხხვები ან მოსაზრებები არ მოგედიდოთ და თამამად მოგვწერეთ. რამდენიმე ადამიანმა მოგვწერა და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ერიდებოდათ და არ გვწერდნენ შეკითხვებს. ეს გვერდი გავაკეთეთ იმიტომ, რომ ვისაუბროთ თქვენთან, გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები, გავცეთ თქვენს კითხვებს პასუხები (რამდენადაც ეს შესაძლებელია).

2. ბოლო დღეებში ხშირად გვწერენ თუ რა კრიტერიუმებია საჭირო, იმისთვის რომ დაინტერესებული ადამიანი გახდეს ჩვენი ლოჟის კანდიდატი და შემდეგ კი წევრი. პროცედურა ხანგრძლივია რა თქმა უნდა. ძირითადი კრიტერიუმები კი შემდეგნაირია:

1. მაძიებელი უნდა იყოს სრულწლოვანი;
2. თავის წრეში (ოჯახში, მეგობრებთან, სამსახურში) უნდა სარგებლობდეს კარგი რეპუტაციით;
2. არ უნდა ჰქონდეს ნასამართლეობა;
3. არ უნდა ჰქონდეს დიდი ფინანსური დავალიანება ბანკებში ან სხვა საფინანსო კომპანიებში;
4. უნდა იყოს ტოლერანტი და აზროვნებდეს ლიბერალურად;
5. თუ მას ჰყავს მეუღლე ან შეყვარებული, სავალდებულოა, რომ მან იცოდეს მაძიებლის ინტერესი ჩვენი ლოჟით და მას არ უნდა დაუმალოს ჩვენი ლოჟის წევრობა.

P.S. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ლოჟას ისევე როგორც ნებისმიერ ორგანიზაციას ესაჭიროება გარკვეული ფინანსები, ამიტომ ლოჟაში არის საწევრო გადასახადი.

მოგესალმებით მეგობრები,ზაფხულის მცირეხნიანი შესვენების შემდეგ ვაგრძელებთ თქვენთვის საინტერესო (ვიმედოვნებთ :) ) ინფორმაც...
30/08/2017

მოგესალმებით მეგობრები,
ზაფხულის მცირეხნიანი შესვენების შემდეგ ვაგრძელებთ თქვენთვის საინტერესო (ვიმედოვნებთ :) ) ინფორმაციის განთავსებას.
ჩვენი დღევანდელი მცირე სტატია შეეხება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკითხს - მასონურ რიტუალს (ცერემონიას)
მასონური რიტუალი შედგება კონკრეტული სცენარის, ტექსტის (კატეხიზმო) და ქმედებებისგან. რიტუალი წარმოადგენს ერთგვარ სინთეზს, რომელშიც თავმოყრილია, როგორც უძველესი ლეგენდები, ასევე რაინდული ორდენებისა და ეზოთერული სკოლების ელემენტები. რიტუალის დროს უდიდესი ყურადღება ენიჭება სიმბოლიკას, რომელიც გამოხატავს მასონური პრინციპების ილუსტრირებულ ვერსიას.
რიტუალი არის რამდენიმე სახის. ესენია: ლოჟის შეხვედრის დაწყების რიტუალი, ლოჟის შეხვედრის დასრულების რიტუალი, შეგირდის, ქარგალის და ოსტატის ხარისხზე ინიცირების რიტუალი - ეს არის ის ძირითადი რიტუალები, რომლებიც გამოიყენება ლოჟის მუშაობის დროს. ასევე არსებობს ხუროთმოძღვრის ინიცირების რიტუალი, ლოჟის დაფუძნების ანუ ინსტალაციის რიტუალი.
სხვადასხვა იურისდიქციებს აქვთ სხვადასხვა სტილის რიტუალები, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან მცირე ნიუანსებით, თუმცა დაფუძნებულია საერთო პრინციპებსა და წესებზე.
აქვე ავღნიშნავ, რომ მასონურ რიტუალებსა და ცერემონიებს არავითარი საერთო არ აქვთ ეგრეთ წოდებულ "მაგიურ რიტუალებთან", სპირიტუალურ სეანსებთან, წინასწარმეტყველებასა და ნათელმხილველობასთან. რიტუალი გამორიცხავს ყოველგვარ "ფოკუს-მოკუსებს" და ილუზიურ მანიპულაციებს.
თუ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები შეგიძლიათ კომენტარების ან პირადი შეტყობინებების სახით დაგვისვათ. სიამოვნებით გაგცემთ პასუხს :)

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:00 - 17:00
Sunday 09:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Peter der Iberer - პეტრე იბერი - Peter the Iberian posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share