გეოგრაფია-Geography

გეოგრაფია-Geography გეოგრაფიული ინფორმაციის გაცვლა სტუდენტებთან და თანამშომლებთან

გეოგრაფიის მიმართულების (ალბათ კათედრის) თანამშრომლების, ასევე საქართველოსა და მსოფლიოს გეოგრაფოსების მიერ თავისი მიღწევების, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის გამოქვეყნება, სტუდენტებთან და ასპირანტებთან (მაგისტრანტები, დოქტორენტები) მუშაობის გეგმებისა და შესრულებულ სამუშაოთა მასალები, პროგრამები, სილაბუსები, სახელმძღვანელოები, სტატიები, სადიპლომო ნამუშევრები, სტუდენტების პრაქტიკული სამუშაოებისა და დავალებების მასალა და სხვ.

28/06/2023

სამაგისრო პროგრამის "გამოყენებითი გეოგრაფიის" საგნის სალექციო კურსი ქალაქების ანთროპოგენური გარემო შემუშავდა და შეგიძლიათ იხილოთ აქ და ელ ბიბლიოთეკაში

28/06/2023

სამაგისრო პროგრამის "გამოყენებითი გეოგრაფიის" საგნის სალექციო კურსი საინჟინრო გეოგრაფია (პირველი ნაწილი) შემუშავდა და შეიგიძლიათ იხილოთ

28/06/2023

სამაგისრო პროგრამის "გამოყენებითი გეოგრაფიის" საგნის სალექციო კურსი საქართველოს ბუნებრივი რესურსები გამოიცა და ელბიბლიოთეკაშია, აქაც შეგიძლიათ იხილოთ

https://www.youtube.com/watch?v=ZCql6UNObqA
14/02/2023

https://www.youtube.com/watch?v=ZCql6UNObqA

В конференц-зале Московского планетария выступил доктор геолого-минералогических наук, заведующий сектором геодинамики Музея Землеведения МГУ им. М. В. Ломон...

14/01/2023

ზოგი რამ წელთაღრიცხვისა და კალენდრის შესახებ

საზოგადოების ფორმირების საწყის ეტაპზე დროის აღრიცხვა არ წარმოებდა და „აღრიცხვა ან დაყოფა“ დღისა და ღამის ან წვიმიანი თუ გვალვიანი პერიოდის, ნაყოფის დამწიფების თუ ფოთოლცვენის მონაცვლეობის, ფრინველთა გადაფრენების, წყალდიდობის, სტიქიის ხანგრძლივობის მიხედვით ხდებოდა. დროის აღრიცხვის აუცილებლობა განვითარების შედარებით მაღალ საფეხურზე გაჩნდა, რაც ნაკარნახევი იყო მიწათმოქმედების, ნაოსნობის, ნადირობისა და სხვ. საქმიანობის წარმართვის აუცილებლობით.
ცნობილია, რომ პერიოდულად ცვლად ბუნებრივ მოვლენებს მკაცრად განსაზღვრული დროის მიხედვით აქვს ადგილი: დედამიწის ბრუნვა ღერძის ან გარშემოვლა მზის გარშემო; მთვარის მოძრაობა დედამიწის ირგვლივ და სხვ. პირველი მათგანი დღე-ღამის მონაცვლეობას განსაზღვრავს, მეორე - წელიწადის გავლაზე მიუთითებს, მესამე - მთვარის ფაზებს და თვეებს გამოხატავს. დღე-ღამის ნაწილების გასაზომად საათები, წუთები და წამები გამოიყენება. უფრო ხანგრძლივი დროის აღრიცხვა დღეების, კვირეებისა და თვეების მეშვეობით ხდება. მრავალწლიანი პერიოდები საუკუნეებსა და ათასწლეულებს მოიცავს.
დროის აღრიცხვის უნიკალურობა, მისი შეუქცევადობა და ერთი მიმართულებით (წარსულიდან მომავლისაკენ) მოძრაობაა. ამიტომაც, დროს მხოლოდ ერთი განზომილება გააჩნია. ამის გამო, შეუძლებელია გარდასული მოვლენების გადალაგება. წარსული მოვლენების აღრიცხვა მხოლოდ ქრონოლოგიურადაა (თანმიმდევრულად) შესაძლებელი.
დროის შუალედების აღრიცხვის სისტემას წელთაღრიცხვა ანუ კალენდარი ქვია. კალენდარი (ლათ. Calendarium - დავალიანების წიგნაკი) ძვ. რომაელებში ნიშნავდა ყოველი თვის პირველ დღეს, როდესაც მოვალეებს (კალენდის დღე) პროცენტებით ისტუმრებდნენ.
წელიწადის აღრიცხვას უძველეს წარსულში იყენებდნენ, თუმცა, მის გამოყენებაში ერთი სიძნელე შეინიშნება. აწინდელ გეოლოგიურ ეპოქაში, წელიწადი არა მთელი, არამედ წილადი რიცხვია, რაც მეტად მოუხერხებელია სამოქალაქო ცხოვრებაში. მისი დაძლევის მიზნით გამოიყენება საშუალო ხანგრძლივობის კალენდარი.
ზუსტი კალენდრის შექმნა კაცობრიობის დღემდე გადაუწყვეტელი ამოცანაა. მისი მიზეზია მთვარის ფაზებისა და ასტრონომიული წლის დასაწყისის (დღეღამტოლობის) შეუთავსებობა. ამ ამოცანის გადაწყვეტას ცდილობდნენ ბაბილონური (ძვ. წ. III ათასწლეული) და ძველებრაული ანუ იუდეველთა (ძვ. წ. 3761 წლის 7 ოქტომბერი), ასევე ძველბერძნული და სხვ. კალენდრების ავტორები.
უძველესი კალენდრების ცალკეული მონაკვეთები არა ბუნების მოვლენების პერიოდულობას, არამედ მოსახლეობის სამეურნეო ყაიდის პირობებს ასახავდა: ხვნა-თესვის ან მოსავლის აღების დაწყება ან/და დასრულება, საქონლის საძოვარზე გარეკვა ან/და საკარ-მიდამოში დაბინავება და ა.შ. უძველესი კალენდარული სისტემა არსებობდა ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში, მოგვიანებით კი (XVI-XVII სს) მანჯურიასა და მონღოლეთში.
ჩინური კალენდარი - ლუნისოლარული (ლუნი – მთვარე, სოლარ – მზე) მიღებულია მზისა და მთვარის კალენდრების ელემენტების შერწყმით. ჩინელები გრიგორიანულ კალენდართან ერთად ტრადიციული ღირსშესანიშნავი დღესასწაულების (ჩინური ახალი წელი, გაზაფხულის ან შემოდგომის ფესტივალები და სხვ) აღსანიშნავად იყენებდნენ. ორი ტიპის ჩინური წელთაღრიცხვა ძვ. წ. 2397 წელს იწყებოდა. პირველი მათგანი (ძვ.წ.აღ III ათასწლეული) მზისა და მთვარის, მეორე კი მზის ფაზებს უკავშირდება. ჩინური კალენდარის 60 წლიანი „ციკლი“ ათწლიანი და თორმეტწლიანი ეტაპებისაგან შედგებოდა. ციკლი ხუთ (ხე, ცეცხლი, მიწა, ლითონი, წყალი) ელემენტად იყოფოდა, ცალკეულ წლებს კი საკუთარი სახელები (თაგვი, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, ურჩხული, გველი, ცხენი, ცხვარი, მაიმუნი, მამალი, ძაღლი, ღორი) ერქვა. ჩინური მზის ე.წ. სასოფლო-სამეურნეო კალენდრის ყოველი წელიწადი 24 სეზონად იყოფოდა, თუმცა მთვარის ფაზებს არ უკავშირდებოდა.
3500 წლის წინ, ოლმეკების (მექსიკის ტომები) მიერ შემუშავებული აღრიცხვის სისტემა ცენტრალურ მექსიკაში - მაიას, საპოთეკებისა და აცტეკების ტომებში გავრცელებულა. კალენდარი ორი - სამოქალაქო (365 დღიანი) და რიტუალური (260 დღიანი) ციკლისაგან შედგებოდა, რომლებიც ყოველ 52 წლის ანუ „საუკუნის“ შემდგომ ისევ ერთმანეთს ემთხვეოდა. ყოველი ასი „საუკუნე“ ანუ 5200 წელიწადი ერთ ერას - „მზეს“ ქმნიდა. ამ სისტემის მიხედვით, ამჟამად ჩვენ მეხუთე ერაში ვცხოვრობთ.
ისლამური მთვარის კალენდარი ამჟამადაც გამოიყენება პაკისტანში, ირანში, ავღანეთში, თურქთში, ბანგლადეშში და სხვ. ამ კალენდრის გამოყენებას მიმართავენ ზოგიერთი ოფიციალური თარიღის, ან/და სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად. იგი არაბეთის ჰალიფატის ჰალიფის - უმარი I- ის მიერ იქნა შემოღებული, ხოლო წელთაღრიცხვა ჰიჯრიდან (ახ.წ.აღ. 622 წლის 16 ივლისი) დაიწყო და წინასწარმეტყველი მუჰამედის მექადან მესინაში გადასვლას ემთხვევა. ისლამური კალენდრის თვეები 29 - და 30 - დღიანია. მისი ყოველი პირველი დღე ახალმთავრეობას ემთხვევა. მთვარის თორმეტი თვე ერთ წელიწადს ანუ 354,367 დღე-ღამე შეადგენს. ცხადია, ეს მთელი რიცხვი არაა და სამოქალაქო ცხოვრებაში მისი გამოყენება უხერხულია.
ძველეგვიპტური წელთაღრიცხვა ძვ. წ. აღ. IV ათასწლეულს შეიქმნა. მაშინდელი წელიწადიც 365 დღე-ღამეს მოიცავდა, რომელიც სამი სეზონისაგან (წყალდიდობა, ხვნა-თესვა და მკა) შედგებოდა. თითოეული მათგანი ოთხ თვეს, ხოლო თვეები 30 დღე-ღამეს მოიცავდა. წლის დასაწყისი (შუა ივნისი) მდ. ნილოსის წყალდიდობას ემთხვეოდა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მიწათმოქმედებაში. ამ დღის გამოთვლა კი უკავშირდებოდა სირიუსის პირველ ხილულ ამოსვლას ცისკარზე. მოგვიანებით ახალი ეგვიპტური კალენდრის მიხედვით წლის დასაწყისად ჩვ. აღ. 284 წლის 29 აგვისტო ჩაითვალა. მისი წელიწადი 365,25 დღე-ღამეს შეადგენდა. ეს კალენდარი სომხეთსა და შუა აზიაშიც გავრცელდა. სომხური კალენდარის საწყისი ახ. წ. აღ. 552 წლის 10 ივლისია.
საკმაოდ სრულყოფილი კალენდარი შექმნა ტაჯიკმა პოეტმა და მეცნიერმა ომარ ხაიამმა. მის მიერ (XII ს) გამოთვლილი წელიწადი 365,24242 დღე-ღამეს შეადგენდა და ნამდვილთან მხოლოდ 19 წმ-ით განსხვავდება. ამ კალენდრის მიხედვით წელთაღრიცხვა 1079 წლის 15 მარტს იწყება.
ძველ საბერძნეთში წელთაღრიცხვის დაწყებას რაიმე მნიშვნელოვან თარიღთან აკავშირებდნენ: ძველბერძნული ქრონოლოგიის საფუძვლად ისტორიკოსმა თიმეოსმა (ძვ. წ. IV-III სს) სახალხო დღესასწაულების - ოლიმპიადების ჩატარების (ყოველ 4 წწ-შ) თარიღი დაუდო. ცნობილია, რომ პირველი ოლიმპიადა ჩატარდა ძვ. წ. აღ. 776 წელს.
ძველრომაული კალენდარის მიხედვით, წელიწადის საწყისად მინდვრის სამუშაოთა დაწყება (მარტი) ითვლებოდა და 10 თვეს მოიცავდა. მოგვიანებით (ძვ. წ. 700 წელს), ის 12 თვით შეიცვალა. ძვ. წ. აღ. 46 წელს, ეგვიპტელი სწავლულის სოზიგენის რჩევით, რომის იმპერატორის იულიუს კეისარის (ცეზარის) მიერ ჩატარებული რეფორმით ოთხწლედის ხანგრძლივობა 1461 დღით განისაზღვრა. წლის დასაწყისად 1 იანვარი მიიჩნიეს. ოთხწლედი შედგებოდა სამი (365 დღიანი) და ერთი (366 დღიანი) წლებისაგან. ერთი დღის ჩამატება თებერვლის თვეს ერგო. იულიუსის კალენდარით სარგებლობა მხოლოდ ახ. წ. აღ. 7 წელს დაიწყო, რომლის მიხედვით წლის საშუალო ხანგრძლივობა 365 დღე-ღამესა და 6 საათს შეადგენდა, რაც ნამდვილისაგან 11 წუთითა და 14 წამით განსხვავდებოდა.
ამის გამო, ყოველ 128 წელიწადში ასტრონომიულ დროსა და იულიუსის წელთაღრიცხვას შორის ერთდღიანი სხვაობა გროვდებოდა. ამ უხერხულობის აღკვეთა ვერც გამოჩენილმა მეცნიერმა ნიკოლაი კოპერნიკმა შეძლო. კალენდარის საბოლოო რეფორმა მხოლოდ XVI ს-ის ბოლოს შესძლეს. ასე, პაპი გრიგორიუს XIII დაწესებით 1582 წლის 4 ოქტომბრის (ხუთშაბათი) მეორე დღე (პარასკევი) 15 ოქტომბრად ჩათვალეს. ამით, შესაძლებელი გახდა გაზაფხულის დღეღამტოლობის 1583 წლის 11 მარტიდან 21 მარტში გადატანა. ამდენად, განხორციელდა ძველიდან ახალ სტილზე გადასვლა.
თუმცა, იულიუსის კალენდარით ნამდვილი დრო, ყოველ 400 წწ-ში, სამი დღე-ღამით ჩამორჩებოდა. ამიტომ, იულიუსის კალენდრის თანმიმდევრული კორექტირება გახდა საჭირო. ამ შესწორებებმა გრიგორიუსის კალენდარისა და ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობათა სხვაობა 26 წმ-მდე შეამცირა, რაც 24 საათიან დროს (ერთ დღე-ღამე) მხოლოდ 3300 წლის განმავლობაში აღწევს. გრიგორიუსის უნივერსალური კალენდარი დაუყოვნებლივ მიიღეს საფრანგეთში, პორტუგალიაში, იტალიასა და ესპანეთში.
ძველსლავური წელთაღრიცხვა საფუძვლად დაედო რუსული კალენდრის შექმნას. რუსული ერა იწყება ე. წ. „სამყაროს შექმნიდან“ ანუ 5509 წლის 21 მარტიდან. თავდაპირველად, წლის დასაწყისად 1 მარტი, ხოლო XV ს-დან (1492 წ) 1 სექტემბერი იყო. 1700 წელს კი, პეტრე I ბრძანებით, „სამყაროს შექმნიდან“ 7208 წლის 31 დეკემბრის მეორე დღეს ახ. წ. აღ. 1700 წელი (1 იანვარი) ეწოდა. ამდენად, რუსეთი გრიგორიუსის წელთაღრიცხვას XVIII ს-ის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა კალენდარში ძველი სტილი ფიგურირებდა. ახალი სტილი მხოლოდ 1918 წლის თებერვალში იქნა შემოღებული.
საქართველოს 3500 წლოვანი ისტორია ცხადია, საკუთარი წელთაღრიცხვის გარეშე ვერ იქნებოდა. ჯერ კიდევ, წარმართულ საქართველოში სარგებლობდნენ კალენდარით. ქრისტიანულ ეპოქაში კი სხვა კალენდარი გაჩნდა და თვეებსაც ხალხური სახელწოდებები გაუჩნდა. ასე, მაგალითად, იანვარს - აპნისი (წარმართული სახელი), ხოლო თებერვალს - სარწყუნისი ერქვა. ქრისტიანულ კალენდარში ხალხური სახელწოდებები შემოვიდა ხმარებაში. მის მიხედვით მაისს - ვარდობისთვეს, ივნისს - თიბათვეს, ოქტომბერს - ღვინობისთვეს ეძახდნენ. კოლხეთში ივლისის ხალხურ სახელწოდებას - მკათათათვეს ანუ კვირიკობისთვეს ანუ კვირიკვეს, ხოლო სექტემბერს ეკენია ერქვა (ბერძნ. განახლება).
საქართველოში რომაული კლენდარი ოფიციალურად VI-VII სს. მიჯნაზე შემოიღეს. თვეების სახელწოდებებიც რომაული იყო, რომლებიც ან ღმერთების სახელს ატარებდა, ან რიგით ნომრებს აღნიშნავდა. ქართულმა ეკლესიამ გაავრცელა წელთაღრიცხვის ის სისტემა, რომელიც დამყარებულია ცის მნათობთა ციკლურ ბრუნვაზე. ქართული ქორონიკონის (ბერძნ: დრო, ჟამი, წელთაღრიცხვა) ციკლი ან მოქცევა (ინდიქტიონი) შეიცავს 532 წწ-ს, რომელიც მთვარისა (19 წელი) და მზის მოქცევების (28 წელი) ნამრავლისაგანაა მიღებული. ყოველი ამ ციკლის გასვლის შემდეგ ცის მნათობები საწყის მდგომარეობაში ბრუნდებიან.
აქედან ჩანს, რომ პირველი ინდიქტიონი დამთავრებულა დასაბამიდან 532 წელს, ხოლო მეორე დაწყებულა 533-ე წლის იანვარში, რომელიც თავის მხრივ, გაგრძელებულა 1064 წლამდე. ამგვარად, მეათე ინდიქტიონის დასაწყისი ემთხვევა 4789-ე წელს, მეთერთმეტე კი 5321-ს, ხოლო მეთორმეტე - 5853-ე წელს. მაშინდელი წარმოდგენით, თითქოს ქვეყნის დასაბამიდან 780 წლამდე 12 მოქცევას უნდა გაევლო. ამიტომ, მეთორმეტე ინდიქტიონის დასასრული (6384 წელი დასაბამიდან) ახ. წ. აღ. 780 წელს ემთხვევა. ცხადია, რომ მეცამეტე მოქცევა 1312 წლამდე, მომდევნო (მე-14) მოქცევა 1844 წლამდე გაგრძელდა. მე-15 ინდიქტიონი კი დაიწყო 1845 წელს და 2376 წელს (7980 წელი დასაბამიდან) დამთავრდება. მიმდინარე (2023 წელი) დაიწყო მე-15 ინდიქტიონის 179-ე წელს, ანუ დასაბამიდან 7627-ე წელს. წელთაღრიცხვის ეს სისტემა მყარი დასაყრდენი გახდა საქრისტიანო დღესასწაულების დასადგენად.
ძველ ქართულ ხელნაწერებში გამოყენებული წელთაღრიცხვა, პირობითად 249 წელს იწყება, რომლის მიხედვით პირველი მოქცევა მე-12 ინდიქტიონის დასაწყისს ემთხვევა. ცხადია, რომ ძველ და ახალ წელთაღრიცხვათა შორის გამყოფი თარიღი სწორედ ერთ-ერთი ინდიქტიონის ქორონიკონს ემთხვევა. თუკი ახ. წ. აღ. 780 წელს (დასაბამიდან 6384 წელი) 12 მოქცევა შესრულდა, მაშინ მე-11 ინდიქტიონის დასაწყისს, ქართული კალენდარის 248 წელი შეესაბამება. აქედან ცხადია, რომ ძველი წელთაღრიცხვა დამთავრებულა XI მოქცევის 5604 წელს, ხოლო ახალი წელთაღრიცხვის პირველი წელიწადი შეესაბამება დასაბამიდან 5605-ე წელს. ამდენად, პირველი ათასწლეული დადგა 6605-ე, ხოლო მეორე 7605-ე წელს შემოვიდა. ამჟამად ასტრონომიაში მიღებული ათვლის (ე.წ. სკალიგერის ერა) წერტილიდან - ძვ. წ. აღ. 4713 წლის 1 იანვრიდან, 2023 წლის 1 იანვარი არის იულიუსის პერიოდის 2 მლნ 459 ათას 841-ე დღე.
თანამედროვე კალენდრების ნაკლოვანება თვეების, კვარტლებისა და წლების არათანაბრობაში მდგომარეობს. არსებობს რეფორმების მრავალი პროექტი. მათ შორის, ერთ-ერთი პროექტის მიხედვით წელიწადი მოიცავს 13 თვეს. მეორე რეფორმა ითვალისწინებს წელიწადის 4 კვარტლითა და 13 კვირით დაყოფას. ცხადია, რომ ვერც ერთი პროექტი არსებულ ნაკლოვანებას ვერ ფარავს. უდავოა, რომ ყოველი ახალი ჟამთაღრიცხვა უნდა ემყარებოდეს უნივერსალურ აღრიცხვას, პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობასა და საყოველთაო აღიარებას.
P.S. მომდევნო წერილში ძველი და ახალი სტილის შემოღებისა და დამკვიდრების შესახებ გვექნება საუბარი, რაზედაც საზოგადოებაში ცხარე კამათი, ჯერ კიდევ, მიმდინარეობს.

28/12/2022

იმ ტერიტორიას, რომელსაც ამჟამად რუსეთს ეძახიან, რომლის შესახებ ჯერ კიდევ ჰეროდოტეს აქვს ადექვატური წარმოდგენა (მოგზაურობა სკვითების ქვეყანაში) უნდა ჰქონდეს ასეთი მომავალი: ის უნდა გადაიქცეს ნახევრად გადამწვარ და ნახევრად დაჭაობებულ სივრცედ, სადაც სიცოცხლე აუტანელად შეუძლებელი იქნებოდა. ეს უნდა იყოს მსოფლიოს დანარჩენი მოსახლეობისათვის ჭკუის სწავლებისათვის საჩვენებელი ადგილი - "მუზეუმი", რომლებსაც უნდა აეხსნას, რომ აქ ცხოვრობდა კაცჭამიების ველური ტომები. მათ შექმნეს ეს აუტანელი ცხოვრება არა მარტო აქ, ამ სივრცეში, არამედ მსოფლიოს მრავალ ადგილზე, ისინი შეეცადნენ გადაეკეტათ ადამიანების გონება და აზროვნება, მოეწამლათ ტვინი, გაენადგურებინათ ისინი ფიზიკურად, შიმშილით ამოეხადათ სული, გაენადგურებიათ ბუნება, უთავბოლოდ და არაეფექტურად გაეჩანაგებიათ რესურსები, დარჩენილი ნაწილი კი რეგიონული კონფლიქტებითა და მასშტაბური ომებით გაენადგურებიათ... ამ მიზნის მისაღწევად შექმნეს კომუნისტური ანუ ფაშისტური სისტემა, შეეცადნენ გამოეყვანათ ახალი საბჭოთა ადამიანი - Homos Sovetikus-ი, შეექმნათ გიჟ-პოეტები და დაეწერათ: "მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ პარტია მეტყვის ამას"! მ. კვესელავას სიტყვების პერეფრაზირებით, ეს არის გონების მრუშობა! ამათი საცხოვრისის მომავალი - სწორედ უდაბნოდ ან/და დამყაყებული ჭაობად გადაქცევაა! P.S. ამ გადაგვარებული გარემოს მნახველთა მთავარი შეგონება ასეთია: ადამიანებო! ნუ იცხოვრებთ ამ გადაგვარებული ხალხის მსგავსად. წინააღმდეგ შემთხვევაში - თქვენ საცხოვრისს ასეთივე მომავალი ელოდება!

https://www.youtube.com/watch?v=nBOOxwxSNNw
22/12/2022

https://www.youtube.com/watch?v=nBOOxwxSNNw

Президент Украины Владимир Зеленский начал свое выступление в Конгрессе США под бурные аплодисменты. В своей речи глава нашего государства акцентировал, что ...

22/12/2022

გუშინ ვაშინგტონში - კონგრესის წინაშე, ამერიკელი ხალხისა და მთელი მსოფლიოს წინაშე მეტად შთამბეჭდავი და გულის სიღრმისეული სიყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი გამოსვლა 23-ჯერ ანუ ყოველ 40 წამში დააჯილდოვეს მქუხარე აპლოდისმენტებითა და და ოვაციები გაუმართეს. იმედი მომეცა უკრაინა მალე გაიმარჯვებს და, მასთან ერთდ, ჩვენი გამარჯვებაც შორს არაა.

https://www.youtube.com/watch?v=H7W6KJ5C6qg
13/10/2022

https://www.youtube.com/watch?v=H7W6KJ5C6qg

Это конечно может перевернуть всю историю. Почему не осудили Гитлера. До сих пор, даже заочно не осудили главного человека войны. Почему Сталин отказался от ...

13/09/2022

გეოგრაფიის მაგისტრატურის სტუდენტების საყურადღებოდ!
2022 წ. 21-22 ნოემბერს ქ. თბილისში ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების თანამედროვე პრობლემები“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებს (მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან გასულია არაუმეტეს 7 წელი, ასევე, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტი), უფროსი თაობის მკვლევარებს ახალგაზრდა მეცნიერებთან თანაავტორობით, ამ შემთხვევაში მოხსენება უნდა გააკეთოს ახალგაზრდა მეცნიერმა. კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული, ინგლისური. სტატიების წარდგენა ხდება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ქართულენოვან სტატიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეზიუმე ასევე ინგლისურ ენაზე. ერთი ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიების რაოდენობა არა უმეტეს 3-სა (თანდართული ფორმებით).
კონფერენციის მონაწილეები თავისუფალი არიან საორგანიზაციო ხარჯების გადახდისგან (კონფერენციის ჩატარება, კრებულის და პროგრამის ბეჭდვა, პოსტერების ბეჭდვა დაუსწრებელი მონაწილეებისათვის). კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი არ აფინანსებს მონაწილეების სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, სასტუმრო, დღეღამური ხარჯი).
კონფერენციის გეოგრაფიული შინაარსის (შენიშვნა მ. ალფენიძე) თემები:
1. ატმოსფერული შემადგენლობა, ჰაერის დაბინძურება 2. მეტეოროლოგია; 3. კლიმატის ცვლილება 4. ნიადაგის მეცნიერება; 5. ფიზიკური გეოგრაფია, გეომორფოლოგია; 6. წყლისა და ნიადაგის დაბინძურება.
მნიშვნელოვანი თარიღები
• განაცხადების და სტატიების მიღება (თანდართული ფორმებით) – 2022 წ. 10 ოქტომბერის ჩათვლით;
• სტატიების შერჩევა და შერჩეული სატატიების შესახებ შეტყობინების გაგზავნა - 2022 წ. 20 ოქტომბერი;
• პოსტერის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნა (დაუსწრებელი მონაწილეებისათვის) – 2022 წ. 15 ნოემბრამდე. დასწრებულად სტენდური მოხსენების შენთხვევეში პოსტერები იქონიეთ თან;
• პოსტერების ბეჭდვა - (დაუსწრებელი მონაწილეებისათვის) – 2022 წ. 15 ნოემბრამდე;
• ავტორთა შეტყობინება (პროგრამა და სხვ) - 2022 წ. 10 ნოემბრამდე;
• კონფერენციის შრომათა კრებულის გამოცემა - 2022 წ. 21 ნოემბრამდე;
• თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის გეოფიზიკის ინსტიტუტის პორტალზე კონფერენციის შრომათა კრებულის და ცალკეული სტატიების ელექტრონული ვერსიის ატვირთვა - 2022 წ. 15 დეკემბრამდე;
• კონფერენციაზე რეგისტრაცია - 2022 წ. 21 ნოემბრამდე. საკონტაქტო პირი: მიხეილ ფიფია -ელ. ფოსტა: [email protected] მობ.: +995 593 55 65 11; +995 598 68 60 77

29/08/2022

ვინაიდან გეოგრაფიის ახალი აკრედიტირებული სამაგისტრო პროგრამა უნივერსიტეტის საიტზე არაა გამოქვეყნებული - დაინტერესებულებს ვთავაზობ პროგრამის მოკლე ანოტაციას:
სამაგისტრო პროგრამა გამოყენებითი გეოგრაფია
ხელმძღვანელი: პროფ. მ. ალფენიძე, პროფ. კ. კორსანტია
მიღების წინაპირობები:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები;
- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ფიზიკურ გეოგრაფიაში;
პროგრამა შედგება ორი კონცენტრაციისაგან:
1). საინჟინრო გეოგრაფია;
2). კონსტრუქციული ეკოგეოგრაფია.
სამაგისტრო პროგრამის სტრუქტურა: სვალდებულო კომპონენტები:
1. დარგობრივი უცხოური ენა - (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული) – 6 კრ;
2. გეოგრაფიული მეცნიერების თეორიული საფუძვლები 6 კრ;
3. გეოსაინფორმაციო სისტემები 6 კრ;
4. საველე (პროფესიული) პრაქტიკა - 6 კრ;
5. ჰავის რესურსები - რეგიონული კვლევები - 6 კრ;
6. ფიზგეოგრაფიული კომპლექსური კვლევები - 6 კრ;
7. გლობალური დათბობა და კლიმატი - 6 კრ;
8. რეგიონალური კლიმატოგრაფია - 6 კრ.
I. კონცენტრაცია - საინჟინრო გეოგრაფია:
1. სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია - 6 კრ;
2. ლანდშაფტური დაგეგმარება - 6 კრ;
3. გამოყენებითი (საინჟინრო) გეოგრაფია - 6 კრ;
4. მეტეოხელსაწყოები და გამოყენებითი დაკვირვებები - 6 კრ;
5. ენერგეტიკა და ბუნებრივი გარემო - 6 კრ;
6. ზღვის ნაპირების ინჟინერული მართვა - 6 კრ;
7. გეოდინამიკა და ბუნებრივი გარემოს საინჟინრო მართვა - 6 კრ.
II. კონცენტრაცია - კონსტრუქციული ეკოგეოგრაფია
1. გლაციოლოგიის საფუძვლები და მყინვარების დინამიკა - 3 კრ;
2. ქალაქების ანთროპოგენური გარემო - 6 კრ;
3. კარსტოლოგია და გამოყენებითი სპელოეკვლევები - 6 კრ;
4. ეგზოდინამიკური პროცესები და გარემოს რეგულირება - 6 კრ;
5. სამედიცინო გეოგრაფიის საფუძვლები - 3 კრ;
6. გამოყენებითი ტურიზმი და რეკრეაციული რესურსები - 6 კრ;
7. საქართველოს ბუნებრივი რესურსების კონსტრუქციული მართვა - 6 კრ;
8. კონსტრუქციული გეოგრაფიული ეკოლოგიის რჩეული თავები - 6 კრ.
პროგრამის სამაგისტრო ნაშრომი - 30 კრ.

Address

Tbilisi
380055

Telephone

+995577963849

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გეოგრაფია-Geography posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გეოგრაფია-Geography:

Share